გენდერული პარლამენტი, შიდაგუნდური დაპირისპირება, ნამღერი კონსტიტუცია, ფინანსური წარმატება, შორტიანი მოჭადრკე და უკრაინის გარღვევა

      ტრადიციის ღალატი არ შეიძლება და მეინსტრიმული თუ ნაკლებაქტუალური და პერიფერიული თემებით, ქველინიუსი საღამოს საკითხავს გთავაზობთ. დავიწყოთ საეკლესიო დღესასწაულით - დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. სხვა სიახლეებს რაც შეეხება:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 სექტემბერი, 2017/

      ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბებით დავიწყოთ - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სერგი კაპანაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, როგორც სანქციების, ასევე პოლიტიკური მოლაპარაკებების კუთხით, აშშ-სგან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუსლისტი ეძღვნება არჩევნებს - „ევროპული საქართველო“ არჩევნებში ბლოკის სახით, აგვისტოში დარეგისტრირებულ ახალ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობს. თემა გავაგრძელოთ წარდგენებით და სხვა წინასაარჩევნო კამპანიებით - პრემიერმა ”ქართული ოცნების” გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ”შენების მოძრაობამ” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. გოგი წულაია - გაძლევთ პირობას, რომ ვიქნები ქუთაისის მერი.

      ამ არჩევნებში გენდერი გამორჩათ - დავით მათიკაშვილი - საჭიროა ცალკეული ინექციები, რომ საზოგადოების მზაობა პოლიტიკურ პროცესებში მეტი ქალბატონის ჩართვისთვის იყოს გარანტირებული. პროპორციულ სიაში ყოველი მეორე შესაძლოა ქალი იყოს.

      ამასობაში, ჩვენს მიწებზე რუსული ტანკების პარპაშის ნიუსი დაიდო, მაგრამ გორის გამგებლის წარმომადგენელი ხურვალეთის მიმდებარედ ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

      სანამ დავწერდი, მე თავად ორჯერ წავიკითხე, არა, გატყუებთ - სამჯერ - ნიკა მელია - დავით კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები. ოთარ კახიძე - კეზერაშვილის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხი გასცა საფრანგეთის სასამართლომ, ლონდონის სასამართლომ და ინტერპოლმა. ანა დოლიძე ვერ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გიორგი ვაშაძე - როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დალაგდა და მასთან ერთად აკეთებს ფულს.

      რა ქენი ვენეციელ კომისრებთანო, ჰკითხეს გიორგის - გიორგი ვაშაძე - ჯანი ბუკიკიოს ინფორმაცია გავაცანი იმ დესტრუქციული პოლიტიკის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ აქვს. კონსტიტუციაზე აქაურადაც ვთქვათ რამე ფიქრია ჩიხრაძე - საკონსტიტუციო პროცესი ფორსირებულად წარიმართა, პროდუქტი, რომელიც მეორე მოსმენით მიღებულია, კონსენსუსის საგანს არ წარმოადგენს. „დემოკრატიული მოძრაობა" ინიციატივით გამოდის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ერთიანი დოკუმენტით მიმართონ. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, დღეს ვართ ვითარებაში, როცა ქართული სახელმწიფოს იმიჯი შელახულია. გიორგი მარგველაშვილი - ძალიან უცნაური იყო ბოლოდროინდელი პოლემიკა - ზეპირად გვითხარით, წერილობით მოგვწერეთ, სიმღერა დაწერეთ, კომიქსებად გამოგვიგზავნეთ. ოპოზიციური პარტიები მზად არიან პრეზიდენტის შეთავაზება მიიღონ და კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტი შექმნან. გიორგი კახიანი - სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური რეფორმის მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეთამაშა პოზიტიური როლი. ირაკლი კობახიძე - ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და მეორე მხრივ, რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა.

      ახალი აუდიტი გვეყოლება - ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილი პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი იქნება.

      სასიამოვნო ამბავი ქველზე ლიტერატურის მკითხველებისთვის - სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

      შემოდგომის მოსავლის დაბინავების ნიუსები - კახეთში ამ დროისთვის 18.6 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

      დაკავებები - საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. ინტერპოლის ძებნილიც დაიჭირეს.

      აბა ჰე, ავშენდეთ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ბიუჯეტია. დიმიტრი ქუმსიშვილი - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. Moody’s-მა მთავრობის ფისკალური რეფორმა დადებითად შეაფასა. დიმიტრი ქუმსიშვილი - Moody’s-ი ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს. გიორგი გახარია - აქცენტები, რომელიც EBRD - ის პრეზიდენტმა გააკეთა, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

      ჩხუბი ჩვენი საქმეა - არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა 20 მედალი მოიპოვეს.

      ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი - ასპარეზობაზე შორტებით მისვლის გამო, კანადელი დიდოსტატი ანტონ კოვალიოვი ჭადრაკში, თბილისის მსოფლიოს თასის III რაუნდზე არ დაუშვეს. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - არასწორია ინტერპრეტაცია, რომ კანადელი დიდოსტატი ანტონ კოვალიოვი ჭადრაკში, თბილისის მსოფლიოს თასის III რაუნდზე არ დაუშვეს. მისი თქმით, სპორტსმენმა მიიღო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, ჩაეცვა შესაბამისი ტანისამოსი, რაც სპორტის ამ სახეობისთვის არის მისაღები. გიორგაძის განმარტებით, სპორტსმენმა გაფრთხილების შემდეგ დატოვა ტერიტორია, თასის ორგანიზატორებს კი ეგონათ, რომ ის გამოცვლას აპირებდა, თუმცა, კოვალიოვი პარტიის სათამაშოდ აღარ დაბრუნებულა.

      სააკასვილის თემის აქტუალობა და მეინსტრიმულობა მედიის ბრალია თუ ხალხის, ზუსტად არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც მზად არის უკრაინისთვის თავი გასწიროს (ეს მისი სიტყვებია), ცალკე ბლოკს ვუთმობთ. რას წერდა ქართული და უკრაინული მედია სააკაშვილზე, ბოლო დღეებში. მატარებელში ყურყუტის შემდეგ, ავტობუსით და მცირე ინციდენტებით, როგორც იქნა მიაღია უკრაინაში. უკრაინული მედია - სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს, გვარდიის რამდენიმე მებრძოლი დაშავდა. ირინა გერაშენკო - დღევანდელი ქმედება არა უკრაინის ხელისუფლების ან პრეზიდენტის, არამედ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ოლეგ სლობოდიანი - სააკაშვილის მიერ გამშვები პუნქტის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა იარაღი არ გამოიყენეს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მიიღეს. უკრაინის გენპროკურორი - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზატორები და ხელშემწყობები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით პროკურატურას სამ ეპიზოდზე მიმართავს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო. იაცეკ სარიუშ ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის საკითხს ევროპარლამენტის სხდომაზე განვიხილავთ. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს. უკრაინის შსს - მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს 16 ადამიანი დაშავდა. უკრაინის შს მინისტრი - მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი - არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები ამოძრავებს. გედევან ფოფხაძე სააკაშვილზე - უკრაინის პოლიტიკურმა ისტემბლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როცა ეს „ტროას ცხენი“ თავისთან შეათრია. ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილმა მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა და გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა. უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრი - საზღვარი არაკანონიერად გადაკვეთეს დეპუტატებმა: იულია ტიმოშენკომ, სერგეი ვლასენკომ, იური დერევიანკომ, პავლო კოსტენკომ და დიმიტრი დობროდომოვმა. სერგო რატიანი - უკრაინაში დავინახეთ პოლიტიკური დევნის საშუალებით ოპონენტის მოშორების აშკარა მცდელობა. ბექა ოდიშარია - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა შებრძანდა უკრაინაში, უკრაინის და პოლონეთის თავის ტკივილია. დავით მათიკაშვილი - როცა ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ინდულგენციები არ უნდა იყოს გაცემული, ყველამ უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე პასუხი. ზაზა ბიბილაშვილი - გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში - ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი. ლიტვის პარლამენტის წევრი - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბედნიერი იქნება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებით, რუსეთია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა უკრაინის შიდა საქმეა და პოლონეთი ამაში არ ერევა. რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლების სურვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ სასაცილოა. პოლონეთში უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პოლონეთის საგარეო უწყებაში გამოძახებას უარყოფს. დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს ამოძრავებს საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს. თამარ ხულორდავა - სააკაშვილის აქტიურობით ფაქტობრივად გახლეჩილია პროდასავლური პოლიტიკური ძალები უკრაინაში. პეტრო პოროშენკო - ჩემთვის სულ ერთია ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში „ბოევიკები“ თუ დასავლეთში პოლიტიკანები - უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა. პეტრო პოროშენკო სააკაშვილზე - იმედი მაქვს, ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა. გიორგი გახარია - ვუსურვებ უკრაინას, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პოლიციამ ავტობუსში პასპორტი მოპარა. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესრულებას აჩერებს. მიხეილ სააკაშვილი - ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ უკრაინის თავისუფლება უფრო მაღლა დგას. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებზე საქმე ორი მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. დიმიტრი პესკოვი -კრემლი მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას არ აკვირდება, ვინაიდან ეს თემა უფრო პოლიტიკურ კლოუნადას განეკუთვნება. სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიოს წინაშე ნაჩვენებია, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს საზღვრებს, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის სავალალო სიგნალია. ალექსანდრე ჯეჯელავა - ახლა უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ რა ბედი ეწევა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ბრიჯიტ ბრინკი - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ეხება უკრაინას და საქართველოს. ირაკლი კობახიძე - მადლობა ღმერთს, სააკაშვილის საკითხი ჩვენთვის პოლიტიკურად აქტუალური არ არის. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტებს შეგინის გამშვებ პუნქტზე დოკუმენტები ჩამოართვეს და გუშინდელ მოვლენებზე ახსნა-განმარტების დაწერას სთხოვენ. ზაზა ბიბილაშვილი - არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილი იგივე შემართებით შემოვიდეს საქართველოში, როგორც უკრაინაში.

საზღვარგარეთულები:

      ბომბებით თამაში უყვარს კიმს - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბირთვულ ბომბებზე მომუშავე მეცნიერებთან ერთად წვეულება გამართა.

      ტერორიზმი მსოფლიოს დაავადებაა - ნაზარბაევმა და ერდოღანმა სირიის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

      ზოგიერთ ფაქტი, ტერორიზმსაც ცდება - საფრანგეთში ორმა დამნაშავემ ოთხი ადამიანი მოკლა, მათ შორის 3 და 5 წლის ბავშვები არიან. და კიდევ ერთი, შეშლილი მსოფლიოს ციკლიდან - ტეხასის შტატში მამაკაცმა საცხოვრებელ სახლში მყოფი შვიდი ადამიანი მოკლა.

      ბუნება მბრძანებელია - მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 158

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters