კოლექტიური რელიგიური რიტუალები

კოლექტიური რელიგიური რიტუალები, რიტუალი, რელიგია, რელიგიის სოციოლოგია, ქველი, სოციოლოგი, sociologia, religia, religiis sociologia, sociology of religion, religions sociology, rituals, ritual, dance, გამოხატვა, გამოსახვა
ნახატზე გამოსახულია აცტეკების რელიგიური რიტუალი

      საკრალურის კომპონენტი განმსაზღვრელია რელიგიისთვის. საკრალურის იდეა გულისხმობს საკრალურ და პროფანულ (საერო, ყოველდღიური) სამყაროთა პოლარულობას. საკრალურისა და საეროს პოლარიზება აფორმებს ადამიანური არსებობის საზღვრებს. რელიგიისთვის განმსაზღვრელია სამყაროს ფუნდამენტური დაყოფა საკრალურ და პროფანულ (ყოველდღიურ) საგანთა ურთიერთსაპირისპირო კლასებად. საკრალურისა და პროფანულის პოლარიზება მიჯნავს ერთმანეთისაგან მათ და უზრუნველყოფს საკრალიზების ტენდენციის მხარდაჭერასა და შენარჩუნებას საზოგადოებაში. როგორც ვიცით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საკრალურის წარმოება, კვლავწარმოება და განმტკიცება, რითაც ხდება რელიგიური და არარელიგიური სფეროების გამიჯვნა და "ღვთაებრივი სოციალურის" კონსტრუირება.

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, რელიგიის განსაზღვრისას გამოიყო ერთის მხრივ, სამყაროს საგნების დაყოფა საკრალურ და პროფანულ კლასებად, და მეორე მხრივ, გამოიყო მორწმუნეთა თანასაზოგადოება ანუ ეკლესია. ორივე ეს ელემენტი რწმენებისა და რიტუალების სისტემის საზღვრებს ადგენს ანუ ქმნის რელიგიის შესახებ ადამიანური ცნობიერების საზღვრებს ამა თუ იმ საზოგადოებაში.

      ტოტემიზმის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები საკრალურის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ტოტემის სახით, თაყვანს სცემენ საკუთარ საზოგადოებას უფრო იდეალიზებული და შელამაზებული კონფიგურაციით. დიურკემი ამტკიცებს, რომ საკრალური ეს იდეალიზებული კოლექტიურია ანუ საკრალურის სახით ნებისმიერ საზოგადოებაში გამოდის საკუთარი იდეალიზებული საზოგადოება. აპოკალიფსში გაცხადებული საშინელებები ელის მათ, ვინც არ არის აღბეჭდილი "ღვთაებრივი ნიშნით" _ ყველას შეიწყნარებენ ურწმუნოთა გარდა. დიურკემის პარადიგმაში ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებაში და მას არ აღიარებენ და არ მიაგებენ თაყვანს, და თავის მხრივ, საზოგადოებაც არ აღბეჭდავს "ღვთაებრივი ნიშნით", დაიტანჯებიან უკვე ამქვეყნად _ მათთვის საზოგადოება ჯოჯოხეთია. დიურკემი მიიჩნევს, რომ რამდენადაც ღმერთები წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ პერსონიფიცირებულ იდეალებს (მაგალითად., ტოტემი ტრაიბალური საზოგადოების პერსონიფიცირებული იდეალია), მაშინ რწმენის ყოველგვარი შესუსტება მაჩვენებელია იმისა, რომ თავისთავად კოლექტიური იდეალი შესუსტდა. კოლექტიურ იდეალს კი არ შეუძლია შესუსტდეს, თუ არ მოხდა სოციუმის სოციალური სიცოცხლისუნარიანობის დაზიანება_დარღვევა. ერთი სიტყვით, გარდაუვალია ხალხების დაღუპვა, როცა კვდებიან ღმერთები, თუკი ღმერთები, თავის მხრივ, სხვა არაფერია თუ არა სიმბოლურად მოაზრებული ხალხები.

      ისმის კითხვა: რატომ ხდება საზოგადოების პერსონიფიცირება ღვთაებებში? რატომ იქცევა საზოგადოება რწმენებისა და კულტის ობიექტად? რატომ აძლევს რელიგია საზოგადოებას ასეთ ძალასა და სასიცოცხლო ენერგიას? დიურკემის რელიგიის სოციოლოგისთვის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთი სოციალური მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად., კოლექტიური აღზნების სიტუაცია წარმოშობს (პროდუცირებს) და კვლავწარმოშობს (რეპროდუცირებს) რელიგიურ გრძნობებსა და რწმენებს. დიურკემის რელიგიის სოციოლოგიის იდეურ წყაროს წარმოადგენდა მასების ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა ნააზრევი (გ. ლებონი, გ. ტარდი, გელდვეიზერი). მაგალითად., გელდვეიზერი წერდა, რომ ე. დიურკემის ნაშრომის "რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები" უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, დიურკემისთვის საზოგადოება სუბლიმირებული (სახეშეცვლილი) ბრბოა, ხოლო სოციალური საზღვრები _ ბრბოს ფსიქოლოგიის სიტუაციაო. მართლაც, იგი იმის დაზუსტების შემდეგ, თუ რას წარმოადგენს რელიგია მთლიანობაში და ავსტრალიის საზოგადოების ანალიზის საფუძველზე, მიდის თავის ძირითად ჰიპოთეზამდე, რომ საზოგადოება პერსონიოფიცირდება თავის ღმერთებში. მაგრამ მას უნდა გაეცა პასუხი რელიგიის შინაგანი ძალების შესახებ, ანუ საიდან წარმოიშვება კულტისა და უპიროვნო ძალების გავლენა? რელიგიის თეორია აღწერს სოციალურ ფაქტებს, რომლებსაც ახსნა აქვთ ფსიქოლოგიური მიზეზების მეშვეობით. რწმენებთან და იდეოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენების გაგებისთვის აუცილებელია ბრბოს ფსიქოლოგიის ცოდნა. დიურკემი ზიზღით უყურებდა ყველას, ვინც ცდილობდა რელიგიის წარმოშობის ახსნას ჰალუცინატორული მექანიზმის მეშვეობით, მაგრამ ევანს-პრიჩარდის აზრით, იგი თავადვე იგივეს ამტკიცებდა. დიურკემი ოპერირებს ისეთი ცნებებით, როგორიცაა, "დაძაბულება", "აღზნება", "ეგზალტაცია" და სხვა. რაც ძალზე ახლოს არის ერთად თავშეყრილი ადამაინების ემოციონალურ აღზნებასთან, რომლებიც განიცდიან რაღაც კოლექტიური ისტერიის მსგავსს.

      დიურკემის მთავარი პოსტულატია: იზოლირებული ადამიანი მოკლებულია ან არასაკმარისად აქვს სასიცოცხლო ენერგია. იზოლირებული ადამიანი მექანიკურად მისდევს ჩვევებს, ძლივს მოძრაობს, ნევრასთენიკის მსგავსად აპათიურად, გულგრილად რეაგირებს თავის მსგავს ადამიანებზე; მარტოობა და უსუსურობაა ამ დროს ინდივიდის თანმხლები სულიერი მდგომარეობები და მხოლოდ საზოგადოებას (კოლექტიურ ერთობას) შეუძლია მისი დახმარება და ამ განსაცდელისგან დახსნა. საზოგადოებაში ადამიანი ხდება უფრო მეტი, ვიდრე მარტოხელა ინდივიდი, რადგანაც ერთობა ახდენს მის სტიმულირებას, ავსებს მას აუცილებელი სასიცოცხლო ენერგიით და აქეზებს სხვადასხვა სახის აქტივობისკენ. ადამიანი იძენს უნარს გავიდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის საზღვრებს გარეთ, მიიღოს სიამოვნება აფილაციის _ სხვებთან გაერთიანებისა და "სხვა" რეალობაზე ფიქრის დროს, რომელიც ჯერარსულია, ანუ ინდივიდი იძენს უნარს განიცადოს და გაიგოს იდეალური (ღვთებრივი). ამის შედეგია სივრცე, დრო, და გონების სხვა კატეგორიები, რომლებიც საზოგადოების სიმბოლიზებას ახდენენ უფრო ამაღლებული ფორმით. უფრო სპეციფიკური მიზეზი ისაა, რომ რელიგიის წინაშე დგას ადამიანთა გაერთიანების, კომუნიკაციის, მათი ენერგიით უზრუნველყოფის ამოცანა უმაღლესი მიზნების მიწოდების მეშვეობით. აქ საზოგადოება არის ადამიანთა ურთიერთქმედების ძირითადი და არა ერთადერთი საფუძველი. დიურკემი წერს, რომ არა მხოლოდ ჯგუფი (სქესობრივი, ასაკობრივი, ეთნიკური), რომელიც ახდენს რეალობის სოციალურ მოწესრიგებას, არამედ ნებისმიერი კოლექტიური სიტუაცია ხასიათდება ჯგუფთან ინდივიდის კავშირით. დიურკემი სვამს კითხვას: როგორ ხდება საზოგადოება ჰომოგენური ან ჰეტეროგენური, იძენს ან კარგავს თავის წევრებზე გავლენას. ამისთვის აუცილებელია კოლექტიური რელიგიური სიტუაციების ანუ რიტუალების ცნებაზე შეჩერება.

      როგორია ადამიანების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ქმნის ღმერთებს? ჩვენ უკვე განვიხილეთ რწმენები და სიმბოლოები, ახლა კი გადავიდეთ რელიგიური რიტუალებისა და ცერემონიების განხილვაზე, რაც დაგვეხმარება რელიგიის არსის უკეთ გასაგებად და დაგვანახებს რელიგიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთკავშირის სპეციფიკას. გუსტავ ფლობერი რიტუალებსა და ცერემონიებს "წარმოსახვის მასკარადს" უწოდებდა. მართლაც, რა ადგილი უკავია რიტუალებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რას გააკეთებდა ადამიანი რიტუალების გარეშე? რიტუალების არსებობა საზოგადოებაში პრაქტიკულად ყველგან დასტურდება. დიურკემი ახდენს რიტუალების კლასიფიკაციას და გამოყოფს ორ ძირითად ტიპს: პოზიტიურ და ნეგატიურ რიტუალებს. აქედან პოზიტიური რიტუალები რიტუალის ძირითად არსს წარმოქმნიან. პოზიტიური რიტუალები ახდენენ საკრალურის წარმოებას, ფიქსირებასა და გაძლიერებას მორწმუნეებში რელიგიური გრძნობების სტიმულირების გზით, რისი მიზანიცაა საკრალურის მიმართ ნდობის განახლება, ანუ ეს რიტუალები ახორციელებენ რელიგიური ავტორიტეტის ლეგიტიმაციას, ინსტიტუციონალურ დადგენასა და მისი ჭეშმარიტების კანონიერების აღიარებას. მაგალითად., ავსტრალიელი თემები დროის გარკვეულ პერიოდებში ზეიმობენ ე.წ. ინტიცჰიუმა-ს დღესასწაულებს. ამ დღესასწაულების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ბუნების ნაყოფიერებისა და სიუხვის დადასტურება: მცენარეები ყვავიან, ხარობენ, ცხოველები მრავლდებიან და მთლიანობაში ბუნების სიუხვე რეალურია და ხელშესახები. დღესასწაული ორი აქტით წარიმართება. ზეიმის პირველი ნაწილი დაკავშირებულია იმ რიტუალურ მოქმედებებთან, რომლებიც ადასტურებენ დემონსტრატიულად ბუნების სიუხვესა და ნაყოფიერებას სხვადასხვა ტოტემური მცენარეების თუ ცხოველების წარმოდგენით. შემდეგ ეს ცერემონია წყდება და იწყება მეორე აქტი. ზეიმი განახლებას იწყებს ტოტემის რომელიღაც ნაწილის ჭამით, რასაც ახლავს თან წინაპრების გმირობის სადიდებელი რიტუალური სიმღერები. ამ რიტუალში შეიძლება დავინახოთ მსხვერპლშეწირვის პროტოტიპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო განვითარებულ რელიგიებში. მსხველპლშეწირვისა და მსხვერპლის გაღების დანიშნულება შეუცვლელია ნებისმიერ რელიგიურ სისტემაში. ისევე როგორც მსხველშეწირვა ადრეულ რელიგიურ სისტემებში, ასევე მსხვერპლის გაღება მარხვის, საკუთარი კეთილდღეობაზე, სიკეთეზე, სიამოვნებაზე უარის თქმა, რაც მონაწილეობს თითქმის ყველა მსოფლიო რელიგიებში, ხელს უწყობს ადამიანის ღვთაებრივთან გაერთიანებას. კოლექტიური რიტუალის მონაწილეები ამ დროს იძენენ ღვთაებრივის საკრალურ თვისებებს, რომლის სხეულის ნაწილს ისინი ეზიარებიან. სწორედ ღვთაებრივთან ზიარება წარმოადგენს კოლექტიური რიტუალის მთავარ საზრისს.

     

      ნეგატიური რიტუალები თავის მხრივ, ადგენენ ტაბუსა და აკრძალვებს, რაც აწესებს და მკვეთსა ხდის ზღვარს საკრალურსა და პროფანულ ობიექტებს შორის. მათი მიზანია ადამიანის მომზადება რელიგიურ სფეროში შესაყვანად და საკრალურთან კონტაქტისთვის. ამ მიზნით ინდივიდი ტოვებს ჩვეულებრივ ცხოვრებას და სპეციალურად ემზადება რიტუალში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებული ჩაცმულობისა და სამკაულების შერჩევა ხაზს უსვამს რიტუალის ექსკლუზიურ ხასიათს და მისი გამორჩეულობის სტატუსს. ამას გარდა, ინდივიდის რიტუალში მონაწილეობისთვის დაშვება მარტივად არ ხდება. იგი უნდა დაექვემდებაროს რთულ გამოცდებს. გარკვეული დროის მანძილზე ინდივიდი გადის მარხვის გზით სხეულისა და სულის მოსამზადებელ პერიოდს. აღსანიშნავია, რომ ყველა კულტურაში არსებობს სამგლოვიარო, ტრაურის რიტუალები. ადამიანებს ეშინიათ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ტრაურის რიტუალს არ შეასრულებენ, მათ მოელით უგულებელყოფა და ამით აღმოჩნდებიან განკვეთილნი თანასაზოგადოებიდან. ტრაურის რიტუალებში სჭარბობს დარდი და სინანული. ავსტრალიელებში იგი აღწევს პაროქსიზმის ხარისხს, რომელიც ინდივიდებში ახდენს ტოტემური ფორმით განცდის კოლექტიური გამოხატვის პროვოცირებას, როცა შეიძლება ვისაუბროთ "პანიკაზე", რადგან იგი ეხება საზოგადოების მთლიანობის რღვევას, რაც, თავის მხრივ, ყველაზე დიდი საშინელებაა ინდივიდის ცხოვრებაში. ტრაურის რიტუალებშიც ფიგურირებს თვშეკავება და აკრძალვები. მაგალითად., ავსტრალიურ კულტურაში საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ აკრძალულია გარკვეული დროის განმავლობაში მისი სახელის წარმოთქმა. ოჯახის წევრები თავს იკავებენ გარკვეული დროით, ჩვეულებრივი საქმიანობის შესრულებისგან, იქნება ეს თევზჭერა, ნადირობა, მიწაზე სამუშაოები და ა.შ. ოჯახის წევრებს მოიეთხოვებათ გარკვეული დროით არ დატოვონ ის ადგილი, სადაც მიიცვალა ადამიანი. ამგვარი ჯგუფური რიტუალები, მიუხედავად თავისი, ერთი შეხედვით, აშკარა ილუზორულობისა, ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებენ თავის გავლენას ადამიანების ქცევაზე და განაპირობებენ მათი ცხოვრების რიტმს.

      თავისი არსით, რიტუალის ყოველი ტიპი წარმოადგენს ორმაგი ოპერაციის შესრულებას, ანუ იგი ე.წ. მანიფესტური და ძირითადი დანიშნულების მატარებელია. რიტუალის მანიფესტური, ფასადური მხარე გულისხმობს ქცევის იმ წესების ამოქმედებას, რომლებსაც სპეციალიზებული ამოცანები გააჩნიათ. მაგალითად., ნაყოფიერება, ინიციაცია, ტრაური, საქმიანობაში (ნადირობა, ნაოსნობა, თევზჭერა, მტრებზე გალაშქრება და სხვა) წარმატება და ა.შ. რიტუალის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ იგი წარმოადგენს თანმიმდევრული სტანდარტიზებული მოქმედებების გამეორებას, ამასთან სხვა ჩვეულებრივი მოქმედებებისგან იმითი განსხვავდება, რომ მას თან ახლავს განსაკუთრებულ მომენტთან დაკავშირებული სიტყვიერი ფორმულები (მიმართვები, შელოცვები, შეძახილები, მოწოდებები და ა.შ.). თვყრილობა, რომელიც რიტუალის სტიმულირებას ახდენს, ემყარება რწმენას, რომელიც აძლევს კიდეც საზრისს ცერემონიას და ახსნის მის მოქმედებას, რომელიც საკმაოდ უჩვეულოდ და უცნაურად გამოიხატება. მიცვალებულთა კულტი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს კავშირი მიცვალებულსა და ცოცხალთა სამყაროს შორის. ნაყოფიერების კულტი გულისხმობს ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების გვაროვნულ ნათესაობას. რიტუალი რევერსის მხრიდან კი ერთადერთი ფუნქციის მატარებელია: გამოიწვიოს ერთობის წევრებში ერთობასთან ძლიერი კავშირის გრძნობა.

      ამ აზრით, რიტუალები განასახიერებენ აღზრდის შედეგად მიღებულ სხვადასხვა წარმოდგენას, რომლებიც ადამიანის ცნობიერების შემადგენელია. ყველა რიტუალი, მიუხედავად შინაარსისა, ასრულებს ერთ ძირითად ფუნქციას. ესაა ერთობის ავტორიტეტის განდიდება და მის წევრებში ერთობასთან კავშირის, კოლექტიური კუთვნილების განცდის წარმოება და გაძლიერება. აქ მნიშვნელოვანია თავად რიტუალის ჩატარება და არა მისი შინაარსობრივი მხარე. იმისდა მიუხედავად, რას ეძღვნება რიტუალი, ნაყოფიერების, ინიციაციასა თუ ტრაურს, საზოგადოების წევრები და თავად საზოგადოება მთლიანობაში, კოლექტიური რიტუალების მეშვეობით იკრებენ სასიცოცხლო ენერგიასა და აცოცხლებენ სოციალურ კონტაქტებს. რიტუალს ეფექტურს ხდის არა მისი შინაარსი, არამედ მისი კოლექტიური პერფორმანსი. თუკი რიტუალისთვის საჭიროა რაიმე მიზეზი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მიზეზი შეასრულებს ამ შემთხვევაში თავის როლს, თუკი იგი შეესაბამება არსებულ რწმენებთან. ამ აზრით, კოლექტიური რიტუალები ყველა ტიპის საზოგადოებაში ასრულებენ ხერხემლის როლს, წარმოადგენენ მატრიცას და საკვანძო, საყრდენ იდეალს ყველა კოლექტიური მოძრაობისა და გაერთიანებისთვის. რიტუალები უზრუნველყოფენ სოციალური წესრიგის არსებობასა და ხსნიან მის სტაბილურობას ცვალებადი ჩვეულებრივი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების ფონზე.

      მთავარი კოლექტიურ რიტუალში საზოგადოების წევრთა ერთობლივი მონაწილეობაა. რიტუალის დროს ადამიანები იკრიბებიან ერთად და ელოდებიან. მეტ-ნაკლებად დიდი დროის შემდეგ კი იღებენ გადაწყვეტილებას ერთობლივ მოწმედებაზე. როდესაც ადამიანები იწყებენ ერთად შეთანხმებულ მოქმედებას, აქ მნიშვნელობას კარგავს ინდივიდუალური აზრები თუ გრძნობები, ინდივიდუალური ნება, ყველა მათგანი შერწყმულია ერთ არსებაში. ამის შედეგად ინდივიდები მთლიანად იძირებიან ერთობაში და განიცდიან ერთობასთან საკუთარ კავშირს. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ იგი აგრძელებს თავის არსებობას რიტუალის დამთავრების შემდეგაც. რიტუალის ქმედითობა მომდინარეობს არა იქედან, რომ იგი სრულდება, არამედ უფრო მეტად იქედან,. რომ მას ასრულებენ ერთობლივად და რიტუალის ყველა მონაწილე იძირება მის კეთილმოქმედ ველში, რომელსაც ერთად შეკრებილი ჯგუფი ქმნის.

      რიტუალი შეიძლება შევადაროთ ოლიმპიურ შეჯიბრებებს. ოლიმპიური პროგრამის შემადგენელი თითოეული სახეობა: ცურვა, ხტომა, ტანვარჯიში, ბადროს ტყორცნა, მძლეოსნობა და ა.შ., აერთიანებს სხვადასხვა რაოდენობით ადამიანებს, მოითხოვს სხვადასხვა ფიზიკურ შესაძლებლობებსა და მისი შესრულება გულისხმობს თამაშის გარკვეული წესების დაცვას. გარეგნულად ისე ჩანს, რომ თითქოს ეს სპორტული შეჯიბრებები მიზნად ისახავს სპორტული შედეგების გაუმჯობესებას, რეკორდული და სხვა სპორტული მიღწევების ჩვენებას, ჩემპიონების გამოვლენასა და მონაწილეებში სპორტული შეჯიბრის სულისკვეთების გაღვივებას, რაც ენთუზიაზმით ავსებს ახალი თაობის სპორტულ ცვლას. მაგრამ ოლიმპიადის ნამდვილი ფუნქცია სრულიად სხვაა. იგი მიმართულია პუბლიკის შეკრებასა და სტიმულირებაზე. სანახაობის მოწყობა და მისი პერფორმანსი ემოციონალურად გამოაცოცხლებს და აღაფრთოვანებს ერთად შეკრებილ აუდიტორიას, ამ დროს ხდება აგრეთვე, ერისადმი კუთვნილების პატრიოტული გრძნობის გაცოცხლება, საკუთარი ქვეყნის უპირატესობის დამტკიცება სხვებთან შედარებით. მართლაც, ოლიმპიური შეჯიბრების მოწყობის აუცილებლობა და ჭეშმარიტი მიზანი არა იმდენად სპორტში აღიარებული მიზნების მიღწევაა, რაც გამოიხატება რეკორდული მაჩვენებლებისა თუ ადამიანური შესაძლებლობების შეფასებით, რამდენადაც აუცილებელი სასიცოცხლო ენერგიისა და ენთუზიაზმის ექსკალაციაა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს სპორტსმენები და აკავშირებს ერთმანეთთან მსოფლიოს ყველა წარმომადფგენელს. კოლექტიური რიტუალები ხელს უწყობენ სულის განსაკუთრებული მდგომარეობის შექმნას, რაც თავისი ბუნებით ძალზე ახლოს დგას რელიგიური გრძნობების სიმძაფრესა და სპეციფიკასთან. დიურკემი წერს, რომ კოლექტიური ცხოვრების ინტენსიფიკაცია გარკვეული ხარისხით აღვიძებს რელიგიურ აზროვნებას, სწორედ იმიტომ, რომ იგი წინაუსწრებს და განსაზღვრავს აღზნების მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ფსიქიკური აქტივობის პირობებს. მენტალური ძალები მახვილდება, მძაფრდება, ვნებები ცოცხლდება, შეგრძნებები ძლიერდება, ადამიანი საკუთარ თავს ვერ ცნობს. იგი თავს გრძნობს გარდასახულად და ამასთან ერთად, გარდასახავს ყველაფერს თავის ირგვლივ. უკვე იმ ფაქტით, რომ ერთობა ერთად იკრიბება, განისაზღვრება მისი აფექტური და ფსიქიკური აქტივობის გაძლიერება. მაგალითად., ტრაურის ცერემონიებში ადამიანების ერთობლივი მონაწილეობა აძლიერებს საკუთარი თავისა და სიცოცხლის რწმენას. თითოეული მონაწილის დარდი გარდაისახება უცნაურ ეიფორიაში, რომელიც არ არის დეპრესიული ბუნების, არამედ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმედსა და ენთუზიაზმს უსახავს ადამიანს. დიურკემი წერს: "როცა ემოციები იძენენ ამგვარ სიცოცხლეს, ისინი შეიძლება იყვნენ სამწუხარო, მაგრამ ამავე დროს არა დეპრესიული; არამედ პირიქით, ისინი იწვევენ აღგზნების მდგომარეობას, რომელიც გულისხმობს ყველა მოქმედი ძალის მობილიზებას და თვით გარედან სასიცოცხლო ძალების მოზღვავებასაც კი".

      რიტუალები ორმაგი ეფექტის მქონეა საზოგადოებაში. ერთი მხრივ, რიტუალების განმეორებითი ორგანიზება და მეორეს მხრივ, მისი გზით ადამიანების დაჯგუფება იწვევს მის წევრებში ყველასთვის საერთო, ერთიან ფსიქიკურ მდგომარეობას. იქმნება ისეთი აზრები, იდეები და ცნებები, რომლებიც თავისთავად სიცხადეს ატარებენ და არ მოითხოვს მათი ჭეშმარიტება დასაბუთებას. საკმარისია ეს ცნებები მიიღოს ყველამ და გაამყაროს მათი ენთუზიაზმი, რომ ისინი ხდებიან საკრალური, წმინდა ყველას თვალში. ერთობა, რომელიც იძირება რიტუალში ისევე ქმნის ღმერთებს და საკრალურ სიმბოლოებს, როგორც იგი აღადგენს ნდობას უკვე არსებული ღმერთების მიმართ. მაშასადამე, რიტუალების ფუნქციაა ერთი მხრივ, რელიგიური გრძნობების წარმოება, კვლავწარმოება და განახლება და მეორე მხრივ, ადამიანების მიბმა ერთობისადმი, მათი გაერთიანება ერთობაში და ერთობისადმი მიკუთვნების, კოლექტიური იდენტობის განცდის განახლება.

      ჯგუფში იდეების გაცვლა, ურთიერთობა ზემოქმედებს გრძნობებზე და გონებაზე. ინდივიდის გული და ტვინი განიცდის ემოციებისა და შთაბეჭდილებების ნაკადების მოწოლას. ამ სიტუაციაში ადამიანი თითქოს იძენს ახალ თვისებებს და ხდება "სხვა", რამდენადაც ჯგუფში ადამიანი იქცევა, ფიქრობს და გრძნობს სხვაგვარად, ვიდრე მარტო რომ ყოფილიყო. ადამიანი შეპყრობილი ხდება, შთაგონებული გრძნობით, ეგზალტირებული და მისი არსების საზღვრები იშლება. იგი ხდება სხვა და თავის თავს ვერ ცნობს. მის ცნობიერებაში ჩნდება წარსულის ხატები და სახეები. განსაკუთრებით კი ხატები დიდ კოლექტიურ მოვლენებზე, ისტორიული ფიგურები, რომელთაგანაც თითოეული თავის იდენტიფიცირებას ახდენს. ფრანგებს ამ დროს უჩნდებათ ბასტილიის აღების ხატი, ნაპოლეონის ან დეგოლის სახეები, თითქოს თვითონ იცნობდნენ ამ დიდ პიროვნებებს. კოლექტიურ რიტუალი ამ დროს ასრულებს ერთ ფუნქციას ჯგუფის წევრთა კავშირების გამყარება ერთობისადმი კუთვნილების გრძნობის გაძლიერების მეშვეობით. ერთობა, ჯგუფი ხდება უზენაესი არსება, საერთო ყველა მისი წევრისთვის.

  კატეგორია: "რელიგიის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, Sociology, კოლექტივიზმი, რელიგია, რელიგიის_სოციოლოგია, რიტუალი, სოციოლოგია

ნახვა: 1213

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters