1905 - 1975
«ღარიბი დედ-მამის ოჯახში დავიბადე. მშობლები მუსიკალურნი მყავდნენ. მაქსიმე ვეკუამ შემაყვარა სიმღერა სამრევლო სკოლაში», - იგონებს იგი.
თერთმეტი წლის ასაკიდან მღეროდა ზუგდიდში სასკოლო გუნდში, რომელსაც გალაქტიონ ჭელიძე ხელმძღვანელობდა.
1920 წლიდან, ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში სწავლის დროს, მღეროდა ოთხხმიან ვაჟთა გუნდში (ხელმძღვანელი: მიხეილ შარაბიძე). აქ სერგო გოცირიძესთან, ვლადიმერ მასხარაშვილთან და ბიძინა ღოღობერიძესთან ერთად ასრულებდა ვოკალური კვარტეტის ცალკეულ ნომრებს.
ცდილობდა ბევრი სიმღერა შეესწავლა. ბედიც სწყალობდა. მაქსიმე ვეკუას მიერ ჩაყრილი ნერგი გალაქტიონ ჭელიძის ხელში აკვირტდა, კორნელი მაღრაძის მიერ მოვლილმა შტოები გაშალა, ხოლო ძუკუ ლოლუასთან დასრულებულ, მკვრივ ხედ იქცა.
გიმნაზიის ბოლო კლასების მოწაფე იყო, როცა ძუკუსთან სიმღერა დაიწყო, ვოკალს მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ მუსიკალურ სკოლაში დაეუფლა. ზუგდიდში პ. კობახიძესთან და ლ. ჭედიასთან სცენისმოყვარეობასაც ოცი წლისა იყო, როცა ქუთაისის მაზრის ფიზკულტურის ბიუროსთან ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ოთხხმიანი გუნდი, ხოლო 1925 წლიდან, თბილისის უნივრსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი, სათავეში ჩაუდგა საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მომღერალთა გუნდს.
ამავე წლიდან იწყებს სოლისტ-მომღერლად მუშაობას დასავლეთ საქართველოს ანსამბლში კიწი გეგეჭკორისა და კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით. თხუთტმეტი წელიწადი იმღერა; ომის დროს კი დამოუკიდებლად უძღვებოდა სხვადასხვა ორგანიზაციების გუნდებს. სამხედრო ნაწილების გუნდსაც ხელმძღვანელობდა.
ერთი წელი ჩხოროწყუს რაიონის საშუალო სკოლების მუსიკალური წრეების ხელმძღვანელი იყო. მანვე მოამზადა თერჯოლის რაიონის გუნდი და მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოიყვანა.
თბილისში ცეკავშირის გუნდს წარუძღვა, აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის გუნდს მოემსახურა, მაუდ-კამვოლის გუნდი გაჩარხა და ყველგან სახელი დატოვა. კარგა ხანს სამტრესტის გუნდის საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელიც იყო ხანგრძლივად.
მღეროდა რადიოს გუნდში ა. მეგრელიძესთან. მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•