ევროპული მოგზაურობა, ევროპული ტური რომიდან იწყება - თანამედროვე გამოთქმა. ადრე თუ ყველა გზა რომში მიდიოდა, ახლა ტურისტების და მსოფლიო დამთვალიერებლების უმრავლესობა რომში მიფრინავს და მერე ამ რომიდან იწყებს ზიარებას წარსულთან აწმყოსა და მომავალთან. როგორც წესი, იქ სადაც ცივილიზაციის აკვანი თუ არა, ჭოჭინა მაინც დაბორიალობდა, ახლა მხოლოდ ძველი დიდების ნანგრევებიღაა შემორჩენილი და ქვები ჯერ კიდევ ცოცხლდებიან მრავალთა ფოტოგრაფიაში. მაგრამ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2019 წელი. 9:57pm —
არ არის კომენტარები
_______________
კლასიკის სამშობლო ხომ საბერძნეთია? ჰოდა, სწორედ ერთი ბერძენი თანამედროვე ხელოვანი მინდა გაგაცნოთ - გრეგორი გროზოსი (Gregory Grozos). თავადაც მსოფლიო კლასიკის მოყვარულმა და ცოტა ჩხირკედელამაც გადაწყვიტა ძველი, კლასიკური და ანტიკვარიატისთვის ახალი სიცოცხლე შეენარჩუნებინა. მისი საათები პატარ-პატარა ისტორიებია სამუშაო ოთახების, თამაშების, სუპერ გმირების, კოსმოსური თუ წყალქვეშა მოგზაურბებისთვის და მრავალი სხვა.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2019 წელი. 11:24pm —
1 კომენტარი
________________
ერთი შეხედვით, რთულია იმის მიხვედრა რა უნდა აკავშირებდეს ოკეანეთის და ევროპის ორ სახელმწიფოს ახალ ზელანდიასა და ესტონეთს. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საერთოც მოიპოვება, მაგრამ მათ სიას კიდევ ერთი უნდა შევმატო. ეიკო ოიალა (Eiko Ojala) სწორედ ამ ორ ქვეყანაში მოღვაწეობს თავისი შთამბეჭდავი ილუსტრაციებით, რომელსაც ჯერ კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში აწყობეს, შემდეგ კი საკუთარი ხელით აწყობს. მისი ილუსტრაციები ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2019 წელი. 11:41pm —
2 კომენტარი
________________
ყველას კარგად მოეხსენება ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ქართული, იმერული სამზარეულოს მიმართ, წიწილას რომ შეაპიწკინებ კარგად, კაი ტყემალი და ზედ ყველით გატენილი, თხელ-თხელი იმერული ხაწაპური, მაგრამ ამჯერად თვალსაწიერი ცოტა უნდა გავაფართოვო და ტარტები წარმოგიდგინოთ შორეული დასავლეთიდან. ჩვენთან ღვეზელებს ეძახიან ხოლმე, ზოგიერთები პეროგებსაც, მაგრამ მშობლიურად მაინც ტარტი ჰქვია. ტარტის რამდენიმე რეცეპტი ქველიანრიაშიც არის (იხ.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2019 წელი. 2:32pm —
1 კომენტარი
________________
როცა ხატვის დიდი ნიჭი გაქვს და შემოქმედების სურვილიც უდიდესი მოზღვავებით გაქვს თავს დატეხილი, მაშინ მოლბერტების, ტილოების, დაგრუნტული ქაღალდების, ხის დაფებისა თუ ქვის ფილების, კედლებისა თუ იატაკების მიღმაც შეიძლება იპოვო მასალა სახატავა. მითუმეტეს, რომ კვერცხი ხშირად გამოიყენება ხელოვნებაში როგორც პიგმენტისა და ფერების შემკვრელი. რატომ უნდა გადაყარო კვერცხის ნაჭუჭი, როცა შეგიძლია შეაწებო და შეღებო? ოქროს სადურგლოდ თარგმინლმა კინცუგიმ შექმნა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2019 წელი. 11:50pm —
2 კომენტარი
________________
ალისას მოგზაურობის შემდეგ, ვინ მოთვლის რამდენმა ბავშვმა თუ მოზრდილმა ისურვა და ინატრა ემოგზაუროა საუცრებათა სამყაროში. ქართულად, ხშირად აღარც კი თარგმნიან ვონდერლენდს იმდენად დიდია მისი პოპულარულობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფოტოგრაფმა კირსტი მიჩელიმა (Kirsty Mitchell) კი შთამბეჭდავი გამოფენა მოაწყო, რომლის თითოეული დამთვალირებელი ვონდერლენდის მოგზაურობას საკუთარ თავზე გამოცდის.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2019 წელი. 10:57pm —
2 კომენტარი
________________
ოსკარის დაჯილდოება ორი მთავარი მოვლენისგან შედგება. ცხადია პირველი და უმთავრესი მოვლენაა, ოსკარების დაჯილდოება და მისი გადაცემა გამარჯვებულთათვის და ამავე მოვლენის ნაწილია სამადლობელი სიტყვები, მაგრამ მეორე მთავარი ამბავია წითელ ხალიჩაზე მომავალი მსახიობების, მომღერლების და სხვა ცნობილი სახეების პოზირება ათასობით ჟურნალისტთან. მთელი მსოფლიოს მოდის თუ ბომონდის თვალი სწორედ მათკენ არის მიმართული. დღევანდელ პოსტში, მინდა სწორედ წითელი ხალიჩის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 3, 2019 წელი. 10:13pm —
1 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•