ამ თავში აღწერილია პლატონის მიერ პითაგორასეულ პარადიგმასთან ბრძოლის გაგრძელება ადრეულ შუა საუკუნეებამდე და პლატონის პროექტის გამარჯვება. განხილულია V საუკუნის ავტორის, მარციანუს კაპელას ტექსტი „ფილოლოგიის და მერკურის ქორწინების შესახებ“: ეს ტექსტი გადმოგვცემს შუა საუკუნეების ევროპის განათლების კანონს. ამ ტექსტში აღწერილი პრინციპებით იყო მოწყობილი განათლების სისტემა უნივერსიტეტების შექმნამდე და არა მარტო: გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერებათა დაყოფას სწორედ ამ წიგნით ჩაეყარა საფუძველი. როგორც ჩანს, პლატონისა და პითაგორას პარადიგმების ბრძოლა V საუკუნემდე მაინც გრძელდებოდა. შემეცნების პითაგორასეულ პარადიგმას (ცოდნის მოპოვების სურვილი - გამოცდილება - სამყაროსსურათი - იმპლემენტაცია) პლატონის პარადიგმა უპირისპირდებოდა (ცოდნის მოპოვების სურვილი - გამოცდილება - სამყაროს სურათი), სადაც იმპლემენტაცია სამყაროს სურათის გვერდითი შედეგი იყო. არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს ბრძოლა, რომ არა ქრისტიანობის პოლიტიკური გამარჯვება, რომელმაც დაინახა საკუთარი მოძღვრების შესაბამისობა პლატონის ფილოსოფიასა და პლატონის ეპისტემოლოგიურ პარადიგმასთან: ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის შეუცნობლისკენ მარადიული სწრაფვა ბევრად უფრო ნაცნობი და ახლობელი იყო, სადაც ბოლომდე შეუცნობელი სამყაროს ხატი ადვილად ნაცვლდებოდა ბოლომდე შეუცნობელი ღმერთით, ვიდრე შემეცნების ის პარადიგმა, რომლის მიხედვითაც სამყაროს სურათები მხოლოდ ინსტრუმენტები და წარმატებული იმპლემენტაციის მისაღწევი გონებრივი კონსტრუქტებიიყო. საბოლოოდ, პლატონის პარადიგმის გამარჯვებამ ტექნოლოგიური განვითარების შეფერხებაც გამოიწვია: ანტიკურ პერიოდში შეუდარებლად მეტი ტექნოლოგიური გამოგონებაა, ვიდრე შუა საუკუნეებში, ახალ დრომდე. არისტოტელეს მოძღვრების პოპულარიზაციამ, ბეკონისა და ჰუმბოლდტის მიერ მეცნიერების მეთოდოლოგიის დახვეწამ და ექსპერიმენტულად ქცევამაც ვერ აგვარიდა პლატონისეულ პარადიგმას, იმდენად, რამდენადაც ექსპერიმენტი/დაკვირვება უზენაესი მიზნის - სამყაროს სურათის მართებულობის დამტკიცება/ უარყოფისათვის გამოიყენებოდა. ვითარება იცვლება XVIII საუკუნის შემდეგ, როდესაც ევროპაში მოხდა ტექნოლოგიური რევოლუცია. ტექნოლოგია, როგორც ძალაუფლების და სიმდიდრის წყარო, კვლავ გახდა მოქმედების მიზანი. თუმცა დღესაც, აშკარა ცვლილებების მიუხედავად, პლატონისეული და მარციანისეული პარადიგმები კვლავ განმსაზღვრელად და ცოდნის კანონის დამდგენად გვევლინება. ტექნოლოგიური განვითარების შეფერხებამ ადამიანის, როგორც სახეობის, ევოლუციაც კი შეაფერხა.

- - - - - -

შესავალი

      როგორც უკვე ვთქვი, ძნელია ვივარაუდოთ, რა მოხდებოდა, პითაგორას ეპისტემოლოგიური პარადიგმა პლატონს რომ არ ჩაენაცვლებინა და შემდგომ ქრისტიანობას არ გაემყარებინა: ტექნოლოგიური და ინტელექტუალური განვითარების რა საფეხურზე ვიქნებოდით, თუკი გვეცოდინებოდა, რომ ჭეშმარიტება იქმნება და არაიძებნება.

      უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდებოდა ჭეშმარიტების შემოწმება/დადგენის პარადიგმაში: პლატონის რევოლუციის შემდეგ ჭეშმარიტების საზომი მსჯელობა (ტექსტი) გახდა. თუკი ჭეშმარიტება მიუღწეველია, მაშინ, რამდე-ნად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთან, ადგენს მსჯელობა. ხოლო, მსჯელობას, რომელიც ადგენს სხვა მსჯელობის/დებულების სიახლოვე/სიშორეს ჭეშმარიტებასთან, ინტერპრეტაცია ჰქვია.

      პითაგორას ეპისტემოლოგია, როგორც ჩანს, ამის საპირისპიროდ, ეფუძნებოდა ჭეშმარიტების შემოწმებადობის, გაკეთების იდეას: ანუ პითაგორას ვერსიაში ჭეშმარიტების (ცოდნის) ჭეშმარიტება მსჯელობას კი არა, ამ ცოდნის გამოყენებადობას, გამოდგომას და იმპლემენტაციას უნდა დაედგინა. პითაგორას მათემატიკაც სწორედ იმპლემენტაციის, და არა ინტერპრეტაციის, კარგი მაგალითია.

      იმპლემენტაცია, დანერგვა, არის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული მოდელის რეალობად ქცევა, ინტერპრეტაცია - მსჯელობის საფუძველზე არსებული მსჯელობის სიზუსტე/მართებულობის დამტკიცება. ინტერპრეტაცია გულისხმობს, რის ინტერპრეტაციაც ხდება, იმის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის სადღაც არსებობას და ცდილობს მიუახლოვდეს მას. იმპლემენტაცია გულისხმობს რეალობის კეთებას და გაკეთებულის შემოწმებას ისევ და ისევ რეალობით, ყოველგვარ მიღმურ ჭეშმარიტებებზე ორიენტირების გარეშე.

      ცხადია, იკითხავთ: რა განსხვავებაა? განა ჩვენც ასე არ ვცხოვრობთ? განა ჩვენც ასე არ ვაკეთებთ სულ, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში? განა ჩვენი მეცნიერები ჯერ - ჭეშმარიტების [კი ბატონო, ნაწილს] სწვდებიან და შემდეგ ახდენენ მათ დანერგვა/იმპლემენტაციას რეალობაში? არამც და არამც. განსხვავება ძირეულია. ქვემოთ შევეცდები, სქემატურად წარმოვადგინო, რა განსხვავებაა ამ ორ პარადიგმას შორის:

      პლატონის პარადიგმა ამბობს, რომ ჭეშმარიტებას უნდა სწვდე, და ეს არის უმაღლესი ღირებულება. წვდომის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენება რეალობაში შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ცოდნის მაძიებლის უმაღლესი მიზანი. ანუ ინტერპრეტაციაა უმაღლესი მიზანი, იმპლემენტაცია კი - ამ მიზნის მიღწევის გვერდითი, არცთუ ისე აუცილებელი შედეგია. კარგად რომ დაფიქრდე, მიხვდები, რომ თანამედროვე მეცნიერების მთელი რიგი დარგები სწორედ ასეა ორგანიზებული და რომ საუკუნეების განმავლობაში ცოდნის მოპოვება და შემდეგ მისი გამოყენება ამ სქემით მიმდინარეობდა.

      პითაგორას პარადიგმა კი გვეუბნება, რომ, ცხადია, ინტერპრეტაცია გარდაუვალია, იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება გავიგოთ, რას გვაძლევს ჩვენი გამოცდილება, მაგრამ ცოდნის მოპოვების საბოლოო მიზანი და საზომი მისი განხორციელებაა. განხორციელება და გამოყენება გვეუბნება, რამდენად სწორი იყო ის სამუშაო, რომელიც ჩავატარეთ და რამდენად ღირებულია ის ცოდნა, რომელიც მოვიპოვეთ.

      მაშასადამე, პითაგორას ეპისტემოლოგიური პარადიგმა ასე გამოიყურება: ცოდნის მოპოვების სურვილი - გამოცდილება - ინტერპრეტაცია - იმპლემენტაცია. ხოლო, პლატონის ეპისტემოლოგია კი ასე: ცოდნის მოპოვების სურვილი - გამოცდილება - ინტერპრეტაცია. პლატონის ეპისტემოლოგიაში ცოდნის მოპოვება ინტერპრეტაციით მთავრდება: მიღებული ცოდნის (ჭეშმარიტებასთან მიახლოების) გამოყენება/დანერგვა და ამ დანერგვის საზღვრები ცოდნის მფლობელის საქმეა. ცოდნის ფორმულირებით/მიღებით მთავრდება პლატონის ფილოსოფოსის მიერ ჭეშმარიტების წვდომის კონკრეტული პროცე-სი. პითაგორას ცოდნის მოდელში კი გამოყენებადობა, უფრო ზუსტად, წარმატებული გამოყენებადობაა მიზანი და საზომი. შესაბამისად, პითაგორას ფილოსოფოსი მიღებული, კონსტრუირებული ცოდნის გამოყენებით, იმპლემენტაციით ასრულებს კონკრეტულიცოდნისმიღების პროცესს.

      ვფიქრობ, ცხადია ის მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც ამორ პარადიგმას შორისაა: ერთი, რომელიც არ ანიჭებს მნიშვნელობას ჭეშმარიტების რეალობით შემოწმებას და მთელი ღირებულება მსჯელობით შემოწმებაში გადააქვს, და მეორე, რომლისთვისაც ცოდნის ღირებულება მისი განხორციელებით განისაზღვრება.

      ვფიქრობ, ესაა ის განსხვავება, რომელიც საფუძვლად დაედო ანტიკური საბერძნეთისა და რომის ტექნოლოგიურ წარმატებას და ქრისტიანული კულტურის/ცივილიზაციის ტექნოლოგიურ და მეცნიერულ სიდუხჭირეს შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. ყველაზე უფრო მარტივი ძებნითაც წააწყდებით, რომ წყლის ბორბალი, ოდომეტრი, მაღვიძარა, ანტიკურ საბერძნეთშია გამოგონებული და დღესაც იყენებენ. თუ ამას დავუმატებთ არქიტექტურას, მათემატიკას, ძველი რომის დროინდელ გამოგონებებს მშენებლობაში (ბეტონი, გზები, ტაძრები), საომარ მანქანებს, წიაღისეულის მოპოვების ხერხებს და ასე შემდეგ (James... 1995), ცხადი გახდება, რომ ევროპულ შუა საუკუნეებში, საბეჭდი მანქანის გამოგონებამდე, არც არაფერი მომხდარა.

      მნიშნვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ როდესაც ვიყენებ ცნებას „პითაგორას პარადიგმა“, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პითაგორამდე არაფერი იყო და პითაგორამ გამოიგონა ცოდნის მოპოვების და იმპლემენტაციის (ფილოსოფიის) ეს წესი. უფრო ზუსტი და ადეკვატური იქნება, თუკი ვიტყვით, რომ მან აღწერა ის წესი, რომელიც არსებობდა მის დროინდელ საბერძნეთში და თეორიული ფორმა მისცა მას.

      ძნელია იმსჯელო იმის შესახებ, თუ შემეცნების რომელი წესი შეესაბამება „უფრო“ ადამიანის ბუნებას. თუმცა, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ცხადია ის ცვლილება, რომელიც ქრისტიანობის, ჯერ რომის იმპერიის მთავარ, ხოლო შემდეგ ერთადერთ რელიგიად ქცევამ გამოიწვია.

შეცვლილი მომავალი

      რომ შევადაროთ ანტიკური და რომაული ხანის ცოდნა ევროპის შუა საუკუნეებში წარმოშობილ ცოდნას, ვნახავთ, რომ ევროპის შუა საუკუნეები, ე. წ. რენესანსის პერიოდამდე, უიმედოდ „აგებს“ ანტიკურ პერიოდთან: ის მცირე რაოდენობის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც მეოთხე და მეხუთე საუკუნიდან მეთერთმეტე საუკუნემდე ჩნდება ევროპაში, ან შემოტანილია აღმოსავლეთიდან (სადაც, მაგალითად, ჩინეთში, ტოტალური იზოლაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, განვითარება ტექნოლოგიაზე, რეალობის შექმნაზე ორიენტაციით ხდებოდა), ან - ანტიკურ პერიოდში გამოგონილ ტექნოლოგიებს ემყარება.

      ცხადია, ევროპის ტექნოლოგიურ „ჩავარდნას“ მხოლოდ პარადიგმულ ცვლილებას ვერ დავაბრალებთ: ეს ტექნოლოგიური ჩავარდნა და შემდგომი აღმავლობა, რომელმაც XV საუკუნეში გუტენბერგის დაზგამდე მიიყვანა ევროპა (Frugoni... 2003), ასევე ემთხვევა მცირე გამყინვარების (როდესაც ევროპაში ძალიან აცივდა და საკვების მოპოვება პრობლემური გახდა) და მცირე დათბობის პერიოდებს (Storm... 2007). თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თეოლოგიას და ფილოსოფიას ამ „გამყინვარების პერიოდში“ არ ჰქონია განვითარების პრობლემები: ავგუსტინე, ბოეციუსი, ერუგენა, ფსევდოდიონისე არეოპაგელი და სხვები - ეს ის მოაზროვნეები არიან, რომლებიც პლატონური პარადიგმის მიხედვით ავითარებდნენ აზროვნებას, როგორც ინტერპრეტაციას და ჭეშმარიტებასთან მიახლოებას (Armstrong... 1967).

      კიდევ ერთხელ განვმარტავ, რას ნიშნავს ეს: მაგალითად, როდესაც ავგუსტინე, ან რომელიმე სხვა, ადრეული შუა საუკუნეების მოაზროვნე მსჯელობს ისტორიის, ჭეშმარიტების, საღვთო ქალაქის შესახებ, ის ცდილობს გაიგოს, როგორ არის სამყარო მოწყობილი და რას ნიშნავს ღვთიურიჩანაფიქრი. მისი მსჯელობა უნდა იყოს თანხვედრაში იმ ტექსტებთან, რომლებიც აღიარებულია ავტორიტეტებად. შესაბამისად, ამ მოაზროვნეების მოქმედება აღიწერება, როგორც სამყაროს ინტერპრეტაცია, სადაც იმპლემენტაცია ან შემთხვევითია, ან საერთოდ არ არსებობს.

      მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპული რენესანსი პითაგორას პარადიგმასთან დაბრუნებას კი არ უკავშირდება, არამედ პლატონური პარადიგმის გავრცელებას: კარლოს დიდმა VIII საუკუნის ბოლოს (787 წ. ) ყველა სააბატო დაავალდებულა, გაეხსნათ სკოლები (Orme... 2006). ამ სკოლებში სწორედ პლატონის პარადიგმის მიხედვით ხდებოდა ახალი ცოდნის შექმნა. რენესანსიც, რომელიც მკვლევრების მიერ მიჩნეულია ადრეული შუა საუკუნეებისაგან პრინციპულად განსხვავებულად, სხვა არაფერი იყო, თუ არა ანტიკური საბერძნეთისა და რომის ტექსტების შემოყვანა კულტურაში, ანუ ინტერპრეტაციის პარადიგმის გაფართოება და გამდიდრება ავტორიტეტებისგამრავლების გზით.

      სწორედ პლატონური პარადიგმის გამო ტექნოლოგიური განვითარება ევროპაში დაუკავშირდა ვაჭრებს და ხელოსნებს და დაკარგა კავშირი ცოდნის შექმნასთან, ვაჭრებს - როგორც ტექნოლოგიების შემომტანებს/ჩამომტანებს მოგზაურობებიდან, ხოლო ხელოსნებს, როგორც იარაღების მკეთებლებს ყოველდღიური საქმიანობისათვის (Sebaslia... 2016). საყურადღებოა, რომ ლეონარდო და ვინჩის ძალიან ცოტა ტექნოლოგიური გამოგონება დაინერგა, მაშინ, როდესაც მისი სამუშაო, რომელიც ინტერპრეტაციული იყო (მხატვრობა), აღიარებული და დაფასებული იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თუკი ვინმე ჰგავს პითაგორას საქმიანობით, ინტერესებით და ბიოგრაფიით, ეს ლეონარდო და ვინჩია.

      ცხადია, შუა საუკუნეებში იყენებდნენ ანტიკურ საბერძნეთ-სა და რომში დაგროვილი იმპლემენტირებულ ცოდნას, მაგრამ ძალიან მცირე დოზებით ხდებოდა მისი განვითარება და ახალი ცოდნისიმპლემენტაცია.

      ამიტომ, როდესაც ევროპის ისტორიის შესახებ ვმსჯელობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს შეცვლილ მომავალთან: ევროპის მომავლის შეცვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც კონსტანტინე დიდმა ქრისტიანი პატრიციების დახმარებით მოიპოვა იმპერატორის ტახტი და რის გამოც ქრისტიანულ რელიგიას პრივილეგიები მიენიჭა - რომის გადაცემის ჩათვლით (თევზაძე... 2013). ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იწყება ქრისტიანი იერარქების მიერ პოლიტიკურ აღმატებულობაზე ზრუნვა, რისთვისაც მათ სჭირდებოდათ იდეოლოგიური დასაყრდენი, რომელიც ევროპის წარსულს და მომავალს გააერთიანებდა. ეს საყრდენი არ უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობაში რელიგიის მთავარ პრინციპთან - რომ ღმერთი უმაღლესი ღირებულებაა და რომ მისი შემეცნება ბოლომდე შეუძლებელია. არა მგონია, რომ პირველი ქრისტიანები ტექნოლოგიის წინააღმდეგნი ყოფილიყვნენ, მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მათი ძირითადი ბირთვი პატრიციების წრიდან იყო. უბრალოდ, პლატონის ფილოსოფიისა და რელიგიის დაკავშირებამ ძალაუფლების მოპოვების მიზნით საკუთარი „ლოგიკური“ მსხვერპლი მოითხოვა: შესაბამისად, ის ყველაფერი, რაც დაკავშირებული, ან ოდნავ დაკავშირებული იყო საწინააღმდეგო მსოფლმხედველობასთან, უარყოფილი იქნა, მათ შორის - ისეთი ცოდნის შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც შეეძლო მოეხდინა მნიშვნელოვანი და რეალობის შემცვლელი იმპლემენტაციები.

      კიდევ ერთხელ განმარტებისათვის: ტექნოლოგიების განვითარების, როგორც ცოდნის ძირითადიღერძისუარყოფა, მომდინარეობს არა ქრისტიანობის შინაარსიდან, არამედ, ქრისტიანობის ადეპტების მცდელობისაგან, ეჩვენებინათ კავშირი წარსულთან და ამით მოეპოვებინათ გავლენა მთელ კულტურულ არეალზე. ის, რომ შემდგომ ტექნოლოგიების და, უფრო ზუსტად, ცოდნის, როგორც იმპლემენტაციის პარადიგმის უარყოფა მოხდა, ეს ზემოხსენებული კავშირის ძალაუფლების მექანიზმებით გავრცელების შედეგია: თუკი რამე ეწინააღმდეგება ცენტრალურ იდეოლოგიას, ის უნდა დაისაჯოს. სხვანაირადძალაუფლებავერ დამყარდება.

      შუა საუკუნეებში ცოდნის შექმნა/შესწავლა მთლიანად პლატონური პარადიგმის მიხედვით ვითარდებოდა: მარციანუს კაპელა (V საუკუნე, ახ. წ. აღ.), რომელმაც ცოდნის შვიდი დარგი აღწერა (გრამატიკა, დიალექტიკა, რიტორიკა, გეოგრაფია, ასტორონომია, არითმეტიკა, მუსიკა), ნეოპლატონელი ფილოსოფოსიიყო. ესშვიდიხელოვნებამოგვიანებითბოეციუსმა დაყო ტრივუმად (გრამატიკა, დიალექტიკა, რიტორიკა) და კვადრიუმად (გეოგრაფია, ასტორონომია, არითმეტიკა, მუსიკა). მარციანუსის წიგნი ძალიან პოპულარული იყო ევროპაში და საფუძვლად ედო შუა საუკუნეების განათლების სისტემას უნივერსიტეტების წარმოშობამდე, თუმცა, უნივერსიტეტების წარმოშობის შემდეგაც, ცოდნის შესახებ წარმოდგენა - მარციანუსის წიგნის De nuptiis Philologiae et Mercurii (ფილოლოგიის და მერკურის ქორწინების შესახებ) მიხედვით ვითარდებოდა. საგულისხმოა, რომ, როდესაც დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემია დააარსა, XII საუკუნეში, იქაც სწავლება მარციანუსის და ბოეციუსის პრინციპების მიხედვით მიმდინარეობდა (ყაუხჩიშვილი... 1948).

      მარციანუსის წიგნი საინტერესოა სწორედ პლატონური პარადიგმის გავრცელება/კანონად ქცევის თვალსაზრისით: როგორც ეს სათაურიდან ჩანს, წიგნი ალეგორიული სტილითაა დაწერილი. წიგნის ფაბულაა: მერკურს/ჰერმესს, რომელიცინტელექტის, გზავნილის მომტანის და მოგების ძიების ალეგორიაა, ფილოლოგია, ანუ სწავლა (სიტყვის სიყვარული), ცოლად მოჰყავს.

      საინტერესო ისაა, რომ წიგნის სიუჟეტი ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვება პლატონის ეპისტემოლოგიური პარადიგმის დაცვის სტრატეგიას: მერკურის ვერ მოჰყავს ცოლად სიბრძნე (Sophia), წინასწარმეტყველება/ჭვრეტა (Mantice) და სული (Psyche). მერკური იწყებს აპოლონის ძებნას, გზად ციური სხეულების მუსიკას მოუსმენს, პოულობს აპოლონს, რომელიც მართავს ციური სხეულების მუსიკას და, აპოლონის რჩევით, ცოლად მოჰყავს ფილოლოგია (სწავლა). იუპიტერი და სხვა ღმერთები თანხმდებიან, რომ ჰერმესის, როგორც ღვთიური ძალისა და ფილოლოგიის, როგორც მიწიერი ძალის, კავშირი სასურველია და ისინი ანიჭებენ ფილოლოგიას უკვდავებას. ფილოლოგია სწვდება ერთის იდეას, რომელიც ღმერთებსა და ცაზე მაღლაა და წმინდა ცოდნას წარმოადგენს. ქორწილის დროს პატარძლის მეგობრები არიან შვიდი უკვდავი და ორი მოკვდავი ხელოვნება: უკვდავები - გრამატიკა, დიალექტიკა, რიტორიკა, გეოგრაფია, ასტორონომია, არითმეტიკა, მუსიკა და მოკვდავები - არქიტექტურა და მედიცინა. ამ ორი უკანასკნელის გარდა ყველა ხელოვნება ჰყვება საკუთარი თავის შესახებ. არქიტექტურა და მედიცინა, როგორც უკიდურესად მიწიერი დარგები, ღმერთებისვე გადაწყვეტილებით, ჩუმად არიან.

      ბევრი დაფიქრება არ უნდა, რომ მარციანუსის ტექსტში ცოდნა, სწავლა (ფილოლოგია) ხდება განმარტებითი, განმარტებასთან დაკავშირებული - მას მერე, რაც ცოდნა (ფილოლოგია) გარდაუვალად და ღმერთების კანონით, უკავშირდება განმარტებას (ჰერმესს). ამავე გადაწყვეტილებით, იმპლემენტაციის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო - მედიცინა და არქიტექტურა - ცხადდება მიწიერად და ყველაზე უფრო დაბალხელოვნებებად. ეს გასაგებია და აგრეთვე, გასაგებია ნეოპლატონური ერთის იდეის შემოყვანა თხრობაში. მარციანუსის რელიგიური კუთვნილება უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ერთის იდეის განვითარება, რომელიც ყველა ღმერთზე მაღლაა, იყო ის, რაც, უკვე უმეტესწილად ქრისტიანულ სამყაროში, მისი ტრაქტატისგავრცელებას უზრუნველყოფდა.

      მაგრამ, გარდა ზემოთქმულისა, ამ ტექსტში არის მნიშვნელოვანი ხაზი, რომელიც პლატონის „ნადიმთან“ გვაბრუნებს და გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მარციანუსი შეიძლება იყოს საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე თამაშის „პლატონი versus პითაგორა“ მონაწილე: ჰერმესი/მერკურის საცოლის ძიების გზა აპოლონზე გადის. აპოლონი, როგორც ცნობილია, იყო მუსიკის, ცოდნის (ზოგიერთი ვერსიით - მეცნიერების) მკურნალობის, სინათლისა და ჭეშმარიტების ღმერთი. ჰერმესი აპოლონის, ანუ ჭეშმარიტების, სინათლის ძიებით მოიპოვებს ცოდნას (ფილოლოგიას), ხოლო ფილოლოგია (სწავლა) აპოლონის მიერ უკავშირდება ჰერმესს(განმარტებას).

      თუკი გავიხსენებთ, რომ პლატონის „ნადიმის“ ერთ-ერთი ძირითადი იდეა არის მტკიცება, რომ ფილოსოფია არის სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ/მშვენიერებისაკენ/სინათლისაკენ, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომმარციანუსის ტექსტში კვლავ ხდება პლატონის იდეების დაცვა პითაგორას პარადიგმის წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ მარციანუსი ტექსტის დასაწყისშივე გვეუბნება, რომ ჰერმესს/მერკურის ცოლობაზე უარს ეუბნებიან სიბრძნე (Sophia), წინასწარმეტყველება/ჭვრეტა (Mantice) და სული (Psyche): ანუ ისევე როგორც რამდენიმე საუკუნის წინანდელ ტექსტში, აქაც - სწავლა და ცოდნა სიბრძნესა და წინასწარმეტყველებაზე კი არ არის მიბმული, არამედ, ინტერპრეტაციასა და გაგებაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პითაგორასა და, შესაბამისად, იმპლემენტაციისპარადიგმასთან დაკავშირებული ორი ხელოვნება, მედიცინა და არქიტექტურა, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ცოდნის გამოყენებასთანაა კავშირში და არა ჭეშმარიტების ინტერპრეტაციასთან, მდაბალ ხელოვნებებად ცხადდებიან და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის ასპარეზზე ხმის უფლების გარეშე რჩებიან.

      როგორც ზემოთ აღვნიშნე, მარციანუსის De nuptiis Philologiae et Mercurii არ არის ადრეული შუა საუკუნეების ჩვეულებრივი, რიგითი ტექსტი: XII საუკუნემდე, უნივერსიტეტების ჩამოყალიბების დაწყებამდე და არისტოტელეს ფილოსოფიის დაბრუნებამდე, ის ევროპის უმეტეს ტერიტორიაზე - საქართველოს ჩათვლით - ცოდნის და სწავლის კანონს წარმოადგენდა. ცხადია, რომ სწორედ აქ, ამ ტექსტში და შემდეგ უკვე პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, ფორმდება ის მომავალი, რომელშიც ევროპას და ევროპულ ცივილიზაციას მოდევნო საუკუნეებში, XIX საუკუნემდე უწევს ცხოვრება. მარციანუსის ტექსტშივეა, რომ ეს არის მომავალი, რომელშიც სწავლა და ცოდნა გარდაუვალ, „ცოლქმრულ“ კავშირშია ჰერმენევტიკასთან, განმარტებასთან და შორეულ და შემთხვევით კავშირშია ტექნოლოგიებთან და ცოდნის რეალობაში დანერგვასთან. სქემა ისეთივეა, როგორც ზემოთ აღწერილ პლატონის დიალოგებში: ის, თუ რამდენად სარწმუნოა ახალი ცოდნა, განისაზღვრება არა დანერგვით, არამედ სხვა ცოდნით. ანუ მსჯელობის სარწმუნოება განისაზღვრება სხვა მსჯელობით.

      შესაბამისად, სწორედ ეს არის იმ სამყაროს დასაწყისი, სადაც ე. წ. თეორიული და გამოყენებითი ცოდნა იყოფა: სადაც თეორიული ცოდნა მიჩნეულია ჭეშმარიტებასთან ახლო მდგომად, ხოლო გამოყენებითი - მიწიერ და ხელოსანთა საქმედ. ამავე დროს იდეების ისტორიიდან ვიცით, რომ გვიან შუასაუკუნეებში არისტოტელეს ტექსტების დაბრუნებამ კიდევ უფრო გააძლიერა პლატონური პარადიგმა იმით, რომ ცოდნის მოპოვებაში ძალიან ცოტა ადგილი დაუტოვა ჭვრეტა-მისტიკას და ცოდნის მოპოვება მთლიანად მსჯელობაზე დააფუძნა (მაღალი სქოლასტიკის პერიოდი). ამავე პერიოდს ემთხვევა, მსჯელობის ძალის გასაძლიერებლად, მატერიალური საბუთის მოთხოვნა, რაც, ძირითადად როჯერ ბეკონის სახელს უკავშირდება (Easton.. 1952). მიუხედავად იმისა, რომ როჯერ ბეკონმა საუნივერსიტეტო სწავლება გაამდიდრა კვადრიუმში ოპტიკის დამატებით, ვერ ვიტყვით, რომ ის ცნობილი ცვლილება, რომელიც არისტოტელეს დაბრუნებას უკავშირდება, რამენაირად ასუსტებს პლატონურ პარადიგმას.

      მედლის მეორე მხარეა, რომ ცოდნის სარწმუნობის დასადგენად ფრენსის ბეკონის (Gaukroger.. 2001) მიერ XVII საუკუნეში დაკვირვებაზე დამყარებული მსჯელობის შემოტანა და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის (Backhaus... 2015) მიერ XVIII საუკუნეში აღწერითი მეთოდის ისტორიულ მეთოდთან დაკავშირება არ ცვლის პლატონისეულ პარადიგმას.

      ფრენსის ბეკონი, ისევე როგორც ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი, მსჯელობაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს დაკვირვებას. ფრენსის ბეკონის მხრიდან მხოლოდ ოფიციოზისადმი გადახდილი ხარკი არ იყო ღვთის უკეთ შემეცნებისათვის ახალი მეთოდის გამოყენება, რომელიც მან Novum Organon-ში აღწერა. მისი მეთოდის ღერძი მსჯელობის, ინდუქციის მეთოდის გაუმჯობესებაა, რომელიც უფრო ახლოს მივა ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს კანონებთან და, მაშასადამე, უფრო ახლოს მივაჭეშმარიტებასთან.

      ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ახალი მეცნიერება, რომელიც XIX საუკუნეში მთლიანად მეცნიერების მეთოდად იყო აღიარებული, ხოლო მომდევნო საუკუნეშისაბუნებისმეტყველომეცნიერების მეთოდად მოინათლა, მხოლოდ ამდიდრებდა და ამყარებდაპლატონურ პარადიგმას.

      ჰუმბოლდტის მეთოდი მდგომარეობს მრავალფეროვნების დაწვრილებით და დაკვირვებით შესწავლის შედეგად ამ მრავალფეროვნებაში საერთო კანონის და წესის პოვნაში. ჰუმბოლდტის მეთოდმა, როგორც მას უწოდებენ, ჰუმბოლდტიანურმა მეცნიერებამ, მთლიანად განსაზღვრა მეცნიერების ის ფორმა, რომელშიც კაცობრიობა ბოლო დრომდე ცხოვრობდა. ჰუმბოლდტის ინტენციამ, გამოეკვლია და დაედგინა სამყაროს კანონები, ისინი, რომლებიც განსაზღვრავს, როგორც პლანეტების მოძრაობას, ასევე მცენარეების კონკრეტულ სივრცეში გავრცელებას, შექმნა ის მეცნიერება, რომელიც დღესაც ისწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჰუმბოლდტიანური მეცნიერების მოთხოვნამ - არსებული მრავალფეროვნება დაწვრილებით და ზუსტად შეესწავლათ, გააჩინა ლაბორატორიები და ლაბორატორიული ტექნოლოგიები. მაგრამ სად იყო ეს ტექნოლოგიები იქამდე, ვიდრე ჰუმბოლდტიანური, ანუ პლატონური პარადიგმა მსჯელობის განსამტკიცებლად მათ ლაბორატორიებში არსებობას მოითხოვდა?

      პლატონური პარადიგმის საბოლოო დადგენამ პითაგორას პარადიგმა, რომლისთვისაც ცოდნის შემოწმება იმპლემენტაციით ხდებოდა, მთლიანად გააგდო მაღალი ფენების სოციალური სივრციდან და დაბალი და საშუალო ფენების არეალში მიუჩინა ადგილი. V საუკუნის შემდეგ, XVIII - XIX საუკუნემდე, ტექნოლოგია, ანუ ცოდნის იმპლემენტაციის პარადიგმა ცოდნის აღიარებული და ლეგიტიმური სფეროებიდან განცალკევებით ვითარდებოდა. ამიტომაცაა, რომ პირველი ტექნოლოგიური ძვრები, როგორიცაა წიგნების საბეჭდი მანქანის ან საქსოვი დაზგის გამოგონება, უნივერსიტეტების გარეთ, ხელოსნების და ვაჭრების წრეში მოხდა. ცხადია, ხშირ შემთხვევაში, ხელოს-ნებს და ვაჭრებს არც დრო ჰყოფნიდათ და არც ცოდნა, რომ ტექნოლოგიები განევითარებინათ. მათ მიერ ტექნოლოგიების განვითარება უშუალო და სწრაფი მოგების მიღებაზე იყო ორიენტირებული და, შესაბამისად, ვერც ექნებოდა სწრაფი განვითარება: ცნობილია, რომ ძალიან ცოტა ტექნოლოგიურ სიახლეს მოაქვს სწრაფი და უეჭველი მოგება.

      ამიტომ იქამდე, ვიდრე ფრენსის ბეკონისეულმა და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტისეულმა რეფორმამ არ მოითხოვა თეორიისა და მსჯელობისათვის მეტი დამაჯერებლობისთვის ზუსტი და დაწვრილებითი დაკვირვება, მანამდე ტექნოლოგიები ცოდნის მოპოვების პროცესის ნაწილი არ გამხდარა. ტექნოლოგიების ცოდნის მოპოვების ნაწილად ქცევის შემდეგ ცოდნის მოპოვება, ძებნა, დაუკავშირდა ტექნოლოგიას, ზუსტი დაკვირვების და მონაცემების მიღების ინსტრუმენტების დახვეწას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ტექნოლოგიური განვითარება იყო მსჯელობის გამყარების ინსტრუმენტი, არა პითაგორული მიზანი, არამედ პლატონური საშუალება: ლაბორატორიები, ყველაზე ფართო აზრით, რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიების ჩათვლით, გაჩნდა, როგორც სამყაროს კანონების ზუსტად აღწერის საშუალებები, ისევ და ისევ - ჭეშმარიტებასთან მიახლოების და სინათლესთან ახლოს ყოფნის ინსტრუმენტები.

      თუმცა ნელ-ნელა პითაგორული პრინციპიც გამოჩნდა: როგორც ვთქვი, პითაგორული პრინციპია, როდესაც კვლევის და ცოდნის ობიექტი არის არა ბუნება, არამედ, ადამიანის შექმნილი საგანი. XVIII საუკუნეში დაწყებულმა ტექნოლოგიურმა გარღვევებმა, რომლებმაც მარტო დიდი მოგების კი არა, დიდი ძალაუფლების მოტანაც დაიწყო, ცოდნის ობიექტად და მიზნად მართლაც გადააქცია ადამიანის შექმნილი საგანი. მაგრამ ის დიქოტომია, რომელიც მარციანუსის მიერ საბოლოოდ დადგი-ნდა, კვლავ ძალაში დარჩა: მეცნიერებები (ცოდნის მოპოვების სისტემები) კვლავ დაიყო მაღალ და დაბალ სფეროებად, სადაც ტექნოლოგიურმა კვლევებმა და მიღწევებმა კვლავ უხმო მეგობრის ადგილი დაიკავა.

      როგორც ჩანს, V საუკუნეში საბოლოოდ შეცვლილმა მომავალმა „თავდაპირველ“ ხაზზე დაბრუნება XVIII საუკუნეში დაიწყო. პლატონის დაპირისპირებამ პითაგორასთან მოგვცა ის 10-12-საუკუნიანი პერიოდი, როდესაც ევროპული ცივილიზაცია ცდილობდა, ჭეშმარიტებას მიახლოებოდა და ამისათვის, არც ინტელექტუალურ რესურსებს იშურებდა და არც მატერიალურს.

      პარადიგმა, რომლის მიხედვითაც ცოდნა და ცოდნის მაძიებელი ერთ სიბრტყეზე არიან და ერთმანეთს ამდიდრებენ/ ზრდიან - საშუალო და დაბალი ფენების ხელში დარჩა და, შესაბამისად, სანამ კლიმატური პირობები უფრო ლმობიერი არ გახდა, ვერც განვითარდა.

      წარმოიდგინეთ, რა ტექნოლოგიურ დონეზე ვიქნებოდით, როჯერ ბეკონს ან თომა აქვინელს ტექნოლოგიების შესახებ რომ ეფიქრათ და ტექნოლოგიებიგანევითარებინათ?

      მაგრამ ეს კიდევ არ არის ამ მსჯელობის დასასრული. ის, რომ ევროპელი მმართველების და ინტელექტუალების ყურადღების მიღმა დარჩა ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური განვითარება, უბრალოდ, ადამიანის სოციალური და კულტურული განვითარების კი არა, არამედ, ადამიანის ევოლუციის სერიოზული შეფერხება იყო. ამ შეფერხებამ კი, თავის მხრივ, ინტელექტუალურად მისაწვდომი სივრცეების შეზღუდვა გამოიწვია.

      ამის შესახებ შემდეგ თავში ვიმსჯელებ. მანამდე კი მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ის იდეა, რომლის მიხედვითაც გვგონია, რომ ე. წ. ჰუმანიტარული ტექსტები ადამიანის შესახებ (მაგ. ჰეგელის „გონის ფენომენოლოგია“) ბევრად უფრომუდმივია, ვიდრე საბუნებისმეტყველო ტექსტები (მაგ. დარვინის „სახეობათა წარმოშობა“), სწორედ ამ შეზღუდული პერსპექტივის შედეგია. შედეგად, არ უნდა გვეგონოს, რომ პლატონის პარადიგმის ტოტალიზაციით მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარება დაზარალდა. არანაკლებ შეიზღუდა ჰუმანიტარული და სოციოლოგიური სააზროვნო სივრცეც.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თევზაძე, კაპელა, პითაგორა, ფილოსოფია

ნახვა: 532

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters