შუაღამიანზე ლოცვა დიდი ხნის წინ მივატოვე, მაგრამ თუ შემთხვევით უძილობა გამოერია, ფილმისყურებას თავს ვერ ვაღწევ. ბოლო დღეებში გამიმართლა და რჩევებს აყოლილმა მეტნაკლებად კარგი ფილმები ვნახე (სხვებზეც მოგიყვებით მოგვიანებით). დღევანდელ დღეს, მარტინ სკორსეზეს შარშან გადაღებულ და ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბოლო პერიოდში გახმაურებულ ფილზე მინდა გესაუროთ.

      საენციკლოპედიო ინფორმაცია ფილმის შესახებ:

  • რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
  • მთავარ როლებში: ენდრიუ გარფილდი (ოსკარზე წარდგენილი იყო წელს როგორც ჰაქსოს გმირი), ადამ დრაივერი და პოსტერებიდან ლიამ ნისონი. 
  • ჟანრი: ისტორიულ-თითქმისდოკუმენტური დრამა;
  • გამოსვლის წელი: 2016

      საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის ოსკარზეც წარადგინეს წელს ფილმი, მაგრამ ამაოდ ლა ლა ლენდს დარჩა იქ ოსკარი (იხ. ოსკარის 2017-ის გამარჯვებულები)

      გახმაურებულიათქო ვახსენე, მაგრამ თავად ფილმს ხმაურის ანტონიმი - "სიჩუმე" (silence) ჰქვია, უფრო ფილმისეული იქნება, თუ ვთარგმნით როგორც "დუმილი". ფილმი მოგვითხრობს, შუასაუკუნეების ბოლოს, იაპონიაში კათოლიკური ეკლესიის მისიონერებზე, რომლებიც ცდილობენ იაპონია გააქრისტიანონ. ფილმის დაძაბული სიუჟეტი მარტვილი იაპონელების და მათი დანჯვით რწმენაშერყეული პორტუგალიელ-ესპანელი მისიონერების დრამაა.

      ფილმიდან კარგად ჩანს, ძლიერი ქვეყნის ტრადიციული მოსახლეობისთვის რა რთულია და პრინციპში, შეუძლებელიც კია, ქრისტიანობის მიღება. იქ არც თავისუფლებაა ისეთი, როგორც ქრისტიანები უხსნიან და არც ჭეშმარიტებაა ერთი და ურყევი, ასეთ დროს სასოწარკვეთა გარდაუვალია და ამიტომ ელოდებიან მისიონერებიც ხილულ სასწაულს და მხოლოდ იმის იმედადღა რჩებიან. მდუმარებაც ამიტომ ჰქვია ფილმს - აშკარაა, აქ უფლის მუდმარება იგულისხმება, რომელიც, ჩემი აზრით, სულაც არ დუმდა და ყოველი განაკუთრებული განსაცდელის დროს, სწორედ უფალი ჩნდებოდა მთავარი გმირის გვერდით, თან ისეთი სახით, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა. სულ ბოლო კადრში კი, მამა ალეხანდროც (მთავარი გმირი) აღიარებს, რომ უფალი დუმდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ პადრეს არ ესმოდა მისი ან იქ ეძებდა, სადაც არ იყო (როგორც პრინციპში ხშირად ხდება ხოლმე). ფილმი მართლაც დაძაბულია და მთელი ორსაათნახევრის განმავლობაში მქონდა იმედი გამოდარების. შედეგს არ გაგიმხელთ. ერთი კი უნდა ვთქვა, ფილმი დასრულდა და მქონდა განცდა, რომ მას არ აქვს რაიმე კონკეტული შეტყობინება მაყურებლისთვის. ფართო დიაპაზონის, მრავალი სხვადასხვა საკითხის უზადო წარმოჩენის მიუხედავად, კონკრეტულად, რისი თქმა სურდა სკორსეზეს, ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს წავაწყდებით, თუკი რომელიმე ეპიზოდზე დაყრდნობით მთლიანად ფილმის მთავარ სათქმელს განვსაზღვრავთ.

      ვინაიდან ახალი ფილმია და ჯერ ბევრს არ უნახავს, მიჭირს საუბარი (სპოილერობა დასჯადი უნდა იყოს!), ამიტომ მოკლედ მოვჭრი - ნახეთ ფილმი და შემდეგ ვიკომენტაროთ. 

ნახვა: 313

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დრამა, იაპონია, კინომანია, სკორსეზე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters