ძალადობის აღქმა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემის წევრ ადამიანებში

ძალადობის აღქმა

კვლევა, როგორც პროექტი

ლექტორი: დეა ცარციძე

სტუდენტები: დეა ხელხელაური, ქეთევან პოპიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი, 2019 წელი

განაცხადი

„როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორები, ვაცხადებთ, რომ ნაშრომი არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: დეა ხელხელაური, ქეთევან პოპიაშვილი.

თბილისი, 2019 წელი.”

სარჩევი

  1. ლიტერატურის მიმოხივლა.
  2. კვლევის მიზანი
  3. კვლევის ამოცანები
  4. ჰიპოთეზა
  5. მეთოდოლოგია
    5.1 რაოდენობრივი კვლევა
  6. სამიზნე ჯგუფი
  7. მონაცემთა შეგროვება
    7.1 მონაცემთა ანალიზი
  8. კვლევის შეზღუდვები
  9. ეთიკური სტანდარტები
  10. კვლევის შედეგები
    10.1 საზოგადოებისთვის ცნობილი ძალადობის ფორმები
    10.2 ძალადობის გამომწვევი მიზეზები, საზოგადოებისთვის დასაშვები ქცევები და სიტუაციები
  11. დასკვნა
  12. დანართი
    დანართი 1. კითხვარი
  13. გამოყენებული ლიტერატურა

1. ლიტერატურის მიმოხივლა

ცნება ძალადობა უძველესი დროიდან გვხვდება და სხვადასხვა დროის მონაკვეთში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. ახლა ეს ტერმინი კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექსიკონის მიხედვით აღნიშნავს კონკრეტულ აქტებს ან / და სიტყვებს, რომლებიც სხვა პიროვნების ტკივილის შეგნებულად გამოსაწვევად არის გამოყენებული.[1] თუმცა უშუალოდ საქართველოს მაგალითზე, რომ ვისაუბროთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეურაცხყოფს ადამიანს, ზიანს აყენებს მას და უზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებებს.[2] ამ განმარტებებიდან ნათელი ხდება, რომ ის ბევრ აქტს შეიძლება მოიცავს, თუმცა ძირითადად გამოყოფენ ძალადობის ოთხ ფორმას: 1. ფიზიკური, 2. ფსიქოლოგიური, 3. სექსუალური და 4. ეკონომიკური. ახლა თითოეული მათგანი, რომ განვიხილოთ:

  1. ფიზიკური ძალადობა თავისი არსით უამრავ ქმედებას მოიცავს, რამაც კი შეიძლება გარკვეული პიროვნების ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვიოს. შესაბამისად ეს შეიძლება იყოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა:
  • ცემა;
  • ხელის გარტყმა;
  • კბენა;
  • წამება;
  • ცივი იარაღის გამოყენება;
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
  • კონკრეტული პირისთვის საჭიროებების არ მომარაგება და ასე შემდეგ.
  1. ფსიქოლოგიური ძალადობა აერთიანებს ყველა ისეთ მოვლენას, როგორიცაა:
  • უგულებელყოფა / გარიყვა;
  • შეურაცხყოფა;
  • შანტაჟი;
  • დამცირება;
  • ბულინგი;
  • ვინმეს დაეჭება საკუთარ შესაძლებლობებში;
  • ვინმეს რელოგიური რწმენის გამოყენება მათი შანტაჟისთვის და სხვა.
  1. სექსუალური ძალადობა აერთიანებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც გარკვეული სახით შეურაცხყოფს სხვა პირს, ეს შეიძლება მოხდეს:
  • სურვილის არ ქონის მიუხედავად შეხებით;
  • დასტვენით;
  • არასასურველი საუბრებით;
  • ვულგალური ჟესტებით;
  • ძალადობრივი სქესობრივი კავშირით - ეს შეიძლება იყოს, როგორც დაქორწინებულ, ასევე სხვა პირებს შორის.
  1. რაც შეეხება ეკონომიკურ ძალადობას, ეს არის ქმედება, რომელიც იწვევს შეზღუდებს ისეთ მოცემულობებზე, როგორიცაა:
  • საცხოვრებელი ადგილი;
  • საკვების მიღების უფლება;
  • საკუთრების უფფლება;
  • სასურველი შრომის უფლება;
  • კუთვნილი წილის უფლება და სხვა.

ზევით აღნიშნული ძალადობრივი ფორმები საქართველოს ისტორიისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საბჭოთა კავშირის პერიოდისთვის, უცხო არ იყო და ამას ბევრი ფაქტი მოწმობს. ქართველი ისტორიკოსი, ვახტანგ გურული, საბჭოთა კავშირს აფასებს შემდეგი სიტყვებით: [3] “საბჭოთა კავშირი თავიდან ბოლომდე დაფუძნებული იყო ტყუილსა და ძალადობაზე”. აღნიშნული ძალადობის გამოვლინების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რელიგია და მისი ხელმიუწვდომლობა, ვინაიდან საბჭოთა კავშირში რელიგიის მიმდევრობა ან აკრძალული იყო, ან უბრალოდ სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა. ასევე ძალადობა გამოიხატებოდა ხალხის თავისუფალი ნების თუ ქმედების გამოხატვაში, ვინაიდან “სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.”[4] აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობას არ შეეძლო თავისი სურვილისამებრ გადაადგილება, უკამყოფილების გამოთქმა თუ სხვა, ვინაიდან ამ ქმედებებს სავალალო შედეგები მოჰყვებოდა. მსგავსი ხასიათის “დამაშინებელი” მოცემულობა ასევე იყო “ქურდული სამყარო” და მსგავსი დაჯგუფებები, რომლებიც ხალხს ატერორებდნენ თავიანთი სურვილისამებრ მოქმედებდნენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ბანდფორმირებები ხშირად ანხორციელებდნენ თავდასხმას ოსებზე, რომელთა მტკიცებითაც 1989 წლიდან ქართველებმა 300-ზე მეტი ოსის სიცოცხლე იმსხვერპლეს.[5]

საბჭოთა პერიოდში ამ ძალადობის ტიპებთან ერთად, ასევე ხშირად ხვდებოდნენ ქალის მოტაცებას, რაც ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა. მამაკაცი თავისი სურვილისამებრ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს იტაცებდა, რის შემდეგაც უკვე ამ გოგოს უკან დაბრუნება “სირცხვილად” ითვლებოდა. სამწუხაროდ, ეს რეალობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად არ გამქრალა და დღესაც კი ვაწყდებით მსგავს ძალადობას, რომელიც შეიძლება თავისი ოთხივე სახის გამაერთიანებელიც კი იყოს. მსგავსი სახის მოვლენებს ხშირად ეხმაურები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მმართველ პარტიებს მოუწოდებს დამაზიანებელი ჩვეულებების და პრაქტიკების აღმოფხვრისკენ. [6]

თანამედროვე პერიოდის საქართველოში ზევით განხილული ძალადობის გამოვლინების სახეები გარკვეულწილად შეცვლილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აღმოფხვილი/დამარცებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად აღრიცხავს და კვლევების მიხედვით წარმოგვიდგენს ანგარიშს, სადაც დეტალურად არის განხილული არსებული დაფიქსირებული ძალადობის თუ კრიმინალის ფაქტები. 2016 წლისთვის საქართველოში ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით 4660 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 336 სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ იყო. ეს ყოველივე აღნიშნული მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება 689 დანაშაულით. [7] რაც შეეხება 2018 წლის კვლევის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულის რაოდენობამ 7305-ს მიაღწია, გასულ წელთან შედარებით 4184-ით მეტს. ოჯახური ძალადობის ფაქტები კი 2308-ით გაიზარდა. რაც შეეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულს, კონკრეტულად კი გაუპატიურებას, დანაშაულის რაოდენობა 73.68%-ით მეტია.[8]

ამ მონაცემებთან ერთად, ასევე არსებობს სხვადასხვა წყაროებიც, მათ შორის 2013 წელს გაეროს ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევა. ამ კონკრეტულ ნაშრომში თავმოყრილია საზოგადოებაში არსებული ცოდნის დონე სხვადასხვა ძალადობის ფორმის შესახებ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მთლიანობაში მოსახლეობა ძალადობის ფიზიკურ და სექსუალურ ფორმებზე უფრო ფლობს ინფორმაციას, ვიდრე ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურზე. [9]

შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ განსხვავებულ პერიოდში ხალხის დამოკიდებულობა და ცნობადობის დონე იზრდება. თუმცა იმის უარყოფა, რომ საბჭოთა კავშირმა საქართველოს მოსახლეობის აზროვნებაზე დიდი გავლენა იქონია არა მართებული იქნება, რაც “მოტაცების” ტრადიციის მაგალითითაც მყარდება, შესაბამისად ამ კვლევით საინტერესო იქნება შევადაროთ ამ ორი საზოგადოების წარმომადგენელთა ძალადობის აღქმა.

2. კვლევის მიზანი

აღნიშნული კვლევის მიზანია:

ძალადობის, როგორც დანაშაულებრივი ქმედების აღქმა საზოგადოების ორ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა, სისტემის წევრ ადამიანებში.

3. კვლევის ამოცანები

შევისწავლოთ საზოგადოებისთვის ცნობილი ძალადობის ფორმები.

მივიღოთ ინფორმაცია იმ მიზეზებზე, რომლებიც შეიძლება იყოს ძალადობრივი ქმედების მაპროვოცირებელი, გამომწვევი.

გავიგოთ საზოგადოების წევრებისთვის დასაშვები ის ქცევები, რომლებიც რეალურად ძალადობის რომელიმე კონკრეტულ ფორმას მიეკუთვნება.

მივიღოთ ინფორმაცია იმ სიტუაციებზე, რომლის დროსაც ძალადობის ფორმირების გამოყენება დასაშვებად მიიჩნევა.

4. ჰიპოთეზა

კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, როგორც საბჭოთა, ასევე პოსტსაბჭოთა პერიოდის წარმომადგენელი პირებისთვის, ფიზიკური ძალადობის ფორმაა ცნობილი.

ასევე კვლევა გვიჩვენებს, რომ ძალადობის ყველა ფორმის მიმართ ტოლერანტობით საბჭოთა კავშირის პერიოდში აღზრდილი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება პოსტსაბჭოთა პერიოდში აღზრდილი ადამიანების რაოდენობაზე.

5. მეთოდოლოგია

მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევა არის ანალიტიკური ხასიათის. კვლევის განხორციელებისთვის გამოვიყენებთ რაოდენობრივ მეთოდს, რაც საშუალებას მოგვცემს არსებული მდგომარეობა კარგად შევისწავლოთ.

5.1 რაოდენობრივი კვლევა

მეთოდი და ინსტრუმენტები

რაოდენობრივი კვლევისას მივმართავთ მასობრივ გამოკითხვას, კონკრეტულად კი ანკეტირებას - თვითადმინისტრირებას. თავდაპირველად ჩატარდება პილოტური კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს ხარვეზების არსებობის შემთხვევაში გამოვასწოროთ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვება კითხვარი ინტერნეტში. კითხვარი შემუშავებული იქნება Google form-ში. მასობრივი გამოკითხვის დასრულების შემდეგ მიღებული მონაცემები დამუშავებული იქნება პროგრამა SPSS-ის საშუალებით.

სამიზნე ჯგუფი და შერჩევა

მოცემული კვლევის მიზნიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი არსებული რესურსები შეზღუდულია ანკეტირება ჩატარდება 100 ან მეტ რესპოდენტთან. რესპოდენტები არა ალბათური შერჩევის სახით იქნებიან შერჩეულნი, ვინაიდან მათი ასაკი შეზღუდულია 18-დან 54 წლამდე. თუმცა უფრო რომ დავკონრეტდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კვლევა ინტერნეტის საშუალებით ტარდება, გამოვიყენებთ მოსახერხებელ (Convenience) კატეგორიის შერჩევის მეთოდს - Uncontrolled instrument distribution-ს. აღნიშნული მეთოდი თავისი შინაარსით მოიცავს, რომ კითხვარი ინტერნეტში, კონკრეტულ საიტებზე, იდება, სადაც შემდეგ ხალხს მისი შევსება შეუძლია. შესაბამისად კვლევაში მონაწილე პირები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, სურთ თუ არა კითხვარის შევსება. ამ შერჩევის სახელიდან გამომდინარე, რთულია გავაკონტროლოთ თუ ვინ გვპასუხობს კითხვებზე, მაგრამ ამ მოცემულობას უშუალოდ ვაკონტროლებთ კითხვარის დახმარებით, რომელშიც გამოყენებულია ფილტრი კითხვები.

6. სამიზნე ჯგუფი

როგორც უკვე იქნა აღნიშნული, კვლევის სამიზნე ჯგუფი არის საქართველოს მოსახლეობა. რაოდენობრივი კვლევის გამოყენებით გამოკითხული იქნება 100-ზე მეტი ადამიანი ადამიანი. გამოკითხულები იქნებიან ადამიანები, რომელთა ასაკიც მერყეობს 18-დან 54 წლამდე, თუმცა რესპოდენტები დაყოფილნი იქნებიან 2 ასაკობრივ ჯგუფად: 1) 18-დან 30 წლის ჩათვით და 2) 31-დან 54 წლის ჩათვლით. ამ დაყოფის ორი მიზეზი არსებობს:

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, საჭიროა რესპოდენტების დაყოფა მოხდეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში აღზრდის მიხედვით, ვინაიდან, როგორც ლიტერატურის მიმოხილვაშია განხილული საბჭოთა კავშირის სქართველოს უფრო ჩაკეტილი და ძალადობრივი შინაარსის იყო. შესაბამისად, იმ პერიოდში მოღვაწე ან მათ მიერ აღზრდილი შთამომავლობა შესაძლებელია უფრო ტოლერანტული აღმოჩნდეს ძალადობის მიმართ, ვიდრე პოსტ საბჭოთა საქართველოში აღზრდილი ხალხი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში ყოველდღიურ ნაბიჯზე აღარ ვხვდებით კრიმინალურ დაჯგუფებებს, შანტაჟს თუ სხვა სახის ძალადობებს. საზოგადოებას უფრო მეტი თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობები აქვთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ასეთი ასაკობრივი სახის განაწილება დაგვეხმარება უფრო ნათლად გავიგოთ და დავინახოთ ამ ორ სისტემაში მოღვაწე/აღზრდილი ხალხის ძალადობის აღქმის შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ რაოდენობრივი კვლევა, ანკეტირება ტარდება ინტერნეტის გამოყენებით, მოვიძიეთ ის ასაკობრივი ინტერვალი, რომელიც ყველაზე ხშირად იყენებენ მას და ეს წლოვანება სწორად 18-დან 54 წელია.[10]

7. მონაცემთა შეგროვება

აღნიშნული კვლევის შემთხვევაში მონაცემთა შეგროვება შემდეგი სახით არის დაგეგმილი: იმის შემდეგ რაც კითხვარი შედგენილი იქნება და ჩატარდება საპილოტო კვლევა, მოხდება ხარვეზების გამოსწორება/ჩამატება და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვება კითხვარის დასრულებული ვერსია ინტერნეტში. ამის შემდეგ 2-3 კვირა დაეთმობა მონაცემთა შეგროვებას.

აღნიშნული კვლევის მსვლელობის სავარაუდო გრაფიკი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

I-V კვირა დაეთმო მოსამზადებელ ეტაპს;

VI-VII კვირა დაეთმო კითხვარის შემუშავებას;

VIII-X კვირას კითხვარი გაშვებული იქნა ინტერნეტში;

XI კვირა დაეთმო მონაცემთა კოდირებას და შეყვანას;

XI-XV კვირა დაეთმო მონაცემთა დამუშავებას;

XVI კვირას კი მოხდა კვლევის შედეგების პრეზენტირება;

7.1 მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა შეგროვების შემდეგ, მიღებული პასუხები Google form-დან შემდეგ გადატანილი იქნება Exel-ში, სადაც მოხდება მიღებული შედეგების კოდირება. ამ ეტაპის შემდეგ პროგრამა SPSS-ში შეიქმნება ბადე, სადაც მიღებულ კოდირებულ ინფორმაციას შევიტანთ და შემდეგ უკვე მოხდება მიღებული შედეგების დამუშავება კვლევის შედეგებისთვის. მიღებული ინფორმაციის შემდეგ გრაფების ასაგებად ისევ მივმართავთ Microsoft Excel-ის პროგრამას, რომელიც უფრო თვალსაჩინოს გახდის კვლევის შედეგებად მიღებულ ინფორმაციას.

8. კვლევის შეზღუდვები

კვლევის ჩატარების ფარგლებში გამოვლინდა სხვადასხვა სახის შეზღუდვები, ეს შეზღუდვებია:

  • რესპოდენტთა მოძიება;
  • რესპოდენტთა გულწრფელობა;
  • რესპოდენტთა სიმცირის გამო შეუძლებელია შედეგების განზოგადება;
  • ელექტრონული გამოკითხვის გამო ასაკობრივი ჯგუფების თანაბარი რაოდენობის დაცვა.
  • ღია კითხვებში ჩაწერილი პასუხების გაკონტროლების შეუძლებლობა.

9. ეთიკური სტანდარტები

კვლევის ჩატარებისას დაცული იყო ეთიკური სტანდარტები, კონკრეტულად კი:

  • კვლევის მიზნის გამხელა - კვლევაში მონაწილეობამდე პოტენციურ რესპოდენტებს ვუმხელთ ჩვენი კვლევის მიზანს, რათა იცოდნენ რა თემასთან მოუწევთ მუშაობა.
  • ნებაყოფლობითი მონაწილეობა - კვლევაში ყველა პირმა განაცხადა მონაწილეობაზე სურვილი, რაოდენობრივის შემთხვევაში ანკეტის შევსებაზე, ხოლო თვისებრივის შემთხვევაში კი ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობაზე.
  • ანონიმურობა და კონფიდენციალურობა - ყველა რესპოდენტის სახელი, გვარი თუ ის მონაცემები, რომლებიც მის იდენთიფიკაციაში დაეხმარება ვინმეს არ იქნება გამხელილი.

10. კვლევის შედეგები

დემოგრაფიული ნაწილი

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 164 ადამიანმა და მათ შორის გენდერული თანასწორობა თითქმის სრულიად დაცული იყო: 78 მამაკაცი და და 85 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. რაც შეეხება მათ ასაკობრივ ჯგუფს, როგორც კვლევის, მიზანსა და სამიზნე ჯგუფის ქვეთავში იყო განსაზღვრული, გამოკითხულნი იყვნენ 18-დან 54 წლამდე ადამიანები, რომელიც ორ ჯგუფად: 18-დან 30 წლამდე (84 რესპოდენტი) და 31-დან 54 წლმადე (80 რესპოდენტი). გამოკითხულთა უმრავლესობას - 62%-ს უმაღლესი განათლება აქვს მირებული, დანარჩენს საშუალო (23%) და პროფესიული (13%). რაც შეეხება მათ ოჯახურ სტატუს, უმრავლესობა ან დასაოჯახებელი-არასდროს დაოჯახებულია (54%) ან უკვე დაოჯახებულია (35%). კვლევის ფარგლებში ასევე დავინტერესდით, გაგვეგო ის რეგიონები, სადაც რესპოდენტებს ყველაზე დიდი დრო ჰქონდათ გატარებული. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (52%) თბილისიდანაა, შემდეგ მოდის კახეთი 11%-ით. დანარჩენი მაჩვენელებელი კი სხვადასხვა რეგიონზეა გადანაწილებული მცირე რაოდენობებით. რაც შეეხება რესპოდენტთა რელიგიურ აღმსარებლობას 82% მართმადიდებელი, 10% კი არც ერთ სარწმუნოებას მიაკუთვნებს თავს.

10.1 საზოგადოებისთვის ცნობილი ძალადობის ფორმები.

კვლევის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე ცნობილი ძალადობის ფორმა ფიზიკური ძალადობაა (86%), რასაც შემდეგ თანამაბარი პროცენტული მაჩვენებლით თან მოსდევს სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა ძალიან დიდ ნაწილს - 62%-ს არ აქვს ინფორმაცია ეკონომიკურ ძალადობაზე.

განათლების დონის მიხედვით ჩამოთვლილი ძალადობის მიმართ ინფორმაციის ქონის განხილვისას აღმოჩნა, რომ ყველაზე მეტად ინფორმაციას ამ ფორმებზე უმაღლესი განათლების მქონე პირები ფლობენ, შესაბამისად ეს მოცემულობა ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობას. ის ადამიანთა თვალსაწიერს ზრდის და უკეთ ეხმარება დანაშაულის ამოცნობაში.

ასაკობივი ჭრილის მიხედვით საინტერესოა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რომლის მიხედვითაც პოსტ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეთათვის უფროა ის ცნობილი, ვიდრე უფროსი თაობისთვის. ქვევით მოცემულია დიაგრამა, რომელზეც ასახულია რესპოდენტთა რაოდენობა, რაც გვიჩვენებს კონკრეტულ პასუხებზე მათ რაოდენობრივ გადანაწილებას.

მონაცემთა დამუშავებისას ასევე გამოვლინდა, რომ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ფორმად ფიზიკურ ძალადობას მიიჩნევენ (52%), შემდეგ კი ფსიქოლოგიურს (28%). ხოლო ყველაზე მძიმე დანაშაოულად გამოკითხული პირები სექსუალურ (36%) და ფსიქოლოგიურ ძალადობას (31%) მიიჩნევენ. თვალშისაცემია, ასევე ის ფაქტი, რომ ეკონომიკურ ძალადობას მხოლოდ 1% მიიჩნევს მძიმე დანაშაულად. ამ ტიპის ძალადობაზე საუბრისას ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ რესპოდენტებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა შემდეგ კითხვაზე: “მშობლების მიერ ქონების დატოვება შვილის სქესის მიხედვით არის თუ არა ძალადობა?” ამ აზრს ეთანხმება 34%, ხოლო არ ეთანხმება და პასუხის გაცემა გაუჭირდა 33%-33%-ს. ადამიანთა უმრავლესობა (34%), ვინც ამ დებულებას დაეთანხმა, ფიქრობს, რომ ეს არის ეკონომიკური და ასევე ფსიქოლოგიური (29%) ძალადობა. ამ მოცემულობის სქესის ჭრილში განხილვისას, აღმოჩნდა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად აღიქვამენ ძალადობად, კონკრეტულად კი ფსიქოლოგიურად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ქალების ქონებრივი უფლებები უფრო შელახულია და შესაბამისად მათ ეს პრობლემა აწუხებთ.

უშუალოდ, რომ განვიხილოთ თითოეული ძალადობის ფორმა და საზოგადოების დამოკიდებულება, თუ რომელ ქმედებას მიაკუთვნებენ ამა თუ იმ ძალადობის სახეს შეგვიძლია დავიწყოთ ფიზიკური ძალადობით. კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფიზიკურ ძალადობას ცემა წარმოადგენს და ამ აზრს გამოკითხულთა 79% ეთანხმება. ამ მაჩვენებელს თან მოჰყვება წამება (71%) და შემდეგ უკვე ცივი იარაღის გამოყენება (58%). ამ პასუხებიდან ნათელი ხდება, რომ მოსახლეობა ისეთი “მცირე” დაზიანებების მიმართ, როგორიცაა დაკაწვრა, ნივთების დარტყმა, ხელის გარტყმა და ა.შ ძალადობის ფორმად ნაკლებად აღიქვამს. თუმცა აუცილებლად უნდა განვიხილოთ ეს მონაცემები ასაკობრივი ჯგუფის ჭრილში, რის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ 18-დან 30 წლამდე საზოგადოების წარმომადგენელნი უფრო მეტად იცნობენ და აღიქვამენ ფიზიკურ ძალადობის ფორმად იმ ქმედებებს, რომლებიც ეკუთვნის მას. ქვევით მოცემულია გრაფა, სადაც ნაჩვენებია ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, კონკრეტული ფიზიკური ძალადობის ქმედების არჩევის/მითითების პროცენტული მაჩვენებელი.

ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში, რესპოდენტთა უმრავლესობა მას ბულინგს (58%), დაცინვას (55%) და სიტყვიერ შეურაცხყოფას (50%) მიაკუთვნებს. გამოკითხული პიროვნებები ნაკლებად აღიქვამენ ფსიქოლოგიურ ძალადობად ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: ვინმეს დაეჭვება მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში (27%) და ვინმეს დაეჭვება რეალობის ადექვატურ აღქმაში (23%). ასაკობრივ ჯგუფებში განხილვისას აღმოჩნდა, რომ ზევით აღნიშნული 23%-ის 76%-ს პოსტ საბჭოთა საქართველოში აღზრდილი ადამიანები შეადგენენ. შესაბამისად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნათელი ხდება, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში აღზრდილი ხალხი ასეთ ქმედებებს ფსიქოლოგიურ ძალადობად არ მიიჩნევენ. გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს არც ერთი ქმედება მიაჩნია აღნიშნული ძალადობის ფორმად.

კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს, რომ სექსუალურ ძალადობად რესპოდენტთა 79%-ს სექსუალური კავშირის დამყარება მიაჩნია რომელიმე მხარის სურვილის არ ქონის მიუხედავად. თუმცა აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ 46%-სღა მიაჩნია სქესობორივ ძალადობად ეს ქმედება იმ შემთხვევაში თუ წყვილი ქორწინებაში იმყოფება. გამოკითხულთა ძალიან მცირე ნაწილი (4%) მიიჩნევს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა დასტვენა და მანქანის დასიგნალება სქესობრივ ძალადობად. ასაკობრივი ჯგუფების შედარებით, აღმოჩნდა რომ 18-დან 30 წლამდე ადამიანები უფრო მეტად აღიქვამენ კითხვარში ჩამოთვლილ ქცევებს სექსუალურ ძალადობად, ვიდრე 31-დან 54 წლმადმე პირები. მათი პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ პასუხზეა თანაბარი და ეს სქესობრივი კავშირის დამყარებაა, რომელიმე პიროვნების სურვილის არ ქონის მიუხედავად.

რაც შეეხება ეკონომიკურ ძალადობას, გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ ის სასურველი შრომის აკრძალვით გამოიხატება. ნორმალური განვითარების საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა კი მხოლოდ 42%-ს მიაჩნია ამ სახის ძალადობად.

ამ ყველაფერთად ერთად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ 21%-ს მიაჩნია ძალადობად მემკვიდრეობით ქონების მხოლოდ ერთი შვილისთვის დატოვება და ამ მაჩვენებლიდან უმრავლესობა (57%) მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ისინი უფრო ხშირად დგებიან ამ პრობლემის წინაშე და შესაბამისად მათ უფრო აწუხებთ ეს ვითარება ვიდრე მამაკაცებს. ასაკობრივ ჭრილში განხილვის შემდეგ ეკონომიკური ძალადობის შემთხვევაში, რესპოდენტთა აზრები ძირითადად მსგავსია ერთმანეთის. განსხვავება შეინიშნება იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოთა კავშირში აღზრდილი ხალხის მცირე ნაწილს მიაჩნია ეკონომიკურ ძალადობად საცხოვრებელი ადგილით შეზღუდვა და ასევე სასურველი შრომის აკრძალვა. ამავდროულად 31-დან 54 წლამდე ადამიანების უფრო დიდი ნაწილი ეკონომიკურ ძალადობად მიიჩნევს საკუთრებაზე უფლების შეზღუდვას, ვიდრე პოსტ საბჭოთა საქართველოში აღზრდილი რესპოდენტები.

ამ კვლევის ფარგლებში ასევე დავინტერესდით გაგვეგო ხალხის მოსაზრება განქორწინებაზე, იმ შემთხვევაში თუ მათ შორის მოხდა ზევით განხილული ნებისმიერი სახის ძალადობა. აღმოჩნდა, რომ მსგავს შემთხვევაში განქორწინებას სრულიად ეთანხმება 30% და საინტერესო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ პასუხზე დაოჯახებული რესპოდენტების პასუხების მხოლოდ 11%-ი მოდის. ვინაიდან მათი უმეტესობა ამ საკითხს მეტ-ნაკლებად ეთანხმება. ასევე მნიშვნელოვანია ავღინიშნოთ ის ფაქტი, რომ დაოჯახებული ხალხის 23% ფიქრობს, რომ ოჯახში ნებისმიერი სახის ძალადობის განხორციელების მიუხედავად წყვილი არ უნდა დაშორდეს.

აქვე, რომ განვიხილოთ რესპოდენტთა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რომელი სქესის წარმომადგენელი ხდება ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 68%-ის აზრით, ესენი მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური (34%), ფიზიკური (29%) და სექსუალური (28%) ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მიაჩნია, რომ ქალები ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 9%-ს აღწევს. თუმცა მამრობითი სქესის წარმომადგენელთა შემთხვევაში რესპოდენტების დიდი ნაწილს (59%) მიაჩნია, რომ ისინი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ყველაზე ხშირად.

10.2 ძალადობის გამომწვევი მიზეზები, საზოგადოებისთვის დასაშვები ქცევები და სიტუაციები.

კვლევის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ასევე დავინტერესდით გაგვეგო საბჭოთა და პოსტ საბჭოთა საქართველოში აღზრდილი ხალხის შეხედულება იმის შესახებ თუ რა შეიძლება ყოფილიყო ძალადობრივი ქმედებების გამომწვევი მიზეზები. მათი საერთო პასუხით, ყველაზე ხშირად (13%) ძალადობის გამომწვევი მიზეზი სხვაზე უპირატესობის მოპოვების სურვილი, ფსიქოლოგიური არასტაბილურობა და დაბალი შეგნების დონეა. რასაც შემდეგ უკვე 11%-ით თან მოსდევს აფექტის მდგონარეობა და აგრესიულობა. რესპოდენტთა ყველაზე ნაკლები (4%) მიიჩნევს, რომ ძალადობის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ტრავმა და პროვოკაციაზე წამოგება (5%). ასაკის ჯგუფის მიხედვით განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები აქვთ, თუმცა დიდი განსხვავებაა ტრავმის შემთხვევაში, სადაც 18-დან 30 წლამდე ხალხს (70%) მიაჩნია, რომ ეს კონკრეტული მიზეზი შეიძლება იყოს ძალადობის გამომწვევი მიზეზი.

შემდეგი საკითხი, რაზეც პასუხის მიღება გვსურდა იყო თუ რომელ ქმედებებს მიიჩნევდნენ რესპოდენტები დასაშვებად და აქ გამოკითხულთა უმრავლესობამ, კონკრეტულად კი 31%-მა აღნიშნა - არც ერთი. შემდეგ უკვე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა (10%), დასტვენა და მანქანის დასიგნალება (7%). ასევე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ რესპოდენტთა 3% დასაშვებად მიიჩნია ისეთი მოქმედება, როგორიცაა სექსობრივი კავშირის დამყარება მხოლოდ მათი სურვილისამებრ.

ასაკის ჭრილში, რომ განვიხილოთ ზევით მიღებული შედეგები, აღსანიშნია, რომ ძირითადად ძალადობრივი ქმედებებისკენ ტოლერანტობით საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბადებული და აღზრდილი ხალხი გამოირჩევა. მათი წვლილი ზევით მიღებულ შედეგებში შემდეგნაირია: ხელის გარტყმა - 64%, სიტყვიერი შეურაცხყოფა - 65%, ხელის კვრა - 75%, მანქანით დასიგნალება ა.შ. თუმცა გარკვეულ ქმედებებში პოსტ საბჭოთა თაობის წარმომადგენლები უფრო მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ, მაგრამ ამ ქმედებებს საერთო გრაფაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პირთა რიცხვი საკმაოდ მცირეა. მონიშნული “არც ერთი” ქმედებიდან 18-დან 30 წლამდე გამოკითხულთა წილი 59%-ია, ხოლო უფროსი თაობის 41%.

აღნიშნული კვლევის შედეგად, ასევე ნათელი გახდა, რომ ის სიტუაცია, რომლის დროსაც რესპოდენტებს ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოყენება დასაშვებად მიაჩნიათ არის თავდაცვის მიზნით და ეს პასუხი გამოკითხულთა 40% გვიპასუხა. ამას პროცენტული მაჩვენებლით თან მოჰყვება ომის პერიოდი (28%) და ჩხუბის დროს (11%). არც ერთ შემთხვევაში ძალადობის გამოყენება დასაშვებად არ მიაჩნია გამოკითხულთა 9%, სადაც ქალთა რაოდენობა მამაკაცებისას 2-ჯერ აღემატება.

11. დასკვნა

კვლევის დასკვნით ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული 164 ადამიანიდან 3-ის გარდა ყველას სმენია ერთი ან რამდენიმე ძალადობის ფორმის შესახებ, თუმცა ყველაზე ნაკლები ცნობადობით ეკონომიკური ძალადობა გამოირჩევა. რაც შეეხება ჩვენ მიერ განსაზღვრულ და არჩეულ ასაკობრივ ჯგუფებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენდნენ საბჭოთა და პოსტ საბჭოთა საქართველოს, აღმოჩნდა, რომ 18-დან 30 წლამდე რესპოდენტები უფრო მეტად იაზრებენ და ცნობენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ თუ ეკონომიკურ ძალადობებს და შესაბამისად მათ დამახასიათებელ ქმედებებს. ყველაზე ცნობად ძალადობრივ ქმედებებად გამოვლინდა: ცემა (79%) და წამება (71%), ბულინგი (58%) და დაცინვა (55%), სქესობრივი კავშირის დამყარება კონკრეტული პირის სურვილის არ ქონის მიუხედავად (79%) და ასევე არასასურველი შეხება (51%), საბოლოოდ კი სასურველი შრომის აკრძალვა (45%) და ნორმალური განვითარების საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა (42%). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბჭოთა კავშირში აღზრდილი რესპოდენტები ფსიქოლოგიურ ძალადობას ნაკლებად იცნობენ - 121 ადამიანიდან მხოლოდ 51-ი, რაც იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ მათთვის ეს ქმედებები დასაშვებია ან უბრალოდ ვერ ხედავენ დანაშაულებრივი კუთხით. ამ ყველაფერთან ერთად ასევე გამოიკვეთა, რომ ძალადობის მსხვერპლი უფრო ხშირად 68%-ით მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხდებიან და ეს ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობაა.

შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გამოიკვეთა იყო მიზეზები, რომლებიც შეიძლება ძალადობრივი აქტების გამომწვევი ყოფილიყო. ქვევით გრაფაზე პროცენტულ მაჩვენებლებში დეტალურადაა განხილული რესპოდენტთა მოსაზრებები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც პოსტ საბჭოთა საქართველოს წარმომადგენლები უფრო გაცნობიერებულნი არიან, ვინაიდან მათი პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ყველა აღნიშნულ შემთხვევაზე მაღალია, ვიდრე საბჭოთა კავშირში აღზრდილი ხალხის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პასუხი “სხვაზე უპირატესობის მოპოვება”, სადაც მათი მაჩვენებელი 12%-ით აღემატება უფროსი თაობისას ან “ტრავმა”, სადაც განსხვავება 50%-ია. ეს კი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 31-დან 54 წლამდე ადამიანები ძალადობის მიმართ უფრო ტოლერანტულები არიან და ამას შემდეგ განხილული მონაცემებიც გვიჩვენებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე ჩვენ ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა არის იმ ქცევების დადგენა, რომელიც საზოგადოებას დასაშვებად მიაჩნია, თუმცა მათი შინაარსიდან გამომდინარე ისინი ძალადობრივ ქმედებებს მიეკუთვნებიან. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლოსობა (31%) არც ერთ ქცევას დასაშვებად არ მიიჩნევს, თუმცა ამის შემდეგ ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აქვს (10%). ამ აღნიშნულ 10%-ში საბჭოთა კავშირში აღზრდილი ხალხის წილი 65%-ია, შესაბამისად ეს მათ ჩვევებზეც მეტყველებს. თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები ნაკლებად იცნობენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ნათელი ხდება, რომ ეს მათთვის მისაღებ ქცევებშიც გამოიხატება. ქვევით გრაფაზე ასაკის ჭრილით განხილულია ის პროცენტული მაჩვნებლები, თუ რა წვლილი მიუძღვით ამ ადამიანებს ამა თუ იმ ქმედების საერთო პროცენტული მაჩვენებლის მიღებაში.

ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ სიტუაციებზე, რომლის დროსაც კონკრეტული სახის ძალადობა რესპოდენტებს დასაშვებად მიაჩნიათ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს სიტუაცია ძირითადად თავდაცვის შემთხვევა (40%) და ომის პერიოდია (28%). მხოლოდ 2%-ს მიაჩნია ძალადობრივი ქმედების გამოყენება მიზანშეწონილად, როდესაც მათ ადამიანი კონკრეტული მიზეზის გამო არ მოსწონთ.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ გამოთქმული ორივე ჰოპოთეზა გამართლდა. ვინაიდან მართლაც:

ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის ყველაზე ცნობილი ძალადობის ფორმა ფიზიკური ძალადობა აღმოჩნდა. სულ 146 ადამიანიდან 141-ს მის შესახებ სმენია და აქედან 74 პოსტ საბჭოთა სისტემის წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 67 საბჭოთა კავშირში აღზრდილი პიროვნებაა.

მეორე ჰიპოთეზის შემთხვევაში კი, კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ 31-დან 54 წლამდე ადამიანები სხვადასხვა ფორმის ძალადობის მიმართ უფრო ტოლერანტულები არიან, განსაკუთრებით კი ეს ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაშია.

12. დანართი

დანართი 1. კითხვარი

D1. თქვენი სქესი?

  1. მდედრობითი
  2. მამრობითი
  3. უარი პასუხზე

D2. თქვენი ასაკი?

  1. 18-30
  2. 31-54

D3. თქვენი განათლების უმაღლესი დონე?

  1. საშუალო
  2. უმაღლესი
  3. პროფესიული
  4. არ მაქვს მიღებული
  5. უარი პასუხზე

D4. თქვენი ოჯახური სტატუსი?

  1. დასაოჯახებელი - არასდროს დაოჯახებული
  2. განქორწინებული / დაცილებული
  3. დაოჯახებული
  4. ქვრივი
  5. უარი პასუხზე

D5. გთხოვთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მონიშნეთ ის რეგიონი, სადაც ყველაზე დიდი დრო გაქვთ გატარებული.

  1. თბილისი
  2. ქვემო ქართლი
  3. შიდა ქართლი
  4. მცხეთა-თიანეთი
  5. სამცხე-ჯავახეთი
  6. რაჭა-ლეჩხუმი
  7. სამეგრელო-ზემო სვანეთი
  8. კახეთი
  9. გურია
  10. იმერეთი
  11. აჭარა
  12. აფხაზეთი
  13. უარი პასუხზე

D6. რომელი რელიგიის აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს?

  1. ქართულ, რუსულ ან ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას
  2. სომხურ სამოქალაქო ეკლესიას
  3. კათოლიკურ ეკლესიას
  4. პროტესტანულ ეკლესიას
  5. სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობას ან სექტას (იაჰოვას მოწმეები, მორმონები და ა.შ)
  6. ისლამს
  7. იუდაიზმს
  8. არცერთს
  9. უარი პასუხი

D7. რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნებთ თავს?

  1. ქართველი
  2. აზერბაიჯანი
  3. სომეხი
  4. რუსი
  5. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  6. უარი პასუხზე

Q1. რომელია თქვენთვის ცნობილი ძალადობის ფორმები?

(შესაძლებელია რამოდენიმე პასუხის მონიშვნა)

  1. ფიზიკური
  2. ფსიქოლოგიური
  3. სექსუალური
  4. ეკონომიკური
  5. არც ერთი
  6. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  7. უარი პასუხზე

Q2. თქვენი აზრით, საქართველოში რომელია ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმა?

(შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხის მონიშვნა)

  1. ფიზიკური
  2. ფსიქოლოგიური
  3. სექსუალური
  4. ეკონომიკური
  5. არც ერთი
  6. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  7. უარი პასუხი

Q3. გთხოვთ გვითხრათ, თქვენ რომელ ძალადობის ფორმას მიიჩნევთ ყველაზე მძიმე დანაშაულად?

(შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხის მონიშვნა)

  1. ფიზიკური
  2. ფსიქოლოგიური
  3. სექსუალური
  4. ეკონომიკური
  5. არც ერთი
  6. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  7. უარი პასუხზე

Q4. თქვენი აზრით, რომელი სქესის წარმომადგენელი ხდება უფრო ხშირად ძალადობის მსხვერპლი?

(შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხის მონიშვნა)

  1. მდედრობითი
  2. მამრობითი
  3. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  4. უარი პასუხზე

Q5. თქვენი აზრით, ყველაზე ხშირად რომელი ძალადობის ფორმის მსხვერპლნი ხდებიან ქალები?

(შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხი)

  1. ფიზიკური
  2. ფსიქოლოგიური
  3. სექსუალური
  4. ეკონომიკური
  5. არც ერთი
  6. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  7. უარი პასუხზე

Q6. თქვენი აზრით, ყველაზე ხშირად რომელი ძალადობის ფორმის მსხვერპლნი ხდებიან მამაკაცები?

(შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხის მონიშვნა)

  1. ფიზიკური
  2. ფსიქოლოგიური
  3. სექსუალური
  4. ეკონომიკური
  5. არც ერთი
  6. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  7. უარი პასუხზე

Q7. რომელ ქმედებას მიაკუთვნებდით ფიზიკურ ძალადობას?

(მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი)

  1. დაკაწვრა
  2. კბენა
  3. ყურის აწევა
  4. ფეხის ამორტყმა
  5. ხელის გარტყმა, კვრა
  6. ცემა
  7. წამება
  8. თავისუფლების აღკვეთა
  9. თქვენი მოვლის ქვეშ მყოფი პირისთვის საჭიროებებით არ მომარაგება
  10. ნივთების დარტყმა, სროლა
  11. ცივი იარაღის გამოყენება
  12. არც ერთი
  13. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  14. უარი პასუხზე

Q8. რომელ ქმედებას მიაკუთვნებდით ფსიქოლოგიურ ძალადობას?

(მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი)

  1. უგულებელყოფა / გარიყვა
  2. დაცინვა
  3. ბულინგი
  4. სიტყვიერი შეურაცხყოფა
  5. ვინმესთვის საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა
  6. ვინმეს დაეჭვება საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში
  7. ვინმეს დაეჭვება რეალობის ადექვატურ აღქმაში
  8. ვინმეს რელიგიური რწმენის გამოყენება მათი პროვოკაციისთვის, მანიპულირებისვის და ა.შ
  9. არც ერთი
  10. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  11. უარი პასუხზე
  12. სხვა:

Q9. რომელ ქმედებას მიაკუთვნებთ სექსუალურ ძალადობას?

(მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი)

  1. დასტვენა
  2. შეხება, სურვილის არ ქონის მიუხედავად
  3. მანქანით დასიგნალება
  4. სექსისტური კომენტარები
  5. ადევნება
  6. ვულგალური ჟესტები
  7. წამოძახილი, რომელმაც შეიძლება პიროვნებაში შეურაცხყოფის, უხერხულობის შეგრძნება გამოიწვიოს
  8. დაქორწინებულ წყვილს შორის, ერთი პარტნიორის სურვილის არ ქონის მიუხედავად სქესობრივი კავშირის დამყარება
  9. არასასურველი საუბრები
  10. ფიზიკური ხასიათის კონტაქტი
  11. შემაწუხებელი სატელეფონო ზარები
  12. კომენტარები და კითხვები გარეგნობასა და ჩაცმულობაზე
  13. კითხვები სექსუალურ ორიენტაციაზე
  14. სქესობრივი კავშირის დამყარება რომელიმე პირის არ ქონის მიუხედავად
  15. არც ერთი
  16. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  17. უარი პასუხზე

Q10. რომელ ქმედებას მიაკუთვნებთ ეკონომიკურ ძალადობას?

(მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი)

  1. საცხოვრებელი ადგილით შეზღუდვა
  2. საკვების მიღების უფლების შეზღუდვა
  3. ნორმალური განვითარების საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა
  4. საკუთრებაზე უფლების შეზღუდვა
  5. სასურველი შრომის აკრძალვა
  6. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლების შეზღუდვა
  7. კუთვნილი წილის მიღების შეზღუდვა
  8. მემკვიდრეობით ქონების მხოლოდ ერთი შვილისთვის დატოვება
  9. არც ერთი
  10. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  11. უარი პასუხზე
  12. სხვა:

Q11. რამდენად ეთანხმებით დებულებას: ოჯახში ნებისმიერი ძალადობის ფორმის განხორციელების შემთხვევაში წყვილი უნდა დაშორდეს?

  1. სრულიად ვეთანხმები
  2. მეტ-ნაკლებად ვეთანხმები
  3. მეტ-ნაკლებად არ ვეთანხმები
  4. სრულიად არ ვეთანხმები

Q12. თქვენი აზრით, მშობლების მიერ ქონების მემკვიდრეობით დატოვება შვილის სქესის მიხედვით არის თუ არა ძალადობა?

  1. კი
  2. არა
  3. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  4. უარი პასუხზე

Q13. რომელ ძალადობის ფორმას მიაკუთვნებთ ამ ქმედებას?

(შესაძლებელია რამდენიმე პასუხი)

  1. ფიზიკური
  2. ფსიქოლოგიური
  3. ეკონომიკური
  4. სექსუალური
  5. არცერთი
  6. არ ვიცი / უარი პასუხზე
  7. მიჭირს პასუხის გაცემა

Q14. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ძალადობრივი ქმედებების გამომწვევი მიზეზი?

(მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი)

  1. სხვაზე უპირატესობის მოპოვების სურვილი
  2. საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების მცდელობა
  3. ეკონომიკური სიდუხჭირე
  4. აფექტის მდგომარეობა
  5. პროვოკაციაზე წამოგება
  6. ტრავმა
  7. ფსიქიკური არასტაბილურობა
  8. აგრესიულობა
  9. დაბალი შეგნების დონე
  10. აღზრდის მეთოდი
  11. თავდაცვა
  12. არც ერთი
  13. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  14. უარი პასუხზე
  15. სხვა:

Q15. როგორც წესი, რომელი ქცევები მიგაჩნიათ დასაშვებად?

(მონიშნეთ მხოლოდ 5 პასუხი)

  1. ხელის გარტყმა
  2. ცემა
  3. სიტყვიერი შეურაცხყოფა
  4. დაკაწვრა
  5. კბენა
  6. ხელის კვრა
  7. ნივდებით სროლა, დარტყმა
  8. დასტვენა
  9. სექსისტური კომენტარები
  10. ვულგალური ჟესტები
  11. მანქანით დასიგნალება (კონკრეტული პირისკენ მიმართული)
  12. სექსუალურ ორიენტაციაზე კითხვების დასმა
  13. ზრდასრული ადაიანისთვის აკრძალვა: სადმე წასვლის, მუშაობის, თქვენთვის მიუღებელი აზრის გამოთქმის და ა.შ)
  14. ვინმეს დაეჭვება მის შესაძლებლობებში
  15. სქესობრივი კავშირის დამყარება მხოლოდ თქვენი სურვილისამებრ
  16. კონკრეტული პირის შეხება, მისი არცოდნის არ სურვილის არქონის მიუხედავად
  17. კონკრეტული პირზე ხმამაღლა კომენტარის გაკეთება, რაც მისთვის შეიძლება უსიამოვნო იყოს
  18. კონკრეტული პირისთვის საცხოვრებელი ადგილის შეზღუდვა
  19. კონკრეტული პირისთვის საკუთრებაზე უფლების შეზღუდვა
  20. არც ერთი
  21. სხვა:
  22. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  23. უარი პასუხზე

Q16. მონიშნეთ ის სიტუაციები, რომლის დროსაც ფიქრობთ, რომ დასაშვებია რომელიმე ძალადობის ფორმის გამოყენება

(მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი)

  1. კამათის დროს
  2. ჩხუბის დროს
  3. თავდაცვის მიზნით
  4. ომის პერიოდში
  5. გაღიზიანების შემთხვევაში
  6. როდესაც ადამიანი კონკრეტული მიზეზის გამო არ მოგწონთ
  7. სხვა:
  8. არც ერთი
  9. არ ვიცი / მიჭირს პასუხის გაცემა
  10. უარი პასუხზე

13. გამოყენებული ლიტერატურა

[1] კემბრიჯის ლექსიკონი. dictionary.cambridge.org/dictionary/english/violence (01.02.2019)

[2] ბერიკაშვილი ნანა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-ru-10---10-ka-50--00-3-about-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL1.8&d=HASH015a50d7a9e5d332d1510b97.13&gt=1 (წვდომის თარიღი 7/1/2019)

[3] ვახტანგ გურული. radiotavisupleba.ge/a/otsdakhuri-tseli-sabchota-kavshiris-gareshe/28205498.html (02.02.2019)

[4] “ყველაფერი საბჭოთა კავშირის შესახებ.” marshalpress.ge/archives/22905 (02.02.2019)

[5] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, “ადამიანის უფლებები საქართველოში 1991 წელს”. idfi.ge/ge/human_rights_in_georgia_in_1991

[6] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “გოგონათა მოტაცებასთან მიმართებით სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს” gyla.ge/ge/post/gogonata-motacebastan-mimartebit-sakhelmtsifos-diskriminaciuli-politika-unda-sheicvalos#_ftn1 (02.02.2019)

[7] შინაგან საქმეთა სამინისტრო. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2016 -2017 წელი. © 2018 ყველა უფლება დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. info.police.ge/uploads/5a90003a68923.pdf (წვდომის თარიღი 29/10/18)

[8] შინაგან საქმეთა სამინისტრო. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წელი. © 2018 ყველა უფლება დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. info.police.ge/uploads/5ba12ad771a1d.pdf (წვდომის თარიღი 29/10/18)

[9] გაეროს ბავშვთა ფონდი 2013. ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ. unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf?fbclid=IwAR2Z3GDJ9MRKgYF1XFWZEp8lwf1X6F56wgfGbBnEoiyomamMOaLyfO2RrY

[10] Statista, The Statistics Portal. “Distribution of Facebook users worldwide as of October 2018, by age and gender. statista.com/statistics/376128/facebook-global-user-age-distribution/ (24.10.2018)

ნახვა: 326

ტეგები: აღქმა, ილიაუნი, კვლევა, პროექტი, ძალადობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters