საშინლად დაღლილი და საკუთარ თავში ღრმად ჩაძირული, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მძიმედ დავეშვი ავტობუსის სკამზე და შემოსეულ ფიქრთა დახარისხებას შევუდექი. ავტობუსი უმალ ხალხით გაივსო და უამრავი ხმა აირია ერთმანეთში. როგორც ყოველთვის ამ ხმებში ლანძღვა დომინირებდა. ზოგი ახალ თაობას ლანძღავდა, ზოგი მთავრობას, ზოგიც გვერდით მჯდომს. ყველას უკმაყოფილება შეზრდოდა სახეზე და დაუშურებლად ანთხევდა ბრაზს. სალარო აპარატთან ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი ახალგაზრდა კონტროლიორი ატუზულიყო და სათნო, თბილი ღიმილით ცდილობდა დაემსხვრია კონტროლიორის სტერეოტიპი. ავტობუსში ამოსულ ყოველ მგზავრს რაღაცნაირად მორიდებულად და თბილად მოუწოდებდა ბილეთის აღებისაკენ, თუმცა როგორც წესი, ბილეთის ფასით უკმაყოფილო მგზავრთა უმრავლესობა, ყურებამდე გაღიმებულ კონტროლიორს ეჩხუბებოდა და ებუზღუნებოდა. ჩემდა გასაკვირად ყვითელქურთუკოსანს ღიმილი სახიდან არ მოშორებია. დავასკვენი, რომ ახალი იყო და თავგამოდებით ცდილობდა ადამიანთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა ყვითელი ქურთუკისათვის, რომელიც ემოსა, მაგრამ უშედაგოდ. მისი ღიმილისათვის უმეტესობას ყურედღებაც არ მიუქცევია, ზოგიერთი კი გააღიზიანა კიდეც. ეს უკმაყოფილო, ბრაზით სულშეხუთული საზოგადოება მშიერი მგლებივით დარეოდა ერთმანეთს და უმოწყალოდ ჯიჯგნიდა. ირგვლივ წარბშეკრული, რაღაც უსიამოდ დამანჭული სახეები შემომჯარვოდა. ჩემდაუნებურად მათი თვალიერება დავიწყე და უამრავი ტკივილი, მწუხარება, ბრაზი, ბოღმა, სიძულვილი, გაჭირვება, გაწბილება, მარტოობა, სასოწარკვეთა ამოვიკითხე. სული შემიგუბდა. წამით თვალები დავხუჭე და გარე სამყაროდან საკუთარ თავში გადავინაცვლე. აქ კი სრული ანარქია დამიხვდა: უპასუხო კითხვები, პრობლემები, უცნაური ფიქრები, აზრები, საშინელი ქაოსი და გაურკვევლობა. ყოველი ახალი იმფორმაცია ხომ ახალ კითხვებს, ეჭვებს აჩენს, გაურკვევლობაში გვხვევს და იწყება მტანჯველი ძიების პროცესი. რატომ? რისთვის? როდის? ვინ? რა? პასუხების პოვნა იოლი არ არის, თუმცა რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, მით მეტი უნდა იცოდეს.

      თვალი გავახილე და კვლავ ირგვლივ მიმოვიხედე. უეცრად ნათელ სახეს წავაწყდი. პირდაპირ ჩემს გვერდით სკამზე, სამიოდე წლის გოგონა ჩაესვა კალთაში ახალგაზრდა ქალს. ბავშვი გულუბრყვილო, ოდნავ სიმორცხვეშეპარული ღიმილით მიყურებდა. ეს იყო ულამაზესი არსება. რაღაც უჩვეულოდ ნათელი, ქათქათა სახე ჰქონდა, რომელზეც ელავდა ვეებერთელა შავი თვალები. ოდნავ მოვარდისფრო, სავსე ლოყებს შორის პაწაწინა ცხვირი წამოსკუპებულიყო. პატარა, მაგრამ მსუქანი ტუჩები ღიმილს ოდნავ გაეპო. კუპრივით შავი, ხვეული თმა ორ პატარა კიკინად ჰქონდა შეკრული, თუმცა რამოდენიმე ურჩი კულული გამოჰპარვოდა რეზინის ტყვეობას და შუბლზე უფარფატებდა. იჯდა არხეინად დედის კალთაში და ხელი მაგრად ჩაეჭიდა მშობლისათვის. არანაირი, შფოთი, დარდი და წუხილი არ ეკარებოდა მის პაწაწინა გულს. მეც გავურიმე. დაიმორცხვა და სახე დედის მკერდში ჩამალა.

      ეს ღიმილი ცოტა ხანს კიდევ შემრჩა სახეზე, თუმცა აბობოქრებულ ოკეანეში ღრმად ჩაძირული მალე ისევ ზედაპირზე ამოვტივტივდი და მძვინვარე ტალღებს შორის მოვექეცი. ერთი ხანშიშესული ქალბატონი, კარგად ნაკვები, აი ისეთი ავტობუსში სკამნახევარი რომ სჭირდებათ ხოლმე, მიუბრუნდა გვერდით მჯდომ, დახეულ ჯინსებში გამოწყობილ, ლურჯთმიან, 17 - 18 წლის გოგოს და უკმეხად, მბრძანებლური ტონოთ მიაძახა:

- გოგონი მაგ კევს პირდაპირ ყურთან ნუ მიტკლაცუნებ! რა უბედურებაა, შევწუხდი ქალი! სად გაიზარდე ერთი?! ეს რა თაობა მოდის ხალხო!

      ტინეიჯერმა იგნორირება გაუკეთა უკმაყოფილო ქალბატონის სიტყვებს, ერთი შეხედა არაფრისმთქმელი გამომეტყველებით და ფანჯრისკენ მიბრუნდა. თუმცა ქალბატონი უპასუხოდ არ დარჩენილა:

- იცით რას გეტყვით?! ასეთი რაღაცეები თუ გაწუხებთ ტაქსით უნდა იმგზავროთ - გამოეპასუხა მამაკაცი, რომელსაც ზედმეტად სერიოზული და თავდაჯერებული გამომეტყველება ჰქონდა - თქვენ რა გგონიათ, ამ გოგონას თავმოყვარეობა არა აქვს, სახალხოთ რომ არცხვენთ?!

- დეგენერატი ხართ ვიღაცა ხართ ერთი! იმის მაგივრად რომ ახალგაზრდებს რაღაცა ასწავლოთ პირიქით, აქეზებთ?! - იყვირა ბრაზით სულ მთლად გაწითლებულმა ქალბატონმა - არა გაიგონეთ ხალხო?! ტაქსით იმგზავრეო! ასეთი ტუტუცი ახალგაზრდების გამო თურმე ავტობუსით ვეღარ უნდა ვიმგზავრო! - არ ცხრებოდა ქალი - მერედა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში სად არის საიმისო ფული, რომ ტაქსით ვიმგზავრო?!

- აბა, აბა! - აუბეს მხარი აქეთ - იქიდან და გაჩაღდა კრიტიკის ცეცხლი. მამაკაცის თავდაპირველი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა სადღაც გაქრა. ალბათ იფიქრა "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო", დამშვიდდით ქალბატონოო ერთი კი მიაძახა და ავტობუსის ბოლოსკენ გადაინაცვლა. ახალგაზრდები და მთავრობა რომ მიწასთან გაასწორეს, ახლა ვიღაცამ მძღოლს აუტეხა ჩხუბი:

- ისედაც დიდი ხანი დაიგვიანეთ, ავტობუსი უკვე შეივსო და რაღას ელოდებით?! როდემდე უნდა ვიდგეთ აქ?! წასვლას აღარ აპირებთ?! დავიღალეთ კაცო!

- მე ჩემი განრიგი მაქვს და ვერ დავარღვევ! დაწყნარდით რაა! ჩემი საქმისა მე ვიცი! - უხეშად გამოეპასუხა მძღოლი.

- ჰმ! განრიგი! ამდენი ხანი რომ დაიგვიანეთ მაშინ არ გქონდათ განრიგი?! - ჩაიბუზღუნა მოჩხუბარმა ხმამაღლა. მძღოლს აღარ უპასუხია და გაბრაზებულმა დაქოქა ავტობუსი, მაგრამ ვიდრე დაძრავდა კარში მარდად შემოხტა მოხუცი ქალი.

- ეს რა ნომერი ავტობუსია?

- ას ორი - გაეპასუხა ვიღაცა

- ორთაჭალაში გაივლის?

- კი ბებო გაივლის - უთხრა კონტროლიორმა.

      - ციხეებთან გაივლის?

- კი, კი ციხეებთან გაივლის. მოხუცს აუწერელი სიხარული გამოეხატა სახეზე, სასწრაფოდ მოძებნა სკამი და დასკუპდა. საკმაოდ ხნიერი უნდა ყოფილიყო, დაბალი ტანის, გამხდარი, ოდნავ წელში მოხრილი, ძალზე მხნედ გამოიყურებოდა. ნაოჭებით დაღარული სახე სიხარულს გაეცისკროვნებინა და რაღაც უჩვეულო, ეშმაკური ღიმილი უციმციმებდა. სიხარულით ატაცებული მოუსვენრად იყურებოდა აქეთ - იქით. მერე ისევ კონტროლიორს მიუბრუნდა და მუდარით ჰკითხა:

- ხომ ნამდვილად გაივლის ორთაჭალაში?

- კი ბებო - გაუღიმა კონტროლიორმა - თქვენ ზუსტად სად მიდიხართ?

- მე? მე ორთაჭალაში. ადრე აქედან 19 ნომერი ტროლეიბუსი დადიოდა, ახლა ტროლეიბუსი აღარ დადის, მაგრამ ვიფიქრე ისევ იქ მივალ საიდანაც ადრე დავდიოდი ხოლმე - მეთქი - თქვა და თავისი მოხერხებულობით გახარებულმა გულიანად გაიღიმა - ოღონდ არ ვიცი ციხეებიდან გორგასლის ქუჩამდე როგორ მივიდე, ალბათ გადაჯდომა დამჭირდება მაგრამ მივაგნებ როგორმე.

- გორგასლის ქუჩაზე გაივლის ეს ავტობუსი

- კი, კი, ნამდვილად გაივლის - მიახარა რამდენიმე მგზავრმა. უეცრად აღმოვაჩინე, რომ მთელი ავტობუსი გარინდებული უსმენდა მოხუცის გულუბრყვილო მსჯელობას და ყველას ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე.

- მართლა გაივლის?გაუბრწყინდა თვალები მოხუცს.

- თქვენ გორგასლის რომელ ნომერში გინდათ მისვლა?

- 111 - ში

- გაივლის. როცა მივალთ მე გეტყვით - უთხრა კონტროლიორმა. მოხუცის სიხარულმა პიკს მიაღწია.

- მეშინოდა, რომ ვერ მივაგნო - მეთქი. დიღომში ვცხოვრობ და ამხელა გზა დიდი ხანია მარტო აღარ გამივლია - თქვა სხაპასხუპით და კვლავ გულიანად გაიღიმა.

- ვისთან მიდიხართ?

- ჩემს ამხანაგთან, ათი წელია არ მინახავს. ახლა მოვახერხე და წამოვედი. სახლში ვთქვი აფთიაქში მივდივარ მეთქი, მე კიდვ აქეთ გამოვიპარე - ეშმაკურად გაიცინა და პირზე ხელის გული აიფარა.

- ვის გამოეპარეთ? - ჰკითხა კონტროლიორმა ისეთი ღიმილით, როგორითაც ყოვლისმცოდნე უფროსები ესაუბრებიან ხოლმე ბავშვებს.

- მშობლებს გამოვეპარე - უპასუხა მოხუცმა და კვლავ ეშმაკურად გაიცინა პირზე ხელმიფარებულმა.

      სიბრალულნარევმა ღიმილმა გადაუარა ყველას. კონტროლიორი ჯერ შეცბა, მერე იმანაც გაიღიმა სულელურად და ვიდრე რამეს იტყოდა მოხუცმა დაასწრო:

- ჩემს შვილზე და რძალზე ვამბობ თორემ აბა მე სადა მყავს მშობლები. ეხლა ისინი არიან ჩემი მშობლები და იმათ უნდა დავუჯერო ყველაფერი, მაგრამ რომ მეთქვა ამხანაგთან მივდივარმეთქი არ გამომიშვებდნენ და მეც გამოვიპარე.

      ახლა ყველა მიხვდა რასაც გულისხმობდა მოხუცი, კონტროლიორმაც შვებით ამოისუნთქა და კვლავ "ყოვლისმცოდნე ღიმილი" დაუბრუნდა სახეზე:

- ახლა რომ დაიგვიანებთ და თქვენმა "მშობლებმა" პატრულში რომ დარეკონ, არ გეშინიათ პოლიციელების? - ჰკითხა კვლავ.

- პოლიციელებს ჩემთან რა ესაქმებათ - გაიღიმა მოხუცმა - ვნახავ ამხანაგს და მაშინვე უკან დავბრუნდები.

- რამდენი წლის ხართ ბებო? - დაინტერესდა მძღოლი, რომლისთვისაც სიბრაზეს გადაევლო და ახლა ისიც იღიმოდა ისევე, როგორც ყველა.

- ოთხმოცის

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ.

      მოხუცმა მადლობის ნიშნად გაუღიმა.

      მერე დუმილი გამეფდა ირგვლივ. გარინდებული და ჩაფიქრებული იჯდა ყველა ვიდრე ავტობუსმა გორგასლის 111 ნომერს არ მიაღწია. კონტროლიორმა უთხრა მოხუცს სადაც უნდა ჩასულიყო, ისიც გახარებული წამოხტა, მადლობა გადაუხადა ყველას და ჩავიდა. ვხედავდი როგორ მიდიოდა პატარა - პატარა, მოზომილი ნაბიჯებით. გავყურებდი ვიდრე თვალს არ მიეფარა. იგი წავიდა და კვლავ ახმაურდა ავტობუსი, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო.

ნახვა: 292

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბავშვობა, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters