უკვე ჩემი ბლოგის ტრადიციებიც კი შემიძლია ჩამოვაყალიბო. ერთ-ერთი ტრადიცია იქნებოდა, ყოველწლიური ფოტოგრაფიული დაჯილდოებები. ამჯერად, ჩიტების ფოტოგრაფები უნდა დაჯილდოვდნენ და საუკეთესო 30 ფოტო წარმაოდგინეს. ამ 30_დან, მე ჩემი საუკეთესო ათეული ამოვარჩიე, რომელსაც ქვემოთ ნახავთ. ისე, ჩიტების ფოტოკონკურსი ექვსი წელია რაც იმართება და მსგავს მიმართულებებში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო სანახაობაა ხოლმე.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2021 წელი. 11:03pm —
არ არის კომენტარები
_______________
გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა „კავკასიელი ტყვე ქალი“ უმა თურმანის მონაწილეობით? არა, ნატალია ვარლეის არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ წარმოსახვისთვის. ანდა, ჯეკ ბეღურა რომ მიხაილ ბოარსკის შეესრულებინა? მოკლედ, ვინც საბჭოთა ფილემბზე გაიზარდა, მისთვის ჩემი პოსტის თითქმის ყველა მსახიობი ნაცნობია, ხოლო ახლგაზრდები ალბათ მხოლოდ ჰოლივუდელ სახეებს იცნობენ, ამიტომ კეთილი იყოს მათ საერთო ფოტომანიპლაციაში. ავტორი კი კლოდ მანდეა - დიახ, არ შემშლია, ასე ჰქვია…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2021 წელი. 10:55pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველა ხელოვანი, დიდი ხელოვანების თაყვანისმცემელი და მათგან განსწავლულიაო, ვიღაცას უთქვამს. ჩვენი დღევანდელი ხელოვანიც გენიოსებით და ნაკლებგენიოსებით აღფრთოვანებული ფედერიკო ბაბინაა. წარმოშობით იტალიელია. უკვე 25 წელზე მეტია რაც არქიტექტორი და გრაფიკული დიზაინერია. 2007 წლისდან ბარსელონაში ცხოვრობს, როგორც ალბათ, არქიტექტურით გატაცებული ყველა მეოცნებე ხელოვანი იცხოვრებდა. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლოს და მსოფლიოს არაერთი ქალაქი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2021 წელი. 9:47pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო დროს აზია ძალიან აქტუალურია. მას შემდეგ რაც ავღანეთი თალიბების ხელში გადავიდა, სულ უფრო მეტს საუბრობს მსოფლიო ახლო აღმოსავლეთზე. ჩვენი ბლოგის დღევანდელი გმირი, ავღანეთიდან არ არის, მეტიც არც კი ესაზღვრება მას, თუმცა მისი ფოტოსერია, რომელიც დღეს უნდა გაჩვენოთ, ძალიან თემატურია. ბაუშრა იაჰია ალმუტავეიკელი (Boushra Yahya Almutawakel) დაიბადა სანაში, იემენის დედაქალაქში. სწავლობდა მშობლიურ ქალაქში და მოგვიანებით, საოცნებო ქვეყანაში…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2021 წელი. 6:08pm —
არ არის კომენტარები
_______________
კიდევ ერთი მასშტაბური, არქიტექტურული პროექტი და რა გასაკვირია თუ გეტყვით, რომ განხორციელდა ჩინეთში, შანხაიში. მსოფლიოს უდიდესი, ასტრონომიული მუზეუმი ივლისის ბოლოდან უკვე დამთვალიერებლებს იღებს, თუმცა კოვიდის გამო, ჯერ-ჯერობით ხალხმრავლობა არ შეინიშნება. ეს თანამედროვე კულტურული ცენტრი ფუნქციონირებს, როგორც შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის ახალი, ასტრონომიული ფილიალი. არქიტექტურა ეკუთვნის კომპანია Ennead Architects, რომელმაც…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გახსოვთ, ადამიანისტანა ცხოველები რომ ჩავიყვანეთ მეტროში? შარშან იყო იანარში ეგ ამბავი და მაშინ მეთიუ გრაბელსკის ფოტომანიპულაციებზე ვსაუბრობდით (იხილეთ:…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2021 წელი. 10:53pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელს სხეულში პეპლები დამდიანო რომ იციან ახალშეყვარებულმა გოგო-ბიჭებმა, ეგეთი ბლოგი მექნება დღეს. თან მარტო პეპლები კი არა, ზოგან ყვავილებიც იქნება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გამოგალერეებული. დღევანდელი ჩვენი მასპინძელია თვითნასწავლი ხელოვანი ვინსენტ სალვო, იგივე ვინი (Vincent “Vin” Salvo). სალვო მემარცხენა თუ მემარჯვენე შემოქმედებას, ორივეს ერთნაირად სწყალობდა და აკვირდებოდა. არც მაინცდამაინც მოდერნისკენ წასულა და არც ტრადიციებით…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2021 წელი. 11:17pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს სპორტი, ოლიმპიური თამაშები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. შარშანდელი ოლიმპიადა წელს ტარდება, მაგრამ ხალხის გარეშე. იაპონიამ, მხოლოდ დელეგატები და მონაწილეები მიიღო და უმასპინძლა. დღეს არა თავად ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მის დახვედრაზე ვისაუბრებთ. ტოკიოში, ნაკამეგუროს რაიონში მოღვაწეობს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2021 წელი. 11:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვიშიანი სანაპიროების მოყვარულებისთვის კარგი იდეები მაქვს. წელს ალბათ ზღვაზე ვერ წავალ, მე ხომ ფრანგულ რივიერას ვარ მიჩვეუელი და ქობულეთში არ ვიცი როგორ დავისვენო, საფრანგისთვის კი ორი კოვიდ აცრა მჭირდება და ვერ ვასწრებ ზაფხულში, ამიტომ ისევ ... გავბერავ და ავავსებ აუზს, დავყრი ქვიშას და მოვიმარაგებ ნიჟარებს. ამ უკანასკნელის ინსპირაცია კი ნიუ იორკელი ანა ჩანი და მისი 10 წლის გოგონა არიან. ანა დიზაინერ-დეკორატორია და ცხელ ზაფხულში, თავის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2021 წელი. 11:02pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2021 წელი. 11:27pm —
1 კომენტარი
________________
მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2021 წელი. 11:17pm —
1 კომენტარი
________________
მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2021 წელი. 11:07pm —
1 კომენტარი
________________
შუშის მხატვრობა არის უძველესი ხელოვნება, რომელსაც ტრადიციულად იყენებდნენ შუასაუკუნეების საკათედრო ტაძრების ფანჯრების გასაფორმებლად. თუმცა მაშინ, შუშის გაფერადების გარდა, ფერად შუშებსაც იყენებდნენ კიდევ უფრო მაღალი ეფექტისთვის. დღევანდელი ჩვენი ბლოგის მასპინძელია უკრაინელი მხატვარი, ხელოვანი მარია (ფსევდონიმით არტმასა (ArtMasha)). მარია ტრადიციულ ხელოვნებას მისდევს - აფერადებს შუშებს და კონტურებს ოქროს ან მოოქროვილი სპილენძი შენადნობით კრავს.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2021 წელი. 10:40pm —
არ არის კომენტარები
_______________
საჩუქრის არჩევა ყოველთვის დიდი პრობლემაა - რაც არ უნდა ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყოს, მაინც ჭირს ზუსტად განსაზღვრო საჩუქრისადმი მისი ინტერესი და ჩუქებისას სიხარული. ამასთანავე საჩუქრის პრაქტიკულობაც მნიშვნელოვანია. ბოლო წლებია, ამ ყველა პუნქტს აკმაყოფილებს ჭიქები, ფინჯანები, რომლებსაც ადრე თუ სავიტრინე დანიშნულება ჰქონდათ, ახლა უფრო პრაქტიკულნი გახდნენ - ფოტოები ჭიქებზე, ფუნჯით შესრულებული ნამუშევრები, სხვადასხვა ფორმები და მოზაიკები.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2021 წელი. 10:22pm —
1 კომენტარი
________________
მიუხედავად პანდემიისა, შეზღუდვებისა და აკრძალვებისა მთელი მსოფლიოს გარშემო, ქორწილობა არც ისე ადვილი ასაკრძალი გახდა. არაერთმა შეყვარებულმა წყვილმა მოახერხა მარადიული სიყვარულის ფიცის დადება და ამ ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვა (ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ქორწილის იდეა, ფოტოგადაღებაა და მეტი არაფერი). საქორწილო დღესასწაულების ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, Junebug Wedding, აგერ უკვე მეექვსე წელია, წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგადაღების…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2020 წელი. 11:07pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს, შავ-თეთრ ფოტო ფოტოგრაფის სტილს გამოხატავს ან ამა თუ იმ სურათზე ეფექტის შერჩევის ვარიანტს. ტონების, კონტრასტების, ჩრდილების გამოსაკვეთად, ფოტოგრაფები ხშირად აშავთეთრებენ სურათებს, თუმცა ეს ახლა. იყო დრო, როდესაც უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა - განა მაშინ სამყარო შავ-თეთრი იყო?! არა, უბრალოდ ამ სამყაროს ფერადი აღბეჭდვა პრობლემას წარმოადგენდა და მხოლოდ მხატვრებს შეეძლოთ. მაშინ სიშავთეთრე არა ფოტოშოპ ეფექტი, არამედ ფოტოს ერთადერთი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2020 წელი. 10:01pm —
1 კომენტარი
________________
რამდენიმე კვირის წინ, გერმანულენოვამა ტვიტერ პროფაილმა წამოიწყო კამპანია გერმანულად ვრცელ ჰეშტეგზე: #KunstGeschichteAlsBrotbelag. ქართული ენისა არ იყოს, არც გერმანულია მაინცდამაინც ტვიტერზე მორგებული. ჰეშტეგი ითარგმნება შემდეგნაირად: ხელოვნების ისტორია, როგორც სენდვიჩი. როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, მსგავსი წამოწყებები, ე.წ. ჩელენჯები სწრაფად ვრცელდება, რომ იტყვიან - ვირუსულად. საქმე ისაა, რომ დედამიწის გარშემო, როგორც ჩანს…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2020 წელი. 10:02pm —
არ არის კომენტარები
_______________
თანამედროვე მონე და რენუარი, იმპრესიონისტების ახალი თაობის წარმომადგენელი და კიდევ ბევრი სხვა ეპითეტი მიუძღვნეს ჩვენს დღევანდელ მასპინძელს რემინგტონ რობინსონს (Remington Robinson). მისი ფერები მართლაც კლასიკოსი იმპრესიონისტების ფერებს ჰგავს, მაგრამ ტექნიკა, რომელსაც რობინსონი იყენებს, ერთობ უჩვეულო და საწვალებელია. მოგზაურობა შორს არ უწევს, წარმოშობით ამერიკელია, კოლორადოს შტატიდან და ამ უკანასკნელში ყველაფერი აქვს, რისი გადატანაც…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 8, 2020 წელი. 8:58pm —
არ არის კომენტარები
_______________
იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2020 წელი. 10:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
წარმოიდგინეთ გასული საუკუნის სამოცდაათი-ოთხმოციანი წლების რიგითი საბჭოთა სამსახური, სადაც მბეჭდავი, ხშირად ამერიკულ დანადგარზე, რომელსაც ჯერ რუსული ასოები ჰქონდა მიხატული და შემდეგ ქართული ჩაწერილი - მელნით, ცდილობს როგორმე, განცხადების ტექსტი ხელნაწერიდან ბეჭდურად აქციოს. ამ დრომდე, დიდი ხნით ადრე გაჩნდა თანამდებობა და დღემდე არსებობს, რომელსაც ჰქვია მბეჭდავი-ამკრეფი ანდა მკრეფავი. ჰოდა, ასეთი მბეჭდავისთვის…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2020 წელი. 10:11pm —
1 კომენტარი
________________
2022
2021
2020
2019
2018
2017
2014
2013
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:12pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ახალი საინფორმაციო კვირა იმით დაიწყო, რომ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული გალობის და სიმღერის ოვაციები და პროტესტი დღის მეინსტრიმად იქცა. გადი-გამოდი გუთანო, შენ ხარ ვენახი, კირიე ე ლეისონ, ლაშარის გზაზე და არაერთი სხვა შედევრი მიქელანჯელოს „ცის ქვეშ“ მართლაც შთამბეჭდავი იყო. დღის ამბები ჩვენ ქვეყანაში კვლავ პრემიერის და მისი ვიცე პრემიერის ტრიბუნის გარშემო ტრიალებს, ასევე სასამართლო, ოპოზიციის არჩევნების მოთხოვნები და ა.შ. ლარის ამბავი -…
© 2022 George.
•