დღეები ითვლიან სექტემბერს და მერხები ელოდებიან მოსწავლეებს, თუმცა ვიდრე სწავლას მოწყურებული თაობა წიგნებს შეუდგება და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იხელმძღვანელებს, იქამდე, ქვეყნის მაღალრეიტინგული ნიუს პორტალები წერენ და წერენ. ჰოდა წავიკითხოთ:
თუ არჩევნებზე მიდიხართ, მაშინ პირველი ნიუსი სათქვენოდ. უკვე განისაზღვრა, რომელ პარტიას და პარტიის წარმომადგენლეს, რა ნომერი ექნება ამ არჩევნებზე. ჯერ ვნახოთ წინასწარრეგისტრირებული ნომრები:
ხოლო შემდეგ, წილისყრით მინიჭებული ნომრები:
ცხადია, სხვა საარჩევნო ამბებიც ამ ბლოკში უნდა იყოს. გრძელდება წარდგენებიც - გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა. გოგი წულაია - ქუთაისში წყალი წყალს მიაქვს და თან წაღებულია მილიონობით ლარი. ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზუგდიდის სოფლებში თხილის მოსავლის ზარალს შეისწავლიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ალექსანდრე ელისაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” საჩივრებს სწავლობს.
წავალ მაგრამ საჯარო სექტორში დავრჩებიო. ამასთან, მივდივარ, მაგრამ უკვალოდ არაო - დავით ნარმანია - ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ თბილისი პროგრესული, პერსპექტიული და საცხოვრებლად ჯანსაღი ქალაქი ყოფილიყო.
არჩევნების ბლოკის შემდეგ, გავაგრძელოთ უფრო ზედა საფეხურზე დაჯილდოებებით - მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი კვირიკაშვილი კურტ უოლკერს - თქვენ საუბრობთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ; უკაცრავად, მაგრამ მე ვერ ვუწოდებ 2012 წლის არჩევნებს და მთელ წინასაარჩევნო პროცესს მშვიდობიანს.
კვირიკას სხვა გამოსვლებიც უნდა ვახსენთ - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმჯობესებას მოითხოვს, თუმცა, ვვითარდებით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხუთი წლის წინ მემკვიდრეობით გვერგო. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევი კონკურსი დღეს დაიწყო.
კონსტიტუციის თემა არ უხვევს მეინსტრიმიდან - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით სამი ძირითადი წინადადება აქვს. გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძემ შანსი ოპოზიციას კი არ უნდა მისცეს, შანსი უნდა მისცეს ნორმალური კონსტიტუციის მიღებას.
მარშელი პატრიოტები არ ნებდებიან და გუშინ რუსთაველზე შეიკრიბნენ, მაგრამ ამაოდ - „ქართველთა მარშის“ აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილი ნაცემია. ლადო სადღობელაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელა. ლადო სადღობელაშვილი - დაკავების დროს პატრულის მანქანში ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, ნეკნის მიდამოებში ჩალურჯებები მაქვს.
რუკაზე ჩვენი ადგილი და მისია გამოჩნდა - დავით საგანელიძე - საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება.
საერთაშორისო მეგობრობებიდან - ქეთევან ციხელაშვილი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში აშშ-სთან თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა. დახმარების უნიკალური საშუალება - შეშფოთება გრძელდება - აშშ შეშფოთებულია ე.წ.სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს. ქეთევან ციხელაშვილი - გადაუჭრელი კონფლიქტი არის რუსეთისთვის მთავარი ბერკეტი როგორც სამეზობლოში, ასევე მის მიღმა. ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა.
მართივს მოწმობის მსურველებო, განგაშია! იჩქარეთ - მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.
შესაძლო კარგი ნიუსი - ევროკავშირი საქართველოსთვის როუმინგის ტარიფების გაუქმებას გეგმავს.
დაკავებებში არის ხოლმე ერთგვარი იუმორი - გარემოს დამცველებმა ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭარწყლის სატყეოს ტერიტორიაზე, უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.
ევროპისკენ გზაში ვარ და აზია გვაძლიერებს - აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი - ჩვენ მოხარული ვართ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით.
ინტერნეტი ყველგან - გიორგი კვირიკაშვილი - თუშეთში უკვე სწრაფი ინტერნეტი არსებობს, რაც მცირე სასტუმროებს დაეხმარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ.
მიშა დაუკავებელი (ჩემი ექსკლუზივია) - უკრაინის შსს - მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არის. სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაში ჩაბმის მსურველ ლენიდ ჩერნოვეცკიზე ძებნაა გამოცხადებული. დავუბრუნდეთ ჩვენს ექს პრეზიდენტს - ადვოკატის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის, სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება.
საზღვარგარეთულები:
რუსულ-სირიული შეხვედრა - რუსეთის თავდაცვის მინისტრი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მხარს უჭერს ქურთი ხალხის კანონიერ ძალისხმევას თავიანთი სახელმწიფოებრიობა შეიძინონ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია