სანქციები ფარცხალაძეს, ახალი სასწავლო წელი და მრავალმილიონიანი შემწყნარებლობა

დღეს სწავლა დაიწყო თუ განახლდა, როგორც უნდა ითქვას ან იკითხებოდეს, თქვენ ისე წაიკითხეთ. ფაქტია, მოსწავლე-ახალგაზრდობა სასწავლო გარემოში დაბრუნდა და ცხადია, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ესეც იყო, მით უფრო რომ პერმიერმა 30K სტუდენტს „ვალები გადაუხადა“. სხვა არანაკლებ თუ უფრო მნიშვნელვანი ამბავი იყო ფარცხალაძის ამერიკული სანქციები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6333 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 სექტემბერი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

სტუმარი ბულგარეთიდან და გზა ევროპისკენ - პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. როსენ ჟელიაზკოვი - მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში და ქართული საზოგადოების მისწრაფებას. პრემიერი - ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება - ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილი - ვაფასებთ ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში შედგა.

პრემიერის საქართველოში - პრემიერი - მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა - გაზრდილი ბიუჯეტი ხელფასების ზრდას, ჯანდაცვას, განათლებას და ეკონომიკას მოხმარდება. მთავრობის ვალი შემცირებულია, სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე - სულ სხვა ეკონომიკაა წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

იმპიჩენტი - შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდობა საკუთარ თავს და საკუთარ ხელებს, ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტისას. ლევან ბეჟაშვილი - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს სხდომათა დარბაზიდან გამოვიდეთ და მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა.

სასწავლო წელი - გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება - იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები გარეთ ხვდებიან, სიცრუეა - 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ჯამში, 40 მლნ ლარი გაუნულდებათ. უკვე დაწყებულია რამდენიმე ასეული სკოლისა და 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი - მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს.

ამერიკული სანქციები - სახელმწიფო დეპარტამენტი - ოთარ ფარცხალაძესთან “ეფესბე” მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. პეტრე ცისკარიშვილი - ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის გზავნილი ყველა იმ მეწარმის თუ ბიზნესმენის მიმართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „კლანთან“ ერთად კომერციულ საქმიანობაშია ჩართული. ვასო ურუშაძე - აშშ-ის მხრიდან ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუქცევადი პროცესია - ყველა პირი, რომელიც ღიად ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში, დასანქცირდება. თინა ხიდაშელი - ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი გაფრთხილებაა, რადგან ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია. იაგო ხვიჩია - პროცესი დასრულებული არ არის და „ქოცების“ არგუმენტი - „ფარცხალაძე 11 წელია ჩვენთან არ არის და ეს ისტორია ჩვენ არ გვეხება“, ძალიან მალე გაბათილდება. სერგი კაპანაძე - ფარცხალაძე ამ ხელისუფლების წანაზარდია და მისი დასანქცირება, წესით, კატასტროფული ფასი უნდა დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“. გია ვოლსკი - რაში შეიძლება პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? საგარეო კურსი შეიცვალა? - სად გიჩნდებათ კითხვა და ეჭვი, რაც შეიძლება ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო?! თამარ კორძაია - ყველა ადამიანი, ვინც დასანქცირდა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია - თუ ამას ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯები არ მოჰყვა, სანქცირებულთა წრე გაფართოვდება. სალომე სამადაშვილი - ერთ-ერთი „ლეიტენანტის“ დასანქცირებით აშშ-მ ნათელი გზავნილი მისცა ივანიშვილს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება იმუნიტეტი, რადგან რაიმე ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს. თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ხელს დააფარებს „ეფესბეს“ ჯაშუშს - ფარცხალაძის დასანქცირება არის გზავნილი აშშ-დან, რომ კარგად იციან, ვინ დგას რუსეთის გავლენების ზრდის ჯაჭვში. ლევან ბეჟაშვილი - განმარტება - „ქართველი-რუსი ოლიგარქი“, რომელიც რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში, ცხადია, ირიბად ეხება ივანიშვილსაც - ეს არის ლაქა, რომელიც ქვეყანამ მიიღო. ხატია დეკანოიძე - არავითარი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ დასჯის ფარცხალაძეს - ქვეყანას რუსეთის გავლენისგან მხოლოდ მათი დამარცხება გაათავისუფლებს. შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი - ოთარ ფარცხალაძეს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. სუს-მა აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილი ფარცხალაძეზე - გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაში აქ მთავრობა და „ქართული ოცნება“? ფინანსთა მინისტრი - ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული პირის ქმედებაზე - ნებისმიერი დასანქცირებული პირის სახელმწიფოსთან დაკავშირება სპეკულაციაა. პაატა მანჯგალაძე - აშშ-მ „ოცნებას“ შემოუთვალა, ვიცით რასაც წარმოადგენთ და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო. ანდრო გოცირიძე ოთარ ფარცხალაძეზე - წარმოუდგენელია, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა ჩვენს სპეცსამსახურს - ამას კრახიც არ ჰქვია. ოთარ ფარცხალაძე - ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. გია ხუხაშვილი აშშ-ს მიერ ფარცხალაძის დასანქცირებაზე - ეს არის გაფრთხილებაც, ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ძალიან დავიწროვდა წრე - პირდაპირ მასზე არის ისარი უკვე მიმართული. ლაშა თორდია - ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა - სანქციებზე მისი შაბლონური განცხადებები თავის გადასარჩენადაა და მეტი არაფერი.

ანგარიში ამერიკიდან - არასამთავრობო სექტორის ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1, მეტ-ნაკლებად შესრულებული 2, ნაწილობრივ შესრულებული კი 7 რეკომენდაცია, ხოლო 2 - დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია შესასრულებელია.

ზოგიერთ სტატისტიკა - „საქსტატი“ - 2023 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა. 2023 წლის 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული. საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.

სტიქიები - ლანჩხუთის მერი - ამ დროისთვის, გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ ეს ოჯახები განსახლებას ექვემდებარებიან. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება. ლაშა ხუციშვილი - სპეციალისტები იტყვიან გურიაში სტიქიისგან დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა თუ არა, ამის შემდეგ ზარალი ან თანხობრივად ანაზღაურდება, ან სახელმწიფო შეუძენს ბინებს ამ ადამიანებს. ანა ნაცვლიშვილი - ესაა ამ მთავრობის ინტელექტუალური და მორალური მაქსიმუმი: იყიდოს მოქალაქეების დუმილი და ფული ან ფულადი ამნისტია შეაჩეჩოს, ოღონდ ბრაზი და უკმაყოფილება დააცხროს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ოძისის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

დაახლოებული ჩინეთი - China Southern Airlines-ი საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურ ავიარეისებს იწყებს. კვირაში 6 დღე.

საზღვარგარეთულები:

ომი - ხერსონის დასახლებებიდან, რომლებიც მუდმივად იბომბება, ბავშვების ევაკუაცია მოხდება. პენტაგონი - თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალას მიაწვდის, ის უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდება. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს. ვლადიმერ პუტინი ენტონი ბლინკენის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, უკრაინამ გოპაკი არ დაივიწყოს, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე. დენის შმიგალი - უკრაინის 2024 წლის ბიუჯეტში არჩევნებისთვის სახსრები არ არის გათვალისწინებული.

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს.

კიმი რუსეთში - კიმ ჩენ ინმა რუსეთში საავიაციო ქარხანა მოინახულა. დიმიტრი პესკოვი - კიმ ჩენ ინის ვიზიტისას რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შეთანხმება არ გაუფორმებიათ.

წყალდიდობა ლიბიაში - ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია - წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 11 300-ს მიაღწია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 69

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters