მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი - ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი - სპარსეთის მთავარნი და წმიდა მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე ეწამნენ III საუკუნეში ღვთისმოძულე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას.
დეკიუსმა სპარსელების დამარცხების შემდეგ, დაიპყრო მათი ქვეყანა, ადგილობრივ მკვიდრთა შორის ბევრი ქრისტიანი ჰპოვა და მათი დევნა დაიწყო. მტარვალებმა შეიპყრეს და უღმრთო ხელისუფალთან წარადგინეს ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, ხუცესნი: პარმენი, ელიმი და ქრისოტელი, და ორი დიაკონი - ლუკა და მუკო. იმპერატორმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმიდა პოლიქრონიოსმა მიუგო: "ჩვენ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს საკუთარ თავს ვსწირავით მსხვერპლად, თქვენს უბადრუკ, ხელით ქმნილ კერპებს კი არასოდეს ვეთაყვანებით". კადნიერი პასუხით განრისხებულმა დეკიუსმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეყარათ წმიდა აღმსარებლები. მომდევნო დაკითხვაზე პოლიქრონიოსი მდუმარედ იდგა. დეკიუსი ხუცესებს მიუბრუნდა: "თქვენი მეთაური დამუნჯდა". წმიდა პარმენი მას შეეპასუხა: "წმიდა ეპისკოპოსი არ დამუნჯებულა, მაგრამ არ სურს, შეიბილწოს თავისი წმიდა ბაგეები და "დაუფინოს მარგალიტი თვისი წინაშე ღორთა" (მთ. 7,6). გამხეცებული იმპერატორის განკარგულებით პარმენს ენა მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, მან მღვდელმთავარ პოლიქრონიოსს სრულიად გარკვეულად უთხრა: "მეუფეო, ილოცე ჩემთვის, მე სულიწმიდას ვხედავ შენზე". დეკიუსის ბრძანებით ჯალათებმა წმიდა ეპისკოპოსს ქვებით ბაგეები დაუჩეჩქვეს. ნეტარმა მარტვილმა ზეცისკენ აღაპყრო თვალები და სული უფალს შეჰვედრა. უღმრთოებმა წმიდანის ნეშტი სატურნის ტაძრის წინ დატოვეს. ღამით სპარსელმა მთავრებმა, ფარულმა ქრისტიანებმა აბდონმა და სენისმა იგი წაასვენეს და ქალქის გალავნის გასწვრივ პატივით დაჰფლეს.
დეკიუსი ქალაქ კორდულაში გაემგზავრა და ბრძანა, სამი ხუცესი და ორი დიაკონი მის კვალდაკვალ ეტარებინათ. კორდულაში ის კვლავ აიძულებდა მოწამეებს, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, მაგრამ ენამოკვეთილი პარმენი ყველას ნაცვლად ხმამაღლა და გაბედულად პასუხობდა უარით.
იმპერატორმა ჩათვალა, რომ ნეტარი ხუცესი ჯადოს ძალით საუბრობდა უენოდ და გასცა განკარგულება, ჯერ გაეძლიერებინათ აღმსარებელთა ტანჯვა, შემდეგ კი ცეცხლში ჩაეყარათ ისინი. ამ დროს ზეციდან გაისმა: "მოვედით ჩემდა, მდაბალნო გულითა". დეკიუსმა ეს ხმაც ჯადოსნობას მიაწერა და მარტვილებს თავები მოჰკვეთა. სპარსელმა მთავრებმა აბდონმა და სენისმა ღამით წაასვენეს წმიდა ცხედრები და კორდულის მახლობლად, თავიანთ სოფელში დაფლეს. ეს საქციელი დაფარული არ დარჩენილა. მთავრები შეიპყრეს და იმპერატორს წარუდგინეს. უღმრთო თვითმპყრობელმა ბრძანა, საპყრობილეში გამოემწყვდიათ ისინი.
ორი სპარსელი ქრისტიანი, ოლიმპიოსი და მაქსიმე იმავე დღეს მიჰგვარეს დეკიუსს. ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე აღსარებისთვის წმიდა მოწამეები სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს. ხუთი დღე მათი ცხედრები დაუმარხავი ეყარა, მეექვსე დღეს კი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.
რომში გამობრუნებულმა იმპერატორმა ბორკილებასხმული აბდონი და სენისიც თან იახლა. სამეფო ქალაქში ჩასულმა, მან ქურუმს მოუხმო და აღმსარებლებს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, განრისხებულმა დეკიუსმა გადაწყვიტა, წმიდანები მხეცებისთვის მიეყარა დასაგლეჯად, მაგრამ ლომები და დათვები თვინიერად გაუწვნენ მათ ფეხთით. მაშინ მტარვალებმა ნეტარი მარტვილები მახვილებით აჩეხეს. მოწამეთა წმიდა ცხედრები სამი დღე ეყარა კერპის წინ მართლმორწმუნეთა დასაშინებლად, შემდეგ კი, ღამით, ფარულმა ქრისტიანმა კვირინმა მალულად წაასვენა მათი ნეშტი და საკუთარ მამულში დაკრძალა. წმიდა მოწამენი, აბდონი და სენისი 251 წელს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა მარკოზის სახელობის ტაძარში განისვენებს.
ტეგები: 12 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•