საპირველსექტემბროდ ცუდი სპორტული დღე გამოდგა, დღეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასთან 100:73 თითქმის სრულად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ამ დროს, ქართლმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო - მიზეზი, ჩვენ ავუკრძალეთ წასვლა და ის მაინც წავიდა ევროპაშიო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 სექტემბერი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

პრო-ევროპელი პრეზიდენტი იმპიჩემნტის ზღვარზე - სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა. გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთანაა ნაზიარები აქტივობები, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი. მამუკა მდინარაძე - მაშინ, როცა ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პეტრე ცისკარიშვილი - სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები - სააკაშვილის შეწყალების შედეგად ქვეყანა ბევრად წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე. მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს სურს ქულები თავად დაიწეროს, მეორე მხრივ კი, ის ეცდება, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. პაატა მანჯგალაძე - ყველა სახელი და გვარი, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინებაზე დაფიქსირდება, საქართველოს ღალატზე ხელმოწერა იქნება - ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატე გვეყოლება პარლამენტში. ირაკლი კობახიძე - იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები - რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით. მესიჯი, რომ კანდიდატის სტატუსს ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არაა, ეს ხომ სისულელეა? - თუ ხელისუფლება არ იმსახურებს სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს? არ მოგვენიჭება! შარლ მიშელი ხომ დასვამს კითხვას? - ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა და მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს - პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში არის კონტრპროდუქტიული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანენ, მისი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა კი ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ორი დღით ადრე მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამორიცხულია - ამისთვის გვჭირდება ოპოზიციის ხმებიც, ოპოზიცია და პრეზიდენტი კი დღეს ერთ ხმაში საუბრობს, ამიტომ ამ საკითხის დაძვრას არ ვაპირებთ. გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა. ირაკლი ფავლენიშვილი - იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს ყველა ბერკეტის გამოყენებით. გია ხუხაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა. მიხეილ სარჯველაძე - იმპიჩმენტის მიზანია, ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად. პაატა ზაქარეიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ. სანდრო რაქვიაშვილი - „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, პრეზიდენტმა შეიძლება დათმოს და შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“ – „ოცნებას“ მიშას გამოშვება სხვისი ხელით უნდა. ანა წითლიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა. სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის - გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. გიორგი გახარია - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ - ეს, ასევე, არის მიზანმიმართული ნაბიჯი დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე გავლენა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოების წინაშე პირნათელი ვიყოთ. სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა. გერმანიის ელჩი - 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შალვა პაპუაშვილი - თუ ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს. მარკეტა გრეგოროვა - შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო. მიხაილ როტი - სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს - „ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია - ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება. მირიამ ლექსმანი - „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ინტერესი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი - დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია - საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ანრი ოხანაშვილი - იმპიჩმენტთან დაკავშირებით არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვექნება - რაც შეეხება ევროპაში გამოთქმულ კრიტიკას, ყველას ვურჩევ, ჯერ გაერკვნენ, რას ითვალისწინებს. ოცნებამ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

სტუდენტებოა - ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. პრემიერი - ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.

ისევ 90-იანები - ასლან ბჟანია - მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ - იყო დრო, როცა საქართველოში შუქი 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა.

კიდევ გართულებული გამოცდა - დღეიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება.

საზღვარგარეთულები:

ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის. ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი, შეიძლება, 2023 წელს დასრულდეს. პენტაგონმა უკრაინისთვის AMRAAM-ის რაკეტები შეუკვეთა. Politico - უკრაინამ Abrams-ის პირველი 10 ტანკი, შესაძლოა, სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღოს. გაერო-მ რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებისთვის კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია. გუბერნატორი - უკრაინული მხარე დრონებით თავს დაესხა ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. დავით არახამია - შესაძლოა, განხორციელდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის „უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ. კირილ ბუდანოვი - რუსეთი, უკრაინის გამარჯვების შემდეგაც კი, რევანშს მოინდომებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის პრობლემის მოგვარების ორ გზას ასახელებს - სამხედრო და დიპლომატიური. დმიტრო კულება - უკრაინის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ჯონ კირბი - ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს.

ფართო ევროპა - ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უნდა ემზადებოდეს გაფართოებისთვის, რომელსაც 10 ახალი წევრის გაჩენისკენ შეუძლია მიგვიყვანოს. ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია - გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში მნიშვნელოვან წინადადებებს წარვადგენთ.

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი, ჯორჯიაში არჩევნების გაყალბების საქმეზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 66

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters