ახალი წლის დღეები ბევრი დალევის, წონაში მომატების და დაუსრულებელი ნაბახუსევების გარდა, ამ ყველაფრის ნაკლებმოყვარულთათვის, ფილმებთან განმარტოების დროც არის. ამიტომაა რომ წინასაახალწლოდ და ახალი წლის პერიოდშიც, გაივსება ხოლმე სატელევიზიო სივრცე ფილმებით, ქართული თუ უცხოური შედევრები არ გვაკლია. მაგრამ დღეს არა ფილმებზე, არამედ ფილმის მოდიფიკაციაზე უნდა მოგითხროთ. ტვიტერზე დაწყებული კამპანიით შეგროვებული ფოტოები უნდა წარმოგიდგინოთ.
…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2021 წელი. 4:19pm —
1 კომენტარი
________________
რაც არ უნდა მზის მოყვარე იყოთ და სითბოს ეშურებდეთ წელიწადის ყველა დროს, შეუძლებელია ზამთრის ის თეთრი მშვენიერება არ დააფასოთ, რომელიც ამ სეზონს ახლავს. გადათეთრებულ მინდორს არ ვგულისხმობ მხოლოდ - ზამთარი მთელი თავისი ძლიერებით. თითქოს უსიცოცხლო, მაგრამ ფორმებში შენახული და ფორმებით გამაოგნებელი თოვლი. გახსოვთ ალბათ, ამერიკა რომ ყინვაზე წუწნებდა შარდან, მაგის პოსტიც გვქონდა -…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2020 წელი. 10:18pm —
1 კომენტარი
________________
მიუხედავად პანდემიისა, შეზღუდვებისა და აკრძალვებისა მთელი მსოფლიოს გარშემო, ქორწილობა არც ისე ადვილი ასაკრძალი გახდა. არაერთმა შეყვარებულმა წყვილმა მოახერხა მარადიული სიყვარულის ფიცის დადება და ამ ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვა (ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ქორწილის იდეა, ფოტოგადაღებაა და მეტი არაფერი). საქორწილო დღესასწაულების ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, Junebug Wedding, აგერ უკვე მეექვსე წელია, წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგადაღების…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2020 წელი. 11:07pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, შავ-თეთრ ფოტო ფოტოგრაფის სტილს გამოხატავს ან ამა თუ იმ სურათზე ეფექტის შერჩევის ვარიანტს. ტონების, კონტრასტების, ჩრდილების გამოსაკვეთად, ფოტოგრაფები ხშირად აშავთეთრებენ სურათებს, თუმცა ეს ახლა. იყო დრო, როდესაც უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა - განა მაშინ სამყარო შავ-თეთრი იყო?! არა, უბრალოდ ამ სამყაროს ფერადი აღბეჭდვა პრობლემას წარმოადგენდა და მხოლოდ მხატვრებს შეეძლოთ. მაშინ სიშავთეთრე არა ფოტოშოპ ეფექტი, არამედ ფოტოს ერთადერთი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2020 წელი. 10:01pm —
1 კომენტარი
________________
ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2020 წელი. 8:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 9, 2020 წელი. 11:38pm —
2 კომენტარი
________________
მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2020 წელი. 7:46pm —
3 კომენტარი
________________
უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება (The National Audubon Society) სწავლობს და იცავს ფრინველებს, ქმნის სამეციერო ლიტერატურას მათ შესახებ, აქვეყნებს სტატიებს, აჯილდოებს მოყვარულებს და ქმნის პლატფორმას ფოტოგრაფებისთვის. 2020 წლის წლის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლენილია და შთამბეჭდავი ფოტოების ათეული, ავტორებითა და თემატიკით, ცნობილია.
მონადირე ჩიტები, ან შეიძლება ასეც ვიწოდოთ -…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2020 წელი. 4:14pm —
4 კომენტარი
________________
მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2020 წელი. 9:19pm —
1 კომენტარი
________________
ბოლო დროს ტრენდული გახდა ფოტოსერია „მდე და შემდეგ“ - როდესაც საქმე დეკორატიულ, სამეურნეო ან სარემონტო ცვლილებებს ეხება, ან მეორე ვარიანტი, ერთგვარი მოდიფიცაკია „მაშინ და ახლა“ - ასეთ დროს ვხედავთ წარსულსა და აწმყოში გადაღებულ ფოტოებს. დღევანდელ სერიაშიც სწორედ ამ მიმართულებას წარმოგიდგენთ. ფოტოსერია ერთ-ერთი საუკეთესოდ დამუშავებულ, დაფოტოშოპებულ ვარიანტად აღიარეს ბლოგერებმა, ხოლო მისი ავტორს, არდ გელინკს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2020 წელი. 10:27pm —
3 კომენტარი
________________
ჰოლანდიის სავიზიტო ბარათი მისი წისქვილები და ტიტების ულამაზესი, უვრცელესი პლანტაციებია. ეს ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ საოცარ თვალუწვდენელ ტიტების მინდვრებს შორის, გამორჩეულია კუკენჰოფის ბაღი (Holland’s Keukenhof), რომელშიც ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ხელოვანი, ფოტოგრაფი ამ კორონა-კომენდანტის პირობებში შეიპარა და ხალხისგან დაცლილი და ლაღად აყვავებული ბუნების შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. ალბერტ დროსის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2020 წელი. 10:30pm —
2 კომენტარი
________________
უკვე გაზაფხულია, მარტია და სითბოც აშკარაა, მაგრამ როდის მოიგიჟიანებს თავს ეს თვე, არავინ იცის. ესეც არ იყოს, დღეს ღრუბლებმა მაინც განწყობები გაამუქეს და შეაციეს, ამიტომ მთელი დღე ისევ ზამთრის განწყობაზე გავატარე და დათოვლილი ადგილების თვალიერებამ შემიყოლია. იქნებ ვინმე ჩემნაირ განწყობაზე იყო? ამიტომ გადავწყვიტე ერთი საუკეთესოდ დასახელებული, გასული წლის ფოტოკოლაჟი გამეზიარებინა თქვენთვის. მასპინძელი ფოტოგრაფი გახლავთ ჰეიკო გერლიცერი (Heiko…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2020 წელი. 11:06pm —
არ არის კომენტარები
_______________
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩემი დღევანდელი გმირები განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობენ ქველზე. ფოტოსესიის ავტორია ალბერტ დროსი (Albert Dros). ალბერტი, ლანდშაფტის პროფესიონალ და ცნობილ ფოტოგრაფად მიიჩნევა, მაგრამ როგორც თავად იხსენებს - ანტარქტიდაზე საინტერესო, მშვენიერი და ამაღელვებელი არც რამ უნახავს და არც რა გადაუღია. თეთრი ფერი რომ სპექტრში ფერადდება, ეს ფიზიკოსებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, მაგრამ თეთრი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2020 წელი. 9:46pm —
4 კომენტარი
________________
ქალაქი, რომელშიც 2018 წლის მონაცემებით 24 მლნ ადამიანი ცხოვრობს სრულიად დაცლილია ხალხისგან და კანტი-კუნტად, თითოოროლა ადამიანს თუ მოჰკრავთ თვალს ხმის გასაცემად. არ იფიქროთ, აქ ატომური ელ. სადგური აფეთქებულიყოს, ანდა ჰიროსიმას ბედი გაეზიარებინოს, არც გენოციდსა და გადასახლებებთან გვაქვს საქმე. ქალაქი რომლის დათვალიერებაც მოგიწევთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია - ჩინეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქი - შანხაი (24,24 მლნ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2020 წელი აღმოსავლურ კალენდარში ვირთხის (თაგვის) წელია. შესაბამისად, თხილი, კაკალი, სოკო, სნიკერსიც კი საახალწლო ნუგბარად მოიაზრებოდა ძირძველ ქართულ ტრადიციულ სუფრაზე. ასეთ დროს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ თაგუნია-ვირთხები. ჩვენი დღევანდელი გმირიც აგერ უკვე ოთხი წელია ცნობილი ფოტოგრაფის დეან მეისონის (Dean Mason) მუზად არის ქცეული და მისი პატარა ზომის მიუხედავად, მიკროფოტოგრაფიაში საკმაოდ კარგი ფოტოებიც გამოდის. ეს თაგუნა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 5, 2020 წელი. 11:37pm —
2 კომენტარი
________________
როდესაც ისე იპრანჩები, რომ გარშემო ქალაქიც კი გიხდება - ასეთი იყო თავდაპირველი მოტივი, შემდეგ აღმოცნდა, ქალაქის ქუჩები მათი საყვარელი საქმიანი ადგილია, ხოლო ქუჩის ფოტოგრაფია კი შთაგონება. ბლოგის დღევანდელი პოსტის მასპინძლები არიან ანა დევისი და დანიელ რუედა (Anna Devis and Daniel Rueda). ისინი არა მხოლოდ ფოტოებს იღებენ ქალაქების რომელიმე ქუჩებიდან, არქიტეტურის, სტრიტ არტის, ან ქუჩის ცხოვრები აღსაწერად, არამედ ობიექტშიც თავად ხვდებიან…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2019 წელი. 11:39pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა არაჩვეულებრივობად აქციონ. თურქი ფოტოგრაფია იენარი ტორუნი (Yener Torun) ცისარტყელის დასახლების გამორჩეულობაზე მუშაობას შეუდგა. შერჩეული ფოკუსი, ფერების დაჭერა, განათების შერჩევა და კომპოზიცია ისე ააწყო, ზოგიერთი მათგანი სურეალისტურ ნამუშევარსაც კი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2019 წელი. 10:38pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald Ong) მოუვიდა თავში და მერე ფოტოშოპში განახორციელა კიდეც. სახელებიც კი მოუფიქრა თავის ფლორა-ფაუნას, ზებრეო ორეოსა და ზებრას ნაზავია, პურმელა - პურისა და მელიის კომბიაციაა და ა.შ.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2019 წელი. 11:08pm —
1 კომენტარი
________________
27 სექტემბერს, წელსაც მოიგონეს აფხაზეთის, სოხუმის დაცემა. კადრები ომიდან, გამარჯვებულები და დამარცხებულები, გმირები, გმირობები და ა.შ. და ა.შ. აფხაზეთის თვალწარმტაცობაზე ბევრი თქმულა, ზოგი ნამდვილი, ზოგი გაზვიადებული და ქართულად ლეგენდებით აღვსილი, ზოგი ასე და ზოგიც ისე. ჩემი დღევანდელი პოსტი კი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, აურელიენ ვილეტეს (Aurélien Villette) შემოქმედებას ეხება. ეს ფოტოგრაფი ცნობილია თავისი კოლექციებით - დანგრეული,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000 ფოტოგრაფი, თავს არ ზოგავს შექმნას საუკეთესო ნამუშევარი. მსოფლიო გამოფენამდე და გამარჯვებულის გამოვლენამდე, ჯერ კომისიის შესარჩევ კონკურსს გადიან. მთავარი იდეა - ცოცხალი ბუნების, ნატურალური, რეალისტური აღბეჭდვაა.
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2019 წელი. 11:32pm —
1 კომენტარი
________________
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…
© 2021 George.
•