„იგრძენით თქვენს ტანზე პეპლები“ ასეთია ესპანური დამოდელო ფირმის ახალი კოლექციის სლოგანი. Bibian Blue ბარსელონაში, უნიკალური კაბების კოლექციას ქმნის, კაბის მთელი იდეა ისეთია, თითქოს ისინი აწყობილია პეპლის ნაზი ფრთების სხვადასხვა ნაწილებით. მთლიანი ზედაპირის დიზაინი პეპლის სხვადასხვა სახეობებს მიბაძავით არის შექმნილი. ტანზე შეიძლება მოირგოთ მონარქი თავისი ნათელი ნარინჯისფერი ფერებით, ასევე მინდვრის პეპლები და მრავალი სხვა. პატარ-პატარა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2022 წელი. 11:04pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ერთდროულად არა ერთი, არამედ ორი მასპინძელი გვეყოლება. არაფერი განსაკუთრებული არ არის მათში და არც მაინცდამაინც ხელოვენები არიან, ამიტომ არც უწოდე ასე. ისინი უბრალოდ ინსტაგრამზე ბლოგერობენ და მოიფიქრეს ერთი საინტერესო პროექტი - ერთნაირი სტილის ტანისამოსი სხვადასხვა სხეულზე. დენის მერსედესი (ფოტოზე პუტკუნა) და მარია კასტელანო (ფოტოზე გამხდარი) ჩვეულებრივი ბლოგერი გოგონები არიან, რომლებიც მგონი ჩემს ბლოგს ათვალიერებენ. გახოვთ ხომ, ჩემმა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2022 წელი. 11:55pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამჯერად გრაფიკული დიზაინერი გვყავს სტუმრად. იემენელი მოჰამედ ალ ჯაბადი მსოფლიოს მთავარ ნაგებობებს, საკულტო მონუმენტებს თავიდან აშენებს მხოლოდ ლათინური ასოების გამოყენებით. მისი შესრულებული წარწერები ამა თუ იმ ცნობილი შენობის არქიტექტურას იმეორებს და მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა პატარ-პატარა მანათობელ ასოებად გადაკეთების. მის ნამუშევრებშია პარიზი, ისტამბული, პრაღა, ბანგკოკი - მოკლედ, მსოფლიოს უამრავი ქალაქი, მაგრამ თბილისზე როგორც ჩანს,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2022 წელი. 9:19pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველა ხელოვანი, დიდი ხელოვანების თაყვანისმცემელი და მათგან განსწავლულიაო, ვიღაცას უთქვამს. ჩვენი დღევანდელი ხელოვანიც გენიოსებით და ნაკლებგენიოსებით აღფრთოვანებული ფედერიკო ბაბინაა. წარმოშობით იტალიელია. უკვე 25 წელზე მეტია რაც არქიტექტორი და გრაფიკული დიზაინერია. 2007 წლისდან ბარსელონაში ცხოვრობს, როგორც ალბათ, არქიტექტურით გატაცებული ყველა მეოცნებე ხელოვანი იცხოვრებდა. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლოს და მსოფლიოს არაერთი ქალაქი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2021 წელი. 9:47pm —
არ არის კომენტარები
_______________
იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2020 წელი. 10:59pm —
1 კომენტარი
________________
ბოლო რამდენიმე პოსტი გამიცდა, მაგრამ ხომ იცით როგორი რთულია ფარდების არჩევა, დეკორაციების მოფიქრება, შპალერის ფერის და მისაღების სავარძლების შეხამება და ა.შ. ამ ძებნა-ძიებაში ერთი ორიგინალური მაგიდა და სკამ-დივანი აღმოვაცინე. დიზაინერი სტელიოს მოუსარისი (Stelios Mousarris) ქმნის ხის, შუშის და სხვადასხვა ფიგურების ავეჯს, რომელიც ორიგინალურ და სანახაობრივ ელემენტებს შეჰმატებს თქვენს მისაღებ ოთახს. წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი ქალაქის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2020 წელი. 11:35pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია მსოფლიომ თითქოს მიივიწყა, მაგრამ ყოველ გახსენებაზე თავიდან იწყება განცდა და ტკივილი. რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზმა და მთელმა მსოფლიომ ნოტრ-დამის, პარიზის ღმრთისმშობლის ტაძრის საშინელი ხანძრის და უბედური შემთხვევის შესახებ გაიგო და იმ დღის შემდეგ, მთელი მსოფლიო დაირაზმა ტაძრის ჩამონგრეული თაღების აღსადგენად, ზოგი ფულით, ზოგი მორალური თუ ინტელექტუალური ხელშეწყობით.
პირველ რიგში, მოდით გავიხსენოთ როგორი უყო პარიზის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2019 წელი. 10:06pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერთი შეხედვით, რთულია იმის მიხვედრა რა უნდა აკავშირებდეს ოკეანეთის და ევროპის ორ სახელმწიფოს ახალ ზელანდიასა და ესტონეთს. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საერთოც მოიპოვება, მაგრამ მათ სიას კიდევ ერთი უნდა შევმატო. ეიკო ოიალა (Eiko Ojala) სწორედ ამ ორ ქვეყანაში მოღვაწეობს თავისი შთამბეჭდავი ილუსტრაციებით, რომელსაც ჯერ კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში აწყობეს, შემდეგ კი საკუთარი ხელით აწყობს. მისი ილუსტრაციები ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2019 წელი. 11:41pm —
2 კომენტარი
________________
ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი დღეები მიეწყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ წინ მარტია და ის აუცილებლად მოიქნევს ცივ კუდს. მინიმუმ ქარიანი მაინც იქნება და სწორედ მაშინ, განსაკუთრებით დავაფასებთ სითბოს, რომელიც ყლზეა შემოხვეული. ცხოველების ხოცვისა და მისგან ქურქების დამზადებას დიდი ხანია ალმაცერად უყურებს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მაგრამ თავად ცხოველებისადმი ინტერესი სულაც არ უნდა იყოს უარყოფითი რამ. მითუფრო, რომ ერთგვარი ხელოვნებაა მოქარგო…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2019 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მადონას სერვიზისა არ იყოს, პიანინოც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო ოჯახებისთვის და ერთგვარ კულტურულ დაწინაურებად იაზრებდა (ალბათ). ზოგიერთი ფოტოგრაფისთვის კი პიანინოები, თავისი წარსულითა და აწმყოთი, ერთგვარი დრამატული ლიტერატურული ჟანრია. ქვემოთ შერჩეული ფოტოები, სწორედ ამ დრამატულობით და დინამიურობით, ანდა საინტერესოდ აღსაწერი ისტორიებით შევარჩიე.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2018 წელი. 10:41pm —
1 კომენტარი
________________
მართალია ყველა მათგანი შროშანი არ არის, და შეიძლება ძალიან ცოტაც კი იყოს მათ შორის შროშანი, მაგრამ სანახაობა უდაოდ შთამბეჭდავია. მინდვრის ყვავილების მარადიული სიცოცხლისთვის, რომელიც ალბათ უფრო ფოტოებზე დარჩება მარადიულად, წვალობს და შრომობს ბრიტანელი ილუსტრატორი და ხელოვანი რებეკა ლუიზ ლოუ. ის სპილენძის მავთულზე ასხამს მინდვრის ყვავილებს და ქმნის ისეთ დეკორაციებს, რომელთა მსგავსიც აქამდე არ გინახავთ - განცვიფრება და გაოცება,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2018 წელი. 6:32pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფესტივალებს და დღესასწაულებს რა გამოლევს, ყოველი დღე შეგიძლია სასურველი მოვლენის, გრძნობის, მოქმედების, საგნების და ა.შ. დღედ გამოაცხადო. ზოგჯერ გლობალურად, მაგალითად ჩაის საერთაშორისო დღე, რომელის სულ მალე, 15 დეკემბერს აღინიშნება ან ლოკალურად, მაგალითად ავსტრალიაში ყოველწლიურად ზეიმობენ ბურგერის დღეს 28 მაისს, ან კიდევ უფრო დაავიწროვო და კონკრეტული კომპანიის დღესასწაულად აქციო - მაგალითად, ფასდაკლებები ფირმა „იყიდე, რაიცი რაში…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2017 წელი. 6:32pm —
არ არის კომენტარები
_______________
როდესაც მთელი ქალაქი თქვენს თავსა და გონებას აწვება, ამ დროს ყველას დიდი პატრიოტი შეიძლება ეგონოთ, თუმცა არა! პატრიოტობა გადასხვაფერდა. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელაი მთელი ქალაქი და სოფელი თქვენს კისერსა და მხრებზე იდგეს, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად გამოიყურებოდეს და მეტიც - ძალიან ორიგინალური სანახავიც კი იყოთ, განსაკუთრებით თუკი ქვეყნის არქიტექტურის მხარშემდგომი ოჯახი გაქვთ.
ასია კოზინა და დიმიტრი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 23, 2017 წელი. 8:59pm —
არ არის კომენტარები
_______________
რომელი გოგო გაბედავს და იტყვის, რომ არ უოცნებია დისნეის პრინცესობაზე! უბრალოდ, არ დავუჯერებთ (ან, მას უბრალოდ არცერთი მულტფილმი არ უნახავს, თორემ დისნეის საოცნებო ქორწილები ჩვენი ბავშვობის ფერადი სიზმრების ნაწილია). გაგახარებთ, ეს უკვე შესაძლებელია, რადგან ყველა პრინცესა, საბოლოოდ ქორწილით და დიდი კაბით ასრულებს ზრაპარს, ჰოდა, სწორედ ამ საქორწილო კაბების ჩვენება და ყიდვა-გაქირავება მოაწყვეს დისნეიში. დღეის ამას იქით თქვენ შეგიძლიათ იქცეთ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2017 წელი. 1:30pm —
1 კომენტარი
________________
ქსოვა თუ არა იცით, მაგრამ ზამთრის სიცივე უკვე გაშინებთ; ამასთანავე, გინდათ შედარებით ორიგინალურად გამოიყურებოდეს თქვენი მკლავები; არ გიყვართ სქელი ჯემპრები, რომლებიც თქვენს წონას და წონისშესახედაობას აორმაგებს, მკლავებს კი ჩამოქნილიდან, ჩამოშენებულამდე ამძიმებს; თუკი ფიქრობთ, რომ ჩექმებამდე ჯერ შორია, მაგრამ შემოდგომას უკვე უხდება ზამთრის აქსესუარები, მაშინ კარგად გადაათვალიერეთ ჩემი დღევანდელი ბლოგი. /ეს ნამდვილად თქვენთვისაა ან…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2017 წელი. 1:42pm —
2 კომენტარი
________________
გეცვას განსხვავებულად, თითოქს ბუნებრივი მოთხოვნილებაა ადამიანის. ზოგჯერ, უხერხული მომენტი და გრძნობაა, როდესაც თუნდაც შენი მსგავსი ფეხსაცმელი ან ზედა აცვი სხვა ადამიანს, ამიტომ დიზაინერები თავებს არ ზოგავენ ყველაზე განსხვავებულის შესაქმნელად.
ამ მიმართულების მსოფლიო არტისტებს, ხელოვანებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია 32 წლის ლონდონელ დიზაინერს დენიელ ლისმორს (Daniel Lismore). სრულიად ექსტრავაგანტული შემოქმედება, რომელიც…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2017 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
ბავშვობის ოცნებებს შორის იყო მოგზაურობა დედამიწის გარშემო, მაგრამ ეს მოგზაურობა უნდა ყოფილიყო ავტომობილით. გახსოვთ ალბათ, ძველებური მიკროავტობუსები, პატარა, მრგვალები, მერე გავრცელდა მისი მრავალგვარი ვერსიები და სულ ბოლოს ფერადოვნებიც. აი, მეც მასეთით მინდოდა მოგზაურობა, მაგრამ, ახლა რაც ვნახე მგონი ისიც ძალიან ეგზოტიკურია, ოღონდ უნდა ვაღიარო - გრძელ გზებზე არ გამოდგება, უფრო საქართველოში და მცირე მასშტაბებით მგზავრობისას. საერთოდაც, ბუნებას…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2017 წელი. 10:38pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2023.
საათი: 8:05pm
0 კომენტარი
0 მოწონება
მუსიკალური ალბომები ყურისთვის ჰანგებით ნეტარება და თვალისთვის სანახაობის დღესასწაულიო, ამბობენ მელომანები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავისთავად აშკარაა და არავინ დაობს, მეორეს ზოგჯერ ივიწყებენ. საუბარია ალბომის ყდაზე, პოსტერზე. ალბომის ყდის არტი არის ხელოვნება ცალკე კატეგორია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასამახსოვრებელი ალბომი შეიქმნა - დასამახსოვრებელი როგორც მუსიკალურად, რომელსაც ლეგენდარული…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2023.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Dwelling within the waterfront is usually a dream For most, and Tims Ford Lake in Tennessee is not any exception. With its serene surroundings, recreational chances, and delightful scenery, It can be no wonder that Tims Ford Lake properties available are in high need. Even so, getting the correct lake property involves the expertise of a skilled realtor who is aware the region perfectly. This information will information you through the entire process of getting the most…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 31, 2023.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Folks have been observing videos for many years. The main studio or theater was established in 1897. With the assistance of technology, it has grown to be less difficult to view motion pictures on diverse platforms, like TV, projectors and internet. On the internet, several Internet websites allow you to view your preferred films. In the following paragraphs, we're going to find out why it's better to view movies online as an alternative to head to some theater. Read more…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 31, 2023.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
1 Like
Given that the title implies, A Training course in Miracles is really a training system. It teaches us exactly what is actual and what is unreal, and sales opportunities us on the direct encounter of our have Internal Instructor.
The Training course is arranged in a few sections: a textual content, a workbook for college kids in addition to a handbook for academics. The Textual content provides the ideas underlying the Training course. The…
© 2023 George.
•