ხელოვნური ინტელექტი XX საუკუნის პროდუქტია და ლოგიკური გაგრძელება ცივილიზაციის ისტორიისა, ცოდნის დაგროვებისა. ცოდნა ინახებოდა ადამიანთა გონებაში, შემდეგ დამწერლობამ ბიბლიოთეკებში მოათავსა ის, შემდეგ ცოდნა ელექტრო იმპულსებად გადაიქცა და რობოტების ხელში აღმოჩნდა.

      სამეცნიერო ფანტასტიკა კინემატოგრაფიაში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული ჟანრია და უამრავ ცნობილ და დიდ რეჟისორს აქვს ფილმი ამ ჟანრზე. IMDb-ს რეიტინგებშიც დაწინაურებულნი არიან, ხშირად ოსკარის ნომინანტთა შორის იხსენიებიან, ფულადი მოგებაც ყოველთვის ძალიან მაღალია.

      ხელოვნური ინტელექტის გაგონებაზე კინომანებს ალბათ პირველი რაც გაახსენდებათ, ესაა სტივ სპილბერგის ცნობილი დრამა ამავე სახელწოდებით - "ხელოვნური ინტელექტი" (A.I. Artificial Intelligence, 2001). ამ ფილმში მთავარი აქცენტი გაკეთებულია გრძნობებზე. რობოტების სამყაროში, მაშინ როდესაც ადამიანები და რობოტები თითქმის თანაბარი უფლებებით ცხოვრობენ, რობოტ ბიჭუნას უჩნდება მოთხოვნილება გახდეს სრულყოფილი ადამიანი, ამისთვის კი გრძნობებია საჭირო. გრძნობების თემატიკაზე, სპილბერგამდე კრის კოლუმბუსმა ისააკ ასიმოვის ცნობილი ნოველის მიხედვით გადაიღო ფილმი "200 წლის ადამიანი" (Bicentennial Man, 1999), რომელიც 2000 წელს ოსკარზეც იყო წარდგენილი. ამ ფილმში საბოლოოდ რობოტი "ადამიანდება".

      XX საუკუნის დასაწყისში, მაშინ როდესაც ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე დაობდნენ მეცნიერები, პრობლემას სწორედ ტვინი წარმოადგენდა. მათი იდეა მარტივი იყო ხელოვნური ინტელექტი შეექმნათ ადამიანის თავის ტვინის სიმულირების გზით. თანამედროვე კლევებით ნათლად ჩანს, რომ ადამიანის თავის ტვინის მოქმედება მხოლოდ მატერიალური სუბსტანციებით არ არის დეტერმინირებული და მისი სრული მოდელირება თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლებელია.

      მაგრამ რატომაა აუცილებელი რომ რობოტების აზროვნება ადამიანის თავის ტვინს მივამსგავსოთ? თანამედროვე შეხედულებით სულაც არ არის საჭირო, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტის ანალოგიურ სტრუქტურულ წყობას იმეორებდეს. ანუ იმისათვის რომ მივიღოთ მოაზროვნე მანქანა, არ არის აუცილებელი რომ მას ადამიანის თავის ტვინის ზუსტი ასლი გააჩნდეს.

      მოაზროვნე მანქანები თანდართული ემოციერბით. ეს იყო ის საკითხი, რომელიც ჯერ მეცნიერებას ვერ გადაეჭრა, თუმცა რიდლი სკოტმა მოახერხა და 1982 წელს გადაიღო ფილმი "დანის პირზე მორბენალი" (Blade Runner, 1982), რომელიც ორჯერ იყო ოსკარზე წარდგენილი. ამ ფილმში, რობოტებმა მიაღწიეს იმ დონეს, როდესაც ადამიანებს მათი ამოცნობა უჭირთ რობოტების ადამიანური ემოციური მახასიათებლების გამო. რობოტები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ადამიანებს, იწყენებ ადამიანთა სამყაროს დაპყრობას. ახლა რა თქმა უნდა ტერმინატორი. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გადაღებული ფილმების გახსენებისას, ძნელია გვერდი აუარო ტერმინატორს. 1984 წელს კინოეკრანებზე გამოჩნდა ჯეიმს კამერონის ფილმი - "ტერმინატორი" (The Terminator, 1984), რომელმაც რიდლის სკოტის პრობლემა გაიმეორა და რობოტების საშიშროება უფრო თვალნათლივ დაგვანახა, ტერმინატორის მომდევნო სერიებიც სწორედ ამ თემატიკას - რობოტებისა და ადამიანების ბრძოლას ეხება. სიკეთიდან ბოროტებამდე და კაცობრიობის საფრთხემდე, ეს თემაა გაშლილი ალექს პოიასის ოსკარის ნომინანტ ფილმში "მე, რობოტი" (I, Robot, 2004). გაფუჭებული რობოტების შესახებ ნილ ბლომკამპა გადაიღო ფილმი "ჩაპი" (Chappie, 2015), რომელმაც ვერანაირ კინოკრიტიკას ვერ გაუძლო და მალე მოხვდა დავიწყების თაროზე.

      2015 წელს ვიხილეთ კიდევ ერთი ფილმი "ექს რობოტი" (Ex Machina, 2015), მისი რეჟისორია ალექს გარლენდი. იმ ძირითადი მიმართულებისა, რომ ფილმი საბოლოოდ სრულდება რობოტის გამარჯვებით, საინტერესოა სიყვარულის ფენომენი. ფილმში ადამიანს რობოტი გოგონა შეუყვარდება. ამ რობოტ გოგონაზე კი, ისევე როგორც სხვა ასობით რობოტზე მეცნიერი ცდებს ატარებს და ადრე თუ გვიან, როგორც რობოტს, ამ გოგონასაც გათიშავს.

      გადავინაცვლოთ წარსულში და ვისაუბროთ გენიალურ ნამუშევრებზე, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის ისეთი იდეები შემოგვთავაზეს, რომელთა განმეორებაც თითქმის არ მოხდა. პირველი მათგანია არტურ კლარკისა და სტენლი კუბრიკის საერთო ნამუშევარი "2001: კოსმოსური ოდისეა" (2001: A Space Odyssey, 1968). ფილმმა საუკეთესო სპეც-ეფექებისთვის 1969 წელს ოსკარიც მოიგო, მაგრამ ჩვენ არა სპეცეფექტები, არამედ ფილმის იდეა გვაინტერესებს ხელოვნური ინტელექტის ჭრილში. იმ პერიოდისთვის, მაშინ როდესაც მობილური ტელეფონებიც კი არ არსებობდა, იმის წინასწარმეტველება, რომ სამყაროს ადამიანებზე მეტად სწორედ მანქნები სჭირდება, და რომ ისინი დაიწყებე ყოველივეს მართვა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. კლარკი წერს და კუბრიკი იღებს ფილმს, სადაც ხელოვნური ინტელექტი განვითარების ლოგიკური საფეხური უმაღლესი ნაწილია, დაწყებული პრეისტორიული ხანიდან, ცხოვრება გაგრძელებული მთვარეზე, დასრულებული ინტელექტის უფორმო, უმატერიო მატარებლებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს ადამიანების გარეშე არსებობა. მეტიც, ადამიანებს მორალურად აღარც ეკუთვნის ეს სამყარო. ეს მესიჯია 1999 წელს გამოსულ ფილმში "მატრიცა" (The Matrix). მისი შემქმნელები გახლავთ ენდი და ლანა ვაჩოვსკები და ფილმს თეოლოგიური საფუძვლების გარდა, ზედაპირზე სწორედ ეს მესიჯი აქვს - იმსახურებენ კი ადამიანები ხელოვნური ინტელექტის არსებობის პირობებში სამყაროზე ბატონობის უფლებას?

      რომ შევაჯამოთ, ფილმოგრაფიაში ხელოვნური ინტელექტი 4 ძირითად ნაწილად გამოსახება:

  1. როდესაც რობოტებს სურთ გახდნენ ადამიანები - რობოტების გრძნობებისა და ემოციურობის პრობლემა.
  2. რობოტებს აღარ სურთ მსახურება - ხელოვნური ინტელექტის განვითარების ადამიანისთვის სავალალო შედეგები.
  3. ადამიანები ჩაგრავენ რობოტებს - ხელოვნური ინტელექტის პრობლემა
  4. მორალური, უფლებრივი, ეთიკური პრობლემები - მომავლის სკოლის, მომავლის სამყაროს რეალური მმართველობა.

ნახვა: 1604

ტეგები: Qwelly, ილიაუნი, კინომანია, კომპიუტერები, მატრიცა, სასწავლო, სკოლა, ფანტასტიკა, ხელოვნური_ინტელექტი

ლაშა: დეკემბერი 17, 2015||11:09pm

დიახ დიახ, ჯონი დეპის დოქტორი ვილ კასტერი, ნამდვილად არ დაგვიწყებია, თუმცა რატომღაც ვერ მოხვდა ჩვენს პოსტში. შემოგთავაზებთ აუცილებლად :D 

ლაშა: დეკემბერი 17, 2015||11:18pm

ტრანსფორმერები უკუვაგდე ვითარცა უვარგისზე უვარგისი რობოტები :D კუბრიკი მინდოდა სადღაც ჩამეწერა და ისიც კმარა ჩაპი რომ ვახსენე, ახლა ტრანსფორმერები რომ დამეწერა კინომანია არ მაპატიებდა :D 

რაც შეეხება კეი პაქსს, არ ვიცი ტრილოგია როგორ წარმოგიდგენია, მაგრამ პირველ ნაწილში რამე ხელოვნურ-ინტელექტუალურს ხედავ იქ? :)) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters