ესაა ამონარიდი წიგნიდა: "ჩესტერფილდის წერილები ვაჟს"

       ყოველ ღირსებასა და ხასიათის სიკეთეს ენათესავება ესა თუ ის ცოდვა ან ბიწიერება კაცისა. თუ ზომაზე მეტად განვითარდა ისინი, ან ერთად გადაიქცევა ან მეორედ. გულუხვობა და ხელგაშლილობა ხშირად მფლანგველობად იქცევა, მომჭირნეობა და ყაირათობა – სიძუნწედ, სიმამაცე თავზე ხელაღებად, სიფრთხილე სილაჩრედ და ა.შ. ბიწიერების ჭეშმარიტი სახე იმდენად მახინჯია, რომ პირველივე შეხედვით ზიზღით გვივსებს გულს და არც გვაცთუნებდა ალბათ როდესმე, თუ რომ თავიდან სიკეთის ნიღაბი არ ჰქონდეს ჩამოცმული. სიკეთე და სათნოება კი მისდათავად იმდენად მშვენიერია, რომ პირველი შეხედვისთანავე გვხიბლავს და გვიმორჩილებს. ჰოდა, სწორედ აქ მართებს კაცს გონიერება, რომ ჯეროვანი კალაპოტით წარმართოს საკუთარი საუკეთესო თვისებები და მისწრაფებანი. ზოგი ნასწავლი კაცი, თავისი ცოდნით გაამაყებული, მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ თავისი დასკვნა გამოიტანოს და ყველაფერზე ისეთი კილოთი იმსჯელოს, შედავება ვერავინ შეჰბედოს. შედეგი ამისა კი ის გახლავს, რომ ამ მოუთმენლობით შეურაცყოფილი ხალხი ბოლოს აუმხედრდება ხოლმე და ამ ძალადობისგან თავდასახსნელად მის კანონიერ ავტორიტეტსაც კი ეჭვის თვალით დაუწყებს ცქერას. რაც უფრო მეტი იცი, მით მეტი მოკრძალებით უნდა გეჭიროს თავი. ბარემ იმასაც ვიტყვი აქავე, რომ მოკრძალება ყველაზე საიმედო ხერხია ჩვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. გინდათ ძალიან დარწმუნებული იყო შენს სიმართლეში მაინც ისე მოიქეცი, ვითომ ყოყმანობ. თქვი შენი აზრი, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიჟინებ. თუ გინდა სხვების დარწმუნება, მათაც უნდა აგრძნობინო, რომ შენი დარწმუნებაც შეიძლება.

       გვხვდებიან ისეთი ჯურის ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებ დოგმატიკოსნი და მედიდურები არიან, მაგრამ თავმდაბლობას ვერც მათ შეწამებ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ენადაკრეფილი პედანტები, ქალებთან საუბრისას რომ მოსწრებულ ბერძნულ და ლათინურ ციტატებს აფრქვევენ და ამდენად „ეძმაკაცებიან“ ხოლმე ბერძენ და ლათინელ ავტორებს, ზედმეტ სახელებსაც კი არქმევენ ამის დასტურად, აი, რა ახლოს ვართო მათთან. მაგალითად, ამბობენ: „ეს ბებერი ჰომეროსიო“, „თაღლითი ჰორაციუსიო“. ამ პედანტებს ხშირად ფუქსავატი, თავქარიანი ხალხიც ბაძავს, რომელთაც ცოდნის ნატამალიც არ გააჩნიათ, მაგრამ რამდენიმე ძველი ავტორის გვარი კი დაუმახსოვრებიათ და ზეპირადაც დაუსწავლიათ ნაწყვეტები. ჰოდა იმდენი კადნიერება ჰყოფნით, ყველა საზოგადოებაში ახსენონ ისინი იმ იმედით, რომ სწავლულებად ჩაგვთლიანო. ამიტომ თუ გინდა ერთი მხრივ პედანტობა არ შეგწამონ, მეორე მხრივ კი უვიცად არ მოგნათლონ, ნუ ეცდები ხალხში გაამჟღავნო შენი ცოდნა. სადაც მოხვდები ილაპარაკე იმ ენაზე, რა ენაზეც ლაპარაკობენ, ისაუბრე სადაც, თავისუფლად და სხვისი ნათქვამით ნუ ააჭრელებ შენს სათქმელს. ნურასოდეს მოინდომებ იმ ხალხზე ჭკვიანად და ნასწავლად წარმოაჩინო თავი, ვის საზოგადოებაშიც იმყოფები. შენი განათლება და ცოდნა ისე შეინახე, როგორც საათს ინახავს ხალხი – ანუ გულის ჯიბეში. ნუ გამოაჩენ მას ხალხში და ნუ დაქოქავ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველამ შეიტყოს, საათი აქვსო. თუ შეგეკითხებიან რომელი საათიაო, უპასუხე, მაგრამ წარამარა ნუ აუწყებ, ესა და ის დროაო, თუკი ამას არავინ გეკითხება. საერთოდ, გახსოვდეს, რომ ცოდნა ყველაზე სარგო და აუცილებელი სამკაულია ადამიანისა. ცოდნის უქონლობა სირცხვილიცაა, მაგრამ ამასთან ყოველნაურად ყოველნაირად უნდა ეცადო ის შეცდომები არ მოგივიდეს, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც ძალზედ ხშირად სდევს.

ნახვა: 240

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, სწავლა, სწავლული, შეცდომა, წერილები

შორენა კენჭოშვილი: აგვისტო 13, 2014||12:33am

ამონარიდი წიგნიდან: “ჩესტერფილდის წერილები ვაჟს”

თაკო: აგვისტო 18, 2014||3:36pm

ძალიან კარგი წერილია,ჭკუის სასწავლებელი! მე პირადად კმაყოფილი დავრჩი მისი წაკითხვის შემდეგ!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters