იდეოლოგია და მეცნიერება

, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      ერთი შეხედვით, იდეოლოგიისაგან შორს მდგარი მეცნიერებაც ვერ გაექცა იდეოლოგიზებას. თუმცა, ზოგიერთი მარქსისტი დღესაც ამტკიცებს, რომ მეცნიერება იდეოლოგიაა, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხულია იმის მტკიცება, რომ მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოლოგია და სხვა საბუნებისმეტყველო თუ აბსტრაქტული მეცნიერებანი იდეოლოგიაა. იდეოლოგიის არც ერთ ყველაზე მარქსისტულ განსაზღვრებაშიც იდეოლოგია და მეცნიერება არაა გაიგივებული "იდეოლოგიაში ჩვენ გვესმის კლასის საზოგადოებრივ შეხედულებათა: მხატვრული, ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური, ეთიკური, იურიდიული და პოლიტიკურ შეხედულებათა ერთობლიობა, რომლებშიც აისახება ამ კლასის მდგომარეობა და ინტერესები. იდეოლოგია ნიშნავს ამ შეხედულებებში საყოველთაოს, რადგან აქ აისახება მოცემული კლასის ბატონობის ზოგადი პირობები და ინტერსები".

      გერმანელი მარქსისტის ეს მტკიცება საეჭვო არ შეიძლება გახდეს, რადგან იდეოლოგია საზოგადოებრივი ფსიქოლოგიაა და როგორ შეიძლება კლასობრივი ფსიქოლოგიის ნიშნები მიეწეროს ცოდნას, რომელიც სოციალურ სინამდვილეს საერთოდ არ ეხება. მაშინ, როდესაც იდეოლოგია განსაზღვრული კლასის "გრძნობათა, განწყობათა, გამოცდილების, აფექტების, ილუზიებისა და ამ კლასში შემავალი ინდივიდების ტრადიციების გამოხატვაა" იმდენად, რომ მას "კლასობრივ ფსიქოლოგიას" უწოდებენ. რა გზით უნდა მიეწეროს ასეთი ნიშნები რომელიმე საბუნებისმეტყველო მეცნიერებას? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იდეოლოგიიდან ბუნების მეცნიერებისა და აბსტრაქტული ცოდნის სფეროს გამოვრიცხავთ და საზოგადოების შესახებ მეცნიერებებს მივიჩნევთ იდეოლოგიად. რასაკვირველია, არა. მართალია, იდეოლოგიზებისათვის საზოგადოებრივი მეცნიერებანი უფრო მისაწვდომია, რადგან საზოგადოების სფერო ისეთია, რომ ძნელია მას დააცილო ადამიანთა ინტერესები, იქნება ეს შესასწავლი საკითხის შერჩევა, საკითხის გადაწყვეტის მეთოდოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი პრინციპები. ხომ ცნობილია, ფილოსოფიის ისტორიის ისეთი დასურათება, რომელშიც მატერიალიზმი საერთოდ თუ არ გამოირიცხებოდა, ძალზე უფერულად იყო წარმოდგენილი და, პირიქით, მატერიალისტები იდეალიზმის პრინციპების დაკნინებითა და იგნორირებით ქმნიდნენ ფილოსოფიის ისტორიას. ცნობილია ისიც, რომ საკვლევი ეპოქა თუ მიმდინარეობა მნიშვნელოვანწილად მკვლევრის ინტერესებზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, შერჩევის თვალსაზრისით. ონტოლოგიური მიმართულების წარმომადგენლები კვლევის ობიექტად იმ სისტემებს ირჩევენ, რომლებშიც ონტოლოგიაა მადომინირებელი. გნოსეოლოგისტები - გნოსეოლოგიურ მიმართულებებს, ანთროპოლოგისტები - ადამიანებზე ორიენტირებულ სისტემებს და ა. შ. როგორც ვხედავთ, კვლევის ობიექტების შერჩევაშიც არის გარკვეული სუბიექტურობა, რადგან აზროვნების ისტორიას, ისე როგორც სოციალურ პროცესებს, ყველა "თავისი ჭუჭრუტანიდან" ხედავს. მაგრამ ეს ვითარება კი არ უნდა დაკანონდეს. სოციალური მეცნიერებაც "დაუინტერესებელი ცნობიერებით" უნდა ოპერირებდეს, თუ გვინდა მეცნიერული სურათი მივიღოთ. სოციალური მეცნიერებანი სუბიექტური ელემენტებისაგან თუ გათავისუფლდებიან, მაშინ ზუსტ მეცნიერებათა რიგში ჩადგებიან და იდეოლოგიისაგან გათავისუფლდებიან.

      მეცნიერების დეიდეოლოგიზაციაში განსაკუთრებული როლი ემპირიულმა სოციალურმა კვლევებმა ითამაშა. მოაზროვნის აბსტრაქტული პოზიციებიდან მიღებული განაზრებანი ემპირიული კვლევის ფაქტობრივ მონაცემებზე დამყარებულმა სურათმა შეცვალა, რომლის განზოგადებას სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლები ახდენენ. ამით შეიზღუდა მკვლევრის ინტერესებთან დაკავშირებული თეორიული კონსტრუქციების შეთხზვა. როგორც პროფესორი ტუმანოვი აღნიშნავს, "უკანასკნელ დროს დასავლეთში მეცნიერების დეიდეოლოგიზაციის იდეამ ფართო გავრცელება ჰპოვა. მისი მომხრეები ეყრდნობიან საზოგადოებრივ მეცნიერებებში კონკრეტულ-ემპირიული მეთოდების წილის ზრდას. ემპირიული კვლევის ინსტრუმენტარია აღიქმება როგორც იდეოლოგიისადმი გულგრილი. მაშასადამე, რაც უფრო მეტი ადგილი უკავია მეცნიერებაში, სახელდობრ, სოციალურ გამოკვლევებში, ტექნიკურ ხერხებს, თითქოსდა მით უფრო შორს აღმოჩნდება მეცნიერება იდეოლოგიურ გავლენათაგან". ტუმანოვის აზრით, ეს არასწორი პრინციპია. პენტო და გრავიცთან ერთად ტუმანოვი კრიტიკულად განიხილავს სოციალურ მეცნიერებათა დეიდეოლოგიზაციის თეორიას. ამ კრიტიკულ პოზიციას ის შემდეგნაირად აყალიბებს: "მკვლევარი მისი შესასწავლი სამყაროს ნაწილია. ის ცრურწმენებისა და ღირებულებათა განსაზღვრულ ინტელექტუალურ პოზიციათა ზეგავლენას განიცდის. თავისუფალი არაა არაცნობიერი დეფორმაციისაგანაც, რომელიც თავისი ბუნებით ფსიქო-სოციოლოგიურია და მისი საცხოვრებელი გარემოთი, აღზრდით, სუბიექტური თავისებურებებითა და განათლებითაა გაპირობებული". ტუმანოვს ჰგონია, რომ ეს აზრი ეწინააღმდეგება დეიდეოლოგიზაციის თეორიას. სინამდვილეში დეიდეოლოგიზაცია რომ მთლიანად განუხორციელებელია, ამას გრავიციც ადასტურებს, მაგრამ ემპირიული კვლევები იდეოლოგიის პოზიციას რომ ასუსტებს, ეს უდავოა, ისევე, როგორც სოციალური გარემოს გავლენისაგან თავისუფლება და დაუინტერესებელი ცნობიერება სრული მასშტაბის არასოდეს იქნება. ადამიანი სოციალურ სინამდვილეს ყოველთვის გარკვეული ინტერესებით უდგება და გარკვეული განწყობითა თუ მზაობით აღიქვამს იმას, რაც მის ინტერესებს შეესაბამება. დეიდეოლოგიზაციის მოთხოვნა აბსოლუტური ობიექტური ჭეშმარიტების მოთხოვნას ჰგავს. მას შეიძლება მიუახლოვდე, მაგრამ ვერასოდეს მიაღწევ.

      თუ იდეოლოგია უარსაყოფია, უფრო მეტად უარსაყოფია სახელმწიფო იდეოლოგია, რადგან სახელმწიფო იდეოლოგია ჯერ ერთი ტოტალიტარიზმის საყრდენია და, მეორეც, იდეოლოგიებს შორისაც მას გაბატონებული მდგომარეობა უნდა ეკავოს. უფრო მეტიც, ის არ დაუშვებს იდეოლოგიურ პლურალიზმს, რადგან პლურალიზმი ნიშნავს ერთადერთის ერთ-ერთად გადაქცევას. სახელმწიფო იდეოლოგია უნდა იყოს ერთადერთი. თუ მრავალი იდეოლოგია იქნება დაშვებული, ის კარგავს თავის გაბატონებულ მდგომარეობას. ამას ის არ შეურიგდება და საქმეში ჩართავს სახელმწიფო აპარატს. თუ რას ნიშნავს სახელმწიფო იდეოლოგია, ჩვენ უკვე მრავალგზის ვიგემეთ, როცა კომუნისტურ სივრცეში ერთი "იზმი" იყო დაშვებული. ის განსაზღვრავდა ადამიანთა და სოციალური ჯგუფების ბედს. რამდენიმე მაგალითის მოტანა შეიძლება სხვადასხვა სფეროდან. ვარშავის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი ადამ შაფი გაათავისუფლეს სამსახურიდან და გააძევეს პოლონეთიდან იმისათვის, რომ პრივილეგირებული საზოგადოება ელიტური სტრუქტურისად გამოაცხადა და, რადგან სოციალიზმის დროს პრივილეგიები არსებობდა, სოციალიზმიც ელიტურად ჩათვალა. როგორ მოქმედებდა სახელმწიფო იდეოლოგია და როგორი იყო მისი პერსპექტივები, ამის დასურათებაა ისეთ მხატვრულ ტილოებში, როგორიცაა ევგენი ზამიატინის "ჩვენ" და ჯორჯ ორუელის "ინგლისი 1984". ამ ავტორებმა აჩვენეს, როგორ იმონებს ტოტალიტარული რეჟიმი ადამიანს და აქცევს, ფაქტობრივად, მანქურთებად, რეგლამენტირებულ რობოტებად, რომლის ცხოვრების ყველა მხარე, სექსუალურით დაწყებული, საკითხავი ლიტერატურით დამთავრებული, განსაზღვრულია იდეოლოგიის ინტერესებიდან გამომდინარე. ნაჩვენებია მეთვალყურეობისა და დასმენის ტექნიკის ზრდა ინფორმატორებიდან დაწყებული, ტელესკრინებით დამთავრებული.

ამოსაბეჭდი ვერსია:

იდეოლოგია და მეცნიერება

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, იდეოლოგია, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 898

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters