Magnita'ს ბლოგი (17)

მონატრების სეზონი

      არის მომენტები როდესაც მენატრება აქაურობა ოღონდ ძველებურად ლაღი. გათენებებიც მენატრება აქაური და ღამეს რომ ვერ გრძნობ... ყველაზე ძალიან კი ხალხი მენატრება აქაური საოცრად ახლობელი და პოზიტიური ))))

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2016 წელი. 7:30pm — 1 კომენტარი
________________

ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია

არ ვიცი თუ დაგაინტერესებთ თქვენ ეს ჩემი პოსტი, მაგრამ მე პირადად საინტერესოდ მომეჩვენა და ვიფიქრე, რომ არც თქვენ გაწყენდათ ☺

cherchil, cherchili, flemingi, magnita, penicilini, penicillin, qwelly, მაგნიტა, პენიცილინი, პნევმონია, პოსტი, უინსტონ_ჩერჩილი, ფლემინგი, შვილი, ჩერჩილი

      მისი სახელი იყო ფლემინგი და ის ღარიბი შოტლანდიელი ფერმერი იყო. ერთხელ, ფერმაში მუშაობისას განწირული ყვირილის ხმა მოესმა. ფლემინგმა უმალ დაყარა თავისი ხელსაწყოები, მიატოვა საქმე და იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ადგილზე მისულ ფერმერს საზარელი სურათი დახვდა– პატარა ბიჭუნა…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2015 წელი. 2:30pm — 6 კომენტარი
________________

აღდგომა კანუდოსში

      წელიწადის ამ დროს და ამ დღეს კანუდოსში ლამაზი ზეიმი იციან... ჯერ დოლს ააბრაგუნებს გრეგორიო პაჩეკო და ამ დოლის ხმაზე თიხის ნედლ ქოხებს ტოვებენ მაღალი, ხმელი, ამაყი მიხვრა-მოხვრის მქონე ვაკეიროები... პატარა ეკლესიასთან მათ მენდეს მასიელი - კონსელეირო ელოდებათ: "ქრისტე აღსდგა!" - მიმართავს ის შეკრებილებს და ტუჩის კუთხეში ოდნავ, სულ ოდნავ შესამჩნევი ღიმილი უკრთის.

      "ჭეშმარიტად აღსდგა!" - პასუხობენ კანუდოსელები და…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2013 წელი. 4:30pm — 4 კომენტარი
________________

ხანდახან ეს კაციც წერს კარგ რაღაცეებს

"ყოველ დილით, მზესთან ერთად, ღმერთი იმ შესაძლებლობასაც გვიგზავნის, რომ შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც უბედურებას გვანიჭებს. ჩვენ კი ყოველ დღე ვთვალთმაქცობთ, ისე ვიქცევით, თითქოს ეს შესაძლებლობა საერთოდ არ გვეძლეოდეს. თავს ვირწმუნებთ, თითქოს დღეები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: თითქოს დღევანდელი დღე გუშინდელს ჰგავს და არ განირჩევა ხვალინდელისგან. ისინი, კი ვინც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთ დღეებს, აუცილებლად შეიგრძნობენ იმ სასწაულ წამს. ეს…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 14, 2013 წელი. 1:30am — 4 კომენტარი
________________

მ ე უ ც ნ ა უ რ ე ბ ი თ . . .



საოცარი ქმნილებანი არიან ეს ადამიანები, სათქმელი აქვთ და არ ამბობენ, დუმილში იხრჩობიან... ბოდიში აქვთ მოსახდელი და არ იხდიან, სისუსტე გონიათ... უნდათ რომ კონკრეტულ პიროვნებას მოეფერონ და არ ეფერებიან, გარყვნილება და კისერზე ჩამოკიდება გონიათ... იციან როგორი გადაწყვეტილებაა მათთვის დამღუპველი, აქვთ…
გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2013 წელი. 7:00pm — 14 კომენტარი
________________

Право на счастье





«В конце концов, — сказала Клэр, — есть же у них право на счастье». Толковали мы о том, что случилось недавно по соседству. Мистер М. бросил жену и ребенка, чтобы жениться на миссис Н., которая тоже развелась, чтобы выйти замуж за не-го. Никто не сомневался, что мистер М. и миссис Н. очень влюблены друг в друга. Если это не пройдет и если…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2013 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ნინოობას !

ცხება მირონთა



თხოთით მოიქცა მეფე მიროტა;


მცხეთას გაჩაღდა ცხება მირონთა.

ნაყოფთ უწვდიდნენ მეფეს-პილოტანს…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2013 წელი. 10:30am — 2 კომენტარი
________________

მზისკენ

blog, credo, eternal, nodar dumbadze, qwelly, qwellypost, sun, დღიური, მაგნიტას ბლოგი, მარადისობა, მარადისობის კანონი, მზე, ნოდარ დუმბაძე, ქველიბლოგი, ქველიპოსტი

     ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით... დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით... მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე... მზე, სიცოცხლე ჩემი დამიბრუნეთ, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული,…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2013 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

როგორ ვეთანხმები

წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა გათავისუფლებისთანავე უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად "თანამედროვე" და…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2013 წელი. 6:30pm — 5 კომენტარი
________________

წინასწარ გილოცავთ!

      ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2012 წელი. 3:00pm — 1 კომენტარი
________________

გარშემო ფანჯრების თვალთვალია :))))

ბინებს აქვთ დამახასიათებელი და ერთნაირი ფანჯრები, ისინი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან.თუ შენ ცხოვრობ კორპუსის ბინაში, მაშინ კითხვით მოგმართავ :) დაკვირვებიხარ თუ არა კორპუსის მოპირდაპირე, ადამიანივით მოთვალთვალე ფანჯრებს? მერე, რას ფიქრობ ხოლმე ვერ მეტყვი? მე გეტყვი ჩემს ფიქრს მათზე :) ))

ყოველ ღამე დამჩემდა ფანჯარაში დგომა და ფიქრი…დაკვირვება… არა! ეს ცნობისმოყვარეობა არ არის! ეს უბრალოდ დაკვირვების შედეგად ათასი კითხვაა, რომლის პასუხებსაც თავად მათში…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2012 წელი. 3:45pm — 3 კომენტარი
________________

სარტყელი ცისა :)))

ჩემი ცისარტყელა მსურს მე…   იყოს არა მარტო ცის, არამედ მიწის სარტყელიც… მსურს მასში გადაკარგვა და ჩემში გაზავება…. ჩემი ცისარტყელა მსურს რომლის კანონიერი მფლობელი ვიქნები მე… ისეთი ცისარტყელა მსურს, რომელიც არ გამოჩნდება მხოლოდ წვიმის მერე მზესთან ერთად, არამედ მუდამ  იქნება ცაზე გადაწოლილი (ნუ მე ასეთი გადაწოლილი ცისარტყელა მსურს და…) მსურს  არა  შვიდფერა არამედ მრავალფერა )) მსურს! კი, კი მსურს ასეთი მხიარული და ზოგჯერ მოწყენილი… მუდამ სიყვარულის ფერით ავსებდეს ხალხის გულებს, ზოგჯერ იყოს…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2012 წელი. 3:35pm — 1 კომენტარი
________________

სიკეთით აღსავსე



ეს გახლავთ ირენა სანდლერი - პოლონელი ქალი, რომელმაც 2500 ებრაელი ბავშვი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მან ვარშავის გეტოში ექთნად დაიწყო მუშაობა (მეორე ვერსიით კი სანტენიკის შემდუღებლად). ხელსაწყოების ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა. ცოტა უფრო მოზრდილებისთვის კი სატვირთო საბარგულში ტომარა ჰქონდა. ირენეს…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2012 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

ადამიანური

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი, შემოკლებით კი შიდსი ...

      დღეს პირველი დეკემბერია და ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის დღეს…მგონი ბრძოლა ძალიან ხმამაღალი განაცხადია. როგორ ებრძვის ამ დაავადებას ყოველი ჩვენთაგანი? მხოლოდ იმით, რომ იცავს თავს ალბათ ჰო? კაი ეს ასეა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ რას ვუშვრებით იმ ხალხს ვინც უკვე დაავადებულია? ხშირად რეკლამებსა თუ…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2012 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

დამაფიქრებელლი ...

ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს შესასწავლად ბრძენთა ბრძენთან გაგზავნა ბიჭი. ყმაწვილი 40 დღეს მიაბიჯებდა უდაბნოში და ბოლოს მთის მწვერვალზე დიდებული ციხესიმაგრე დაინახა. იქ ცხოვრობდა ბრძენი. უცნაური იყო, მაგრამ ციხესიმაგრე არაფრით გავდა ბერის საყუდელს და თან ხალხით იყო სავსე. ვაჭრები საქონელს ასაღებდნენ, ყველგან ხალხი ირეოდა და საუბრობდნენ.პატარა ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა.

ბრძენი აუჩქარებლად დააბიჯებდა დარბაზში და სტუმრებს…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2012 წელი. 1:30am — 1 კომენტარი
________________

საჭიროა...გიყვარდეთ...

    ოდნავ მიჭირს ამ თემაზე წერა...საუბარიც მიჭირს ხოლმე ამაზე... და არც მიყვარს დიდად ეს თემა სასაუბროდ. მე ის უნდა შევიგრძნო...შევიგრძნო უბრალო ღიმილით ან თვალებით... რა ლამაზია შეყვარებული ადამიანის მომღიმარი თვალები, სიყვარულის ნაპერწლებს, რომ ყრის და გათრობს უმიზეზოდ მმმმმ....  ახლა მეც ვარ შეყვარებული, შეყვარებული ყველაზე და ყველაფერზე რაც გარშემოა.  სიყვარული…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2012 წელი. 4:30pm — 13 კომენტარი
________________

mmmmmmmm.....



რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.

გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა…

გაგრძელება

დაამატა magnita_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2012 წელი. 10:48pm — 7 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters