სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა საზოგადოებამ სალვადორ დალის არც ისე გახმაურებული ნამუშევარის ისტორია გაიგო, როგორც გაირკვა დალიმ ერთ-ერთი ნახატი თავის ქართველ მეგობარს არჩილ გურუელი-ჭყონიას მიუძღვნა.- ნახატიდან გაომდინარე „მდინარეში ნავები ჩანს, რაც პირობითად არგონავტებისა და ოქროს საწმისის ისტორიას გადმოსცემს, დათოვლილი მთები კი საქართველოს ლანდშაფტიდანაა აღებული, ხოლო ეკლესია მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ ფონზე მიჯაჭვული ამირანიცაა გამოსახული. დალი ეცადა ერთ ნახატში ჩაეტია წარმოდგენა საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. ნამუშევარი 1959 წელსაა შექმნილი და მისი ფასი $1 მილიონიდან $1.5 მილიონამდე მერყეობს.

      არჩილ გურიელი–ჭყონია 1895 წელს საქართველოში აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაიბადა. ის ამტკიცებდა, რომ ბებიამისი გურიელების შთამომავალი იყო, ამიტომ ბებიის გვარი საგანგებოდ, ღირსების მომატებისათვის დაუწყვილა თავის გვარს და თავადის წოდებაც მიიღო. 1921 წელს არჩილ გურიელი–ჭყონია ემიგრაციაში წავიდა, ჯერ ავსტრიაში, შემდეგ – საფრანგეთში, 1937 წლიდან კი ამერიკაშია. 1945-47 წლებში იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. მას საკუთარი ნათესავები არასოდეს დავიწყებია, შორიდან ეხმარებოდა, ზოგიერთი მათგანი განათლების მისაღებად საზღვარგარეთაც წაუყვანია. ფართო საზოგადოების ყურადღება არჩილ გურიელი–ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხულ და ერთ–ერთ უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან (1882-1965 წწ.) ქორწინებით მიიქცია. ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას „ჰელენა რუბინშტეინს“ ფლობდა, რომელიც ამჟამად „ლორეალის“ ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელ–ჭყონიას ოჯახური წყვილი გაუთავებელი მითქმა–მოთქმის საგანი იყო, ვინაიდან ჰელენა მეუღლეზე 23 წლით უფროსი გახლდათ.მაგრამ წყვილისთვის ამ ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდათ, ისინი ბოჰემურად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ,მათ ბევრ ცნობილ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა. არჩილ გურიელი–ჭყონია კარგი გარეგნობის, მანერებისა და უშუალობის წყალობით ახალ მეგობრებს სწრაფად იძენდა. მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან: ჯანეტ მაკდონალდთან, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკთან, ერნესტ ჰემინგუიესთან, ჯეიმს ჯოისთან. საინტერესოა არჩილ გურიელ–ჭყონიასა და სალვადორ დალის მეგობრობა. მხატვარმა ცოლისა და ქმრის პორტრეტები შექმნა. არჩილ-გურილთან მეგობრობის გამო, სალვადორ დალის თბილი დამოკიდებულება, ჰქონდა ქართველების მიმართ. არჩილ გურიელი–ჭყონია 1955 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა, ეს მძიმე დარტყმა იყო ჰელენასათვის, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 10 წელი იცოცხლა. არჩილ გურიელ–ჭყონიას შთამომავლობა არ დარჩენია, მთელი მისი ქონება, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰელენას მფლობელობაში გადავიდა.

ნახვა: 419

ტეგები: Qwelly, ამბავი, ბლოგი, დალი, მხატვრობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters