ვიტყოდი პატარა ქვეყანა ვართთქო, მაგრამ როგორმე ამ პატარა ქვეყნის კომპლექსსაც ხომ უნდა დავაღწიოთ თავი? თან ეგეც არ იყოს, რაღა პატარა, შე დალოცვილო, მსოფლიოს 230-მდე ქვეყანაში 120-ე ადგილი გიკავია და ვისთან მიმართებაში იპატარავებ თავს? ცოტანი ვართო, და ალბათ ამიტომ ვერ ვპოულობთ შესაფერის ხალხსო, რომ თქვათ, იგივე სიაში, მოსახლეობის მიხედვით 130-ე ადგილზე ვართ და კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ. მოკლედ, საწუწუნოდ ეს თემა არ გამოდგება. აბა, რატომ არაფერი გვეშველა? ალბათ იმიტომ, რომ შეკითხვა არასწორად ისმის.
ვის გამო უნდა გვეშველოს?!
ვუსმენ, ვუყურებ, ვუკვირდები ამ აქციებს და ერთი რამ მაფიქრებს - არავინ ჩანს ისეთი, წარსული მოსადავებელი რომ არ უპოვონ. „ეს კაცი, ზონდერიაო“; „ის ბიჭი, აქციის წამყვანად რომ მოგვევლინა, ვიღაცის ფლაერების დამტარებელი იყოო“; „პოლიტიკური აქცია არ არისო, თუმცა მთავრობა უნდა გადადგეს და სისტემა უნდა დაინგრესო“; იმას ეს აქვს ნაკეთებიო; ამას აქ რა უნდაო და ა.შ. და ა.შ. აქ მთავარი შეპასუხებაა ხოლმე - ისეთი არავინ მოინახა, რომ სიტყვა ეთქმოდეს?! - გაგიკვირდებათ და არავინ! (ალბათ). ის კი არ მესმის, რატომ უკვირს ამ ხალხს, რომ პოლიტიკოსები ქულებს იწერენ? არ იყვნენ პოლიტიკოსები ფერად აქციაზე და ისიც მალე დაიშალა. ახლა მოვიდნენ, ხომ ხედავთ, უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, მაგრამ მაინც უკმაყოფილება - პოლიტიკური პროცესიაო. თუმცა ეს არაა პოსტის მთავარი თემა...
ერთი აქცია არ ეყოფოდა, ახლა ნაწილებად დაიწყეს აქციების გამართვა - ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა და ჩვენ, აპოლიტიკური სტუდენტები ცალკე გავალთო (სუს-ის აგენტად მონათლეს - ალბათ, წარსულში ვერაფერი უპოვეს); მეორე მხარეს, მმკ გამოდგა, ჩვენ ცალკე დავდგებით და შვილმკვდარ მამას თანავუგრძნობთ, მაგრამ იქ მდგომ პოლიტიკურად მოტივირებულებს გავემიჯნებითო (ნეტავ ამ ხალხს ესმოდეს, რომ აპოლიტიკური აქცია რუსთაველზე, ფენტეზის სფეროა). მმკ-ს თავისი ძალმომრეობა და ძალადობა შეახსენს. მარშიც აპირებდა აქციას და ისინიც იმავე მკლავმაგართა და მუშტმომარჯვებულთა, მჩაგვრელთა და ბნელა სიებს შეურივნეს.
საპასუხოდ, მთავრობამ ექვსი თვე ვერ გამოვიძიეთ, მაგრამ ახლა გამოვიძიებთო (ეტყობა შერლოკი ჩამოჰყავთ) და პროკურორიც გადადგა - მერე, მთავრობასაც მიადგნენ, სირცხვილი თქვენი ამ ნაცებს რომ ალაპარაკებთ კიდევ და ხმის ამოღებას აბედინებთო.
საპატრიარქომ განაცხადა ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდებაო და ხალხმაც მათი განცხადება გაიგო, როგორც აქციისგან გამიჯვნა და მეტიმეტად ხმამაღლა და გამყინავად იკივლა - სადაა საპატრიარქო?! რამდენიმე მღვდელი კი მივიდა აქციაზე და ვინ იცის, იქნებ სჯობდა არც მისულიყვნენ, რადგან მათ წარსულსა და აწმყოშიც ბევრი რამ არის თითის გასაშვერი და არც ეს დააკლეს.
ჟურნალისტებმა, ჩვენ ცალე სახელმწიფო ვართ, ვერავინ შეგვეხებაო და როგორც გვინდა, რასაც გვინდა და სადაც გვინდა ისე გავაშუქებთ და გაჩვენებთო, დავჭირთ-შევკერავთ და რეალობა ის იქნება, რასაც ჩვენს ეკრანებზე დაინახვთო. ჰოო... ამათზე ხალხის ხმა არ გამიგია, მაგრამ ერთმანეთს კი ლანძღავენ - ჯიბის ტელევიზია და მთავრობის რუპორი ☺ (რაღაც ასეთებს ეძახიან ერთმანეთს).
ვიცი, რომ არეულ-დარეული წასაკითხია, მაგრამ რა ვქნა, თუ ასე აირია ეს ქვეყანა, თავის და ბოლოს გარკვევა გვიჭირს. წლების მერე, როცა ამ პოსტს თემის დავიწყებულზე წაიკითხავენ, მინდა იცოდეთ - ეს აქცია ეხება ორი მოზარდის მკვლელობას - 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარს და 2018 წლის 1 ივნისამდე გამოუძიებელს, უფრო სწორედ დამნაშავეებ დაუსჯელს. აქციის მთავარი გმირია სამართლის აღსრულების უიმედობით სასოწარკვეთილი შვილმკვდარი ერთ-ერთი მამა. დღეს, ჯერ კიდევ აქციები იმართება რუსთაველზე, ქაშუეთის წინ. დღეს მთავარი გმირი იძახის, პროკურორის ან მთავრობის გადაყენება რად მინდა, რა რევოლუცია ხალხო, ეგ რაში მჭირდება, მინდა დამნაშავეები დაისაჯონო, მაგრამ მის გვერდით ისმის მთავრობის კაპიტულაციის, გადადგომის და სხვა მოთხოვნები...
მამებმა შვილები მიწას მიაბარეს.
ერთმა მამამ თქვა - „მკვდარს თავიდან ვერ მომკლავენო“.
ბიჭები საფლავში წვანან.
* * *
მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა (მთ. 8. 22);
ეს წუთისოფელი უთავბოლო და უთანასწოროა. ამქვეყნად ყოველი კაცი ცოდოა. ვინც მოკვდა, თავისთავს მოუკვდა. (აკაკი ბაქრაძე, „საქმით მეტყველი სული“);
ამერიკა ვერ შედგებოდა დიდი ქვეყანა, ლინჩის წესის გარეშე. ეს ახლა ჩანს სიველურედ, თორემ მაშინ თავისი როლი შეასრულა, გარდამავალი საფეხური იყო სახელმწიფოებრიობის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენშიც დადგა ლინჩის წესის შემოღების დრო. პრემიების და დანამატების მყლაპავები სხვანაირად ჭკუას ვერ ისწავლიან. დრო იკარგება, ქვეყანა თავზე გვენგრევა
ლინჩის წესით გასამართლებას არ აპროტესტებდნენ 2007 წლის 7 ნოემბერს? ან ან 2011 წლის 26 მაისს? )) საინტერესო შემოთავაზება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს დამსჯელთა (ვიტყოდი, მკვლელთა) ჯგუფში?
საოცარია დროში მოგზაურთა ავტორის ასეთი ველური მიდგომა (( რატომ ამერიკის სიველურე გავიმეოროთ ? (სხვთშორის ამერიკელებმა ის მოინანიეს) - მოდით ეგვიპტელების სიველურეზე ავიღოთ გეზი ანდა რომის იმპერიის მაინც ( ეხლა ვინმე დავწვათ - და 500 წლის შემდეგ ვთქვათ რომ შეგვეშალა)
საერთოდ ადმისთრაციისგან მოვითხოვდი ვერიფიქაციას - ავტორი კი გვიდევს თავის ნაწარმოებებს თუ ვიღაც სხვა მიეტმასნა მის ინტელექტუალურ საკუთრებას !
ლაშა ყველაზე ღადაობა შოთაძის გადადგომა იყო და მერე ბიძოს შეფასება თურმე რაოდენ ღირსებული და მაღალი ზნეობით აღსავსე ადამიანი ყოფილა მთავარი პროკურორი არადა წიხლი ამოარტყეს თვითონ დაახვევინეს :DDDD ჰაჰა ვინმეს ჯერა რო ეგ თითონ გადადგა? ალბათ მარტო ბაღის ბავშვებს
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია