Tamila Moshiashvili'ს ბლოგი || "Qwelly" (174)

დაისუგი - კედარის ახალი სიცოცხლე

      იაპონური გამოგონებები ყოველთვის იწვევს გაოცებასა და აღფრთოვანებას. ამჯერად, ხეების სწრაფი ზრდის ტექნიკა უნდა წარმოგიდგინოთ. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი სიცოცხლე ახალი სიცოცხლი მიზეზი ხდებოდა და კედარი კიდევ უფრო სწრაფად და მაღლა იზრდებოდა. კედარი აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ხეა (ცხადია, ბამბუკების შემდეგ). მისი რბილი მერქნიდან გამოდინარე, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად, ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 2, 2020 წელი. 11:11pm — არ არის კომენტარები
_______________

ოდიუბონის ფოტოდაჯილდოება

      უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება (The National Audubon Society) სწავლობს და იცავს ფრინველებს, ქმნის სამეციერო ლიტერატურას მათ შესახებ, აქვეყნებს სტატიებს, აჯილდოებს მოყვარულებს და ქმნის პლატფორმას ფოტოგრაფებისთვის. 2020 წლის წლის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლენილია და შთამბეჭდავი ფოტოების ათეული, ავტორებითა და თემატიკით, ცნობილია.

      მონადირე ჩიტები, ან შეიძლება ასეც ვიწოდოთ -…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2020 წელი. 4:14pm — 4 კომენტარი
________________

დიდი ხელოვან-გამომგონებელი გარდაიცვალა - კრისტო

      გასულ კვირას, 31 მაისს, თითქმის 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ხელოვანი, არტისტი კრისტო (Christo). კრისტო ყველას თავისი გრანდიოზული (პირდაპირი მნიშვნელობით გრანდიოზული) ნამუშევრებით დაამახსოვრდა ხალხს და ასეც შევა ხელოვნების ისტორიაში. მისი გარდაცვალებით, მსოფლიომ ერთ-ერთი დიდი ინოვატორი და იდეატორი დაკარგა - ასე გამოეხმაურა ხელოვანთა საზოგადოება კრისტოს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2020 წელი. 11:08pm — 1 კომენტარი
________________

რწმენის ფერადი ადგილები

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2020 წელი. 9:19pm — 1 კომენტარი
________________

პორტრეტები უწინ და ახლა

      ბოლო დროს ტრენდული გახდა ფოტოსერია „მდე და შემდეგ“ - როდესაც საქმე დეკორატიულ, სამეურნეო ან სარემონტო ცვლილებებს ეხება, ან მეორე ვარიანტი, ერთგვარი მოდიფიცაკია „მაშინ და ახლა“ - ასეთ დროს ვხედავთ წარსულსა და აწმყოში გადაღებულ ფოტოებს. დღევანდელ სერიაშიც სწორედ ამ მიმართულებას წარმოგიდგენთ. ფოტოსერია ერთ-ერთი საუკეთესოდ დამუშავებულ, დაფოტოშოპებულ ვარიანტად აღიარეს ბლოგერებმა, ხოლო მისი ავტორს, არდ გელინკს…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2020 წელი. 10:27pm — 3 კომენტარი
________________

ჰოლანდიის კუკენჰოფი - ხალხისგან დაცლილი სამოთხე

      ჰოლანდიის სავიზიტო ბარათი მისი წისქვილები და ტიტების ულამაზესი, უვრცელესი პლანტაციებია. ეს ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ საოცარ თვალუწვდენელ ტიტების მინდვრებს შორის, გამორჩეულია კუკენჰოფის ბაღი (Holland’s Keukenhof), რომელშიც ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ხელოვანი, ფოტოგრაფი ამ კორონა-კომენდანტის პირობებში შეიპარა და ხალხისგან დაცლილი და ლაღად აყვავებული ბუნების შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. ალბერტ დროსის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2020 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

ორიგინალური პირბადეები

      ვინაიდან ჯერ პიკის პერიოდშიც კი არ ვართ, წინ კიდევ დიდი ხნის კორონობანა მოგვიწევს, ეგეც არ იყოს, უკვე გვეუბნებიან რომ უნდა ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრობა, კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს ვირუსთანო და ა.შ. ცხადია, ადამიანი, როგორც ყველა გარემოსა და სიტუაციასთან ადვილად შემგუებელი, ახალ დროშიც ადვილად გამონახავს არსებობის ფორმებს, მანამდე კი პირბადეების (აუცილებელია მათი ტარება ყველა დახურულ სივრცეშიც კი) ახალი დიზაინები გვაქვს -…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2020 წელი. 11:05pm — 1 კომენტარი
________________

განახლების ფორმა - საკორონე ხელოვნება

      კორონავირუსმა ბევრი დრო გამოგვიჩინა, ეს დრო სახლში უნდა გავატაროთ - სახლში ჯდომამ კი სახლის დალაგება, ძველი და მივიწყებული ნივთების აღმოჩენა, გაცოცხლება ან სანაგვეზე მოსროლა დააყენა დღის წესრიგში. თითქოს იწინასწარმეტყველაო ჩვენმა დღევანდელმა მასპინძელმა ხელოვანმა, როდესაც წლების წინ წამოიწყო ყველაზე დროტევადი და ნერვმსუბუქი საქმიანობა - ქსოვა. შვედეთში მოღვაწე ხელოვანმა ულა სტინა-ვიკანდერმა (Ulla Stina-Wikander) ძველი ნივთები,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2020 წელი. 10:58pm — არ არის კომენტარები
_______________

პურის ცხობა ხელოვნების სახელით

      ცხელი პური გემრიელია, პური და ყველი გემრიელია, პური არსობისა, კიდევ უფრო გემრიელია, მაგრამ არსებობენ ხაბაზები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პური უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ „ყველაფარზე მისაყოლებელი“ პროდუქტი. ეს საცხობი, ვისზეც ახლა უნდა დავწერო, „ქერი და ხორბალა“ (Blondie + Rye), ოკეანის გაღმიდან, ოკეანის გამოღმა აოცებს დამთვალიერებელს, ხოლო თავის ქალაქში - დამგემოვნებლებს. როცა გემო ასეთი წარმატებული გამოვიდა, შეფუთვაზე ფიქრი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 5, 2020 წელი. 10:55pm — 2 კომენტარი
________________

სოციალური დისტანცია ალბომებზე

      სოციალური დისტანცია ყველას შეეხო. სამწუხაროა, რომ ძველი პერიოდის ეპიდემიების - გიგანტების მძვინვარები დროს, ხალხის გართობის საშუალებებზე ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ ახლა ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ფოტოშოპის ხანაში რამდენიმე საინტერესო კოლაჟი გვაქვს. დღეისთვის კი ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჯგუფის, აქტივისტას (Activista) ერთი პროექტი უნდა წარმოგიდგინოთ. 6 ფუტის დისტანცია, ან ჩვენებურად, 2 მეტრიანი დისტანცია ცნობილი ალბომების ქოვერების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 29, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქვების ფერადოვნება - ბუნების დაუფასებელი მშვენიერება

      კაკაბაძის იმერეთის პეიზაჟების მოდერნული ვარიანტი გვაქვს დღევანდელ ბლოგ პოსტში. მასპინძლობას გვიწევს ჯეს ფრენკსი (Jess Franks), რომლის პეიზაჟები თამამი, ნათელი ფერებით გამოირჩევა და ფორმების არ არსებობის მიუხედავად, ჩრდილებისა და სწორად შერჩეული რაკურსების წყალობით, შთამბეჭდავ, სასიამოვნო და წარმატებულ სანახაობას ქმნის. „ბავშვობიდან შთაგონებული ვიყავი ფერების მრავალფეროვნებით და ჩემთვის ბუნება, სწორედ ამ ფერების უთვალავი ვარიანტია, რომლის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 14, 2020 წელი. 11:03pm — არ არის კომენტარები
_______________

ჰოლივუდის გოგოები დისნეიში

      ცეტკინ-ლუქსემბურგის საერთაშორისო დღეს, ახლა რომ ქალთა საერთაშორისო დღე ჰქვია, ყველაზე კარგი პოსტი მშვენიერი ქალებისადმი მიძღვნილი თუ იქნებოდა. ამჯერად, ეს ქალები ჰოლივუდის თვალისმომჭრელი სცენიდან და დასამახსოვრებელი ფილმებიდან, დისნეიში გადააპორტირეს და კალმით ნახატის ნაცვლად, ილუსტრაციებად წარმოგვიდგინეს. ჰელენ მორგუნი (Helen Morgun) ცნობილი ილუსტრატორი და ციფრული მხატვარია, რომელიც სხვადასხვა ცნობილი კოლექციებით გამოირჩევა.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2020 წელი. 10:03pm — 1 კომენტარი
________________

თეთრი ტყე - ცივი სიცოცხლე

      უკვე გაზაფხულია, მარტია და სითბოც აშკარაა, მაგრამ როდის მოიგიჟიანებს თავს ეს თვე, არავინ იცის. ესეც არ იყოს, დღეს ღრუბლებმა მაინც განწყობები გაამუქეს და შეაციეს, ამიტომ მთელი დღე ისევ ზამთრის განწყობაზე გავატარე და დათოვლილი ადგილების თვალიერებამ შემიყოლია. იქნებ ვინმე ჩემნაირ განწყობაზე იყო? ამიტომ გადავწყვიტე ერთი საუკეთესოდ დასახელებული, გასული წლის ფოტოკოლაჟი გამეზიარებინა თქვენთვის. მასპინძელი ფოტოგრაფი გახლავთ ჰეიკო გერლიცერი (Heiko…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2020 წელი. 11:06pm — არ არის კომენტარები
_______________

ვერც სიცივე და ვერც ვირუსი მათ ვერ ერევა!

      თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩემი დღევანდელი გმირები განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობენ ქველზე. ფოტოსესიის ავტორია ალბერტ დროსი (Albert Dros). ალბერტი, ლანდშაფტის პროფესიონალ და ცნობილ ფოტოგრაფად მიიჩნევა, მაგრამ როგორც თავად იხსენებს - ანტარქტიდაზე საინტერესო, მშვენიერი და ამაღელვებელი არც რამ უნახავს და არც რა გადაუღია. თეთრი ფერი რომ სპექტრში ფერადდება, ეს ფიზიკოსებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, მაგრამ თეთრი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2020 წელი. 9:46pm — 4 კომენტარი
________________

პუდრიანი ბაროკო - სახიდან გვირგვინებამდე

      დღევანდელი ბლოგ-პოსტის ხელოვანები წყვილში მუშაობენ. და როგორც ორი და სამი კაცის ნაშრომი, შედეგიც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია. წარმოშობის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ასია კოზინა და დმიტრი კოზინი (Asya Kozina, Dmitriy Kozin), თეთრი სკულპტურების ნამდვილი ოსტატები არიან. მათ კომპოზიციებში არა მხოლოდ გვირგვინებს (კორონებს) აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ, თეთრი ფერუმარილით შერებილ პორტრეტებს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2020 წელი. 11:02pm — არ არის კომენტარები
_______________

ვირუსით დაცლილი ქალაქი

      ქალაქი, რომელშიც 2018 წლის მონაცემებით 24 მლნ ადამიანი ცხოვრობს სრულიად დაცლილია ხალხისგან და კანტი-კუნტად, თითოოროლა ადამიანს თუ მოჰკრავთ თვალს ხმის გასაცემად. არ იფიქროთ, აქ ატომური ელ. სადგური აფეთქებულიყოს, ანდა ჰიროსიმას ბედი გაეზიარებინოს, არც გენოციდსა და გადასახლებებთან გვაქვს საქმე. ქალაქი რომლის დათვალიერებაც მოგიწევთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია - ჩინეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქი - შანხაი (24,24 მლნ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2020 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მისარების დეკორი - ჟურნალების მაგიდა

      ბოლო რამდენიმე პოსტი გამიცდა, მაგრამ ხომ იცით როგორი რთულია ფარდების არჩევა, დეკორაციების მოფიქრება, შპალერის ფერის და მისაღების სავარძლების შეხამება და ა.შ. ამ ძებნა-ძიებაში ერთი ორიგინალური მაგიდა და სკამ-დივანი აღმოვაცინე. დიზაინერი სტელიოს მოუსარისი (Stelios Mousarris) ქმნის ხის, შუშის და სხვადასხვა ფიგურების ავეჯს, რომელიც ორიგინალურ და სანახაობრივ ელემენტებს შეჰმატებს თქვენს მისაღებ ოთახს. წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი ქალაქის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2020 წელი. 11:35pm — არ არის კომენტარები
_______________

ცხოველების მეტრო - უცნაური მგზავრები

      მთლად ორუელის ცნობილი ნაწარმოების წარმოდგენა არ გამოუვიდა ავტორს, მაგრამ „ცხოველების მეტრო“ კი შექმნა. ჩვენი დღევანდელი ავტორი, სურეალისტური ნახატების შემოქმედი მეთიუ გრაბელსკი (Matthew Grabelsky) გახლავთ. მისი ცნობილი კოლექცია „მგზავრები“ ევროპის და ამერიკის არაერთ ცნობილ გალერეში გამოიფინა და დიდი წარმატებით დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტერესს. როგორც თავად ამბობს - სურეალისტური ნახატების შექმნა, ყოველდღურმა მგზავობამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2020 წელი. 10:47pm — 4 კომენტარი
________________

აკრობატი თაგვის წელი

      2020 წელი აღმოსავლურ კალენდარში ვირთხის (თაგვის) წელია. შესაბამისად, თხილი, კაკალი, სოკო, სნიკერსიც კი საახალწლო ნუგბარად მოიაზრებოდა ძირძველ ქართულ ტრადიციულ სუფრაზე. ასეთ დროს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ თაგუნია-ვირთხები. ჩვენი დღევანდელი გმირიც აგერ უკვე ოთხი წელია ცნობილი ფოტოგრაფის დეან მეისონის (Dean Mason) მუზად არის ქცეული და მისი პატარა ზომის მიუხედავად, მიკროფოტოგრაფიაში საკმაოდ კარგი ფოტოებიც გამოდის. ეს თაგუნა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2020 წელი. 11:37pm — 2 კომენტარი
________________

ევროპელი ნაძვის ხეები

      კეთილი იყოს 2020 წელი. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ ათწლეულს მოვესწარი და შემიძლია ჩემი ბლოგები კიდევ გაგიზიაროთ 2020 წელშიც. მართალია უცნაური დღესასწაულია ახალი წელი, მაგრამ ყველასთვის საყვარელი და მათ შორის უფროსებისთვისაც - პირადად მე მორთულობებით, განათებებით და რაც მთავარია - გემრიელი საჭმლით მიყვარს - საახალწლო კულინარია უპირველესია.

      თბილისის ნაძვის ხის გარშემო ისეთი ამბები ატყდა, არ შემეძლო ევროპის სხვადასხვა ქალაქების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2020 წელი. 11:02pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters