Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

(ა)პოლიტიკური აქცია

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2020 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

მოდა კორონას ხანაში

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2020 წელი. 10:59pm — 1 კომენტარი
________________

დაკარგული სახეები

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2020 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2020 წელი. 10:24pm — არ არის კომენტარები
_______________

ჭიანჭველების ცივილიზაცია

      ... ჭიანჭველა ვარ, ერთი ჭიანჭველათაგანი...

      პასუხი არ მოჰყოლია ამ სიტყვებს და ისინიც ჰაერში გამოეკიდნენ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე....

      ბაღში ვისხედით ხის მერხზე, ის უკვე იჯდა იქ, ვიღაც გაბურძგვნილი, მეტად მოცვეთილი შესახედაობის ტიპი... მე მივუჯექი გვერდით, მოხერხებულ ადგილს ვეძებდი მზეზე მისაფიცხებლად.

      ერთხანს სიჩუმე სუფევდა, მერე კი ისევ გაისმა;

      - ჭიანჭველა ვარ, ერთი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2020 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შემთხვევით

      სკვერში ზის ქალი;

      ჩამქრალი თვალები... მზერა ღრმა, გამჭოლი, შორსმიმავალი, მაგრამ... თუ ცოტა უფრო მივუახლოვდებით და დავუკვირდებით შევხვდებით გამოხედვას უტყვს, ცივს, გულქვას და უიმედოს. და ასე გაჰყურებს სივრცეს.

      ის მე მეცნობა. ერთად ვსწავლობდით, კურსელები ვართ.

      მახსოვს მისი მეუღლე... ადრე გათხოვდა, მახსოვს მათი თაფლობის თვის პერიოდი.

      ათი წელი გავიდა მას მერე; თითქოს გასულ კვირას მოხდაო. . .…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2020 წელი. 1:00am — არ არის კომენტარები
_______________

ნოეს მუზეუმი

      უამრავ ნაგებობას შორის, მთელი მსოფლიოს გარშემო, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა ნოეს კიდობანი (რომ შემოანხულიყო, მთლად უკეთესი). არცაა გასაკვირი, რადგან ის (კიდობანი) უშუალოდ ღმერთის არქიტექურული მოდელით და მითითებებით შეიქმნა, მისი პროექტია და თუნდაც მხოლოდ ამითია საინტერესო. მისი ძიება, წარღვნის შემდეგ გაჩერების ადგილი და ამ ადგილი ტრაბახობა, თავმოწონება, განძისთვის ინდიანა ჯონის ამბები და მრავალი სხვა, ცხადია, ბიბლიურ კიდობანს არ აკლდა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2020 წელი. 8:56pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაბეჭდი პორტრეტები და პეიზაჟები

      წარმოიდგინეთ გასული საუკუნის სამოცდაათი-ოთხმოციანი წლების რიგითი საბჭოთა სამსახური, სადაც მბეჭდავი, ხშირად ამერიკულ დანადგარზე, რომელსაც ჯერ რუსული ასოები ჰქონდა მიხატული და შემდეგ ქართული ჩაწერილი - მელნით, ცდილობს როგორმე, განცხადების ტექსტი ხელნაწერიდან ბეჭდურად აქციოს. ამ დრომდე, დიდი ხნით ადრე გაჩნდა თანამდებობა და დღემდე არსებობს, რომელსაც ჰქვია მბეჭდავი-ამკრეფი ანდა მკრეფავი. ჰოდა, ასეთი მბეჭდავისთვის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2020 წელი. 10:11pm — 3 კომენტარი
________________

დახატული სახეები რეალური თმებით

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2020 წელი. 9:07pm — არ არის კომენტარები
_______________

ერბო-კვერცხის საუზმე - კულინარიული ხელოვნება კიარაბენი

      ბებიის შემწვარი ერბო-კვერცხი მართლაც ტკბილი მოსაგონარია. ახლა ვინღა შეწვავს კვერცხს ერბოში? საშინელ 90-იანებში, მარგარინში შემწვარიც რომ არ გვქონდა, მერე მთელი თაობა გავზარდეთ ზეთში შემწვარი კვერცხით. ახლა სხვაგვარად აღარ გვეგემრიელება. ყიყლიყო, თოხლო კვერცხი, თვალებად შემწვარი, ათქვეფილი ყველთან ერთად და მრავალი სხვა ვარიანტი, ყველა მოშიებულმა ადამიანმა იცის, მაგრამ ზოგჯერ ბავშვები უფრო მეტს მოითხოვენ, განსაკუთრებით უჭმელი ბავშვები. ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2020 წელი. 10:19pm — 3 კომენტარი
________________

ვარცხნილობა და თმის დეკორაცია

      დღეს გერმანელი თინეიჯერი გოგონა, მილენა (Milena) უნდა გაგაცნოთ. ის სულ რაღაც 17 წლისაა, მაგრამ მისმა პოპულარობამ ინსტაგრამზე უკვე მიიქცია მრავალთა ყურადღება. მილენა არც მომღერალია, არც სექსუალური ტოპ მოდელი, არც რომელიმე ფეხბურთელის ცოლი. მილენა მოყვარული, დიახ, ის ასე უწოდებს საკუთარ თავს, მოყვარული სტილისტია და თმების დეკორატიული მოწყობის სიყვარულით არის აღვილი. თმებისა და თმის წნულებისადმი მისმა სიყვარულმა უკვე ინტერნეტ აღიარება…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2020 წელი. 10:47pm — 3 კომენტარი
________________

ეფემერა

ეფემერა

      საღამოხანი. უკვე ბინდია. მარტო ვარ სახლში, დღევანდელი ჩემი გუნება - განწყობის მიხედვით უკვე ვხვდები, რომ კვლავ მოვა მოგონება, გაცოცხლდება ჩემს გარშემო და თავისთან გამიტაცებს. სპეციალურად არ ვანთებ სინათლეს, ქუჩიდან შემოჭრილი თეთრი გარეგანათებაც მყოფნის; უკეთესიცაა, რაღაც სხვა, არაამქვეყნიური ელფერი შემოაქვს, მოგონებებს აცოცხლებს, დროს უკნა ატრიალებს კინოფირივით. ჩვენი კუპრივით შავი კატაც შემოვიდა ოთახში,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2020 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

სიძულვილის გზები

   რატომ დგას ადამიანი საზ.ტრანსპორტში "გამორთული"? და როცა გადავხედავთ ყველა ერთ მდგომარეობაში რატო არის? ჩუმად, ნული ემოციით, არანაირი სიცოცხლის კვალიც კი რომ არ ეტყობა ხალხს, შეშინებულები, ზოგი ნერვიული დაძაბულობაშია, ზოგი სადღაც "დაფრინავს" ზოგი და უკეთესნი მათ შორის წიგნს კითხულობენ, უარესნი სქროლავენ, ასე "გამორთული ადამიანი" არასდროს არ ყოფილა, სიძულვილის პროპაგანდამ და ლაწირაკმა ეგზალტირებულმა მასამ(რო ბომჟაობენ ვითომ თავისუფლების და სისტემის წინააღმდეგ…

გაგრძელება

დაამატა Kakha_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2020 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თაგვების ქალაქი - მაუსჰაუსი

      ფანტასტიკური ამბების გამომგონებლებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მიმდევრებზე. დღევანდელი პოსტის ამბავიც, სწორედ ამ შთაგონებას უკავშირდება, ინსპირატორებად კი უოლტ დისნეი, დონ ბლაზი, ბეატრიქს პოტერი და ასტრიდ ლინგრენი გვევლინებიან. შვედეთში ხელოვანთა ჯგუფმა, სახელით ანონიმაუს (AnonyMouse) ხელნაკეთი მინიატურული ქალაქი-სოფელი შეუქმნა პატარა მრღნელებს. მინიატურული სახლების ინტერიერი მუყაოსგან დაამზადეს, ხოლო ფასადზე ნამდვილმა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2020 წელი. 11:11pm — 4 კომენტარი
________________

ფერადი იმპერატორები

      მათ ეპოქები შექმნეს, მათ ისტორია საკუთარ პიროვებებს მოარგეს, მათ სამყაროს საკუთარი ამბები შესთავაზებს და მეტრად დაუსახეს. როდესაც ამბობენ, რომ ადამიანები სოციალიზაციის პროცესში ყალიბდებიან იმად, რანიც არიან, სწორე ასეთი ადამიანები ცვლიან ამ თეზისსა და თეორიას. მათ, მსოფლიო ისტორია რომის იმპერატორებად იცნობს. მაგრამ მათი სახეები მხოლოდ სკულპტრებზე, მონეტებზე და ფრესკებზეა შემორჩენილი. ამ უკანასკნეზე ან მიმსგავსებით, ან ალეგორიულად - ეპოქის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2020 წელი. 10:43pm — 1 კომენტარი
________________

ტაძრადმიყვანებიდან მიძინებამდე

მოვედით და მხიარულ იყვენით,

რამეთუ განმზადებულ არს ქორწილი!

      ცხრა წლის წინ ცრემლები იყო და ცხრა წლის შემდეგაც პირველი ემოცია ცრემლიანი გამოდგა, ასეთი ყოფილა კაცის ბუნება - სიცოცხლე უყვარს და გულს უფრთხილდება, ცრემლებზე კი არ დარდობს, თუნდაც ნიაღვრად იდინონ, ოღონდ გული კი მოიოხოს. არა, დღეს ტირილი არ შეიძლება, დღეს ქორწილია!

      არც ძველი ამბების მოსაყოლი წერილია და არც ახლის,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კონცერტი სოციალური დისტანციით

      მელომანები ამბობენ, როცა მუსიკა გიყვარს, შეკრების საშუალებას გამონახავო. ინგლისელები კი ნამდვილი მელომანები აღმოჩნდნენ. პანდემიის პირობებშიც კი მოიფიქრეს, როგორ ჩაეტარებინათ პირველი შოუ ღია ცის ქვეშ და შეეკრიბათ ათასობით მსმენელი. ბრიტანულ ახალციხეში, ნიუკასლში, ვირჯინ მანი იუნით არენაზე (Virgin Money Unity Arena) პანდემიისგან ოდნავ ამოსუნთქვის შემდეგ, პირველი კონცერტი ჩატარდა სოციალური დისტანციის დაცვით. სპეციალურად მოწყობილ 2 კვ.მ-ის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2020 წელი. 9:22pm — 4 კომენტარი
________________

ნუთუ მხოლოდ შენებაა მთავარი?!

      განა შეიძლება ქრისტიანი ადამიანი, ქრისტეს მიმდევართა შესაკრებლების, ტაძრების აშენების წინააღმდეგი იყოს?! ანდა, როგორ წარმოგიდგენიათ, პირველ დევნილ ქრისტიანებს რომ შესძლებოდათ ისე თავისუფლად შეკრებილიყვნენ დიდ სახლებში, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, განა არ გაიხარებდნენ?! ესეც ხომ ფაქტია, რომ არ არსებობს საღმრთო ლიტურგიაზე უფრო აღმატებული მსახურება დედამიწაზე - ეს უკანასკნელი ხომ სწორედ რომ ტაძრებში აღევლინება?! მაგრამ ერთი რამ კი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2020 წელი. 2:00pm — 3 კომენტარი
________________

მელომანი დიასახლისის ალბომები

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2020 წელი. 11:38pm — 2 კომენტარი
________________

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2020 წელი. 7:46pm — 3 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არჩევნები 2020 - წინა ღამე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2020.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327…

გაგრძელება

(ა)პოლიტიკური აქცია

გამოაქვეყნა თამუნა ქადაგიძე_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობა, კოვიდის წინსვლა და გადახდილი კომუნალურები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters