ვილნიუსის შეჯამება და ოპოზიციური გეგმები ევროებთან ერთად და მათ გარეშე

      ვიდრე რამე ახალი ხმაურიანი თემა არ იქნება დღის წესრიგში, ვილნიუსის სამიტის გარშემო უნდა ვიტრიალოთ და ევროპარლამენტარები ან უნდა ვაქოთ ან ვაკრიტიკოთ კრიტიკის პასუხად. ასეთია დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და ამას ერთვის ოპოზიციის გეგმები ვაშაძით თუ მის გარეშე. უკრაინაში ომი ისევ მთელი სიმძაფრით მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5803 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 ივლისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      12 მოციქულის დღე - დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვა მეუფე შიომ აღავლინა. მეუფე ნიკოლოზი - მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? - ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი - „ციანიდის საქმეც“ არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია. ანდრია ჯაღმაიძე - ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება - სამწუხაროდ, ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა. მეუფე შიო - ქართველები, ჩვენი ერი, ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა, რომელთა დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება - ამის დასტურია, რომ ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა და სირთულისა. ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - უახლოეს დღეებში, ალბათ, რაღაცას ახალს უნდა ველოდოთ.

      ვილნიუსის შეჯამება - კელი დეგნანი - ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა. გიორგი გახარია - ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო - საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო. თეონა აქუბარდია - საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი არ იყო არა თუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად, არამედ არც სხვა მომიჯნავე ღონისძიებებზე - ეს გზავნილია, რომ ნატო კრიტიკულად აფასებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას. ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ცივი გონებით გავაანალიზებთ, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვილნიუსის სამიტზე, დავინახავთ, რომ საქართველოს უკრაინის შესაშური არაფერი არ აქვს. ირაკლი ბერაია - ვისურვებდი, რომ ალიანსის უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ - საქართველო ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ბურთი ნატოს მოედანზეა. ირაკლი კობახიძე - საქართველო ყველანაირად მზადაა, ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს - გაწევრიანებისთვის მზაობა ნატო-ს მხრიდან არ არის. მიხეილ სარჯველაძე - როცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, არ მგონია, ვინმეს იმის თქმის საფუძველი ჰქონდეს, რომ ნატოსკენ უკრაინის გზა შემოკლებულია, ხოლო ეს გზა საქართველოსთან მიმართებით არის განსხვავებული.

      ოპო გეგმები - ვახტანგ ძაბირაძე - დიდი ოპოზიციური ერთიანობა მარცხისთვისაა განწირული - ამოცანა უნდა იყოს, ხელი შეუწყონ ერთი ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეეძლება. მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება საერთო - ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ. ხატია დეკანოიძე - პარტიაში ჩემი ყოფნის დროსაც ჩანდა, რომ გიორგი ვაშაძის პარტია იქნებოდა ინტეგრირებული „ნაციონალურ მოძრაობაში“ - არ მგონია, რომ ამით დამატებითი ხმები შევიდეს პარტიაში. ირაკლი კობახიძე- "კგბ"-ს სახელმძღვანელოების მიხედვით მოქმედებს ოპოზიცია და სწორედ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით უწოდებენ ყველაფერ ქართულს რუსულს. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში კიდევ უფრო დაიწევს - მივესალმები, თუ ის დასახელდება კანდიდატად. ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციიდან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატურაზე - თემა მოგონილია და ყურით მოთრეული - სისულელე და სიგიჟეა პრემიერ-მინისტრობაზე მსჯელობა. გია ხუხაშვილი - გიორგი ვაშაძე, მგონი, საბავშვო ბაღიდან ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე - ის ძალიან თანმიმდევრულია თავის ოცნებებში, მაგრამ ხშირად ოცნება ოცნებად რჩება. ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დიფუზია, გიორგი ვაშაძის შემოსვლა კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის დიფუზიურ მოვლენებს - მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა როგორ დააბეჩავა და გააბანძა, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოდან არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ იყო - როგორც ვექცევით დასავლელ პარტნიორებს, ჩვენც ასე აგდებულად მოგვექცნენ.

      ოპო ევროპარლამენტარები - ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია. გაირკვა, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია - ლოგიკურია, რომ გვარამია ევროპარლამენტში ჩადის და ხვდება იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არიან ჩართული. კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე - ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი და ეს არის ხელისუფლების ცვლილება. ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ღირსეულად გადიოდეს ევროინტეგრაციის გზას. პეტრე ცისკარიშვილი - ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე გვქონდა დისკუსია ევროინტეგრაციაზე, ასევე იმაზე, თუ 12 პუნქტიანი გეგმა არ განხორციელდა და პოლიტპატიმრები ციხეში დარჩნენ, სტატუსს ვერ მივიღებთ.

      მეგობარი ამერიკა - მეთიუ მილერი - შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას. კელი დეგნანი - საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია, ხოლო საუკეთესო დაცვა რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ არის ძლიერი დემოკრატია.

      მიშას მობრუნება - ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში „ვივამედის“ ექიმების ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ. ბილ ბროუდერი - პოლონელი ექიმები იკვლევენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას - იმედი მაქვს, ამას მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ირაკლი კობახიძე - ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს, ამის გამო იკლებს წონაში, ეს არის ერთადერთი პრობლემა. კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის, თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული პიარ კამპანიით, თითქოს დღეში 10-ჯერ კვდებოდა, ამის მიზანი სასჯელისგან მისი გათავისუფლება იყო. მატეუშ მორავეცკი - ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა. გიული ალასანია - რასაც ვუყურებ, ჩემი შვილი იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად - მინდა მადლობა გადავუხადო მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა პოლონელი ექიმების ჩამოსვლა, გამამხნევებელი იყო ბაიდენის განცხადებაც, რომელმაც ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა.

      პრაიდდღე - კელი დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე - ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან. თეიმურაზ კუპატაძე - 8 ივლისის ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა, ეს იყო ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი. ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე - ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს.

      თითოფრაზიანი ამბები - დავით ჭიჭინაძე - ჩვეულებრივი მონათმფლობელური ქვეყანა ვხდებით - სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი არ გააჩნია, არც აინტერესებს და ამიტომ! კელი დეგნანი შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საკითხზე - ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს - ვიმედოვნებ, რომ მას კონსტიტუციით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება ექნება. A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მქონე პირებზე ჯამში, 35 558 ნებართვა გაიცა, საიდანაც ამ დროისთვის 13.7 %-ია გააქტიურებული. ვიტალი ვანცევი - თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება. კელი დეგნანი - მთელს მსოფლიოში ამერიკასთან მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი და აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა - აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ უვიზო რეჟიმი არც ისე გავრცელებულია.

      სტატისტიკა - 2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 266.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის გენშტაბი - 5 მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება. მიხაილო პოდოლიაკი - ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს: უკრაინის მოგება, წაგება, ან მინსკი 3, რომელიც ძალიან ნელ სიკვდილს ნიშნავს. ლოიდ ოსტინი - ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ომის შემდეგ ნატო-ს შეუერთდება. პუტინმა უკრაინაში ქმედებებით ნატო თავის ზღურბლთან მიიყვანა - დარწმუნებული ვარ, ის ძალიან შეშფოთებულია. საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მომზადების ევროპული მისიის გაფართოება და ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანა სურს, როცა ამისთვის „ხელსაყრელი გარემო“ იქნება შექმნილი. სერგეი ლავროვი - ნატო-ს სამდივნოსა და ქვეყნების ყველა მოქმედებაში განდიდების მანია ვლინდება. უკრაინელი გენერალი - უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო. „როსატომის“ ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს სადგურის შესაძლო აფეთქებაზე - სრული იდიოტი უნდა იყო, რომ ააფეთქო სადგური, სადაც 3,5 ათასი ადამიანი მუშაობს, მათ შორის რუსეთიდან. რუსმა სამხედროებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს. ჯო ბაიდენი - საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა.

      რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ვაგნერის“ მიერ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების გადაცემა დასრულებულია. მარკ მილი - „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება.

      Reuters - ანტონიო გუტერეშმა ვლადიმერ პუტინს SWIFT-ის სისტემასთან წვდომის სანაცვლოდ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება შესთავაზა.

      მოლდოვა დსთ-ის დატოვების პროცედურებს იწყებს.

      რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ.

      ოლიმპიადის მიღმა - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთსა და ბელარუსს 2024 წლის ოლიმპიადაზე მოსაწვევებს არ გაუგზავნის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 82

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters