Tamila Moshiashvili'ს ბლოგი (167)

ავოკადოს სახეები

      დიდი დრო არ გავიდა, რაც ხილის გამოთლაზე მოვამზადეთ ერთი პოსტი, სადაც პატარა დანის დახმარებით, ერთი ბიჭი შედევრებს ქმნიდან ხილისგან (იხ.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2017 წელი. 11:03pm — არ არის კომენტარები
_______________

გიგანტური ლომი ხისგან

      ფორტუნა-პლაზა თაიმს-სქვერის მოედანზე (როგორ მეთარგმნა არ ვიცოდი, მომერიდა), ჩინეთის ჰუბეის პროვინციის დედაქალაქში, დგას გიგანტური ლომი. ხის ლომი და დაბლა ცეცხლი უნთია. ცოტა დრაკონს კი ჰგავს სიდიდიდან გამომდინარე, მაგრამ არა ლომია.

      ზომით 14.5 მეტრის სიგრძისაა, 5 მეტრი სიმაღლის და 4 მეტრი სიგანის. საქმე ისა, რომ ეს ფიცრებით აწყობილი ლომი კი არ არის, შეწებებულ-შეჭედილი, არა - ერთი მთლიანი წაქცეული ხისგან არის გამოჭრილი 20 ხუროს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2017 წელი. 10:25pm — არ არის კომენტარები
_______________

ცხენების გლამურული ვარცხნილობა

      დღე ერთი იყო და იმ დღიდან მოყოლებული ადამიანი და ცხენი ერთ მთლიან ორგანიზმად იქცა და ამ ორგანიზმს მხედარი ერქვა. ამხედრებაც და ამაღლებაც ხომ ამ ფაქტს უკავშირდება. მაგრამ ჩემი დღევანდელი ბლოგი არა მხედრებს, არამედ ცხენებს ემსახურება. და არა მეომარი ცხენები უნდა წარმოგიდგინოთ, არამედ მოდელი ცხენები, ან იქნებ ტოპ-მოდელი, ფოტო-მოდელი ცხენები უფრო მართებული იყოს.

      ბრაზილიურ-კოლუმბიურ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2017 წელი. 1:00pm — 2 კომენტარი
________________

ფერადი ტუჩების ელეგანტურობა

      ქალის ელეგანტურობის მრავალ საიდუმლოსა თუ წესს შორის, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ტუჩებს! ტუჩების არა მხოლოდ ფორმა ან ჩვენი დროის გაუკუღმართებული ტუჩების პრუწვა იძლევა განსაკუთრებულ ეფექტს, არამედ ტუჩის შეფერადების და ტუჩის საცხის ტექნიკის კარგი ცოდნაც (ანუ პომადა/პამადას როგორ ისომენ). ამ მხრივ, მსოფლიოს სტილისტ-დიზაინერთა ფართო კოლექტივი, დიდი ხანია მნიშველოვან ნაბიჯებს დგამს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზოგჯერ, მანიკურის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2017 წელი. 3:37pm — 1 კომენტარი
________________

ვიქტორიანული ტატუირება ინგლისში - საზერლენ მაკდონალდი

      ვიქტორიანული ეპოქის ინგლისის ხელოვნება და კულტურა, განსაკუთრებით ფერწერა, მხოლოდ კედლებსა და ნახატებზე არ დარჩენილა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან, ამ ნახატებმა ადამიანის სხეულზე გადმოინაცვლეს და თუ დღეს, ვინმე ამაყოფს დიდი და შთამბეჭდავი ტატუირებით, ვიქტორიანული ეპოქის ინგლისელს, ამით საუკუნის წინაც ვერ გააკვირვებდით.

      ფრესკებში მოზღვავებული სიყვარული, მრგვალი ფიგურები თუ პეიზაჟები, ანდა სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2017 წელი. 5:15pm — არ არის კომენტარები
_______________

ავტორისგან დამოუკიდებელი კივილი

      ხელოვნების ნიმუშები ზოგჯერ ავტორისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ და სწორედ ამით იზომება მათი როგორც ნამუშევრების სიდიადე. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია ედუარდ მუნკის კივილი. მართალია, ჯერ თავად ავტორმა შექმნა ან ნახატის რამდენიმე ვერსია, მაგრამ მოგვიანებით, დამოუკიდებლად გააგრძელა სიცოცხლე კივილმა.

      მუქი ინპრესიონიზმით ცნობილი ნორვეგიელი ედვარდ მუნკი, 1893 წელს ქმნის ნახას „კივილი“. პირვანდელი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 1, 2017 წელი. 11:20pm — არ არის კომენტარები
_______________

ტანზე მომდგარი დეკორაციის დიზაინერი

      გეცვას განსხვავებულად, თითოქს ბუნებრივი მოთხოვნილებაა ადამიანის. ზოგჯერ, უხერხული მომენტი და გრძნობაა, როდესაც თუნდაც შენი მსგავსი ფეხსაცმელი ან ზედა აცვი სხვა ადამიანს, ამიტომ დიზაინერები თავებს არ ზოგავენ ყველაზე განსხვავებულის შესაქმნელად.

      ამ მიმართულების მსოფლიო არტისტებს, ხელოვანებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია 32 წლის ლონდონელ დიზაინერს დენიელ ლისმორს (Daniel Lismore). სრულიად ექსტრავაგანტული შემოქმედება, რომელიც…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2017 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

სკალპელის ოსტატი ხილის გამოთლაში

      ვაშლის დაჭრა არა, მაგრამ მსხალი და ატამი მეც დაჭრილი მიყვარს, საზამთროსაც მხოლოდ მთვარეებად დავჭრი ხოლმე და ისე შევექცევი, მაგრამ ასეთ დროს, არათუ სკალპელს - მაინცდამაინც კარგად მჭრელ და ბასრ დანასაც კი არ ვიყენებ.

      მაგრამ დანიელ ბარესს რაც შეეხება (Daniele Barresi), ის ნამდვილი დანის ოსტატია.

დიზაინი, ხელოვნება, კვეთა, მიკრო ხელოვნება, სკულპტურა, მიკროკვეთა, სკალპელი, Qwelly, art, photography, food, design, knife, ავოკადო, ნესვი, გოგრა, მსხალი, საზამთრო, ნიორი, კარტოფილი, ყველი, ბროკოლი       „როდესაც დანას ვიღებ ხელში, ჩვენ ერთი მთლიანი სხეული ვხდებით, ჩემი გულისცემა მას გადაეცემა, გონება პირდაპირ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2017 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჯიხურებში გამოკეტილი დოქტორები

      ცნობილი და ძველი ფანტასტიკის ჟანრის სერიალი, ემახსოვრება ალბათ ჩემი თაობის წარმომადგენლებს - დოქტორი ვინ? (Doctor Who?). მისი განათლებულობა აძლევდა საშუალებას ყველა იდუმალი ამბავი ადვილად გამოეძიებინა, მაგრამ დღეს არა ამ სერიალზე, არამედ მისი მთავარი სიმბოლოს - ლურჯ ჯიხურზე - ტერდისზე და მის მიღმა დამალული დოქტორის იდეა მინდა გაგიზიაროთ.

Tardis Detroit - პროექტი, რომელიც დეტროიტში (ქალაქია მიჩიგანში) პატარა დოქტორების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2017 წელი. 4:31pm — არ არის კომენტარები
_______________

ნემოფილა ცისფერი მინდვრები

      ვიცი არ დამძრახავთ, თუ ისევ იაპონიაზე დავპოსტავ. თავისი კულტურით ხომ ყველას აოცებენ, მაგრამ ბუნებაც და ყვავილებიც თითქოს ისე მოუწყვიათ, რომ ყველა სინატიფის და სინაზის მოყვარულს თვალი, გული და გონება იქით გაურბოდეს.

      ინტერნეტში, ყველას ექნება ნანახი იაპონიის ეროვნული,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2017 წელი. 8:00pm — 1 კომენტარი
________________

იაპონური მხატვრობა

      იაპონური ფერწერა, ნახატები, ხელოვნების ნამუშევრები ყოველთვის მიზიდავდა, როგორც ძალიან მშვიდი და სათუთი. ისეთი ნაზი და ჰაეროვანი, რომ შემიძლია დაუსრულებლად ვუცქირო და წამოსულმა ემოციამ, მხოლოდ სიმშვიდედ დაისადგუროს ჩემში.

      აქ არ არის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2017 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დემოგრაფიის პრობლემასთან ბრძოლა

      თუკი ფოტოგრაფიის მთელი ხიბლი არის, განსაკუთრებული წამის დაჭერა, ფოტოგრაფი პელე კასის შემოქმედებაში, მთელი ხიბლი არის, სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე სივრცეში მოხვედრილი ადამიანების ერთ ფოტოში თავმოყრა და მერე ამის წარმოდგენა.

      რთული არ არის, უბრალოდ ერთსა და იმავე ადგილიდან - გაუნძრევლად უნდა გადაიღოთ რამდენიმე ფოტო (სხვადასხვა დროს, შეიძლება სხვაობა იყოს საათები ან სეზონები, ან წლები) და შემდეგ, ფოტოშოპის გამოყენებით, ყველა ის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2017 წელი. 5:46pm — არ არის კომენტარები
_______________

გაუდის არქიტექტურის პირველი სახლი Casa Vicens

      ანტონი გაუდის არქიტექტურით აშენებული ერთ-ერთი პირველი სახლი საზოგადოებისთვის ღიაა. პირველად, 130 წლიანი ისტორიის განმავლოაბში, გაუდის მოყვარულებს მისი პირველი ნამუშევრის დათვალიერება უპრობლემოდ, როგორც მუზეუმის, ისე შეუძლიათ. P.S. რა თქმა უნდა ბარსელონაში.

      სახლი, დაახლოებით 1883-1885 წლებშია აგებული და ამ დროის განმავლობაში სულ კერძო მეპატრონე ჰყავდა, ვიდრე 2014 წელს ის საჯარო არ გახდა. შემდეგ ჩაუტარდა რემონტი და ახლა უკვე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2017 წელი. 8:10pm — 1 კომენტარი
________________

სხვისი შვილები და სხვ მშობლები ანუ ქველილენდი

      ვფიქრობ და ვხვდები - რომ არა საკუთარი შვილები, აუცილებლად ავიყვანდი შვილს. ის კი არა, ზოგჯერ ახლაც კი გამიელვებს თავის აზრად შვილის აყვანა, რადგან დამეთანხმებიან ქალები, რომ დედობა არის უხეშად რომ ვთქვა - ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც! გრძნობებად ქცეული ზრუნვის სურვილი და სიყვარული, რომელიც ზოგჯერ სიყვარულიც აღარ არის. ზრუნვის ინსტიქტი კი ადამაინის ბუნებრივი ინსტიქტი მგონია, არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ზოგადად, ყველა ცოცხალი არსების.

 …

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2017 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიფრიფანა გოგოები

      თხელი, რძისფერი, შილიფად ჩაცმული, მოფარფატე და წვიმაში მოცეკვავე, ანდა ყაყაჩოებში დაკარგული, გზააბნეული, დილით გაღვიძებული თუ საძილედ მომზადებული, პერანგში დამალული თუ საკინძეებ შეხსნილი, მარტოხლა, ცხენზე, იქნებ ქოლგით ხელშიც. მოკლედ, ყველა სასურველი ქალის ტიპი დახატა ალექსანდრე გუნინმა და მისი ნახატების რაოდენობა გასცდა ასეულებს, ამიტომ მე ძალიან მცირე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ.

ალექსანდრე გუნინის ჩახატული გოგოები…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2017 წელი. 2:34pm — 1 კომენტარი
________________

სამოგზაურო ავტომობილი ანუ ეგზოტიკური ავტოტური

      ბავშვობის ოცნებებს შორის იყო მოგზაურობა დედამიწის გარშემო, მაგრამ ეს მოგზაურობა უნდა ყოფილიყო ავტომობილით. გახსოვთ ალბათ, ძველებური მიკროავტობუსები, პატარა, მრგვალები, მერე გავრცელდა მისი მრავალგვარი ვერსიები და სულ ბოლოს ფერადოვნებიც. აი, მეც მასეთით მინდოდა მოგზაურობა, მაგრამ, ახლა რაც ვნახე მგონი ისიც ძალიან ეგზოტიკურია, ოღონდ უნდა ვაღიარო - გრძელ გზებზე არ გამოდგება, უფრო საქართველოში და მცირე მასშტაბებით მგზავრობისას. საერთოდაც, ბუნებას…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2017 წელი. 10:38pm — არ არის კომენტარები
_______________

ტორტის მორთვის მასტერკლასი

      ვინც მიცნობს, იცის რომ კულინარია, სამზარეულო, კერძები ტკბილეული და ასეთები ჩემი დიდი სისუსტეა. ამ სისუსტის გამო, ამ სიტყვამ ჩემთან მიმართებაში გამოყენება დაკარგა ჯერ კიდევ ჩემი მცირეწლოვნობიდან. მაგრამ რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, მე და გემრიელი კერძები ერთმანეთს ვერ დავთმობთ (ხვდებით ალბათ, ქველზე ყველაზე მეტად მიყვარს კულინარიული რეცეპტების უმაგრესი ჯგუფი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2017 წელი. 3:13pm — არ არის კომენტარები
_______________

საჭმელების სტილისტი, დეკორატორი

      მცირეწლოვანი ვიყავი, როდესაც პირველა ჭამა დამიშალეს - ძალიან მსუქანი იქნები და პრობლემები შეგექმნებაო. არადა, არ მჯეროდა. როგორ შეიძლება მსუქან, კარგად ნაჭამ, დანაყრებულ და ამ ყოველივეთი ბედნიერ ბავშვს რაიმე პრობლემა მქონოდა. ეგეც არ იყოს, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჭამა და საჭმელი, ადრე თუ გვიან რაიმე სიკეთეს მომიტანდა. ამ რწმენით გადიოდა წლები, ცარიელდებოდა მაცივარი, პატარავდებოდა და ფუჭდებოდა ტანსაცმელი, ბიჭები მხოლოდ მემეგობრებოდნენ და ა.შ.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2017 წელი. 2:07pm — არ არის კომენტარები
_______________

სიდნეის ნათლის ფესტივალი

      სიდნეის ყოველწლიური ფესტივა „ნათელი სიდნეი“ (Vivid Sydney) წელს განსაკუთრებულად მასშტაბური ღონისძიებებით და წარმოდგენებით მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილნი, სხვადასხვა თეატრლური დადგმის, მუსიკის და სპორტული თამაშების ცქერით ირთობდნენ თავს და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა (იხილეთ:…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2017 წელი. 5:22pm — 1 კომენტარი
________________

მრავალფეროვანი ტატუირება ანუ მოსიარულე ტილოები

      მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ტატუ იყო მწვანე და ისიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანის თითებზე ან მკლავზე. განსაკუთრებით პოპულარული იყო ციხეეებში, პატიმრებში. ბეშის მნიშვნელობაც კი ვიცოდი (ნარდის მოყვარულებს უნახავთ ალბათ კამათელზე). ოღონდ იმათ „სვირინგები“ ან „ნაკოლკები“ ერქვათ, ცხადია, „ქართულად“. მაგრამ დიდი ხანია, რაც ტატუირება მოსიარულე ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. დღეს მინდა ერთი უკრაინელი ტატუს ხელოვანი გაგაცნოთ. მისი სახელია: ოშინ ტიმოშინი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2017 წელი. 4:00pm — 1 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფიცარ-ფიქსელის არტი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 8, 2019.
საათი: 11:47pm 0 კომენტარი

      ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ მძიმე 90-იანებში, ერთგვარი ხელოვნება იყო დაწრილი შეშის ისე დასაწყობება, რომ რაც შეიძლება ბევრი დატეულიყო, ქალაქის-სოფლის იერსახე არ დაგემახინჯებინა და რაც…

გაგრძელება

ნაძვის ხის დეკორაცია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2019.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა…

გაგრძელება

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 1 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters