ბალეტი (ფრანგულად: ballet; იტალიურად: balletto; ხოლო გვიანლათინურად ballo, თითოეული მათგანი კი ნიშნავს "ვცეკვავ"), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო XVI საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო. ბალეტის მოცეკვავვე ქალს - ბალერინა, ხოლო მამაკაცს - ბალერონი ჰქვია.
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (XVI ს.) თავდაპირველად, როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას.
ბალეტის სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ. საბალეტო სკოლაში 8 წლის ბავშვებს იღებენ. ბალეტს ტალანტი, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება, ამიტომ მასწავლებლები სწორედ ამ მონაცემებით დაჯილდოებულ პატარებს ეძებენ.
სტუდიაში, სადაც მოცეკვავეები ვარჯიშობენ, კედლებზე ჰორიზონტალური ძელებია მიმაგრებული, რომელსაც მოცეკვავე ხელით ეყრდნობა, რათა ვარჯიშისას წონასწორობა შეინარჩუნოს. კედლებზე ასევე სარკეებია, რათა მოცეკვავემ თავისი მოძრაობა დაინახოს.
ბალეტის მოცეკვავისთვის, განსაკუთრებით ბალერინასთვის (მოცეკვავე ქალი) ყველაზე დიდი სირთულე ფეხის წვერებზე ცეკვაა.
საამისოდ ბალერინას საგანგებო ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც გამძლე და მაგარი წვერები აქვს. ბალერინას ფეხსაცმლი შეიძლება იყოს დამზადებული ატლასისგან, ტილოს ან ტყავისგან. ფერები: ვარდისფერი, შავი, ნაცრისფერი ან თეთრი.
ახალგაზრდა ბალერინები რომლებიც ახლა იწყებენ ბალეტის შესწავლას იცვამენ შედარებით მსუბუქ ფეხსაცმელს, ისინი სავალდებულოა 5 წელი ატარო და უამრავი ტრენინგი გაიარო
შემდეგ ბალეტის ფეხსაცმელ - პუანტებზე გადახვალთ. ინგლისურად "Pointe shoes" არის საბალეტო ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს მაგარი წვერი, რაც საშულებას აძლევს ბალერინას ჰქონდეს უწონადობის შეგრძნება.
კაბები კი უნდა იყოს ჰაეროვანი, რათა მოძრაობაში ხელი არ შეეშალოთ ბალერინებს.
რაც შეეხება საქართველოში ბალეტის განვითარებას:
რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა. ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი - ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (1910-1992) გახლავთ.
მან დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია 1924 წელს, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა. მალე საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში. აქ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, კლასიკურ რეპერტუარებში წამყვან როლებს ასრულებდა. 1941 წლიდან კვლავ თბილისში დაბრუნდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმეისტერი გახლდათ.მან უამრავი სახელოვანი ბალეტის მოცეკვავე აღზარდა, როგორებიცაა ნინო ანანიაშვილი, ნიკა ცისკარაძე, ირმა ნიორაძე, დათო მახათელი, ლალი კანდელაკი...
მშვენიერი პოსტია!!!
sainteresoa:)
როგორ მომწონს(((
მეხვეწებოდნენ, დარჩი დარჩი, მსოფლიოს საუკეთესო თეატრებში გამოხვალო, მაგრამ აბა ((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 6:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
Posted in Guides
MMOEXP is reader-supported. Aback you buy through links on FC 24 Coins our site, we may acquire an associate commission. Prices accountable to change. Apprentice more
Contents actualization FC 24 Adjoin Blaze and Ice all cards Aggregation 2 Aggregation 1 FC 24 Adjoin absolution date FC Adjoin alpha time FC 24 Adjoin Blaze and Ice
The aboriginal promo of the New Year has been arise in FUT 24, with EA…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:26am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.
Assess Your Function Requires
Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია