მშვიდობით ლენინ!

კურსი: ფილმების სოციოლოგიური ანალიზი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ნამგალაძე

სტუდენტი: ქეთევან პოპიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019

შესავალი

     ადამიანების უმრავლესობა მარტივად ექცევა სხვადასხვა ზემოქმედების ქვეშ. გარემო და სისტემა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, თითქმის მთლიანად შთანთქავს მათ. „ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას“. [1] ძირითადად, ნებისმიერი მმართველობის ფორმის ან იდეოლოგიის ჭეშმარიტ არსს მოსახლეობისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მის უკან დგანან, მხოლოდ თავდაპირველად აქვს მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც მისი შეფუთვა და მიწოდება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისაღებად მოხდება, განვითარების პროცესი მათგან დამოუკიდებლად წარიმართება. ხალხის დიდი ნაწილი კი ინერციით ემორჩილება იმ სისტემას, რომელიც დროთა განმავლობაში იმდენად ორგანული ხდება მათთვის, რომ უჭირთ მისგან თავის დაღწევა, მათთვის ძნელდება თუნდაც გაცნობიერება იმის, რომ რაღაც მიუღებელია და ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, როგორი წარმოდგენებიც თავდაპირველად შეუქმნეს მათ. ასეთი მდგომარეობა შეიძლება „სტოკჰოლმის სინდრომით“ აიხსნას, როცა ადამიანებს სიმპათია უჩნდებათ, ან ბრმად ემორჩილებიან იმას, რასაც მათთვის საზიანო შედეგები მოაქვს.

     ნებისმიერ ჩვენთვის ცნობილ იდეოლოგიას გააჩნია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თეორიულად გაანალიზებისას, შესაძლოა იდეალურადაც კი მივიჩნიოთ რომელიმე მათგანი. თუმცა პრაქტიკაში, სხვადასხვა ჭრილში განხილვისას, იმის მიხედვით თუ როგორ იცვალა ფორმა დროთა განმავლობაში, როგორი ზემოქმედება მოახდინა საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე, რამდენად გამართლდა იმ თვალსაზრისით, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, ვხვდებით, რომ საკმაოდ ბევრი ნაკლი აქვს. იდეალური სისტემის შექმნა საკმაოდ ძნელი და შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი არის იმის გათვალისწინებით, რომ ის უნდა მოერგოს  მთელ იმ საზოგადოებას, რომელზეც შემდეგ განხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მრავალფეროვანი არიან და ერთმანეთისგან განსხვავდებიან პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებით, ეკონომიკური მდგომარეობით, განათლების ხარისხით და ა. შ. გამორიცხულია ერთი იდეოლოგია მათთვის, ყველასთვის მისაღები აღმოჩნდეს და ამასთანავე, უკვე აღარც იდეალურად ჩაითვლება. სწორედ ამიტომ იდეოლოგიების უმრავლესობა, მათი ჭეშმარიტი გაგებით, გათვლილი და მორგებულია საზოგადოების დიდ ნაწილზე, ხოლო მოქმედების პროცესში ეს დიდი ნაწილიც მცირდება და დანარჩენთან ერთად, მომხრის პოზიციიდან დამორჩილებულის პოზიციაზე გადაინაცვლებს. მორჩილება კი იქამდე გრძელდება, სანამ ალტერნატივა არ გამოჩნდება არსებული სისტემის შესაცვლელად.

     ადამიანები სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველი იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც არსებული სტრუქტურის ორგანულ ნაწილად მიიჩნევენ თავს, სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად აქვთ და საკუთარ გონებაშიც კი არ შეუძლიათ იმის დაშვება, რომ იმას, რაც მათ იდეალურად მიაჩნიათ, შესაძლოა რამე ნაკლი ჰქონდეს. მეორე კატეგორიაში არსებული ადამიანები იმდენად იმედგაცრუებული და დაღლილი არიან, იმ ვითარებით, რომელშიც უწევთ ცხოვრება, რომ სასიცოცხლოდ სჭირდებათ ცვლილებები და გაუაზრებლად, ჩაძიების გარეშე თანახმა არიან ნებისმიერ ალტერნატივაზე. მესამე კატეგორიაში კი შეგვიძლია ის ადამიანები მოვიაზროთ, რომელთაც ეშინიათ ცვლილებების და არსებული სისტემა ურჩევნიათ ახალს, თუნდაც აცნობიერებდნენ, რომ მათი განვითარებისთვის დამაბრკოლებელია.   

სოციალიზმი და კაპიტალიზმი

     სოციალიზმი და კაპიტალიზმი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, ერთმანეთის საპირისპირო და ყველაზე მასშტაბურ იდეოლოგიებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მათგანმა შეძლო რადიკალურად შეეცვალა ადრე არსებული არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, არამედ ზოგადად ადამიანთა ცხოვრების სტილი, ცნობიერება და მსოფლმხედველობა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სხვა არსებული იდეოლოგიების მსგავსად, ამ ორ იდეოლოგიასაც გააჩნია მრავალი ძლიერი და სუსტი მხარე. თუმცა ერთერთი მთავარი ფაქტორი, ,რომელმაც მათი სიძლიერე განაპირობა ის არის, რომ საწყის ეტაპზე მთლიანად ორიენტირებული იყო ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე. ორივე სისტემა ხალხს სთავაზობდა თავისუფლებას, თუმცა სხვადასხვა გაგებით.

     სოციალისტური რეჟიმის მთავარი მიზანი ისეთი სამყაროს შექმნა იყო, სადაც მიღწეული იქნებოდა სრული თანასწორობა, რაც გულისხმობს საზოგადოებაში კლასობრივი დაყოფის არარსებობას და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ეკონომიკას. კაპიტალიზმის შემთხვევაში კი, ხალხისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით თავისუფლების მინიჭებას, რაშიც მოიაზრება კერძო ქონების ქონის უფლება და მათ მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური სისტემა. თუმცა, რა თქმა უნდა, მათი განვითარება ისე არ მოხდა, როგორც თეორიულად იყო განსაზღვრული და მრავალი გაუთვალისწინებელი შედეგი გამოიღო. სოციალისტური სისტემის შემთხვევაში, ამ გაუთვალისწინებელ შედეგში მოიაზრება ის, რომ სახელმწიფოს აქტიურმა ჩარევამ ეკონომიკურ და სხვა საკითხებში თუნდაც ხალხის საკეთილდღეოდ, გამოიწვია მათი  არა ერთმხრივ შეზღუდვა. კაპიტალისტური იდეოლოგიის შემთხვევაში კი, ასეთი მოულოდნელი განვითარება იყო მდიდრების მიერ კერძო საკუთრების დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება, რამაც გაამძაფრა ხალხს შორის ეკონომიკური სხვაობა და ხელი შეუწყო ადამიანთა მდიდარ და ღარიბ კატეგორიებად ჩამოყალიბებას.

     ამ ძირითადი ხარვეზების გარდა, ორივე იდეოლოგიას თითქმის თანაბრად ჰქონდა სხვა არა ერთი ნაკლი, თუმცა  კაპიტალიზმმა უპირატესობა მოიპოვა იმ თვალსაზრისით, რომ შეძლო არსებული ნაკლის დანახვა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა, რის შედეგადაც განვითარდა. რასაც ვერ ვიტყვით სოციალიზმზე, რომელმაც უარი თქვა დათმობებზე და არსებით ცვლილებებზე, რამაც მის დამოუკიდებლად არსებობას ხელი შეუშალა.

ფილმი „მშვიდობით ლენინ“

     ვოლფანგ ბეკერის ფილმში „მშვიდობით ლენინ“ ასახულია აღმოსავლეთ გერმანიაში სოციალიზმის კაპიტალიზმით ჩანაცვლების პროცესი, ასევე ხდება საბჭოთა კავშირისა და დასავლური ფასეულობების შედარება. ვხვდებით სამივე კატეგორიის ადამიანებს, რომელთა შესახებ შესავალში ვსაუბრობდი.  პირველი კატეგორიის ადამიანად შესაძლოა მივიჩნიოთ ერთ ერთი მოქალაქე, ბატონი განსკი, რომელიც მთავარ გმირს ალექსს, იმ დროს ხვდება, როცა ის ნაგვის ყუთში საკვების ძველ, საბჭოურ შეფუთვას ეძებს. ის მისტირის სოციალისტურ რეჟიმს შემდეგი სიტყვებით „აი, სადამდე მივედით, ნაგავში ვიქექებით“, მოგვიანებით კი სინანულით აღნიშნავს, რომ ტელევიზორში ბალეტსაც აღარ აჩვენებენ. ამ ადამიანისთვის ნებისმიერი ცვლილება მიუღებელია, რადგან ის სისტემა ,რომელშიც უწევდა ცხოვრება, ორგანული გახდა მისთვის თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. მეორე კატეგორიას თვითონ ალექსი, მისი და, არიანა და შეყვარებული ლარა შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ეს ადამიანები იმ ახალგაზრდების სახეს წარმოადგენენ, რომელთაც სასიცოცხლოდ ჭირდებოდათ სისტემის შეცვლა და მათთვის დასავლური ფასეულობები გაცილებით უფრო მისაღები,  იყო ვიდრე საბჭოური. ხოლო მესამე კატეგორიაში შეგვიძლია მოვიაზროთ ალექსის დედა ქრისტინა, რომელსაც შვილები მთელი ფილმის განმავლობაში უმალავდნენ ბერლინის კედლის დანგრევას და სოციალისტური რეჟიმის შეცვლას, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ქრისტინას ქმართან ერთად დასავლეთში უნდოდა წასვლა, თუმცა შვილების გამო შეუშინდა ამ ცვლილებას. ხაზი უნდა გაესვას ქრისტინას ქმრის ამბავსაც, რომელმაც იმის გამო გადაწყვიტა დასავლეთში წასვლა, რომ პარტიაში არ ყოფნის გამო ავიწროვებდნენ.

    ფილმში ჩანს თუ რამდენად იყო მზად აღმოსავლეთ გერმანიაში მოსახლეობის უმრავლესობა სიახლეებისთვის და დასავლეთთან კვლავ გაერთიანებისთვის. მზად ყოფნა მოვლენების სწრაფად განვითარებაში და ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირებაში გამოიხატა. როგორც მთავარმა გმირმა აღნიშნა მაღაზიები სამოთხედ იქცა, რაშიც პროდუქტის მრავალფეროვნება იგულისხმება და ჩანს ისიც, რამდენად დაღლილი იყო ხალხი ერთფეროვნებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სატელევიზიო გადაცემებზეც, სოციალიზმის დროს არსებული ერთფეროვნება ამ სფეროშიც შეიცვალა. ყველა სიკეთესთან ერთად, ადამიანებს დაუბრუნდათ არჩევანის თავისუფლება, მათ შეძლეს დამოუკიდებლად შეერჩიათ სამსახური, განათლება, მოგზაურობა, ჩაცმის სტილი და ა. შ. რის ნათელ მაგალითადაც ფილმში ალექსის და, არიანა გვევლინება, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო გადაწყვეტილების მიღება სწავლის მიტოვებასა და სამსახურის დაწყებაზე, მიეცა საშუალება ჰქონოდა მისი პირადი შემოსავალი. კიდევ ერთი საკითხი ,რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ქრისტინას მიერ დანაზოგის სახლში დამალვაა, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკში შენახვა უფრო ლოგიკური იქნებოდა. ეს შეგვიძლია იმის მინიშნებად ჩავთვალოთ, რომ გულის სიღრმეში ქრისტინა ბოლომდე არ ენდობოდა იმ სისტემას, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა და გრძნობდა იმის საშიშროებას, რომ შეიძლება ეს დანაზოგი მისთვის პრობლემად ქცეულიყო. რადგან სოციალისტურ სამყაროში არ შეიძლებოდა მდიდარი ადამიანის არსებობა, თუნდაც ეს სიმდიდრე საკუთარი შრომით ყოფილიყო მოპოვებული და ოდნავ აღმატებული სხვების ქონებაზე. როგორც ყველაფერს, ამ სიახლეებსაც ჰქონდა მეორე მხარე. რაშიც შეგვიძლია ინფლაცია მოვიაზროთ, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაზარალება მოჰყვა.

ფილმში გამოიკვეთა, რამდენად დიდი გავლენა იქონია სოციალისტურმა რეჟიმმა ადამიანების ფსიქიკაზე. თითოეულ მათგანს იმდენად ზღუდავდა არსებული იდეოლოგია, რომ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებსაც კი ვერ უმხელდნენ რეალურ შეხედულებებს და სურვილებს.  

 

ბიბლიოგრაფია:

გრეგ კალჰუნი, დონალდ ლაითი, სუზენ კელერი. 2008. სოციოლოგია. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. წიგნი (5/19/2019).

კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი. 1950. "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისთვის“. თბილისი: სახელგამი. argus.iliauni.edu.ge/uploads/134/134853.pdf (5/19/2019).

ვოლფგან ბეკერი. 2003.  ფილმი „მშვიდობით ლენინ!“. (5/19/2019).

სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო.  „კაპიტალიზმი და სოციალიზმი: დიდი სადაო საკითხები“. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. (5/19/2019).

---------------------------------

[1] კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი. 1950. "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისთვის“. თბილისი: სახელგამი. 414.

ნახვა: 700

ტეგები: ანალიზი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი, სოციოლოგია, ფილმი

ლაშა: ივნისი 7, 2019||11:37am

ილიაუნი, ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი კურსებით. დიდი ხანია ეს კურსი დაემატა?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters