Lia (baia) beriani'ს ბლოგი (27)

სიკვდილი რომ არ იყოს

   სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2013 წელი. 1:00am — 6 კომენტარი
________________

თუ არ გახსოვს

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!

და თუ არ გახსოვს,

თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს,

თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის იმ ხატის ფასი,

თუ გააჩუქე წინაპრების პლოსტიც და ფლასიც

რიღასთვის იხვეჭ მოსაღვეწელს, რიღასთვის ზრუნავ,

ან ოქრო ვერცხლით ვისთვის ივსებ ბუდეს და ბუნაგს,

ან რატომ უქშევ შენს ვენახში ჩაფრენილ ჩიტებს ,

ანდა "სამოთხის გასაღები" და "სულის კლიტე"

რაღად გჭირდება !

ცეცხლს მიეცი წყალს გაატანე,

რომ ბედნიერი იყო მარად როგორც…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2013 წელი. 1:13am — არ არის კომენტარები
_______________

"იგი"

      - როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.

      ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.

      შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.

      ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.

      იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2012 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

ჰელადოს

      მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2012 წელი. 7:00pm — 3 კომენტარი
________________

გულიდან სისხლის წვეთები



მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით.…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 4:36pm — 1 კომენტარი
________________

ბებერი მგელი

ერთი რუხი მგელი დაბერდა, დაჩაჩანაკდა, მუხლმა უსუსტა, კბილებიც კი დაუცვდა

და გადაწყვიტა: მეყო მგლობა, ბოროტებას დავანებებ თავს და სიკეთის გზით ვივლი: ვიმარხულებ, მოვინანიებ, ვინძლო გატეხილი სახელი მოვიშორო და ზნეკეთილისა დავიმკვიდროო.

უნდა ტყის ბინადარი ამცნოს, მგლობას თავი დავანებე,ნურაფრის შიში გექნებათ, ცა ქუდადაც თქვენი იყოს და დედამიწა ქალამნადო. გაიგეთ, დაიჯერეთ, რომ…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2012 წელი. 2:30pm — 3 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters