5  იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ნიფონტის, კვირპრელ ეპისკოპოსს

       ღირსი ნიფონტი იყო კვიპრელი ეპისკოპოსი. იგი  დაიბადა პაფლაგონიაში, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. ბავშვობაში ღვთისმსახურებაზე დასწრება უყვარდა, მაგრამ სიჭაბუკეში თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს მოდიოდა, სულიერი თვალებით ჭვრეტდა თავისი დაცემის სიღრმეს და ძრწოლა იპყრობდა, მაგრამ უფლისგან შენდობის მიღების იმედი არ ჰქონდა, რის გამოც კვლავ უსჯულო ცხოვრებას უბრუნდებოდა. ერთხელ ნიფონტს ერთი მეგობარი შეხვდა და დიდხანს გაოცებით შეჰყურებდა. როცა წმიდანმა მიზეზი იკითხა, მეგობარმა უპასუხა: „ადრე არასოდეს მინახიხარ ასეთი - სახე ეთიოპიელივით შავი გაქვს“. ამ სიტყვებმა უფლის რჩეულს თავზარი დასცა, მიხვდა, რომ სრულიად დაეკარგა ღვთის ხატება. იგი მთელი ღამე ტირილით შენდობას სთხოვდა მაცხოვარს, დილით კი ტაძარს მიაშურა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მხურვალედ ილოცა. უეცრად ყოვლადწმიდა ქალწულს სახე არაამქვეყნიური შუქით გაუბრწყინდა და ზედ ღიმილი გადაეფინა. ამის შემდეგ ნიფონტი დაუდუმებლად აღავლენდა ვედრებას ზეციური დედოფლის მიმართ. თუ ცოდვით დაეცემოდა, ღვთისმშობელი პირს აარიდებდა, მაგრამ გულწრფელი სინანულისა და ლოცვის შემდეგ კვლავ მოწყალე თვალით გადმოჰხედავდა. ბოლოს წმიდანმა სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი, ლოცვასა და სინანულში ატარებდა დროს. ერთხელ დასნეულებული ნიფონტი ღვთისმშობლის შემწეობით სასწაულებრივ განიკურნა, რის შემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, ბერად შედგა და ღვაწლი კიდევ უფრო გაამკაცრა. დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვებს წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავდნენ, მაგრამ იგი, ღვთის შემწეობით, სძლევდა საცთურებს. მხცოვანობაში როცა ალექსანდრიაში ჩავიდა პატრიარქმა, ღვთის მინიშნებით, მას კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმიდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია. ნეტარმა სამი დღით ადრე შეიტყო საკუთარი მიცვალების შესახებ. აღსასრულის წინ იგი მღვდელმთავარმა ათანასე დიდმა (ხს. 2 მაისს და 18 იანვარს) მოინახულა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი წმიდანი ანგელოზებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი შეიქნა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 5 იანვარი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 7450

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters