მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ წმიდა სამოცდაათთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე.
წმიდა შილა იყო იერუსალიმის პირველ ეკლესიაში კაცი პატივდებული და "შერაცხილი ძმათა შორის". 51 წელს იერუსალიმში გამართული მოციქულთა პირველი კრების შემდეგ უფლის მოწაფეებმა ანტიოქიელ ქრისტიანებს პავლესა და ბარნაბას ხელით წიგნი გაუგზავნეს და ამცნეს, რომ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს წინადაცვეთა და მოსეს სჯულის დამარხვა არ ევალებოდათ, შილა და იუდაც გააყოლეს, "რამეთუ... წინასწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინისცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს". ანტიოქიაში მათ დიდხანს დაჰყვეს, შემდეგ ძმათაგან იუდა წარიგზავნა იერუსალიმში, შილამ კი "ჯერ-იჩინა დადგრომაჲ მუნვე" და მოშურნედ შეეწეოდა წარმართთა მოციქულს მქადაგებლურ ღვაწლში. პავლესთან ერთად მან იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში.
ქალაქ ფილიპეში მოციქულები შეიპყრეს, "მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა" და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. "შუა ღამეს ოდენ", როცა პავლე და შილა ლოცულობდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს, მეყსეულად "ძვრაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძვლითურთ შეიძრა და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს". როცა საპყრობილის მცველს გამოეღვიძა და განხმული კარები იხილა, იფიქრა, ტუსაღები გაქცეულანო, მახვილი იხადა და თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ პავლე მოციქულმა "ჴმითა დიდითა" გასძახა: "ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ". ნუგეშინისცემულმა მცველმა სანთელი მოითხოვა და, როცა ყველა პყრობილი ადგილზე დახვდა, "ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას". მან იკითხა: "უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?" პასუხად მიიღო: "გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი". მან რწმენით მიიღო მადლმოსილი სიტყვები, იმ ღამეს თავისთან ისტუმრა მოციქულები, "განბანნა იგინი ნაგუემთა მათგან" და მთელი სახლეულითურთ ნათელიღო.
პავლემ და შილამ ფილიპედან ამფიპოლში იმოგზაურეს, მოიარეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული სილუანე თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლესთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პირველ კათოლიკე ეპისტოლეში პეტრე მოციქული იხსენიებს მას: "სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე". წმიდა სილუანე თესალონიკის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა მოციქულ კრისკენტის პავლე მოციქული იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, სადაც აღნიშნავს, რომ იგი გალატიაში წავიდა საქადაგებლად. აქ წმიდანი ეპისკოპოსად იქნა ნაკურთხი, შემდეგ გალიაშიც ავრცელებდა სახარების სწავლებას. ქალაქ ვინეაში მან თავისი მოწაფე, ზაქარია დაადგინა მღვდელმთავრად, გალატიაში დაბრუნებული კი მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს ზეობისას.
წმიდა მოციქული ეპენეტი კართაგენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: "კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ". იმავე ეპისტოლეში თავი მოციქული იხსენიებს წმიდა ანდრონიკესაც: "კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ". წმიდა მოციქული ანდრონიკე პანონიის ეპისკოპოსი იყო.
ტეგები: 12 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•