დროშის ფრიალის სიავე, პრემიერი მსოფლიოს ერთსულოვნებაში, დაუჯერებელი სტატისტიკა, უხელმძღვანელო თეატრები და წრთვნები

      ყოველი ორშაბათი კარგი სიახლეების დასაწყისი ყოფილიყოს! ამაზე კარგი რა გისურვოთ? აუცილებელი ხომ არ არის, ორშაბათობა დიეტის ან ვარჯიშის დასაწყისთან ასოცირდებოდეს. შემოდგომის საქმიანი გარემო გახურდა და ჩვენი ნიუსლისტიც ვეღარ ითვლის მიმართულებებს. არჩევნები, კონსტიტუცია, სტატისტიკა და მსოფლიო გაურკვევლობა მცირე ჩამონათვალია დღევანდელი თემებისა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 სექტემბერი, 2017/

      კარზე მომდგარი არ ეთქმის ამ არჩევნებს, უფრო ჭიშკართანაა #არჩევნები2017 - კახა კალაძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ახალ ცოცხამდე, ჯერ ძველიც ვნახოთ - დავით ნარმანია ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციისგან ტერიტორიის განვითარების გეგმას ელოდება. მირდატ ქამადაძის განცხადებით, საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ.

      მეინსტრიმული აღმოჩნდა, სოფელ შუახევში პირველი სასწავლო წლის დაწყება ქართული ოცნების დროშებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს“ არღვევს. სერგო რატიანი შუახევის სკოლაში გადაღებულ ფოტოებს, რომელზეც მოსწავლეები „ქართული ოცნების“ დროშებით არიან გამოსახული, „შემაშფოთებელს“ უწოდებს. შუახევის სოფელ სხეფის სკოლის დირექტორი - „ქართული ოცნების“ დროშები ბავშვებს ჰქონდათ მოტანილი. ალექსანდრე ჯეჯელავა - აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით, ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დაუშვა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი - სკოლაში სააგიტაციო მასალის გამოფენა პოლიტიკური აქტივობის გამოვლენას წარმოადგენს. შუახევის სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგი - „ქართული ოცნების“ აგიტაცია არ მიწარმოებია, ეს იყო მექანიკური შეცდომა და დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ? ირაკლი კობახიძე - ბავშვების, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის მიუღებელი.

      საერთაშორისო ურთიერთობებიდანაც არის სიახლეები და ანონსები. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა. ის უკვე გაემგზავრა ამერიკაში. პრემიერთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. აქვე ჩავაქსოვოთ - დენიელ ფრიდი - ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას მოიცავს. დენიელ ფრიდი - საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არა, რეფორმების გატარებაშიცაა. დონალდ ტუსკი - ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცასთან. სამწუხაროდ, ნატოს ისევ არ გვიღებენ - კურტ ვოლკერი - უკრაინასთან შედარებით საქართველოს უკეთესი პროგრესი აქვს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო.

      ყველაფერი რომ გაანადგურა, მერე იწყებენ წამლობას? - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონშიც იწყება. ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებულებმა აქცია განაახლეს. ზუგდიდის გამგებლის მოადგილის განცხადებით, აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებულებზე ფულადი კომპენსაციების გაცემა არ იგეგმება.

      ოკუპაციისგან არალეგიტიმური საბუთები - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია.

      იმედი მქონდა, მსგავსი ნიუსი აღარ შემხვდებოდა - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ხანძარი გაჩნდა, თუმცა სულ მარე მოხდა მისი ლოკალიზება.

      საექსპორტო დაფნა - ”ქართული დაფნა“ ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გავიდა.

      დაუჯერებელი სტატისტიკა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია. საინტერესოა, კახეთში სულ რამდენიმე მევენახე ცხოვრობს? 60 მლნ რომ გავყოთ საშუალოდ რა გამოდის? საქსტატი - II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7 პროცენტიანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. სხვა სტატისტიკებიც - უმომავლოდ შთენილ ერს, რა უშველის? - წელს უკანონოდ 35 741 ძირი ხე მოიჭრა, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ბოლო 8 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 11 851 408 ლარი შეადგინა.

      არ დაგვასვენეს ამ კონსტიტუციისგან რა - მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს. რომან გოცირიძე - კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს მინიმალური მოტივირებული შენიშვნა ექნება. გია ვოლსკი - პრეზიდენტს და ოპოზიციას კონსენსუსად მათი ულტიმატუმის შესრულება მიაჩნიათ. გიორგი კახიანის აზრით, ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ექნება, რომელსაც პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამზადებს. ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება. ირაკლი კობახიძე - ვეტო პრეზიდენტის პრეროგატივაა, ჩვენი პრეროგატივაა ამ ვეტოს განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმებების სივრცეს ამ ეტაპზე უკვე ვერ ხედავს.

      წყლის ნაყვას წესით აფეთქება არ უნდა მოსდევდეს? (წყალბადის შემცველობაზე იფიქრეთ, ამ გამოთქმის ავტორებო) - მიხეილ გიორგაძე ქეთი დოლიძის ”ღია წერილზე” - მოდით, გავიხედოთ მომავლისკენ, ვისაუბროთ თეატრის განვითარებაზე, ამ თემაზე წყალს ნუ ვნაყავთ. მიხეილ გიორგაძე - თეატრებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შემდეგ, ერთობლივად შევთანხმდებით თეატრების დაფინანსების ახალ მოდელზე. ხუთ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი შეიცვალა - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, თბილისის თოჯინების თეატრი, მარიონეტების თეატრი, გორისა და ქუთაისის თეატრები.

      მწუხარნიუსი - 80 წლის ასაკში ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი ზურაბ სოტკილავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ირაკლი კობახიძე - ზურაბ სოტკილავა იყო ქართული ნიჭის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელჩი მსოფლიოში.

საზღვარგარეთულები:

      ოკეანის გაღმელი დიდი ძმის ნიუსებიდან - ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „ადამიანი რაკეტა“ უწოდა. ნიკი ჰეილი - აშშ-მ ფხენიანის პრობლემის დიპლომატიურად მოგვარების საკითხი ამოწურა. აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი - წარმოგიდგენიათ, რომ აშშ-ის კონგრესმა რუსეთს სანქციები მოუხსნას, სანამ ყირიმი ოკუპირებული იქნება? გარანტიას გაძლევთ, რომ ეს არ მოხდება.

      ჩრდილოეთ კორეამ გაერო-ს მხრიდან სანქციების გაძლიერებას „მტრული აქტი“ უწოდა.

      მსჯელობა - სერგეი ლავროვმა და რექს ტილერსონმა სირიის საკითხში თანამშრომლობაზე და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.

      პირობას ვდებ, ნაკლებად ვიყიდით და გავყიდით თურქეთთანო - ანგელა მერკელი თურქეთთან ვაჭრობის შემცირების პირობას დებს.

      მერკელის დაპირებების გარდა, არეულობაა თურქეთში - თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს.

      სამხედრო წრთვნა ყოველთვის მოსაწონი არ არის - ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთ-ბელორუსის სამხედრო წვრთნები წინასწარ გაცხადებულზე გაცილებით მასშტაბურია და ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ. მამუკა არეშიძე გამორიცხავს, რომ რუსეთ-ბელარუსის წვრთნები რუსეთსა და ევროპას, ან რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო კონფლიქტზე მიუთითებდეს.

      დროა, სააკაშვილი უცხოეთის ამბებში ჩავსვათ, თუნდაც ქართული მხრიდან კომენტარები კეთდებოდეს - მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, რევოლუციის ორგანიზებას არ ვაპირებ. კურტ ვოლკერი - სააკაშვილს თავისი ინტერესების დაცვა სასამართლოში შეუძლია. ლვოვის სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა. დავით საყვარელიძე - ბრალდების დადგენილებაში ბევრი სისულელე წერია. ლევან ბერძენიშვილი - თუ მხოლოდ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაშინ სააკაშვილის შანსები უკრაინაში ძალიან მაღალი არ არის. მიხეილ სააკაშვილი - სასამართლო სხდომა გადაიდო, როგორც ჩანს, „საუკუნის დანაშაულის” ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს. ლვოვის სასამართლოსთან სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს შეძახილებით „მიშა წადი“. სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის შს მინისტრის სარჩელის განხილვა გადაიდო. ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია. მიხეილ სააკაშვილი - პოლონელი მესაზღვრისგან მივიღეთ დოკუმენტი, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში უკრაინას მისი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის ქვეყნიდან გაძევება შეუძლია.

      რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 70 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

      სტალინის პორტრეტი და განსხვავებული პროფილი - ვენესუელას პრეზიდენტი - შემომხედეთ პროფილში, სარკეში რომ ვიყურები, მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ.

      ბრიტანული მოშუშება - ბრიტანულ მედიაში ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი ფოტოსურათები ვრცელდება.

      ფრანგული მოლოდინები - Le Parisien - საფრანგეთის პოლიცია უახლოეს მომავალში რადიკალი ისლამისტების ახალ ტერაქტებს ელოდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 159

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters