ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსის, „ხმა გულისა“ მიხედვით შექმნილი სიმღერა - ჩუმ მაღნარში.
სიმღერის ავტორი: გიორგი ჩუბინიშვილი
ასრულებს: ანსამბლი მცხეთა
სოლისტი: დავით მაისურაძე

ტექსტი:
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი
და საიდღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

// დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას. //

დიდხანს ვატირე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

ვიდეო გადაცემიდან: „სხვა რაკურსი“, © TV იმედი
გადაღებულია ილიას სახლ-მუზეუმში, საგურამოში.

2020 წელი, შემოდგომა

ნახვა: 114

თათია: მარტი 12, 2021||1:31pm

სასიამოვნო მოსასმენია ♥ წარმატებები ანსამბლს! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

ჩანაწერები საპატრიარქოზე და არჩევნები ნარკოტესტებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 13, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნების მთავარი ამბავი ნარკოტესტი და ბანერებია. კანდიდატების დაფიპირისპირება ვირტუალურ რეალობაში გადადის. ახლოვდება არჩევნები და ყველა თემა მის გარშემო აქტუალურდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და კოვიდიც გააქტუალურდა. ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ როგორც კალაძე ამბობს - არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. დღის ახალი სკანდალი - ხელისუფლება საპატრიარქოს უსმენს, უმაღლესი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters