- წერას ვერ სწავლობ, უბრალოდ წერ. წერ, როცა გეწერება.
წერ, როცა ფიქრი შეგიძლია ბევრი, დალაგება შეგიძლია ფიქრების და დალაგებულის ქაღალდზე "ცხლად" გადატანა...
ყველა კარგად დალაგებული აზრი კი კარგია, სანამ ცხელია და დროული.
და მაინც ყველა ვწერთ რაღაცას, ავად თუ კარგად....
ყოველი ადამიანი თავისებური მწერალია. თითოეული ჩვენგანი ხომ თავად წერს თავის ცხოვრებას,
ზოგს ეს ქაღალდზე უკეთ გამოსდის, რომელშიც, ჩემი, შენი ან სხვისი ცხოვრებაა გადმოცემული.
სანამ წერას დაიწყებ ბევრი რამის თქმა გინდა. ხედავ გაბნეულ ასოებს, რომლებიც უაზროდ დაფრინავენ ჰაერში და ერთმანეთს ეჯახებიან, ეცილებიან, რათა დაწყვილდნენ რომელიმე ასოსთან. რაღაცნაირად პოულობენ ერთმანეთს და წყვილდებიან, ასე იქმნება "გუნდი" - სიტყვა. "გუნდებიც" შესაბამისად, მცირეოდენი ფრენის შემდეგ უწყვეტ ჯაჭვებს ქმნიან და თავისთავად იქმნება წინადადება, ზოგჯერ ფერადი, ზოგჯერ შავთეთრი, ზოგჯერაც უფერული, მაგრამ მაინც შენი და შენში დაბადებული!
- გინდა თქვა, რომ შენც მწერალი ხარ?
- მე დამლაგებელი ვარ აზრების, მაგრამ მხოლოდ გონებაში და მწერალი ვარ მხოლოდ ჩემი ცხოვრების, რომელშიც მთავარი მოქმედი გმირიც თავად ვარ. საკუთარი თავის ქმნილება ვარ იმ გაგებით, რომ ის ვარ, როგორადაც მე თვითონ ვაქციე ჩემი თავი.
- თუ შენი ცხოვრების მწერალი ხარ, ალბათ ისიც იცი, რა გელის მომავალში. ეს უინტერესოს არ ხდის შენს ცხოვრებას?
- ყველა ადამიანს ჰგონია, რომ იცის თავისი მომავალი, (იცის მომავალი პროფესია, როგორი ადამიანი სწირდება გვერდზე, იცის რამდენი შვილი ეყოლება) ეს მხოლოდ მას ჰგონია ასე. თუმცა ყოველი დღე სიურპრიზია ადამიანისთვის და ნებისმიერი დაგეგმილი საათი, წუთი და წამი შეიძლება შეცვალოს მოულოდნელობამ. მოულოდნელობამ საკუთარი თავისგან თუ ცხოვრებისგან. ასე რომ, სიუჟეტიც შესაბამისად ხშირად იცვლება მწერლისდაუნებურად.
- გამოდის მწერალი არც შენ ხარ. არის ვინმე სხვა, მსოფლიო სული, რომელიც ზოგჯერ გამოანათებს შენს გონებაში და შენი სურვილის მიუხედავად ცვლის სიუჟეტს?
- არ ვიცი, შესაძლოა ეგრეც იყოს. მაგრამ მწერალი მაინც თავად ხარ და თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ ასოზე პასუხისმგებელიც.
- მოულოდნელობაზე რას იტყვი? მოულედნელობაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
- ისევ საკუთარ თავს, ვინაიდან შენ ეჯახები ამ ყველაფერს და მხოლოდ შენ რეაგირებ მოულოდნელობაზე, რომელიც ცვლის შენს ცხოვრებას შენიდან გამომდინარე
- მაღლიდან მოვლენილი განსაცდელი ან სასჯელი? ამაზე რას იტყვი?
- ციდან არავინ ისვრის კვერთხით ნაპერწკლებს განსაცდელის მოსავლენად. ადამიანი საკუთარი მოქმედებით იმსახურებს რისხვას ან წყალობას და მოვლენილი განსაცდელი თუ სასჯელიც საკუთარი მოქმედების შედეგია.
- იმ შემთხვევითობაზე რას იტყვი, ადამიანს მოქმედების შესაძლებლობასაც რომ არ აძლევს და ისე წყვეტს მის ბედს?
- ამოუხსნელი არაფერია, თავად საკუთარ ქმნილებაში მწერლისთვისაც კი...
- კითხვას ტოვებთ?
- კითხვას თქვენ გიტოვებთ, რომ ფიქრი ისწავლოთ და დალაგებაც!...
პ.ს. ნაწყვეტი....))
კარგი ნაწყვეტი იყო. ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები - თუნდაც იმაში რომ შემთხვევითობა არ არისებობს და მაშინ როდესაც ბედზე საუბრობ, წერ, განსაზღვრავ შენს თუნდაც ერთ მცირე დღეს, ყოველთვის არსებობს არჩევანი - თუ არჩევანი არსებობს სადაა ბედი?
და რადგან ეს ნაწყვეტია, ვფიქრობ ერთი ჯაჭვის ნაწილი უნდა იყოს, თუ უუუუუშველებელ ჯაჭვს რგოლებად დაშლი, ადვილად იხილვება, ასე რომ ველოდებით მომდევნო ნაწტყვეტს :) :*
ლაშიკო, ნაწილებად დაშლილი ჯაჭვის აღქმა შესაძლოა უფრო ადვილია, მაგრამ მთლიანობა მაინც მეტ აზრს სძენს, ასე რომ დაელოდე... ;))
მოზაიკების აწყობა ბავშვობიდან მიყვარდა salome :) ასე რომ ველი სულით და გულით :)
მეც მეც მეც მეც ველოდები მომდევნო ნაწყვეტს! :)
wait wait... :)))
3 წელზე მეტია ვიცდით ((
უი ეს როდის იყო :დდდ კი დაიწერა გაგრძელებაც, მაგრამ ძველ კომპში დარჩა ჩაჭკალი :დდდ ანუ კიდევ მოგიწევთ ლოდინი :დდდ
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია