მართალია, დიდი ხანია ვიძახი რომ ფეისბუკის გაუქმებას ვაპირებ, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა ამას საშველი. სამწუხაროდ ფეისბუკის გაუქმება ნიშნავდა ადამიანების დაკარგვას, რომლებიც ასე მიჯაჭვულან იქაურობაზე და აზრადაც არ მოსდით საკუთარი შექმნან. ასევე დიდი ხანია არ მომწონს ყოველივე ის, რასაც ფეისბუკი აკეთებს, რა პროექტებსაც ის ანხორციელებს და ვის მხარდამჭერადაც გვევლინება აწ უკვე ოფიციალურად (ვგულისხმობ ჰომოსექსუალიზმის წახალისებას, მხარდაჭერას და ზეიმს ერთსქესიანთა ქორწინების ამერიკის მიერ დაკანონებისთვის), და რაც მთავარია, არ მომწონს ის რომ ყოველივე ამას სიხარულით უწყობს ხელს მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა ჩემს გარშემო შეკრებილი საზოგადოებაც (არ ვიქნები გამონაკლისი, ოდესღაც მეც).

      მაგრამ არ შეიძლება ებრძოლო ასეთ გიგანტებს, მითუმეტეს მათ ტერიტორიაზე, რადგან ყოველთვის დამარცხებული გამოხვალ.

      რას ნიშნავს სოციალური ქსელი და რისთვისაა ის საჭირო - უპირველეს ყოვლისა რაც პასუხად თავში მოგვდის "თავისუფალი ურთიერთობებისთვის".

      დიახ, ინტერნეტმა სწორედ ამით მოხიბლა საზოგადოება წლების წინ, რომ ინტერნეტში შეგეძლო ყოფილიყავი თავისუფალი! გქონოდა გამოხატვის თავისუფლება, გაქცეოდი საზღვრებს - სახელები, ფურცლები, დოკუმენტები, წარმოამვლობა, ვინაობა - და შენი ნააზრევი, შენი ემოცია, შენი ფიქრები ნებისმიერი სახელით გაგეთავისუფლებინა საზოგადოებებისთვის. ყოფილიყავი დაფარული, მაგრამ საინტერესო საკითხავი. ანდა განგეცხადებინა შენი თავი და აქ გეპოვა თავისუფლება, მოკლედ სულ ერთია - შენ არჩევანი გქონდა.

      ბოლო 5 წელია (იქამდე მაინცდამაინც ასეთი პოპულარული არ იყო) რაც სიტყვა იტნერნეტი იგივდება ერთ კონკრეტულ სოციალურ ქსელთან, რომელსაც ფეისბუკი ჰქვია. ადამიანები აქ "თავისუფლდებიან", ყოველშემთხვევაში ამის სჯერათ რომ თავისუფალნი არიან, ამიტომ ყველას და ყველაფერს ფეისბუკზე ტენიან და თუ შენ არ ხარ იქ, შენც ჩაგტენიან - მოკლედ, ფეისბუკზე შეტენვა ეს ელიტარულობაა.

      ჰო, მაგრამ ზემოთნახსენები თავისუფლება?

      ჯერ კიდევ წლების წინ გამოქვეყნდა ბლოგი, სადაც FBI-ს თანამშრომელი მადლობას უხდიდა ფეისბუკს გაწეული სამსახურისთვის, ფეისბუკის საშუალებით ადამიანის თვალთვალი იმაზე ადვილია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია და ბოლო-ბოლო check in სისტემაც ხომ ამისთვის მოიგონეს. მაგრამ სულ ცინცხალი ამბავი ის გახლავთ, რაც მე დღეს დამემართა და რამაც ისე აღმაშფოთა და გამაღიზიანა, რომ ამხელა ტექსტები დამაწერინა.

      დიდი ხანია ფეისბუკზე მარტივად მქვია სახელი - Lasha - ყოველგვარი გვარისა, წარმომავლობისა და მისთნების გარეშე (ვფიქრობ ინტერნეტის არცერთ წესს არ ვარღვევ ჩემი სახელით, მითუმეტეს რომ წლების წინ სწორედ ეს სახელი მეწოდა მშობლებისგან).

      დღეს ფეისბუკზე შესვლა გადავწყვიტე, მაგრამ ამაოდ:

FBI, ID, blog, control, facebook, freedom, identification, identity document, qwelly, qwellyblog, ბლოგი, ბლოკი, გაკონტროლებული, დაბლოკილი, დღიური, თავისუფალი, იდენთიფიკაცია, საიდენთიფიკაციო, ფედერალები, ფედერალური ბიურო, ფეისბუკი, ქველი, შებოჭილი

      ვინც მიცნობს, ისიც ეცოდინება რომ ინგლისურის მაინცდამაინც შექსპირივით არ ვფლობ, მეტიც არც ასაკისთვის შესაფერისად ვიცი ეს ენა, მაგრამ იმდენი კი გავიგე, რომ მივმხვდარიყავი - ფეისბუკს ჩემი სახელი არ მოეწონა.

      გასაგებია, საიტის წესში წერია რომ ორი სახელი უნდა გქონდეს, შენ კიდევ ერთი გაქვს, ეს დარღვევაა! ამიტომ დავემორჩილე და Get Started.

      შემდეგ:

FBI, ID, blog, control, facebook, freedom, identification, identity document, qwelly, qwellyblog, ბლოგი, ბლოკი, გაკონტროლებული, დაბლოკილი, დღიური, თავისუფალი, იდენთიფიკაცია, საიდენთიფიკაციო, ფედერალები, ფედერალური ბიურო, ფეისბუკი, ქველი, შებოჭილი

      სახელი და გვარი აქაც გავიგე რომ უნდა ჩამეწერა, მაგრამ ეს ID რა არის? ან რა საჭიროა?

      ფეისბუკმა გაითვალისწინა, რომ ეს შეკითხვა მექნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა წინასწარ აეხსნა ეს ჩემთვის. დავინტერესდი რა ტიპის ID ბარათი დააკმაყოფილებდა ფეისბუკს და სწორედ ამ დროს დაიწყო ჩემი გაბრაზება. მაშ ასე,

      ფეისბუკი ითხოვს:

FBI, ID, blog, control, facebook, freedom, identification, identity document, qwelly, qwellyblog, ბლოგი, ბლოკი, გაკონტროლებული, დაბლოკილი, დღიური, თავისუფალი, იდენთიფიკაცია, საიდენთიფიკაციო, ფედერალები, ფედერალური ბიურო, ფეისბუკი, ქველი, შებოჭილი

      არ გეგონოთ რომ ეს საიტი რამეს გაძალებთ, აქ არჩევანის საშუალებაც არის:

FBI, ID, blog, control, facebook, freedom, identification, identity document, qwelly, qwellyblog, ბლოგი, ბლოკი, გაკონტროლებული, დაბლოკილი, დღიური, თავისუფალი, იდენთიფიკაცია, საიდენთიფიკაციო, ფედერალები, ფედერალური ბიურო, ფეისბუკი, ქველი, შებოჭილი

      და მესამეც

FBI, ID, blog, control, facebook, freedom, identification, identity document, qwelly, qwellyblog, ბლოგი, ბლოკი, გაკონტროლებული, დაბლოკილი, დღიური, თავისუფალი, იდენთიფიკაცია, საიდენთიფიკაციო, ფედერალები, ფედერალური ბიურო, ფეისბუკი, ქველი, შებოჭილი

      რა თქმა უნდა ფეისბუკით პოზიტივისტები ახლაც იტყვიან, რომ მე ეს ყველაფერი მელანდება, ვაზვიადებ და კვლავ თავიანთი ბრძნული სახით შემომხედავენ როგორც "ეს ცოტა უქიქინებს" ახალგაზრდას, მაგრამ რას ვიზამთ.

      შევაჯამოთ,

      მეგობრებო, ჩემი პირადობის დასკანერებას და ფეისბუკზე ატვირთვას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა რომ "რა მოხდება ატვირთივს შემდეგ" ფეისბუკმა იცის და მეუბნება კონფიდენციალური იქნებაო. არც ამდენ წვალებს ვაპირებ ალტერნატიული ბარეთების დამზადებით, ამიტომ თუ რამე შემოვლითი კოდი მოვიპოვე და დავუბრუნდი საიტს ხო კარგი, თუ არადა ფეისბუკზე გამოსამშვიდობებელ წერილად მიიღეთ ეს ფოსტი და იცოდეთ მე არ მიიტოვებიხართ ფეისბუკმოყვარენო, ეს თქვენმა სოციალურმა ქსელმა მკრა ხელი.

ნახვა: 567

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თავისუფლება, კონტროლი, სოც.ქსელი, ფეისბუკი

khatuna zitanishvili: ივლისი 22, 2015||8:45pm

მეც ვფიქრობ გაუქმებას))) 

salome: ივლისი 22, 2015||10:01pm

ლაშიკო, გებრძვის ცუკერბერგი :D

ლაშა: ივლისი 22, 2015||10:26pm

მაინცდამაინც დიდი დანაკარგი არ ვა მისთვის და რა ენაღვლება რა :D 

ალექსანდრე მიქუტიშვილი: სექტემბერი 10, 2015||4:54pm

...ეს საიტი რომ გახდეს ისეთივე პოპულარული და მოთხოვნადი როგორიც ფეისბუქია რა ხდება ამ შემთხვევაში ?

George: სექტემბერი 10, 2015||9:04pm

ალექსანდრე, დღევანდელობის (მინიმუმ უკანასკნელი წლების) ყველაზე დიდი პრობლემაა - ცნებათა აღრევა. იმედია შენ იცი, რომ * პოპულარული და მოთხოვნადი * - არაა სინონიმები ! სამაგიეროდ მათ გამოყენებაში ზუსთად ის აღრევაა, რომელზეც მოგახსენე. მაგალითად :  უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II - პოპულარული ადამიანია, შერონ სტოუნი კი - * პოპულარული და მოთხოვნადი*. იმედია იცი, რომ შერონი საღმრთო ძვენს არ წირავს ! .. თუ შენ გინდა შესთავაზო უწმინდეს აღარ წიროს, რომ  სტოუნს ტერმინოლოგიურ *მოთხოვნადობაში* დაეწიოს ?.. მგონი მიგახვედრე, რომ უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, როგორც სულიერი ასევე ნივთთა სამყაროდან - სადაც შენი ლოზუნგი * პოპულარობა და მოთხოვნადობა * ჩვეულებრივი საღი აზრით გაბათილდება
.. ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ ასე აქტიურ ფეიკო-ქართველებს ეფიქრა *პოპულარობის* მიზეზებზე ( ნამიოკს მოგცემ : მგონი მასობრიობა პოპულარობაში ეშლებათ ისე, რომ არც დაფიქრებულან ( ეს უკანასკნელი კი ყოველთვის ამძიმებდათ((

ალექსანდრე მიქუტიშვილი: სექტემბერი 11, 2015||3:19pm

შევკრთი.. შენიშვნა სწორია ,გაქვს უფლება გქონდეს კმაყიფილის შეგრძნება . უბრალოდ ასეთი მკვეთრი რეაქცია ზედმეტიც კი იყო.

George: სექტემბერი 13, 2015||11:57am

ალექსანდრე მიქუტიშვილო,სიხარულს აუცილებლად გამოვხატავ, როცა კომენტარები პოსთში მოყვანილ ფაქტებს შეეხება (არგუმენტირებული კრიტიკა)..
მესმის, რომ ერის მენთალობა ყალიბდებოდა ასწლეულობით და ძალზე რთულია აუხსნა, რომ *პოპულარული* უფრო ხშირად ცუდს ნიშნავს და არა კარგს, *მასსობრივი* კი 99% -  ცუდია..

კვლავ ვერბალური კამათი რომ ავიცილო, მაგალითს მოვიყვან :

საქართველოში: 37 მეცნიერებათა აცადემიის მუდმივი წევრია, 15 000 - მეცნიერებათა დოქტორი, 3 000 000 მდე - წერა-კითხვა იციან, 5 000 000 მდე - ითვლებიან Homo Sapiens-ებად .

ციფრებში ყოველთვის უკეთ ჩანს ფაკებუკის პოპულარობის სათავეები და მინიშნებაც, რომ ასეთ ვითარებაში QWELLY ვერ იქნება მასობრივი..

მხოლოდ თუ მაღალი *IQ* საქართველოს მოსახლეობაში პოპულარული გახდება (

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters