(როცა განგება შენს წინააღმდეგაა)

                                        ფრთხილად, საფრთხე ახლოსაა

                                              სიკვდილი ახლოსაა.

   გამარჯობათ მე სტივ მარტინი ვარ და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი მიყრუებული სახლი ვიყიდე ტენესის შტატში, სადაც არაფერი არ იყო.  ზუსტად ასეთი ადგილი მჭირდებოდა, რადგან მწერალს, წიგნის დასაწერად. ისეთი ადგილი, სადაც ვიქნებოდი მარტო მე და საბეჭდი მანქანა. უახლოესი მაღაზია, ბენზინ გასამართი სადგური და საერთოდ მოსახლეობა აქედან 20 კილომეტრის სავალზე იყო. ამ სახლს არავინ ყიდულობდა და მე ბევრი ფული არც გადამიხდია.

   სახლში შესვლისთანავე პირველი რეაქცია ის იყო, რომ შვება ვიგრძენი, როგორც იქნა მივედი მთელი დღის მგზავრობის შემდეგ, მაგრამ შვება სადღაც გაქრა, როცა ამ სახლის მდგომარეობა დავინახე. ბნელოდა, ირგვლივ მტვერითა და ობობის ქსელებით იყო სავსე. ისიც არ გამიკვირდებოდა ჩემს წინ კატისხელა თაგვს, რომ გადაერბინა. ხის უზამრაზარი სახლი, რომლის იატაკი ყოველი ფეხის დადგმაზე ჭრიალებდა და ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ სიარული არ მოგინდებოდა, ჩემს ყურს ცუდად ხვდებოდა, მითუმეტეს, რომ ასეთი რამეები ძალიან მაღიზიანებს. იმ ღამეს მანქანაში მომიხდა ძილი და მეორე დღეს უკვე ყველაფრის დალაგებას ვაპირებდი. 

   ახალი დღეც გათენდა, გადავწყვიტე სახლი გამესუფთავებინა ამდენი მტვრისგან, კომფორტულად მოვწყობილიყავი ჩემს სავარძელში, რომელიც სულ თან დამაქვს და წერა დამეწყო. მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარდა ჩემი საქმე და ყველა გოგოს მერჩივნა. შემეძლო შეუსვენებლად მეწერა, მაგრამ იმის სურვილიც კი არ მქონდა ვინმე გოგო გამეცნო და დავახლოებულიყავი. მე წიგნზე ვიყავი შეყვარებული და ეს ფაქტი სულ არ მაწუხებდა. ამ წმენდის შემდეგ რამდენიმე საინტერესო, რამ აღმოვაჩინე, რამაც ძალიან გამაოცა და თან თავზარი დამცა. იატაკზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა, რომელიც საკუჭნაომდე ჩადიოდა, და ერთ კონკრეტულ ადგილას მთავრდებოდა. ამან ძალიან დამაეჭვა, ათას რამეზე დავიწყე ფიქრი და ნელ-ნელა ჩემს გონებასაც მისწვდა ის, რაც მაშინ არაფრით არ უნდა მცოდნოდა. საკუჭნაოს ბნელი კუთხიდან უცნაური სუნი და საშინელი ხმაური გამოდიოდა, დროდადრო. მე პრაქტიკული ადამიანი ვარ და ისეთი რამეების არ მჯერა, რაც უბრალოდ დაუჯერებელია. ჩემი მსოფლმხედველობით ყველაფერს მოეძებნება ლოგიკური ახსნა, მაგრამ ახლა ამის აღარ მჯერა. თავიდან ჩავთვალე, რომ ეს უბრალოდ ქარი იყო და სუნი კი რომელიმე ცხოველის ლეშს მივაწერე, ამ სახლში ხომ წლებია არავინ შესულა. 

     იმ დღეს ძალიან დავიღალე, ყველაფერი ქალის სამუშაოების ჩატარება მომიხდა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მარტო ვიყავი და დანარჩენი რასაც ვაკეთებდი მეორე ხარისხოვანი იყო. ერთადერთი მიზანი მქონდა, რაც ჩემი წიგნის ბოლომდე დამთავრება იყო. ამოყირავებული სკამები და გადმოყრილი სურათები გავასწორე. თქვენ რომ გენახათ სახლი იქამდე სანამ დავალაგებდი, იფიქრებდით, რომ აქ სასაკლაო გაიმართაო.  მეორე დღეს მყუდრო ოთახი მოვნახე მეორე სართულზე, სადაც ერთი სურათი, საწერი მაგიდა და დახეული ხალიჩა იყო.  აქ ჩემამდე დიდი ხნით ადრე მწერალი ცხოვრობდა, რომელიც გულის შეტევით მომკვდარა.  მე გამოუცდელი ვარ მწერლობაში, მაგრამ რაც შემიქმნია ის ხალხს მოსწონებია და მეც ვაგრძელებ ჩემს საქმეს. მინდა საზოგადოებამ გამიცნოს, როგორც თავის დროზე ყველა ნიჭიერი მწერალი.  დავჯექი და წერა დავიწყე ერთ ბიჭზე, რომელიც სახლიდან იმის გამო გაიპარა, რომ ყველაფერი მობეზრდა და რამე ახალს ეძებდა მის ცხოვრებაში. რომანი საინტერესო უნდა გამოსულიყო, რომ არა ის მოვლენები, რაც ჩემს იქ ჩასვლას დაერთო თან. დიდი ხანი არ იყო გასული რაც წერა დავიწყე, რომ საძინებელში ფანჯარა ჩაიმსხვრა, გავედი რათა შემემოწმებინა რა მოხდა, და როცა დავინახე ეს ყველაფერი ძალიან შევშინდი.  ფანჯრის ასე უცნაურად ჩამსხვრევა არასდროს მინახავს, შუშა მთელი იყო კიდეებში და მხოლოდ შუა ნაწილი ჩამოვარდნოდა შიგნითა მხარეს, ხოლო იმ პატარა ნაწილს კი უცნაური ფორმა ჰქონდა, რაც სულაც არ იყო შემთხვევითი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითოს ვიღაც მითვალთვალებდა, ელვის სისწრაფით მოვტრიალდი, მაგრამ არავინ იყო.  ჩემს ზურგს უკან სუნთქვა ვიგრძენი, ისეთი საშინელებათა ფილმებში რომ არის, უნებურად ფეხებმა კანკალი დამიწყო და ჩავიკეცე. მინდოდა გავქცეულიყავი სახლიდან და თან რაც შეიძლება სწრაფად, როცა ფეხზე შეხება ვიგრძენი თმა ყალყზე დამიდგა და ქალივით კივილი დავიწყე, მინდოდა ხმა ვინმეს მაინც გაეგო და დამხმარებოდა, მაგრამ ეჭვმა ამიტანა. ახლა მივხვდი, თუ რატომ იყო ფრჩხილების ნაკვალევი, უხილავი ხელი ნელ-ნელა დაბლა მიმათრევდა, კიბეებზე თავს ვურტყავდი და ვცდილობდი ხელით რაიმეს მაინც მოვჭიდებოდი. ინსტიქტურად ვიცოდი, რომ თუ ბოლომდე წამათრევდა, ვიღაცის საზარელი, უჩინარი და ყოვლისშემძლე ხელი(ასეთი აზრი დამებადა მაშინ), იქიდან ცოცხალი ვეღარ ამოვიდოდი.  მე ვყვიროდი მაგრამ ამაოდ და უცებ ყვირილით ჩემს ლოგინში გამომეღვიძა. თავი მტკიოდა, ტანზე რამდენიმე დალურჯებული მეტყობოდა, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო, მე უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე. უბრალოდ ცუდი სიზმარი, თავს ამით ვამშვიდებდი, მაგრამ სხეულზე დაბეჟილობებს ვერ ვხსნიდი, თუმცა ვაღიარებ, რომ სიზმარი მეგონა. იმას რაც იმ მომენტში ვგრძნობდი, ეჭვს დავარქმევდი, რადგან მე დანამდვილებით არ ვიცოდი ცხადი იყო თუ სიზმარი. თავი სიზმარში მეგონა, ერთ დიდ კოშმარში, რომელიც არასოდეს დამთავრდებოდა. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა ჩემში. იმას დავჯერდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და შიში გაქრა.

     უცნაურია მაგრამ სიზმრებს ვხედავდი. სიზმრებს ძალიან იშვიათად ვხედავ. შეიძლება თვე ისე გასულიყო, რომ სიზმარი არ მენახა, მაგრამ აქ ყოველ ღამე ვხედავდი ისეთ სიზმარს რაც მაშინებდა. ვნახე როგორ მოდიოდა ჩემთან ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი, მოდიოდა კი არა უფრო მოფრინავდა, ფეხებს არ იყენებდა მოახლოებისას. მე გავრბოდი, მაგრამ რაღაც მაკავებდა და მისკენ მექაჩებოდა, მინდოდა დამეყვირა, მაგრამ ხმა არ ამოდიოდა, თითქოს ხმა ჩემი არ არის და ვერ ვაკონტროლებ მას, მერე მეღვიძება და რამდენიმე წუთი მჭირდება აზრზე მოსასვლელად. ეს რაღაც მისტიური სიზმრები ყოველ ღამე მეორდებოდა და თან რამდენჯერმე. ეს უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო, მაგრამ დიდებისკენ სწრაფვა მსხვერპლს მოითხოვს. ეს ჩემთვის უკვე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ არ დავწერო ალბათ გავგიჟდები, ჩემი ემოციები გადამაქვს ერთ ფარატინა ფურცელზე, რომელსაც უდიდეს ძალას ვანიჭებ მხოლოდ სიტყვებით. ჩემს განცდებს, გრძნობებს შიგ ვაქსოვ და თან ისე ღრმად, რომ მას დრო ვერაფერს დააკლებს.  მოგვიანებით სიზმრები დაიხვეწა და უფრო გამოკვეთილად ჩანდა იმ შავებში ჩაცმული კაცის სახე. ეს ის მწერალი იყო, რომელიც ამ სახლში ორასი წლის წინ ცხოვრობდა და როგორც გავიგე კარლ მანიგენი თუ მანიკეტი ერქვა. სანამ ახალ სახლში გადმოვიდოდი მის შესახებ ყველაფერი შევისწავლე. მწერალი იყო, რომელიც არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. მას მხოლოდ მკითხველთა გარკვეული წრე ყავდა, და მხოლოდ მათ ანდობდა თავის ნაწერებს. ამბობენ, რომ ავტოკატასტროფაში მოყვა და ისიც კი გავიგე, რომ ეს ავარია გამიზნულად იყო მოწყობილი მისი საუკეთესო მეგობრის მიერ, რომლებიც წინა დღეს იყვნენ ნაჩხუბრები. მე მიუხედავად ყველაფრისა წერას არ ვეშვებოდი, სიზმრები საშიში იყო, მაგრამ მხოლოდ სიზმრები იყო და მეტი არაფერი, მაგრამ ამან სავალალო შედეგამდე მიმიყვანა.

    უკვე შუაღამე იყო, როცა წერისგან დაღლილი უღიმღამოდ ჩავეშვი ლოგინში და დაძინება დავაპირე, მაგრამ სახლმა მოძრაობა დაიწყო, მიწისძვრას ჰგავდა, ვიგრძენი ფეხქვეშ რაღაც შემეხო, და რაღაცის გატეხვის ხმა გავიგე. ფეხი უნებურად მოვიქნიე და დაბლა უნდა ჩავსულიყავი, სწორი შესიტყვება რომ მივცეთ ამას ჩასვლას არ დავარქმევდი, ისე ვიყავი შეშინებული გული ჩაფრენას ლამობდა, მაგრამ ძალიან შემაქანა და ადგილზე რწევა დავიწყე. ვეღარ ვმოძრაობდი, სადაცაა წავიქცეოდი და დავინახე ჩემსკენ მომავალი ბზარი. ჭერიდან იყრებოდა პატარა ხის ნაჭრები და ბზარი კედელს ნელნელა უღრმავდებოდა.  შემდეგ იატაკზე გადმოვიდა და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, მინდოდა გავქცეულიყავი მაგრამ ისე ყანყალებდა სახლი, რომ შეუძლებელი იყო.  ჩემს ფეხქვეშ სახლმა პირი გააღო და შიგ ჩამნთქა. რამდენიმე ხანს უგონოდ ვიწექი ან მცირე მონაკვეთი უბრალოდ ამოიშალა ჩემი გონებიდან. როცა გამოვფხიზლდი თვალებს ჯერ კარგად ვერ ვახელდი, მაგრამ ჩემს წინ კარგად ჩანდა შავი უფორმო სხეული, რომელიც ჰაერში დაფარფატებდა. თვალი კარგად გავახილე, არ დავიჯერე, თავი სიზმარში მეგონა, ნელ-ნელა მიახლოვდებოდა მე ვიწექი და უკან-უკან მივიწევდი ფეხებით, რაც შეიძლება სწრაფად. თვალი მოვკარი რაღაც რკინის საგანს, აღებისთვის გავწიე ხელი, მაგრამ არ მემორჩილებოდა. ჯერ ისევ შოკში ვიყავი და ვიცოდი, როგორც ყველა სიზმარი ესეც უბრალო გაღვიძებით დასრულდებოდა. თავი მარცხნივ მივატრიალე და რას ვხედავ, ჩემი ხელი. ის უბრალოდ აღარ იყო. საშინელი ტკივლი ვიგრძენი, ხელი არ მქონდა და ამას ვერ ვეგუებოდი. ეს ისეთი შეგრძნება იყო, როგორც თავს გრძნობს მონადირე იარაღის გარეშე, დათვის წინ მდგომი, მაგრამ მაინც ეს ყრუ ტკივილი მკლავდა, მაგიჟებდა და უკვე იმედი მქონდა გადაწურული, რომ ამ სახლიდან გამოვაღწევდი. უკვე მჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო,  ეს სიზმარი რომ ყოფილიყო ტკივილი მთელ ტანს არ დაივლიდა და ისეთ შეგრძნებას არ დამიტოვებდა, რომ მე მსხვერპლი ვიყავი და ის რაღაც რაც ჩემს წინ იდგა ჩემზე ნადირობდა, ჩემი სისხლი სწყუროდა, როგორც ვამპირს, მაგრამ ეს არსება სხვა სამყაროდან იყო მოსული და ჩემს მოკვლას ლამობდა.  კიდევ უფრო მომიახლოვდა მე კი სულ უფრო და უფრო უკან ვიხევდი, თან გონებას ვერ ვათავისუფლებდი და სულ იმაზე მეფიქრებოდა, რომ მას შეუძლია უფრო სწრაფად მოახლოება, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ვერსად გავექცეოდი და ეს მაცოფებდა.  ხელში რაც მომხვდებოდა ყველაფერს ვესროდი, მაგრამ ისე გადიოდა მასში, როგორც კვამლში შეიძლება თავისუფლად გაიარო. ამ კუპრივით შავ მასას კი თეთრი ლაქები აჩნდებოდა. ხელში გაზის ბალონი მომხვდა, რომელიც მაშინ საიდან გაჩნდა იმ მიყრუებულ სახლში არ ვიცოდი, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა. მზად ვიყავი ყველაფერი ამეფეთქებინა და მეც ავფეთქებულიყავი მასთან ერთად, ერთი ხელით ავიღე ბალონი და რაც ძალა მქონდა შემორჩენილი, ამდენი ადრენალინის გამოყოფის შემდეგ, ვესროლე, ბალონი კედელს მოხვდა, გასკდა და მისმა ძალამ საკუჭნაოდან გამომტყორცნა, სახლი ინგრეოდა მე კი უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და წამოვჯექი, შემდეგ კარის სახელურს დავეყრდენი და ადგომა შევძელი. სახლიდან დიდი ძალისხმევის მერე, როგორც იქნა გამოვედი და იმედი მქონდა, რომ აქ დამთავრდა ყველაფერი. კიდევ რამდენჯერმე იფეთქა და ვგრძნობდი, როგორ მიხურდა უკანა ნაწილი, სასწრაფოდ ძირს დავწექი და ბალახზე დავიწყე აქეთ იქით ტრიალი, რადგანაც ის ცეცხლი ჩამექრო, რამაც მთელი მარჯვენა ნაწილი დამიწვა. სახეზე და ტანზე ძლიერი დამწვრობა მქონდა, რამაც ორი დღე უგონო მდგომარეობაში საჭმლისა და ყველაფრის გარეშე ვიყავი. მაგრამ ახლა სახლში ვარ, იმ საშინელებას გადარჩენილი ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი გადავრჩი, მიუხედავად იმისა თუ რა დაემართა ჩემს სხეულს. მეტი წილი ვიცი, რომ ჩემი წინდაუხედაობისა და ურწმუნოების გამო დამემართა. ახლაც ვერ ვიჯერებ და ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ეს არის. ამ ყველაფერს ვერ გაიგებდით, რომ არა ჩემი დამხმარე კრის სმიტი, რომელიც მთელი საათია ისმენს ამ ისტორიას და წერს, რომ თქვენამდე მოვიტანო. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩა, დიდ მწერლად ქცევა...

 

ნახვა: 280

ტეგები: Qwelly, blog, ბლოგი, გიორგი_ლოგუა, სიკვდილი, სისხლიანი_ისტორია, სტივ_მარტინი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters