1904 - 1984
თბილისში დაბადებული ბავშვი თავიდანვე სურამელი გლეხების გარემოცვაში მოექცა, რამაც განაპირობა მისი მომავალი დიდი სამუსიკო მოღვაწეობა.
მოწაფეობის წლებში, ხალხური სიმღერის ეშხით გატაცებული, მღეროდა ია კარგარეთელის მოწაფეთა გუნდში. თექვსმეტი წლის ჭაბუკი სურამში შეხვდა დასასვენებლად ჩასულ ძუკუ ლოლუას, რომელმაც მისი მონდომებული დახმარებით გუნდი ჩამოაყალიბა; ძუკუს შემდეგ გუნდს თვითონ სურამელი მოწაფე ხელმძღვანელობდა. სურამსა და გორში კონცერტებს მართავდა, ხელს უწყობდა ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას.
ოცი წლის ჭაბუკი კონსერვატორიაში შევიდა. ჯერ საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობაზე, ხოლო შემდეგ, დიმიტრი არაყიშვილის რჩევით ბარხუდარიანთან, ბაგრინოვსკისთან და, უმთავრესად, შჩერბაკოვთან კომპოზიციაში მეცადინეობდა.
საგუნდო ხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტი ხშირად ესწრება კოტე ფოცხვერაშვილის აკადემიური გუნდის რეპეტიციებსა და კონცერტებს, გამოცდილებას იძენს, ცოდნას იღრმავებს, ფანქრით ხელში ზის კუთხეში და საგუნდო მელოდიებს ნოტებით ინიშნავს.
მშობლიური მუსიკალური საუნჯე ბავშვობიდანვე შეითვისა, ახლა კი, 1927 წლიდან, მონაწილეობს ექსპედიციებში ჯერ რიგით წევრად, შემდეგ კი - ხელმძღვანელად და სიმღერების ოსტატებისაგან იწერს ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. მან ღრმად შეისწავლა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბარის და მთის ხალხური სიმღერები, რამაც იგი გამოჩენილი კომპოზიტორი გახადა. მრავალი სიმფონია, კანტატა, ოპერა («ამბავი ტარიელისა» და «დიდოსტატის მარჯვენა»), საგუნდო სიმღერა, სკერცო, სიუიტა, რომანსი და სხვა ამშვენებს ჩვენი დროის დიდი კომპოზიტორის საკომპოზიციო პალიტრას. მისი დიდი შემოქმედების აღწერას ერთი წიგნიც კი არ ეყოფა. ეს არცა გვაქვს განზრახული, ამიტომ ხოლოდ მისი საზოგადოებრივი და საგუნდო მოღვაწეობით შემოვიფარგლეთ.
პედაგოგიური მოღვაწეობა სამუსიკო სასწავლებლებსა და კონსერვატორიაში, იქვე - დირექტორის მოადგილეობა სასწავლო-სამეცნიერო დარგში, ოპერის დირექტორობა, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სასწავლებლების განყოფილების უფროსობა, მრავალი წლის განმავლობაში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეობა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელობა, ოლიმპიადებისა და რესპუბლიკური კონკურსების ჟიურის წევრობა თუ თავმჯდომარეობა და კიდევ სხვა – ყოველივე ეს დიდებით მოსავს მის შრომას, მის სახელს. 1951 წელს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იქნა არჩეული.
ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებულს ჯერ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, ფოლკლორი, ქართლი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•