ევროკავშირი 7 წელიწადში, კარასინის მოწადინება და სააბიტურიენტო სტატისტიკა

ვიდრე აგვისტო მიიწურა, თბილისის ზოგიერთ უბანში მაინც მოაწყო წვიმის ტბორები და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ძირითადად გლდანი დაიტბორა, მაგრამ დაშავებულებზე ინფო არ გვაქვსო - მერია აცხადებს. დღის მთავარი ამბავი, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების მოლოდინსა და მიშელის „დაიმედებას“ ეხებოდა, ასევე კარასინის განცხადებას - აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე. დეგნანის წერილი გვქონდა მეინსტრიმში და ცხადია ომი უკრაინაში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 აგვისტო, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

ევროპის კარი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. შარლ მიშელი - „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“. ლევან ხაბეიშვილი - შარლ მიშელის განცხადება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. გიორგი ვაშაძე - საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია - არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს. დავით უსუფაშვილი - შარლ მიშელის განცხადება მეტყველებს, რომ ყველა შეთანხმდა - საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ერთადერთი ვინც ამას ეწინააღმდეგება თავგზააბნეული „ქართული ოცნებაა“. დავით კირკიტაძე - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება: ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - ჩვენ ამ ბარიერებს გადავლახავთ. ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის - რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის. ზურაბ ბატიაშვილი - ბურთი ჩვენს მოედანზეა და თუ მზად ვიქნებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ევროკავშირის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს. რომან გოცირიძე - შანსი არსებობს, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლებები არიან დროებით, მიდიან და მოდიან, ქვეყნის ინტერესი კი რჩება - დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და ყველა რეკომენდაცია შესრულდება. გურამ მაჭარაშვილი - როცა ასეთ გრძელვადიან პერსპექტივას ასახელებ, ეს ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს, ოპოზიცია კი ოდნავ იმედიანი განცხადებისას პოლიტიკურ კრუნჩხვებში ვარდება - მაგალითად, ვაშაძე კრუნჩხვების მერე ჰყვება ზღაპრებს, ებრძვის ქარის წისქვილებს. დავით კირკიტაძე - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება: ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - ჩვენ ამ ბარიერებს გადავლახავთ. ირაკლი კობახიძე - ხელისუფლება პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს - ევროკავშირის წევრობისთვის, რეალურად, საქართველო 2030 წლისთვის იქნება მზად. პაატა მანჯგალაძე - თუ საქმე ასე დადგება - ევროპა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თუ „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ევროპას აირჩევს და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს.

ოკუპირებულების აღიარება - გრიგორი კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა აღიარონ. დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენი მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა დაიწყონ. ირაკლი კობახიძე კარასინის განცხადებაზე - განცხადებების მიუხედავად, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. პაატა დავითაია - კარასინი არღვევს დიპლომატიის და მოლაპარაკებების წესებს, ამ განცხადების შემდეგ, პირადად მასთან ყველა სახის მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს. პაატა მანჯგალაძე - გვამადლიან, არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთო - წარმოგიდგენიათ, რა პატრიოტად გამოიყურება ბოლშევიკი ბუდუ მდივანი გურამ მაჭარაშვილის ფონზე?! გია ვოლსკი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩინეთისა და ინდოეთის მიერ აღიარების საკითხს პერსპექტივა არ გააჩნია - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია.

დეგნანის წერილი - კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს. საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა. აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა.

გამოცდილი აბიტურიენტები - გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვის საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. გამოცდების ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა - საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა.

შოვის ტრაგედია - ანა დოლიძე - საპარლამენტო ოპოზიციამ შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას. ონის მერის მოადგილე - სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება - 31 გარდაცვლილიდან 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, კიდევ 2 ადამიანს კი ვეძებთ. ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შოვში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება.

შიომღვიმის კლდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას.

მეგობრის ომი - თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, მათთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ევროპაშია, კარგად არის! - იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.

საზღვარგარეთულები:

ომში მყოფი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს სარდლობასთან ფრონტზე შექმნილი ვითარება და უკრაინის საჰაერო ძალების ახალ თვითმფრინავებზე გადასვლის საკითხები განიხილა. ვოლოდიმირ ზელენსკი - მაქსიმალურად ვზრდით იარაღის წარმოების მოცულობას. უნგრეთის პრეზიდენტი - ომი წელიწადნახევარია გრძელდება, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს, არის მსხვერპლი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ტულაში უკრაინული დრონები ჩამოვაგდეთ. უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა რუსეთის 530 ჯარისკაცი და 14 ტანკი გაანადგურეს. სამხრეთ კორეა უკრაინის დახმარებას მომავალ წელს 8-ჯერ, 394 მილიონ დოლარამდე ზრდის. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ. გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი ეშელონი ჩავიდა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა სამხრეთით ვერბოვეს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსულმა გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე უკრაინული დრონი გაანადგურა. უკრაინაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა. ჩელიაბინსკში რუსული მი-8 ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ანა მალიარი - რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ. აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ოცეული - სექტემბერში ინდოეთში დაგეგმილ G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი დაესწრება.

Bloomberg - ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს.

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა. თურქული მედია - ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს 4 სექტემბერს შეხვდება.

დიმიტრი მედვედევი - აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა.

საპრეზიდენტო არჩევნების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის 4 მარტს დაიწყება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 49

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters