"დელფოელი ქურუმებისთვის ხელმისაწვდომი იყო საიდუმლო ინფორმაციის წყარო, რომელიც უცნობი იყო შეკითხვების დამსმელთათვის, ამ მხრივ ყველაზე მეტად განთქმულია და ამოუცნობი პითონესას პასუხი ლიდიის მეფის კროესუსის შეკითხვაზე, ჰეროდოტე, რომელიც ძ წ V ს ცხოვრობდა მოგვითხრობს ამბავს, რომელიც მას გაუგია თავის დროის ადამიანებისგან «კროესუსმა გადაწყვიტა გამოეცადა რამდენიმე სამისნო საბერძნეთში, ერთიც ლიდიაში, მან დააგზავნა დესპანები სხვადასხვა მიმართულებით, ზოგნი დელფოში, სხვანი აბესა და ფოკეაში,დოდონასა და სხვა

       ადგილებში, მათ ჰქონდათ შემდეგი დავალება, უნდა გადაეთვალათ დღეები მათ მიერ სარდედან გამგზავრების შემდეგ და მეასე დღეს შეკითხვა დაესვათ სამისნოსათვის თუ რას აკეთებდა იმ წუთში ერთი პასუხი არ იყო საგულისხმო გარდა დელფოს პასუხისა, ლიდიელები როგორც კი შევიდნენ ტაძარში მათ მიერ შეკითხვის დასმამდე მიუგო მათ პითონესამ მე ძალმიძს დათვლა ქვიშისა, ძალმიძს ამორწყვა ზღვისა,ყურნი მასხია ოთხთათვის და ვუწყი რა სურს მუნჯს, სუნი მცემს ვხედავ ხარშავენ კუსა და ბატკანს წყალში და ბრინჯაოს ქვაბს ახურავს ბრინჯაოსავე ხუფი, როდესაც დესპანნი დაბრუნდნენ კროისოსთან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ მისანს შესძლებია სწორად განჭვრეტა იმისა თუ რას აკეთებდა მეფე იმ წუთში და ეს იყო დელფოს მისანი, როდესაც დესპანნი წავიდნენ მეფე დაჯდა და დაიწყო ფიქრი თუ რა იქნებოდა ყველაზე მეტად შეუძლებელი და ყველასათვის წარმოუდგენელი, შემდეგ როდესაც მოაწია დათქმულმა მეასე დღემ მან აიღო კუ და ბატკანი, დაკეპა თავისი ხელით და ორივე მოხარშა ბრინჯაოს ქვაბში, რომელსაც ბრინჯაოსვე ხუფი დაახურა, «რით აიხსნება ეს ტელეპატიით, შესაძლოა ალბათ ზოგიერთ ქალს ჰქონდა ის რასაც დღეს ექსტრასენსორულ ტერცეფციას უწოდებენ, მაგრამ არსებობს საკმაოდ უცნაური გაგრძელება ამ კარგად ცნობილი ამბისა, რომელიც შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, 1954 წ ბერძენი არქეოლოგი პაპადიმიტრიუ თხრიდა ძველ სამარხებს მიკენში, პელოპონესში, ამ სამარხების თარიღია დაახლოებით ძ წ 1600 წ ათასწლეულებით ადრინდელი ხანა კროესუსამდე, ერთერთ საფლავში მან იპოვა ლითონის ჭურჭელი, რომელშიც აღმოჩნდა კუსა და ბატკნის ძვლები, შესაძლოა დავუშვათ, რომ დელფოელმა ქურუმებმა, რომელთაც ანტიკურ სამყაროში საუკეთესო ინტელიჯენ სერვისი ჰყავდათ იცოდნენ, რომ ლიდიაში შემორჩენილი იყო ზოგიერთი ძველებური მსხვერპლშეწირვა, მათ შორის კუსა და ბატკნის ერთად მოხარშვა...." 

კოტრელი ლეონარდ

წყარო: bu.org.ge

 

 

ნახვა: 902

ტეგები: Qwelly, დელფო, დღიური, კროსუსი, ლიდია, მეფე, სამისნო, უცდომელი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters