თამუნია წერეთელი 

თამუნია წერეთელი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ის იყო არაერთი პოეტისა და მწერლის შთაგონება, მაგრამ მის სილამაზეს, მის შეუდარებელ მშვენიერებას ხელთუქმნელი ძეგლი მაინც ტიციანმა აუგო.


   ყველაფერი ასე დაიწყო: საჩხერელი თავადის, აკაკის უახლოესი მეგობრის, ბეჟან წერეთლის უმწრმეს ქალიშვილს ცუდი დრო წამოეწია. ახლობლებიდან ზოგი დაუხვრიტეს, ზოგმა კი თავს უშველა და საზღვარგარეთ გავიდა. ის კი დედასთან - ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილთან ერთად, მარტო შემორჩა ავი დროის მდინარებას.
   აკაკის ნათლულს პოეზიის მადლი და ანდამატი ბავშვობიდავე იზიდავდა, როცა ცნობილი ქუთაისელი მეცენატი ქალის, კატო ნიკოლაძი, მიერ მოწყობილ საღამოებზე აკაკის ნაწარმოებებს კითხულობდა და კითხულობდა ისე, რომ დიდ პოეტს ცრემლი ერეოდა, ხოლო სხვები აღტაცებასა და გაოცებას ვერ მალავდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულსა და ბავშვობაში დარჩენილიყო. 20-იანი წლების რეალობას კი დასაღუპად გაემზადებინა ეს საოცარი ქმნილება. დედა-შვილს შიმშილით სიკვდილი ელოდა, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა: ცნომილმა მეწარმემ ქებაძემ რუსთაველის პროსპექტზე მინერალური წყლების მაღაზია გახსნა და იქ მოლარედ სამი ულამაზესი ქალი მიიწვია. მათ შორის იყო თამუნია წერეთელი.


   და სწორედ მაშინ მოხდა სასწაული. მაღაზიის გახსნის მეორე დღესვე მთელ თბილისს მოეფინა ახალი ამბავი: გაუგონარი სილამაზის ახალგაზრდა ქალი გამოჩნდაო ქალაქში.
   იყო 1925 წლის ზაფხული... ერთ მშვენიერ დღეს ამ მაღაზიაში ტიციან ტაბიძე შევა თავის მეგობრებთან ერთად და... თამუნია იქცევა მისი პოეზიის მუზად.
   თამუნიას იმ დროს ყველა ეტრფოდა, მაგრამ ტიციანი მისი პირველი მეხოტბე იყო. თითქოს ამ სილამაზეს განგებამ იმიტომ ჩაუდგა სული, რომ ტიციანის მუზას პოეზიის უმაღლეს კვარცხლბეკზე აეყვანა, თუმცა გულგრილი მის მიმართ ვერავინ რჩებოდა. იოსებ გრიშაშვილი წერდა: ,,თამარი თბილისის ქუჩების ეშხი და სილამაზე იყო. მისი გამოჩენა და ატყდებოდა ქუჩაში ჩოჩქოლი: აგერ თამუნია წერეთელი მოდისო. გვიყვარდა, პოეტური სული ჰქონდა. პოეზიის დიდი პატივისმცემელი იყო. როცა არ შევაღებდით კარს, იგი ყოველთვის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გვხვდებოდა".
   ტიციანი ყოველდღე დადიოდა მაღაზიაში. უყურებდა და ტკბებოდა ამ სილამაზით. მერე, შინ დაბრუნებული კი, შთამბეჭდავ სტრიქონებს ჰქმნიდა:



ბედნიერი ვარ-როგორც არასდროს,                      თამარს ვინ იტყვის - რა იყო მართლაც
თვითონ არ ვიცი, რა მიხარია,                                თამარს ვინ იტყვის - მართლა რა არის!..
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს,                 თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია...                        და ,,მოდი-ნახის" ვარ პატიმარი.
      
                                  (,,თამუნია წერეთელს", 1925წ. ივლისი, ბორჯომი)

   1928 წელს თამუნია გათხოვდა...
   1929 წლის 16 მარტს (თავის დაბადების დღეს) ქალიშვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ექიმებმა თამუნიას ფეხი მოჰკვეთეს. ასე დაიწყო ტრაგედია... გაოგნდა თურმე ტიციანი, ეს ამბავი რომ შეიტყო, მოინდომა თამუნიას ნახვა და საავადმყოფოდან ახალგამოყვანილი ფერმიხდილი ქალი მოინახულა თურმე მისმა მეხოტბემ. ამაღელვებელი ყოფილა ეს შეხვედრა.
   გავა რამდენიმე თვე და ტიციანი აფორიაქებულ სულს სტრიქონებად გადმოღვრის, სადაც გულით დაიტირებს ხელთუქმნელი მშვენიერების წუხილს:

    რა დამავიწყებს იმ შავ გაზაფხულს,
    ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს,
    ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს,
    გაუხარებელ დაფლეთილ მუზას.

    ნუღარ მეტყვიან - ,,მოდი, ნახეო",
    უნახავადაც ეს მჯერა ერთ წამს,
    გულის მაგიერ გული არ მოვა,
    არ მოებმება არც ფეხი ლერწამს.

    მაწუხებს მხოლოდ, ვერ მოვასწარი,
    თავის დროს შენთვის მეთქვა, მეამბო,
    თუ როგორ არის დაუვიწყარი
    სხვა პოეტებში უფეხო რემბო.

                            (,,თამუნია წერეთელს", 1929)



    გრიგოლ ცეცხლაძე წერს: ,,როცა თამუნიამ ფეხი დაჰკარგა და ადრინდელი სილამაზეც აღარ ჰქონდა, ტიციანი მაინც მისი ერთგული დარჩა და ისევ უმღეროდა", და მართლაც, იმ წელს ტიციანმა შექმნა ქართული პოეზიის შედევრი ,,ანანურთან"... და ვიდრე ტიციანსაც მოძებნიდა ბოროტი ხელი, პოეტი არ ივიწყებდა თამუნიას. 1929 წლის 22 ივლისს იგი მოინახულებს თავისი პოეზიის მუზას და აჩუქებს ველ ტოლსტოის წიგნს ასეთი საგულისხმო წარწერით: ,,თამუნია წერეთელს, იმ სიხარულით, რომლითაც იწერებოდა ამ სათაურით ლექსი". 1934 წელს კი თავისი რჩეული ლექსების წიგნს მიართმევს: ,,თამუნია წერეთელს, ვისი შთაგონებითაც დაწერილია მცირე წიგნი ლექსებისა".


    მერე ერთ უბედურ დღეს გაქრა ტიციანი, თბილისმა კი თანდათან მიივიწყა წერეთლის ასული. ქრებოდა ძველი თბილისი თვალსა და ხელს შუა და ავიწყდებოდათ მისი ეშხი და სილამაზე - თამუნია წერეთელი. მან კი თავისი ცხოვრების უდიდესი დრო სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა და ნაწამები გარდაიცვალა 1968 წელს.

                                                                                     მურად მთვარელიძე
                     (ამონარიდები წერილიდან: ,,ფეხმოტეხილი ღრუბლის ლეგენდა")


           ანანურთან
             (თამუნია წერეთელს)

             შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
            მომაგონდები ამ ანანურთან.
            შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის.
            ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

            არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
            ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
            ხარ დანგრეული შენ ,,მოდი-ნახე",
            ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

            ისე ნაზია ეს მოგონება,
            როგორც დემონის ფრთების შეხება,
            სჯობს გაიხარონ სხვა გოგონებმა,
            მოიბან შენი ირმის ფეხები.

            დე! გაიხარონ მათმა მგოსნებმაც,
            მათი ცხოვრება ხვალვე იწყება,
            ჩვენს მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
            დაფარავს მიწა და დავიწყება.

            გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
            და ახეული მაქვს ლაყუჩები,
            შემართულია ფეხზე ჩახმახი
            და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

            ასე კვდებოდა, ალბათ, ათასი
           და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური, -
           ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
           და თვითმკვლელობის იავნანური.

                                                                                     ტიციან ტაბიძე
                                                                                                      1929წ.

ნახვა: 1174

tamuna: თებერვალი 5, 2014||9:01pm

საჩივარი შემომივიდა  თამარებზე სერია შეწყდაო და... აი კიდევ ერთი თამარიც. :)

ლაშა: თებერვალი 5, 2014||9:21pm

tamuna - ღირსეულ თამარებზე სერია, ერთ-ერთი კარგი და ღირსშესანიშნავი იდეაა Qwelly_სა ზედა :) 

თა _ მო: თებერვალი 5, 2014||10:07pm

ძალიან დროული იყო tamuna :) ძალიან მომნდომებია უკვე შენი პოსტი. ეს რატომღაც  გამორჩეული იყო  :) :)

თა მარი: თებერვალი 6, 2014||1:31am

ძალაიან მომეწონა ♥ ნამდვილად კარგი საქმე ჰქმენ რომ გამოაქვეყნე!

tamuna: თებერვალი 6, 2014||1:45am

მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის, შევეცდები ბევრი არ გალოდინოთ ხოლმე და დროულად დავდო პოსტები <3

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 4:53am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to POE currency trade character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting…

გაგრძელება

Daily and Weekly Challenges

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 12, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Manage Your Inventory Efficiently:

A cluttered inventory can be a hindrance to Throne and Liberty Lucent your progress. Regularly manage and organize your inventory by selling unnecessary items, storing important resources, and equipping the best gear. Prioritize items based on their utility and importance, ensuring that you are always prepared for the challenges that await.

Complete Daily and Weekly Challenges:

Throne and Liberty often features daily and weekly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters