წინამდებარე თემა ისეთი ფართოდმომცველია, რომ  მის ირგვლივ თავისუფლადაა შესაძლებელი რამდენიმე ათეული ნაშრომის დამუშავება. ჩვენ შევეხებით ცოლ-ქმრობას, მამაშვილობას, ძმობას, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებს, თაობათა ბრძოლას და სხვა მრავალ საკითხს ბიბლიური ისტორიებიდან და სწავლებებიდან, ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში ხომ სულიწმინდის სიბრძნეა დავანებული, რომელიც გადაშლილია ჩვენ თვალწინ. საჭიროა, მხოლოდ შიგ ჩავიხედოთ და დავინახავთ გზას, რომელიც  თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

როდესაც ოჯახზე  ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, ესაა 10 მცნება,  რომელიც  თითოეული ჩვენგანისათვის წარმოადგენს ცხოვრების წესის განმსაზღვრელს. მე-5 მცნება გვეუბნება: პატივ-ეცმამასაშენსადადედასაშენსა, რაჲთაკეთილიგეყოსშენდადღეგრძელიყვნექუეყანასაზედა“ (გამ. 20:12). დედისა და მამისადმი (და, ზოგადად, უფროსი თაობისადმი) შვილების  მორჩილება წარმოადგენს ცალკეულ პიროვნებათა, მთელი თაობების  კეთილდღეობისა და დღეგრძელობის წყაროს. ზნეობრივად მტკიცე, მამების აღთქმის ერთგული ცალკეული ოჯახები თავადაც არ დაიშლებიან და შექმნიან ასევე მტკიცე, დღეგრძელ საზოგადოებას, ოჯახის დაშლა, დანგრევა ხალხის, მთელი ერის დაღუპვის მაჩვენებელია.

მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულება სხვადასხვა სახით გვხვდება წმინდა წერილში, თუმცა გვინდა რამდენიმე კონკრეტული ეპიზოდი გამოვყოთ და ამ ეპიზოდების მაგალითებზე წარმოგიდგინოთ უფლისათვის სათნო ჭეშმარიტებები. კერძოდ,

და აიღო აბრაამმა ყოვლადდასაწველის შეშა და აჰკიდა ისააკს, თავის ძეს; და წავიდა ორივე ერთად.და ააგო იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დადო იგი სამსხვერპლოზე, შეშაზე.და გაიწოდა აბრაამმა თავისი ხელი დანის ასაღებად, თავისი ძის დასაკლავად“ (დაბ. 22:6-10).

ესაა მცირე ამონარიდი დაბადების წიგნიდან, სადაც საუბარია აბრაამის მიერ ისააკის შეწირვაზე უფლისადმი. აქ ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ისააკი მამას სრულად ენდობა, შეშაც კი მიაქვს საკუთარი ხელით. იგი მამის სრული  მორჩილია. შვილის მამისადმი მორჩილება არის ყველაზე დიდი სათნოება მამაშვილურ ურთიერთობაში. მშობლის ნდობა და სიყვარულია წინაპირობა მამაშვილური ურთიერთობისა.

არ უნდა დავივიწყოთ უფლის შეგონება: ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს (გამ. 21.17). აქ კიდევ ერთხელაა ხაზგასმული მშობლებისადმი პატივისცემა და კეთილკრძალულება. ძველი რჯულის სამართალი ითვალისწინებდა სასჯელს მშობლის შეურაცხმყოფელი შვილისათვის: რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს (გამ. 21:15). ზუსტად მსგავს კანონს შეიცავს ხამურაბის კანონთა კრებული, თუმცა სასჯელის უკიდურეს ზომას არ აწესებს: „უკეთუ შვილმა მამას გაარტყა, ხელის მტევანი უნდა მოაჭრან“ (195).  წმინდა იოანე ოქროპირი მშობლებისა და ოჯახის წინააღმდეგ შვილების წასვლას ბუნების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს და თავის ამ აზრს რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეთი ასაბუთებს. მამა-დედათა წინააღმდეგ ურჩობა პავლეს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.

ძალზედ საგულისხმოა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ: „და მამანი ნუ განურისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა“ (ეფ. 6:4). აქ უკვე სულ სხვა კუთხითაა წარმოჩენილი ქრისტიანული სწავლება მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საკითხებზე. მოციქული აქ არა მხოლოდ შვილების მხრიდან კრძალავს მშობლებისადმი ურჩობას, არამედ მშობლებსაც მოუწოდებს, არ გააღიზიანონ შვილები და მათაც მოუსმინონ. პავლე ამბობს: არ შეავიწროოთ, მოექეცით მათ როგორც თავისუფლებს და არა როგორც მონებს და მუდამ მომთმენნი იყავით შვილების მიმართ. იგი მიუთითებს მამებს, როგორ შეუძლიათ მათ შვილების მოთვინიერება. თუ შენ გინდა შვილები გიჯერებდნენ, აღზარდე ისინი ღვთის სიტყვაში. ეს ყოველი ქრისტიანის ვალია, განსაკუთრებით - ერში მცხოვრებთა, რადგან განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ ისინი შფოთში ცხოვრების გამო. შვილებს სწორედ მშობლების დამხარებით შეუძლიათ უკეთ შეიმეცნონ თეზა: პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა!

მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულების საინტერესო შემთხვევა გვაქვს ლუკას სახარებაში, სადაც კარგადაა გადმოცემული  სწავლება მშობლებისა და უფლისადმი დამოკიდებულების თაობაზე:

როდესაც იესოს ერთ-ერთ მიმდევარს მამა გარდაეცვალა, მაცხოვარმა არ გაუშვა იგი დასაფლავებაზე. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს (ლუკა, 9:59-60).

ხომ არ უპირისპირდება ეს საკითხი ათ მცნებას?

არა, არ უპირისპირდება. „ამით არის მინიშნება იმაზე, რომ მამამისი ურწმუნო იყო და ამიტომ არ იყო ღირსი სიბერეში შეენახა ძეს, რომელმაც ირწმუნა. დაე ამ მკვდრებმა, ანუ ურწმუნოებმა, დაფლან თავიანთი მკვდარი, ანუ მამაშენი. ხოლო რამდენადაც შენ ირწმუნე, ამიტომ, როგორც ჩემმა მოწაფემ, იქადაგე სახარება ღმრთისა. უფალს არ აუკრძალავს ჩვენთვის მშობელთა გამოკვება, არამედ გვასწავლა ღმრთის თაყვანისცემა ვამჯობინოთ ურწმუნო მშობლებს და არაფრით არ დავბრკოლდეთ სათნოების მიმართ, არამედ მოვიძულოთ თვით ბუნებაც კი“ - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, რა თქმა უნდა, აქ ურწმუნო მშობლებში ურწმუნო საზოგადოება იგულისხმება.

ოჯახზე და ოჯახურ სიყვარულზე საუბრისას მნიშვნელოვან თემად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება ცოლქმრულ მაგალითებს შორის. ბიბლია აქაც ბრწყინვალე მასწავლებელია და დიდი სიზუსტით გვიჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ცოლ-ქმარი და როგორი - არა.

მანამდე ოდნავ გადავუხვევ საკითხს და გავიხსენებ, რომ თავად ცოლქმრობა უფლის მიერაა კურთხეული. ადამი და ევა დედამიწაზე პირველი ცოლ-ქმარია და მათი თანაცხოვრება, მათი მეუღლეობა, ერთგულება, სიყვარული და ურთიერთმორჩილება უფლის ნებაა. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი“ (დაბ. 2:23).

მოვიყვან ცოლქმრობის ორ საპირისპირო მაგალითს.

პირველია ანანიასა და საფირას ისტორია (საქმე, მე-5 თავი). 

ამ ცოლ-ქმარში უფლისადმი რწმენა და სიყვარული ნაკლებად იყო, ამიტომ გაბედეს და უფალს შესაწირი დაუმალეს, ანუ მოატყუეს ღმერთი. მათი ქმედება ყოვლად მიუღებელია და უფლის განაჩენიც ადეკვატურია და იგი სისრულეში მოჰყავს უფლის მოციქულთა თავს, პეტრეს. ცრუ და ფლიდი  ცოლ-ქმრის განაჩენი სიკვდილია. ღმერთმა ადამი და ევა პირველი კაცობრივი შეცოდებისათვის უმაღლესი სასჯელით, სიკვდილით, დასაჯა. მსგავსადვე მოხდა ანანიასა და საფირას შემთხვევაშიც. ქრისტიანთა შორის პირველი დიდი დანაშაული მათ მიუძღვით და ისინიც ანალოგიურად სიკვდილით იქნენ დასჯილნი.

სრულიად განსხვავებული ვითარება გვაქვს სხვა ბიბლიურ წყვილთან, ესენი არიან აკვილა და პრისკილა (საქმე, მე-18 თავი).

აკვილა და პრისკილა მშრომელი, მორწმუნე, სტუმართმოყვარე და კეთილი ცოლ-ქმარნი არიან. წარმოშობით პონტოელი იუდეველები პავლე მოციქულის მეგობრები იყვნენ. ისინი ადრე რომში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც იმპერატორმა კლავდიოსმა იქიდან ყველა იუდეველი გააძევა, კორინთოში გადასახლდნენ. ცოლ-ქმარი ქრისტიანობაზე პავლე მოციქულმა მოაქცია და ამის შემდგომად ორივე უფლის მოციქულის თანამუშაკი გახდა სახარების ქადაგებისა და გავრცელების საქმეში.

კითხულობ ბიბლიას და ხედავ, რამხელა სიბრძნეა ამ დიდებულ წერილში. თითოეული სიტყვა, თითოეული ბწკარი გვევლინება ცხოვრების მასწავლებლად, კარგისა და ცუდის მაჩვენებლად, გზის მანიშნებლად სწორსა და არასწორ გადაწყვეტილებას შორის. როგორი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი ოჯახში, როგორ უნდა უყვარდეს და უფრთხილდებოდეს დედას, მამას, დას, ძმას...

დიახ - დას და ძმას. მშვენიერი მაგალითები შევარჩიეთ იმისათვის, რომ დავინახოთ, სადაა ჭეშმარიტი ძმობა და სად - არა. პირველი, ესაა აბელისა და კაენის ძმობა (დაბ. მე-4 თავი).

კაენის მიერ აბელის სიძულვილის მიზეზი შური იყო, ვინაიდან უფალმა არ შეიწირა კაენის მსხვერპლი და სათნოდ მიიჩნია აბელის გულწრფელი შესაწირი. გაბოროტებული კაენი კლავს ძმას. კაენის ყოფა მკვლელობის შემდეგ დახასიათებულია, როგორც ღვთის პირისაგან მოშორება. ძმის მკვლელი კაენი დაწყევლილ იქნა უფლის მიერ, ხოლო მისი შთამომავლები, კაენიანები, იძულებულნი არიან ააშენონ ქალაქი და იქ შეაფარონ თავი, რათა დაძლიონ შიში და ძრწოლა, რომელიც დაუფლებიათ აბელის შთამომავალთა მხრიდან.

შეუძლებელია, რომ არ გავიხსენოთ იოსების ისტორიაც (დაბ. 37-ე თავი). 

ვიცით, რომ იაკობს ჰყავდა 12 შვილი. იოსები იყო იაკობის რჩეული ძე. ძმებმა სასიკვდილოდ შეიძულეს იოსები. გაბოროტებულებმა გადაწყვიტეს იოსების მოკვლა. ძმებმა იგი მონად ოც ვერცხლად გაყიდეს. იოსების სანაცვლოდ ძმებს მონის საფასურიც კი არ აუღიათ, რადგან მონის ფასი 30 შეკელს შეადგენდა. აქ უნდა დავამატო, რომ გაყიდული იოსების საფასური, ისევე, როგორც ქრისტესი, არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ დამამცირებელიც კი იყო.

ამ ამბის მიხედვით, საბოლოოდ მაინც სიმართლემ და სიკეთემ იზეიმა და ძმებმა იოსებს შენდობა სთხოვეს.

წინა ეპიზოდებისაგან სრულიად განსხვავებული ბიბლიური ისტორია გვხვდება იოანეს სახარებაში (იოანე, 11:17-45). აქ მოთხრობილია ლაზარესა და მისი დების ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთთანადგომის შესახებ.

ლაზარეს სიკვდილმა მისი დები - მართა და მარიამი - ძალიან დაამწუხრა. იესო გაიგებს რა ლაზარეს სიკვდილის ამბავს, ატირდება და მიდის მის ოჯახში. იგი ხედავს, თუ როგორი ტრაგედიაა ლაზარეს სიკვდილის გამო, დებს მეზობლები ანუგეშებენ, ამშვიდებენ. უფლის მიერ ლაზარეს აღგინება გახლდათ დებისათვის ყველაზე დიდი ბედნიერება. მათ ძმა დაუბრუნდათ. მათს სიხარულს საზღვარი არ აქვს ისევე, როგორც მათ დაძმურს სიყვარულს.

სწორედ ამდაგვარი დედმამიშვილობაა უფლისათვის სათნო და მისაღები. სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობებია ქრისტეს გზა და არა ისეთი, როგორებიც ჩვენ ცოტა ხნის წინ განვიხილეთ.

ახლა რაც შეეხება მეორე, ასევე მნიშვნელოვან საკითხს - თაობათა შორის ურთიერთობებს.

აქაც რამდენიმე ეპიზოდი გვინდა გავიხსენოთ.

ებრაელთა ძველი თაობა, თაობა, რომელიც ცხოვრობდა ეგვიპტეში, იყო მონური ფსიქოლოგიის მატარებელი, კერპთთაყვანისმცემელი, არამებრძოლი, გაუტანელი, ორგული და მოღალატე. სწორედ ამ თვისებების გამო გადაწყვიტა უფალმა, რომ ისინი არ შეეშვა აღთქმულ მიწაზე. ჩვენ გვახსოვს არაერთი ეპიზოდი ებრაელი ერის უდაბნოში მოგზაურობიდან. აქ მრავალგზის ვხდებით მოწმენი თაობათა შორის დაპირისპირებისა. იყო შემთხვევა, როდესაც მამათა თაობა უკანაც კი აპირებდა დაბრუნებას ეგვიპტეში მონად. უფლისადმი ურჩობის მაგალითია ოქროს ხბოს დამზადებაც, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ აღთქმული მიწა მხოლოდ რჩეულთათვის და უფლის მორჩილთათვის იყო ხელმისაწვდომი. ესენი კი ძირითადად იყვნენ უდაბნოში 40-წლიან მოგზაურობაში დაბადებული თაობის წარმომადგენლები.

გვახსენდება მეორე ეპიზოდიც.

როდესაც ორი ანგელოზი მიდის ქალაქ სოდომში და სტუმრობს ლოტის ოჯახს (დაბ. 19:1-10). მათთან ძალით შეჭრას ცდილობენ ქალაქის მოსახლენი, ახალგაზრდებიც და მოხუცნიც: და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად (დაბ. 19:4). ზოგადად, უფროსი თაობა ვალდებულია, ახალგაზრდებს მისცეს ზნეობრივი ცხოვრების მაგალითი და გახდეს მასწავლებელი კეთილის ქმედებისა, მაგრამ სოდომის მაცხოვრებლებში თაობებს შორის ეს დამოკიდებულება წაშლილია. აქ უფროსი თაობა ხდება ახალგაზრდებისათვის გარყვნილებისა და უზნეობის მასწავლებელი.

უაღრესად საყურადღებოა მალაქიას წინასწარმეტყველებაც, სადაც ვკითხულობთ: „რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის (მალაქია, 3:24). აქედან ჩანს, რომ უფროსი თაობა კიცხავდა ახალგაზრდობის საქციელს და სრულიად იყო დარწმუნებული საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტებაში. ახალგაზრდობის ურწმუნოება ასუსტებდა ერს და ეს იყო ამ საყვედურის მიზეზი.

როგორც მოყვანილი მაგალითებიდან დავინახეთ, უფროს თაობას ხელეწიფება  გავლენა მოახდინოს ახალ თაობაზე - იგი ააცდინოს სწორ გზას (როგორც ეს სოდომის შემთხვევაში ვიხილეთ), ან - პირიქით, უჩვენოს გზა ჭეშმარიტებისა, რასაც მალაქიას წინასწარმეტყველებაში ვხედავთ.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს ნორმალური, ქრისტიანული ოჯახი, სადაც არაა სიყვარული უფლისადმი, ერთმანეთისადმი, ოჯახის წევრებს შორის, სადაც არაა პატივისცემა თაობებს შორის და სადაც არაა ერთგულება წინაპართა დანატოვრის მიმართ, იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც წმინდა ილია მართალმა შთამომავლობას გადმოგვაბარა მოსავლელად და მოსაფრთხილებლად.  ესაა „მამული, ენა, სარწმუნოება“. ბიბლია დიდი მასწავლებელია და, როდესაც ოჯახში ვხვდებით პრობლემას ან წინააღმდეგობას, როდესაც თაობებს შორის გაუგებრობა წარმოიშობა, გავიხსენოთ ბიბლიური მაგალითები და მყისიერად მივხვდებით, სადაა შეცდომა და სიყალბე და სადაა ჭეშმარიტება და სიმართლე.

და ბოლოს,

მინდა ჩემი სიტყვა დავასრულო ერთ-ერთი დიდი ქრისტიანი მოღვაწისა და მოაზროვნის, იოანე სინელის სიტყვებით, რომელებიც, ჩემი აზრით, სწორედაც რომ მიესადაგება ჩვენს დღევანდელ თემას. ეს სიტყვები განკუთვნილია ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის. როდესაც ამ სიმაღლეებს მივუახლოვდებით, სულ სხვა თვალით შევხედავთ ყოველივეს, ყველაფერი უფრო ამაღლებული და გაბრწყინებული წარდგება ჩვენ წინაშე და უფრო დავუახლოვდებით უფალს.

მაშ ასე, წმინდანი ამბობს: „დაე, შენთვის ის იყოს მამა, ვინც ცოდვებს შენთან ერთად იტვირთავს, დაშვრება, დაგეხმარება და გაგაძლიერებს; დაე ლმობიერება და ტირილი იყოს შენი დედა, რომელსაც შეუძლია, ცოდვის ჭუჭყისგან განგბანოს; ხოლო შენი ძმა ის იყოს, ვინც ზეცისკენ მიმავალ გზაზე შენთან ერთად დაშვრება და ივლის.  მეუღლედ მუდმივ სიკვდილზე ფიქრი იყოლიე, საყვარელ შვილებად - გულის კვნესა, მონად - საკუთარი სხეული, ხოლო მეგობრად - წმინდა ძალები“.

„ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა“(ფს. 23:6).

ნახვა: 3089

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters