კომუნიკაციური მოქმედება და სისტემა: თეორიული განსხვავებები იურგენ ჰაბერმასის და ნიკლას ლუმანის პარადიგმებში

ქეთევან პოპიაშვილი

თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები

      პირველ რიგში, სანამ უშუალოდ ჰაბერმასის და ლუმანის პარადიგმებში არსებული თეორიული გასხვავებების განხილვაზე გადავალ, შევეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კომუნიკაციის ცნებას თითოეული მათგანი საკუთარ თეორიებში.

      დავიწყებ იურგენ ჰაბერმასის კომუნიკაციური მოქმედების თეორიით, რომლის ძირითად და მთავარ ინტერესს წარმოადგენს ინდივიდების ყოველდღიური ინტერაქციები და კომუნიკაციები, ასევე ენისა და კომუნიკაციის კვლევა. მთავარი პუნქტი კი მის თეორიაში – კომუნიკაციურად კომპეტენტური ინდივიდია, რომელიც აქტიურია სოციალიზაციის პროცესში, ენობრივად მოქმედია და უნივერსალური პრაგმატიზმის წესებით მოქმედებს (ენობრივი კომუნიკაციის განსაზღვრული წესები).

      კომუნიკაციური მოქმედების და მისი მნიშვნელობის განვრცობამდე რამდენიმე სიტყვით შევეხები ჰაბერმასის თეორიაში განხილულ სხვა მოქმედების ტიპებს, ესენია: სტრატეგიული, ნორმატიული და დრამატურგიული მოქმედებები. კომუნიკაციური მოქმედების ტიპი მოიცავს, როგორც ნორმატიულ ასევე დრამატურგიულ მოქმედების ტიპებსაც, უბრალოდ მათგან განსხვავებით აქ მოქმედი პირების მხრიდან საერთო მიზნისკენ შეთანხმებული სწრაფვა ხმამაღლა, თავისუფლად არის გამოხატული. სტრატეგული მოქმედება რადგან ინდივიდუალური მიზნებისკენ სწრაფვაზეა ორიენტირებული და სხვა „აქტორები“ მხოლოდ ამ გზაზე არსებულ საშუალებებად ან წინაღობებად არიან აღქმული, გამოეყოფა კომუნიკაციური მოქმედების მოდელს.

      როგორც უკვე გამოჩნდა, კომუნიკაციური მოქმედების ტიპი ორიენტირებულია ურთიერთგაგებასა და შეთანხმებულ მოქმედებებზე, ამიტომ ის შეიძლება იდეალურ მოქმედების ტიპადაც ჩაითვალოს. სწორედ ასეთი კომუნიკაციების არსებობა ქმნის წესრიგს „ცხოვრების სამყაროში“ („ცხოვრების სამყარო“ არის ადგილი სადაც სოციალური ჯგუფების თვითრეპროდუცირება და თვითინტერპრეტირება ხდება) ჰაბერმასის თეორიის მიხედვით.

      როდესაც წესრიგზეა საუბარი, ხაზი უნდა გაესვას კომუნიკაციურ მოქმედების თეორიაში არსებულ ვალიდაციის მოთხოვნებს, ესენია: ჭეშმარიტება (შეთანხმებულობა), სიმართლე და გულწრფელობა (გულახდილობა კომუნიკაციაში მონაწილე პირებს შორის) და გაგება – წინასწარი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იქნას გაგებული და შეფასებული მიღებული ინფორმაცია. სწორედ ამ მოთხოვნების არსებობის და გათვალისწინების შედეგად შეუძლიათ მოსაუბრეს და მსმენელს ისეთი კომუნიკაცია დაამყარონ, რომელიც ორივე მხარისთვის გასაგები და ურთიერთსარგებლიანი იქნება (მიზნების და იდეების შეთანხმება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება).

      რომ შევაჯამოთ, ჰაბერმასის კომუნიკაციური მოქმედების თეორიაში კომუნიკაციის საშუალებით ხდება სოციალური ინტეგრაცია, რაც გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საერთო მიზნის/შეთანხმების არსებობასაც და მის გარშემო მათ გაერთიანებას. სწორედ ასეთი ურთიერთგასაგები კომუნიკაციები და ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები უწყობს ხელს სისტემის შენარჩუნებას ჰაბერმასის თეორიის მიხედვით.

      რაც შეეხება ნიკლას ლუმანს ის სისტემურ თეორიაში საუბრობს აუტოპოესისურ– ჩაკეტილ სისტემებზე (სისტემა, რომელიც თავად ახდენს მისი შემადგენელი ელემენტების პროდუცირებას და რეპროდუცირებას). იმისთვის, რომ სოციალური სისტემა ასეთი სახით წარმოაჩინოს და გააანალიზოს, ლუმანი კომუნიკაციის ცნებით ანაცვლებს მოქმედების ცნებას სოციალური თეორიის საფუძველში.
ის ასევე ახდენს კომუნიკაციის ცნების ხელახალ ფორმულირებას, რასაც კომუნიკაციაში – ინფორმაციის, შეტყობინების და გაგების დამატებით/გაერთიანებით ცდილობს.

      იმისთვის, რომ ლუმანის თეორიაში კომუნიკაციის მნიშვნელობა უკეთესად გამოიკვეთოს, უნდა აღინიშნოს მისი როლი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის მიმართებაში. რაშიც ლუმანის შემდეგი მოსაზრება იგულისხმება, რომ: ინდივიდი იმ ხარისხით მიეკუთვნება საზოგადოებას, რა ხარისხითაც ის ჩართულია კომუნიკაციაში, ხოლო ის ვინც არ მონაწილეობს კომუნიკაციაში და აღმოჩნდება საზოგადოების გარეთ ანუ გარემოში, წარმოადგენს უწესრიგობის შექმნის საფრთხეს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სისტემურ თეორიაშიც წესრიგის არსებობა გარკვეულწილად უკავშირდება კომუნიკაციების არსებობას და მათი საშუალებით ინდივიდების საზოგადოებაში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ, რომ აღვნიშნოთ – ლუმანის მიხედვით ინდივიდი, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმი და ცნობიერება, არ მიეკუთვნება საზოგადოებას. ინდივიდი არ ითვლება საზოგადოების წევრად კომუნიკაციაში ჩართვის/თანამონაწილეობის გარეშე.

      მნიშვნელოვანია აღინიშნოს ორმაგი შესაძლებლობების პრობლემა, (კომუნიკაციაში მონაწილე პირთა მიერ ერთმანეთზე მცირე ან მცდარი მოლოდინების არსებობობისას დიდია იმის ალბათობა, რომ გაცვლილი ინფორმაცია ორაზროვნად იქნება გაგებული, სწორედ ეს მოიაზრება ორმაგი შესაძლებლობების პრობლემაში) რომელსაც ლუმანი კომუნიკაციაზე დაფუძნებული სოციალური სისტემის მეშვეობით გადაჭრის. კომუნიკაციაში მონაწილე პირების მიერ ერთმანეთის სქესის, ასაკის, ეროვნების ცოდნა და დამატებული ამას წინარე/გაზიარებული ცოდნა ნორმებისა და იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს როლური მოლოდინები ხელს უწყობს ნახსენები ორმაგი შესაძლებლობების პრობლემის თავიდან აცილებას/გადაჭრას.

      რომ შევაჯამოთ, ლუმანი კომუნიკაციის ცნებას იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს აუტოპოესისური სისტემის სრულყოფა ან მისი ნათლად/ გასაგებად წარმოჩენა. რადგან მოცემულ სისტემაში, სწორედ კომუნიკაციების ქსელის დანიშნულებაა მასში შემავალი სხვა ელემენტების წარმოების და კვლავწარმოების უზრუნველყოფა.

      ამ ორი ავტორის თეორიებს შორის არსებულ განსხვავებების შესახებ საუბარზე გადასვლამდე, ალბათ ზედმეტი არ იქნება აღინიშნოს არსებული მსგავსებებიც. პირველი ის, რომ ორივე ავტორთან კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ფორმირებაში, მასში ინდივიდების გაერთიანებასა და ინტეგრაციაში. მეორე ის, რომ ორივე თეორიაში ინდივიდს მიეწერება შესაძლებლობა/უნარი ჩაწვდეს პრობლემის არსს, გააანალიზოს და გადაჭრას ის. მესამე მსგავსებად კი შეიძლება კომუნიკაციის ხარჯზე წესრიგის მიღწევის მცდელობა ჩაითვალოს, რასაც ასევე ორივე ავტორთან ვხვდებით , თუმცა სხვადასხვა ხარისხით.

      კიდევ ერთი ყურადსაღები მსგავსება მოცემულ თეორიებს შორის არის გარე სამყაროების არსებობა. ორივე თეორიაში ვხვდებით ასეთის არსებობას, ჰაბერმასის შემთხვევაში ეს არის ობიექტური და სოციალური სამყაროები რომელიც გარსს ერტყმის საზოგადოების წევრებს. ხოლო ლუმანის შემთხვევაში ეს არის გარემო, რომელიც არსებობს საზოგადოების და სისტემებისგან განცალკევებით/მათგან დამოუკიდებლად.

      რაც შეეხება განსხვავებებს, ვფიქრობ ერთერთ მთავარ განსხვავებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჰაბერმასის თეორიაში კომუნიკაციას, კომუნიკაციურ მოქმედებას წამყვანი ადგილი/მნიშვნელობა უკავია. ვგულისხმობ იმას, რომ მთელი თეორია აგებულია კომუნიკაციური მოქმედების მოდელზე. როცა ლუმანის შემთხვევაში, კომუნიკაციის ცნება გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს სისტემური თეორიის, აუტოპოესისური სისტემების უკეთ გაანალიზება/წარმოჩენა.

      შემდეგი და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი განსხვავებაა ავტორების დამოკიდებულება სისტემებისადმი. მაშინ როცა ჰაბერმასისთვის სისტემის ის სფეროები, როგორიცაა ორგანიზაცია და წარმოება უკანა პლანზე იწევს, ლუმანისთვის ამ სისტემების ანალიზი და წინ წამოწევა მთავარი ამოცანაა. ლუმანის თეორიაში, სწორედ ასეთი სისტემების განხილვის ხარჯზე ხდება ზოგადად მისი თეორიის ახსნა და გაგება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამაგიეროდ, ჰაბერმასის თეორიაში იკითხება მისი ინტერესი ნორმების ჩამოყალიბების საკითხში, როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ დონეზე, რასაც არ ვხვდებით ლუმანის თეორიაში.

      შეიძლება კიდევ ერთ განსხვავებად ჩავთვალოთ ავტორების დამოკიდებულება შეთანხმებული კომუნიკაციების/მოქმედებებისადმი. მაშინ როცა ჰაბერმასთან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთშეთანხმებას, ურთიერთგაგებას და ურთიერთგათვალისწინებას, ლუმანთან ამგვარი საერთო ინტერესები და მათკენ სწრაფვა დეფიციტშია. ლუმანის თეორიებში ვხვდებით სისტემის და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების ისეთ მაგალითებს, სადაც სისტემის მხრიდან საზოგადოების ინტერესები ნაწილობრივ ან სრულად იგნორირებულია (აქ არ არის საუბარი კომუნიკაციაში არსებულ ურთიერთგაგებაზე, რადგან ეს ორივე ავტორთან არსებობს და მეტნაკლებად ერთნაირად მნიშვნელოვანია).

      რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ავტორები აღმოჩნდნენ, ლუმანის შემთხვევაში ასეთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებაზე დაკვირვების პრობლემა. ლუმანის ერთ ერთი მთავარი და ცენტრალური მოსაზრებაა ის, რომ საზოგადოება თვითაღმწერი ობიექტია და ის უნდა იყოს ავტონომიური. როგორც უკვე ითქვა, ლუმანი საზოგადოების და სისტემის გარეთ აქცევს გარემოს, ასე ვთქვათ ქმნის „გარე გარემოს“ სადაც არ არსებობს საზოგადოება შესაბამისად შეუძლებელია აქედან მოხდეს „შიგნით არსებული საზოგადოების“ შესწავლა/მასზე დაკვირვება. არც შიგნით უკავია რომელიმე სისტემას შესაბამისი პოზიცია/მდგომარეობა, რომ საზოგადოებაზე დაკვირვება აწარმოოს. შეიძლება ითქვას, რომ ლუმანმა წარმოადგინა ისეთი „ჩაკეტილი“ სისტემა, რომელშიც არ დატოვა სივრცე ან ადგილი მასზე დამკვირვებლისთვის/დაკვირვებისთვის რაც სოციოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

      ჰაბერმასის შემთხვევაში ასეთ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების „სიცოცხლის სამყაროდან“ განცალკევება. რადგან ამ ორის არსებობასა და განვითარებაზე დაკვირვება და მათი კვლევა უპირობოდ მნიშვნელოვანია სოციოლოგისთვის, რომ კომუნიკაციების სახით არსებული სოციალური პათოლოგიები გამოავლინოს. ეს კი მათი განცალკევებულ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ნაკლებად შესაძლებელია.

      როგორც აქამდე აღვნიშნე, ორივე ავტორის თეორიაში ვხვდებით გარე სამყაროების არსებობას და შეიძლება ითქვას ორივე შემთხვევაში სწორედ ეს ფაქტორი გახდა გამოწვევა და პრობლემა ორივე მათგანისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • რიტცერი, ჯორჯ 2011. სიციოლოგიური თეორია“ თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, მიკგრაუჰილი. მერვე გამოცემა. გვ–ები: 151–170.
  • ბერძენიშვილი, ა 2019. თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ–ები: 72–108.

ნახვა: 121

ტეგები: თეორიები, ინდივიდი, კომუნიკაცია, ლუმანი, მოქმედება, პარადიგმები, სისტემა, ჰაბერმასი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters