სტრუქტურა და ინდივიდი ენტონი გიდენსისა და პიერ ბურდიეს თეორიებში

ქეთევან პოპიაშვილი

თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები

      რეფერატში განხილული იქნება ორი ავტორის: ენტონი გიდენსის და პიერ ბურდიოს თეორიებში „სტრუქტურის“ და „ინდივიდის“ ცნებების მნიშვნელობა და ასევე მათი დანიშნულება. სანამ უშუალოდ ამ ცნებების გაანალიზებაზე გადავალ, შევეცდები ხაზი გავუსვა მიზნებს, რომლის მიღწევასაც ავტორები მათი თეორიების მეშვეობით ცდილობენ.

      ენტონი გიდენსი, „სტრუქტურაციის თეორიით“ ცდილობს დაუპირისპირდეს ისეთ რადიკალურ თეორიებს, რომლებიც ახდენენ ინდივიდის და სტურქტურის, ამ ორიდან ერთ ერთის სრულიად ცენტრალიზებას ან პირიქით, დეცენტრალიზებას. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ კოლექტივისტური თეორიები, რომლებშიც ინდივიდის მნიშვნელობა შეიძლება ითქვას მინიმუმამდეა დაყვანილი და ის განიხილება, როგორც მანიპულირებადი ელემენტი, რომელიც დაქვემდებარებაშია და კონტროლირდება სუპრა– ინდივიდუალური ძალების და გარემოებების მიერ. მეორე რადიკალურობას წარმოადგენს ჰერმენევტიკულ–ვოლუნტარისტული თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ინდივიდზე არანაირ გავლენას არ ახდენს სტრუქტურული კონტექსტი.

      გიდენსი კოლექტივისტურ ინტერპრეტაციებთან და ჰერმენევტიკულ– ვოლუნტარისტულ ტრადიციასთან დაშორებას, ასევე დუალიზმის (სუბიექტ/ობიექტის დუალიზმი) დაძლევას ცდილობს მის თეორიაში მოქმედი სუბიექტის კონცეფციის შემოტანით. ასევე მისთვის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს პრაქსისის ფენომენი (აგენტების მიერ პრაქტიკების კვლავწარმოების პროცესი). როლი და მნიშვნელობა, რაც აგენტს (ინდივიდს) ენიჭება პრაქსისში (ის ითვლება სოციალური ცხოვრების მწარმოებლად, ასევე სოციალური ცვლილებების ინიციატორად), ხელს უწყობს დეტერმინიზმი– ვოლუნტარიზმისთვის დამახასიათებელი რადიკალური ხედვების გადალახვას. გიდენსი ინდივიდს ერთადერთ „მოძრავ არსებად“ მიიჩნევს სოციალურ ურთიერთობებში და ეწინააღმდეგება მისი სუბიექტურობის იგნორირებას. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ „ოქროს ბალანსი“ შეინარჩუნოს და არც ერთი რადიკალური შეხედულებისკენ არ გადაიხაროს, ის ახდენს აქტორის (ინდივიდის) დეცენტრალიზებას (არა სრულიად), რაც გულისხმობს მისი ავტონომიურობის შეზღუდვას სოციალური და მატერიალური ფაქტორებით.

      ასეთი შემზღუდველ სოციალურ ფაქტორს წარმოადგენს იმ პრაქტიკების სიმრავლე და მრავალფეროვნება, რომლებსაც ახორციელებენ აქტორები. გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია ერთეულმა ინდივიდმა შეძლოს ყველა არსებული პრაქტიკის შესრულება, ან ერთნაირად მაღალ დონეზე შესრულება, შეუძლებელი ხდება სრული თავისუფლების მოპოვებაც. მოქმედების თავისუფლება პირდაპირ კავშირშია იმ პრაქტიკების დიაპაზონთან, რომლის შესრულებაც შეუძლია აქტორს. რაც შეეხება მატერიალურ ფაქტორს, აქ მოიაზრება რესურსების არათანაბარი გადანაწილება, რაც აგენტებს (აქტორებს) სხვადასხვა ხარისხის ძალაუფლებას ანიჭებს და შესაძლებლობას აძლევს სოციალური ზეგავლენა მოახდინონ ერთმანეთის ქცევაზე. ეს მოცემულობაც შეუძლებელს ხდის აგენტს მიენიჭოს სრული ავტონომიურობა (თავისუფლება).

      საბოლოოდ შეიძლება ითქვას, სწორედ ამ შემზღუდველი ფაქტორების შემოტანით ახერხებს გიდენსი დაუპირისპირდეს მეორე უკიდურესობას – მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პოზიციას. აქვე უნდა აღინიშნოს, როგორ იცავს ავტორი აგენტს სრული დეცენტრალიზაციისგან, ის აქტორს უტოვებს არჩევანის გაკეთების თავისუფლებას, ნებისმიერ სიტუაციაში „სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობას“.

      რაც შეეხება პიერ ბურდიეს „პრაქსის თეორიას“, მისი ამოცანაც შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური თეორიების დაძლევაა, თუმცა ამ შემთხვევაში გიდენსისგან განსხვავებით, ბურდიე ამას არა მოცემულ თეორიებთან დაპირისპირებით, არამედ მათი გაერთიანებით ცდილობს. ის აკრიტიკებს ეგზისტენციალიზმს, აქტორებისთვის დიდი შესაძლებლობების მიწერისთვის, სტრუქტრული შეზღუდვების იგნორირების ხარჯზე. ასევე სტრუქტურალიზმს, ადამიანების სტრუქტურების მიერ დამორჩილებულ/დაქვემდებარებულად წარმოჩენის გამო. ბურდიეს განმათავისუფლებელი მიმართულება, სწორედ ადამიანის განთავისუფლებას გულისხმობს პოლიტიკური თუ კლასიკური ბატონობისგან და მისი თეორიის ერთ ერთი მთავარ მიზანს წარმოადგენს.

      ბურდიე აქტორს აღწერს, როგორც შინაგანი აქტიურობით დამახასიათებელ „არსებას“, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პრაქტიკები, რისი საშუალებითაც შემდგომში კვლავწარმოებს ან გარდაქმნის სოციალურ ურთიერთობებს. მეორე მხრივ, ის უწესებს აგენტებს საზღვრებს ასევე „სოციალური ურთიერთობების“ სახით, რაც გულისხმობს, რომ მათ არ შეუძლიათ პრაქტიკები განახორციელონ მისგან დამოუკიდებლად ან მის საზღვრებს გარეთ. შეიძლება ითქვას, რომ ბურდიე სოციალურ ურთიერთობებს იყენებს როგორც აქტორების „განმათავისუფლებლად“ ასევე მათ „შემზღუდველად“. ეს ერთ ერთი საშუალებაა, რომლითაც ახერხებს მის თეორიაში რადიკალური დამოკიდებულებების/ხედვების (აქტორის თუ სტრუქტურის მიმართ) თავიდან აცილებას.

      ვფიქრობ მეტ–ნაკლებად გამოიკვეთა თითოეული ავტორის თეორიის მიზანი თუ ამოცანა. შეიძლება ჩაითვალოს, რომ გიდენსის და ბურდიეს მიზნები საერთო ცენტრალური იდეის გარშემო ერთიანდება, რომელიც წარმოადგენს იდეალური ბალანსის, შუალედის პოვნის მცდელობას ინდივიდის და სტრუქტურისთვის მნიშვნელობების მინიჭებისას, მათთვის გარკვეული შესაძლებლობების მიწერისას.

      ახლა კი შევეცდები უშუალოდ „სტრუქტურის“ და „ინდივიდის“ ცნებების მიმოხილვაზე გადავიდე. პიერ ბურდიე „პრაქსისის თეორიაში“ ინდივიდს განსაზღვრავს, როგორც შინაგანად აქტიურს, დამახასიათებელს ისეთი მოქმედი თვისებებით, როგორიცაა ძალა, გავლენა და ძალაუფლება. ეს იმ თვისებების ჩამონათვალია, რომლებსაც აგენტებს (ინდივიდებს) შეუძლიათ მიმართონ/გამოიყენონ გარკვეული შედეგების მისაღებად. როგორც გიდენსის სტრუქტურაციის თეორიაში, პრაქსისის თეორიაშიც ვხვდებით კაპიტალების ასიმეტრიული გადანაწილების მოდელს, რაც აგენტების მიერ ძალაუფლების და გავლენის სხვადასხვა ხარისხით ფლობის სახით ვლინდება. საბოლოოდ, ეს განსაზღვრავს სოციალურ სივრცეში ინდივიდების რეალურ ადგილს, ანუ მათ სოციალურ პოზიციას. ბოლოს დავუბრუნდეთ აგენტებისთვის დამახასიათებელ შინაგან აქტიურობას, მიუხედავად იმისა, რომ ბურდიე აგენტს უტოვებს ყველა იმ თვისებას თუ შესაძლებლობას რაც მისი მნიშვნელობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო, მისი აქტიური როლი სოციალური ურთიერთობების პროდუცირება/რეპროდუცირებაში (სოციალური რეალობის სუბიექტური სტრუქტურირება) უკანა პლანზე იწევს და სოციალური რეალობის ობიექტური სტრუქტურირების (სოც. სინამდვილის დაყოფა, კლასიფიკაცია) დაქვემდებარებაში ექცევა. უფრო მეტიც, ბურდიე ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი (სოციალური სინამდვილის წარმოება/კვლავწარმოება) შეუძლებელიც კი არის ინკორპორირებული სტეუქტურების არსებობის გარეშე. რაც შეეხება ინკორპორირებულ სტრუქტურებს, ისინი წარმოადგენენ პრაქტიკების მწარმოებელ ქსელებს, იგივე “მოქმედებებისადმი წესრიგის მიმწერ პრინციპებს”.

      ბურდიეს თეორიაში სტრუქტურა არსებობს სოციალური ველის სახით, რომელიც მოიცავს, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. სოციალური ველი შეუძლებელია არსებობდეს ინდივიდების და მათი ჩართულობის გარეშე, თუმცა მასში ჩართვა მოითხოვს გარკვეული წესების ცოდნას, რასაც უზრუნველყოფს აქტორებში ჰაბიტუსის (სოციალიზაციის გამოცდილება, წესების ცოდნა და მათი აღიარება) არსებობა. სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ველი სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს ინდივიდებზე, იმის მიხედვით თუ რა პოზიცია უკავიათ მათ და რა სახის კაპიტალს ფლობენ. შეიძლება მოიპოვონ უფლებები, გააფართოვონ საკუთარი შესაძლებლობები ან სრულიად დაკარგონ ისინი.

      რაც შეეხება ენტონ გიდენსის “სტრუქტურაციის თეორიას”, ავტორი ინდივიდს განსაზღვრავს როგორც მოქმედ სუბიექტს, რომლის შესახებაც გამოყოფს სუბიექტურობის სამ დონეს. ესენია: დისკურსიული ცნობიერების დონე, რომელიც აქტორს ანიჭებს/მიაწერს უნარს საგნები (მოვლენები) აქციოს სიტყვებად (მსჯელობის და დასაბუთების დონე). პრაქტიკული ცნობიერების დონე, რომელიც გულისხმობს ინდივიდების მიერ მოქმედების წესებისა და სტრუქტურების მოთხოვნების გათვალისწინებას, რაც იმპლიციტური (ნაგულისხმები) ცოდნის საფუძველზე ხდება (აქტორთა გამოცდილება, წინარე/გაზიარებული ცოდნა) და სუბიექტორობის არაცნობიერი დონე, რომელიც გამოხატავს ინდივიდების სურვილს ჩაერთონ პრაქტიკების კვლავწარმოებაში, რის მოტივაციასაც წარმოადგენს მათი ცნობიერი თუ არაცნობიერი მიდრეკილება გახდნენ სოციალური სამყაროს ნაწილი. გიდენსი ინდივიდს განიხილავს, როგორც სტრუქტურაციის პროცესში ჩართულ “არსებას”.

      გიდენსის თეორიაში სტრუქტურა განსაზღვრულია როგორც ის აუცილებელი ელემენტი/დეტალი, რომელიც აწესრიგებს პრაქტიკების კვლავწარმოების და ასევე მათი მიმდინარეობის პროცესს. სტრუქტურა არის წესების ერთობლიობა, რომლებიც ერთგვარ გაზიარებულ ცოდნას წარმოადგენს და ასევე მუდმივად მეორდება (რეგენერირდება) პრაქტიკების განხორციელებისას. სტრუქტურაში შეიძლება მოვიაზროთ: პროცედურული წესები (აქტორების მიერ იმის ცოდნა თუ როგორ სრულდება გარკვეული პრაქტიკები), ავტორიტეტული რესურსები (აგენტების შესაძლებლობა მოიპოვონ გავლენა სხვებზე, მოახდინონ ორმხრივი ურთიერთობების და ასევე თვითგანვითარების/თვითგამოხატვის ორგანიზება) და ლოკალიზებული რესურსები (აგენტების შესაძლებლობა მოიპოვონ და აწარმოონ მატერიალური რესურსები (ნედლი მასალები, წარმოების ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები)).

      შეიძლება ითქვას, რომ გიდენსის თეორიაში, სხვა ავტორების თეორიებისგან განსხვავებით სტრუქტურა არ არსებობს აქტორებისგან განცალკევებით, თუმცა ინარჩუნებს მის მნიშვნელობას, რაშიც იგულისხმება მისი დანიშნულება “მოაწესეიგოს” მათი (ინდივიდების) მოქმედებები, ურთიერთობები და ასე შემდეგ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • რიტცერი, ჯორჯ 2011. სოცილოგიური თეორია: თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, მაკგრაუჰილი. მერვე გამოცემა. გვ. – ები: 47–51.
  • კაჭკაჭიშვილი, იაგო 2001. სოციალური მოქმედების თეორიები, „მეცნიერება“ თბილისი. გვ. –ები: 172–207;
  • კაჭკაჭიშვილი, იაგო, სოციალური თეორია, თბილისი 2008. გვ. –ები: 105–113.
  • ტრიბელი, ანეტე 1993. პიერ ბურდიოს პრაქსისის თეორიის ანალიზი, შპრინგერი. (თარგმანი)
  • კაჭკაჭიშვილი, იაგო, სოციალური თეორია, თბილისი 2008. გვ. –ები 95–104.

ნახვა: 59

ტეგები: ბურდიე, გიდენსი, ინდივიდი, პრაქსისი, სტრუქტურა, ჰაბიტუსი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters