mariam cx. ჯერ არ დასაჩუქრებულა!
გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 2, 2016 წელი 0 კომენტარი 10 მოწონება
საშინლად დაღლილი და საკუთარ თავში ღრმად ჩაძირული, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მძიმედ დავეშვი ავტობუსის სკამზე და შემოსეულ ფიქრთა დახარისხებას შევუდექი. ავტობუსი უმალ ხალხით გაივსო და უამრავი ხმა აირია ერთმანეთში. როგორც ყოველთვის ამ ხმებში ლანძღვა დომინირებდა. ზოგი ახალ თაობას ლანძღავდა, ზოგი მთავრობას, ზოგიც გვერდით მჯდომს. ყველას უკმაყოფილება შეზრდოდა სახეზე და დაუშურებლად ანთხევდა ბრაზს. სალარო აპარატთან ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი…
გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 14, 2012 წელი 20 კომენტარი 4 მოწონება
საერთოდ თავისუფლების ობიექტური გაგება არ არსებობს. ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია. ის, რაც სხვისთვის თავისუფლებაა ჩემთვის შეიძლება სრულ შეზღუდულობად ჩაითვალოს. არ ვაპირებ ზოგადსაკაცობრიოდ განვიხილო რომელიმე ცნება (მითუმეტეს თავისუფლება) და არც იმას ვცდილობ ჩემი მსჯელობა მთელს ადამიანთა მოდგმას მოვარგო. მე მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm
1 კომენტარი
1 Like
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm
0 კომენტარი
5 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
© 2021 George.
•
კომენტარების დაფა
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია