ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

პოსტი: წყალი, სული და შვიდი ნიშანი

კამათელი (ამონარიდი)

კამათელი, ქადაგიძე, ბლოგი, მოთხრობა, qwelly

      წყალს…

დაამატა nunu qadagidze at 12:41am on მაისი 6, 2019
თემა: წმინდა ხარლამპი და მის თანა წამებულნი
ი დადგენილ იყო ხარლამპი. ქრისტეს სიტყვის უზადო მქადაგებელი მრავალ შეცდომილ სულს გადმოიყვანდა ხოლმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს მოეხსენა, მათ ბრძანეს, შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამსჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მიუხედავად (იგი უკვე 113 წლის იყო), ნეტარი მამა სასტიკად აწამეს: სხეული რკინის ჩანგლებით უჯიჯგნეს მანამ, სანამ თავიდან ფეხებამდე არ გაატყავეს. წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა: "გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული!"      ამის გამგონე ორმა მხედარმა, პორფირიმ და ბაპტოსმა, ხედავდნენ რა წმინდა მოხუცის მოთნიბებას და უფლისადმი სასოებას, აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი - იესო ქრისტე და ისინიც წამებულთა რანგში შეურთდნენ მოზეუმე ეკლესიას - თავები მოჰკვეთეს მათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა - საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.      როდესაც ლუკიუსმა შეიტყო ხარლამპის მოწამეობრივი ქადაგება, განრისხებულმა თავად გადაწყვიტა ეწამება უდიდესი მქადაგებელი ეპისკოპოსია, მაგრამ უეცრად მკლავებიში ძალა ვეგარ იგრძნო , თითქოს მახვილით მოკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მოსულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა -თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარლამპი მისთვის მოეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: მისი ლოცვით მკვდრეთით აღსდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული.      სასწაულები სწორედ რომ იქ ხდება, სადაც მართლმორწმუნეობა იზრდება. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარლამპს ბაგეებში ქვებს ურტყამდნენ, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ იქედან გადმომსკდარმა ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევერმა და მისმა ერთმა დიდებულმა -კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობლები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვებით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ჯერ ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ წმიდა ხარლამპისთვის. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს, ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის, ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა. ◄ გუშინ | დღეს | ხვალ ► …
დაამატა tamo to თებერვალი at 1:33pm on აგვისტო 21, 2013
პოსტი: ჭექა-ქუხილის ღმერთი

ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      უცბად…

დაამატა nunu qadagidze at 9:11pm on მარტი 11, 2019
თემა: მეტაფიზიკა (წიგნი მეორე)
არც სავსებით მარცხს განიცდის, არამედ თითოეული რაღაცას ამბობს ბუნების შესახებ და ან სრულებით არაფერს, ან ცოტა რამეს უმატებს მას[1]. ყოველივე ეს ერთად აღებული კი ქმნის რაღაც სიდიდეს[2]. ასე რომ, თუ აქ დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, როგორც ანდაზა ამბობს: „ ვინ ვერ შესძლებდა კარში მოხვედრას? “ მაშინ ეს ადვილი ყოფილა[3]. მაგრამ სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი იცი, ნაწილი კი არა. ეს სიძნელე კი შესაძლებელია ორგვარი იყოს, რის მიზეზიც არის არა საგნებში, არამედ თვით ჩვენში. რადგან როგორ მიმართებაშიცაა ღამურას თვალები დღის სინათლისადმი, ასეთსავე მიმართებაშია ჩვენი სულის გონება[4] ბუნებით ყველაზე ნათელი მოვლენებისადმი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს პატივი ვცეთ არა მხოლოდ იმათ, რომელთა თვალსაზრისიც გავიზიარეთ, არამედ იმათაც, რომლებიც შედარებით ზერელედ მსჯელობდნენ, რადგან იმათაც რაღაც მიუმატეს ჭეშმარიტებას, ჩვენი შემეცნების უნარის წინასწარი გავარჯიშებით, მაგალითად, რომ არ დაბადებულიყო ტომოთე[5], არ გვექნებოდა მრავალი ლირიკული თხზულება, ხოლო რომ არ ყოფილიყო თრიუნე,[6] არ გაჩნდებოდა ტიმოთე. ასეთვიე მდგომარეობაა იმათთანაც, რომლებმაც რაიმე აზრი გამოთქვეს ჭეშმარიტების შესახებ: ჩვენ ზოგი ჩვენი შეხედულება, ზოგი მათგანისაგან ავიღეთ, ზოგი კი ამ შეხედულების წარმოშობის მიზეზი იყო.       სწორი იქნებოდა აგრეთვე, თუ ფილოსოფიას ვუწოდებდით მეცნიერებას ჭეშმარიტების შესახებ. რადგან თეორიულ მეცნიერებათა მიზანია ჭეშმარიტება, პრაქტიკულთა კი - საქმე. მართლაც, როცა პრაქტიკოსები აკვირდებიან საგნის მდგომარეობას, იკვლევენ არა მის მუდმიც მხარეებს, არამედ მიმართებას და იმას, რასაც ის ახლა წარმოადგენს. ჭეშმარიტება კი არ გვეცოდინება, მიზეზების ცოდნის გარეშე. რადგან ყველაზე მეტად მოვლენა იმ ბუნებისაა, რომლის მიხედვითაც მიეწერებათ დანარჩენებს ეს თვისება. მაგალითად, ცეცხლი ყველაზე ცხელია, რადგან ის სხვების სითბოს მიზეზია. ასევე ყველაზე მეტად ჭეშმარიტია ის, რაც სხვა მოვლენების ჭეშმარიტების მიზეზია. მარადიული მოვლენების საწყისები[7] ყოველთვის ყველაზე ჭეშმარიტნი იმიტომ არიან, რომ ისინი ხანდახან არ არიან ჭეშმარიტნი და არც არსებობის რაიმე სხვა მიზეზი აქვთ. პირიქით, ისინი არიან სხვათა მიზეზნი. ამრიგად, თითოეული იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც არსებობს[8]. თავი 2       ცხადია ისიც, რომ არსებობს რაღაც საწყისი და როგორც ერთი და იმავე გვარის, ისე სხვადასხვა გვარის მოვლენების მიზეზები უსაზღვროდ ბევრი არ შეიძლება იყოს[9]. რადგან, ერთი მხრივ, შეუძლებელია მოვლენების დაუსრულებელი წარმოშობა მატერიისაგან, როგორც სხეულისა მიწისაგან, მიწისა ჰაერისაგან, ჰაერისა ცეცხლისაგან და ასე შემდეგ დაუსრულებლად. მეორე მხრივ, - მოძრაობის საწყისიდან, მაგალითად, ადამიანს ამოძრავებს ჰაერი, ჰაერს მზე, მზეს მტრობა და ამ პროცესს საზღვარი რომ არსად არ ჰქონდეს.       ასევე არც მიზნის მიმართულებით შეიძლება პროცესი დაუსრულებელი იყოს: მაგალითად, ადამიანი დასეირნობდეს ჯანმრთელობისათვის, ჯანმრთელობა სურდეს ბედნიერებისათვის, ბედნიერება სხვა მიზნისათვის და ასე მუდმივად ერთი მეორეისათვის არსებობდეს.       ასეთივე მდგომარეობაა სუბსტრატშიც. ყოველ შუას აქვს რაიმე მომდევნო და რაიმე წინამორბედი. სადაც წინამორბედი აუცილებლად მომდევნოს მიზეზია. ჩვენ რომ ვინმემ დაგვავალოს ვთქვათ, რომელია ამ სამში მიზეზი, ჩვენ პირველს დავასახელებდით, რადგან მიზეზი არ შეიძლება უკანასკნელი იყოს, რომელიც არაფრის მიზეზი არაა. არც შუა, რომელიც მხოლოდ ერთის მიზეზია. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ერთია ის, თუ ბევრი, განსაზღვრული, თუ განუსაზღვრელი. როგორც ამგვარი, ისე საერთოდ, ყოველგვარი უსასრულობის ყველა ნაწილი ერთნაირად შუაში მდებარეობს პირველ წევრამდე. ასე რომ, პირველი წევრი რომ არ არსებობდეს, არც მიზეზი იარსებებდა.       მაგრამ არც დაბლა სვლა შეიძლება ასევე დაუსრულებლად ზემო საწყისიდან. მაგალითად ცეცხლიდან წარმოიშვას წყალი, წყლიდან მიწა და ასე მუდამ რაღაც სხვადასხვა სახეობა. ერთიმეორისაგან წარმოშობა კი ორგვარად ხდება. ერთიმეორის შემდეგ ვამბობთ ან იმ აზრით, როგორც ისტმიური[10] თამაშობების შემდეგ ოლიმპიური[11] თამაშობებია, ან ბავშვის მამაკაცად და წყლის ჰაერად გარდაქმნის აზრით. რა აზრითაც ვამბობთ, რომ ბავშვიდან მამაკაცი წარმოიშობა, ამავე აზრით ვამბობთ, რომ ქმნადობის პროცესში მყოფიდან წარმოიქმნება ქმნილი და დასრულების პროცესში მყოფიდან დასრულებული. რადგან შეუალედი ყველგანაა, როგორც არსსა და არარსს შორის იმყოფება წარმოშობა, ასევე არსებულსა და არარსებულს შორის - წარმოშობის პროცესში მყოფი. მოსწავლე ხომ წარმოშობის პროცესში მყოფი მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლიდან მცოდნე წარმოიშვება. ისეთი წარმოშობის დროს კი, როგორც ჰაერიდან წყლის წარმოშობაა, მეორე მხარე ისპობა. პირველ შემთხვევაში პროცესის შებრუნება არ შეიძლება, რადგან მამაკაცი ბავშვად არასოდეს არ გარდაიქმება. წარმოშობილიდან წარმოშობის პროცესში მყოფი კი არ წარმოიქმნება, არამედ ის, რაც წარმოშობის პროცესის დასრულებას მოსდევს შედეგად. როგორც დღე წარმოიშვება დილიდან, რადგან მას მოსდევს, და დილა კი დღიდან არ წარმოიშვება. მეორე შემთხვევაში პროცესი შებრუნებადია. მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში პროცესი დაუსრულებელი არაა. იმათ, რომლებსაც შუალედი საფეხური აქვთ, აქვთ დასასრულიც. მეორე შემთხვევაში კი მხარეები ერთიმეორეს ენაცვლებიან და ერთი მხარის სიკვდილი მეორის წარმოშობას ნიშნავს.       ამავე დროს შეუძლებელია, რომ პირველი წევრი[12], რომელიც მარადიულია, მოისპოს. მაგრამ თუ წარმოშობა ზევიდან არაა დაუსრულებელი, აუცილებელია, რომ ის პირველი, რომლის დაღუპვით რაიმე წარმოიშვა, მარადიული არ იყოს. ამას გარდა, მიზანი ანუ ის, „ რისთვისაც რაიმე ხდება “ , ისეთია, რომელიც სხვისთვის კი არ არსებობს, არამედ რომლისთვისაც სხვა არსებობს. ამრიგად, თუ არსებობს რაღაც ასეთი კიდური წევრი[13], პროცესი აღარ იქნება დაუსრულებელი. და თუ ასეთი არ არსებობს, არც მიზანი იარსებებს. ისინი კი, რომლებიც ამ პროცესს დაუსრულებელსა ხდიან, ივიწყებენ იმას, რომ ამით სიკეთის ბუნებას სპობენ[14], მაგრამ მიზნის მიღწევის იმედი რომ არ იყოს, არავინ არ მოჰკიდებდა ხელს რაიმე საქმეს და არც არსებობას ექნებოდა აზრი. რადგან გონიერი ყოველთვის რაიმე მიზნისათვის მოქმედებს, რაც საზღვარს წარმოადგენს. მიზანი ხომ იგივე საზღვარია. „არსებობის“ ცნების სხვა განსაზღვრებაზე დაყვანით ცნებათა გამრავლება არაა საჭირო. წინამობედი კი ყოველთვის უფრო მეტად არსებობს ვიდრე მომდევნო, რადგან ის არსებობს მაშინაც, როცა მომდევნო არაა. მაგრამ თუ წინამორბედი[15] არაა, არც მომდევნო იარსებებს.       ცოდნას სპობენ ისინიც, რომლებიც ასე მსჯელობენ: ცოდნა შეუძლებელია, სანამ არ მივაღწევთ დაუნაწევრებელ ელემენტებს, მაგრამ რადგან უსასრულოს გააზრება არ შეიძლება, არც შემეცნება იქნება შესაძლებელი.       ასეთი მდგომარეობა არაა ხაზებში, სადაც დაყოფას საზღვარი არა აქვს. აზროვნება კი შეუძლებელია საზღვართან შეჩერების გარეშე, რადგან ნაწილების დაუსრულებელ რაოდენობას ვერ დავთვლით. ამიტომ აუცლებელია მთელის უძრაობის დაშვება და განუსაზღვრელის არსებობის უარყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში განუსაზღვრელს არსება განუსაზღვრელი არ ექნება. მიზეზთა სახეები რიცხვით რომ განუსაზღვრელი ყოფილიყო, შემეცნებას არ ექნებოდა ადგილი, რადგან ჩვენი აზრით, ვიცით მაშინ, როდესაც შევიცნობთ მიზეზებს. განსაზღვრულ დროში კი იმის განხილვა, რასაც წევრთა განუსაზღვრელი რაოდენობა შეიძლება მიემატოს, შეუძლებელია. თავი 3       ლექციის გაგების ხარისხი დამოკიდებულია მსმენელთა ჩვეულებებზე, რადგან მსჯელობაში ის მოგვწონს, რასაც მიჩვეული ვართ, ყველაფერი სხვა კი შეუჩვევლობის გამო გვეჩვენება არა ასეთად, არამედ გაუგებრად და უცხოდ. და ჩვენთვის ისაა გასაგები, რასაც მივეჩვიეთ. თუ რა ძალა აქვს ჩვეულებას, ეს კარგად ჩანს კანონებში, სადაც მითიური და ბავშვური მხარე, ჩვეულების გამო, ბევრად ჭარბობს მათს ცოდნას. ზოგს არაფერი არ ესმის ორატორისა, თუ ის ისე არ მსჯელობს, როგორც მათემატიკოსი, ზოგი მაგალითების მოტანას მოითხოვს ორატორისაგან, ზოგი კი პოეტთა აზრების დამოწმებას. ზოგს კი ყველაფერში სიზუსტე მოსწონს, ზოგი კი უფრთხის სიზუსტეს, ან იმიტომ რომ ჰგონია, რომ ფაქტთა გაერთიანებას ვეღარ შესძლებს, ანდა ის უმნიშვნელოდ მიაჩნია. მართლაც, სიზუსტეს ახასიათებს რაღაც ისეთი, რასაც ხელშეკრულების დადებისას და მონების მსჯელობაში ვხვდებით. მაგრამ, საჭიროა შევისწავლოთ, რამდენად მისაღებია თითოეული ამ მეთოდთაგანი, რადგან უაზრობაა ერთდროულად როგორც მეცნიერული, ისე მეთოდიკური ხასიათის კვლევის წარმოება. მაგრამ არც თითოეული ზემოხსენებული მეთოდის გამოყენებაა ადვილი. მაგალითად, მათემატიკური სიზუსტის მოთხოვნა შეიძლება არა ყველგან, არამედ მხოლოდ არამატერიალურ საგნებში. მაშასადამე, ეს მეთოდი გამოუსადეგია ბუნების მიმართ, რადგან ბუნება მთლიანად მატერიალურია. ამრიგად, პირველ რიგში საკვლევია, თუ რაა ბუნება. მაშინ ცხადი გახდება, თუ რას სწავლობს ბუნებისმეტყველება და ერთი, თუ მრავალი მეცნიერება უნდა სწავლობდეს საწისებსა და მიზეზებს. « წიგნი პირველი წიგნი მესამე » ---------------------------------- შენიშვნები: [1] ცოდნას ბუნების შესახებ. [2] „რაღაც სიდიდეში“ არისტოტელეს ნაგულისხმევი აქვს „რაიმე ხელშესახები ჭეშმარიტება“. საერთოდ, არისტოტელეს ამ შემთხვევში გამოთქმული აქვს უაღრესად საინტერესო მოსაზრება ჭეშმარიტების ფარდობითობის შესახებ. იმის შესახებ, რომ საბლოო ინსტანციის ჭეშმარიტება არ მოიპოვება უცებ, არამედ თანმიმდევრულად, მრავალი მოაზროვნის მიერ მოპოვებული ჭეშმარიტებათა შეჯამების საფუძველზე. [3] ე.ი. ჭეშმარიტების წვდომა. [4] არისტოტელე აქ ემყარება თავის შეხედულებას გონებისა და სულის მიმართების შესახებ, რომლის მიხედვითაც გონება სულის ერთ-ერთი ნაწილია. ეს შეხედულება საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთში, როგორც არისტოტელეს დროს, ისე მანამდე და მის შემდეგაც. [5] ტიმოთე - ცნობილი პოეტი და მუსიკოსი, წარმოშობით მილეთელი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათენში 446-357 წწ. [6] ცოტა რამაა ცნობილი თრიუნეს შესახებ. ის მოხსენებულია არისტოფანეს „ღრუბლებში“, პლუტარქეს დიალოგში „მუსიკის შესახებ“ და ფერეკრატეს „ხირონში“. [7] τ ὰ ς ἀ ρ χ ὰ ς საწყისები. კუბიცკისთან თარგმნილია „მიზეზებად“ , მაგრამ არისტოტელე გარკვევით ანსხვავებს ერთმანეთისაგან მიზეზებსა და საწყისებს. ტექსტში ამ ადგილას ლაპარაკია საწყსებზე (τ ὰ ς ἀ ρ χ ὰ ς) და არა მიზეზებზე (τ ὸ α ἴ τ ι ο ν). [8] საყურადღებოა ის, რომ არისტოტელე ჭეშმარიტების საზომად მიიჩნევს საგანთა ონტოლოგიურ არსებობას და არა მათს არსებობას ან მოცემულობას ჩვენს გონებაში, რაც ბევრს ამბობს მისი მატერიალისტური ტენდენციების სასარგებლოდ. [9] არისტოტელე აქ უარყოფს მიზეზთა დაუსრულებლობას და საჭიროდ მიაჩნია რაღაც საწყისი მიზეზის დაშვება. ის ხაზს უსვამს მის მიერ აღმოჩენილი კანონზომიერების საყოველთაო ხასიათს და ავრცელებს მას ყველა გვარზე (ε ἰ ς ε ὐ θ υ ω ρ ί α ν და κ α τ ᾽ ε ἶ δ ο ς). მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ლოგიკურს ონტოლოგიურს არ აშორებდა და არ უპირისპირებდა, პირიქით, პირველი ყოველთვის მეორისაგან გამოჰყავდა. ამას ადასტურებს მის მიერ აქ მოტანილი მაგალითი მიზეზთა უსასრულობის შეუძლებლობის შესახებ: ეს შეუძლებლადაა მიჩნეული ჯერ მატერიის, შემდეგ მოძრაობის, მიზნის და ბოლოს ლოგიკური თვალსაზრისით. [10] τ ὰ Ἰ σ θ μ ί ω ν ისთმიური თამაშობები. შეჯიბრებანი, რომელნიც იმართებოდნენ პოსეიდონ ისთმიელის ტაძართან, შუა ზაფხულში, ორ წელიწადში ერთხელ. [11] τ ὰ Ὀ λ ύ μ π ι α - ოლიმპიური თამაშობები რომლებიც იმართებოდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ 776 წლიდან 394 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ქალაქ ოლიმპაში, ზევს ოლიმპელის პატივსაცემად. [12] კუბიცკი „პირველი წევრის“ ცნებას (τ ὸ π ρ ῶ τ ο ν) უმატებს „მატერიალურს, რაც დედანში არაა და არც იგულისხმება. შესაძლებელია მან ეს ჩანართი როსის გავლენის შედეგად ჩათვლა საწიროდ, რომელიც ასევე იქცევა, თარგმნის რა τ ὸ π ρ ῶ τ ο ν -ს, „მატერიალურ მიზეზად“ (the prime material couse), მართალია, სასურველია, რომ არსტოტელე ამ პირველ მიზეზში მხოლოდ მატერიალურ მიზეზს გულისხმობდეს, მაგრამ ამას არ ამართლებს არც ტექსტი და არც არისტოტელეს მთელი ფილოსოფიის გათვალისწინება. [13] ქმნადობის პროცესის უკანასკნელი წევრი. [14] მიზნის მოსპობა იმიტომ სპობს სიკეთეს, არისტოტელეს აზრით, რომ ყოველი მოვლენის მიზანი ამ მოვლენისთვის სიკეთეა. [15] კუბიცკიცა და გოლკეც „წინამორბედს“ უმატებენ „ცნებას“, მაგრამ ორიგინალში ეს ტერმინი არ არის და არც საჭიროა მისი დამატება.…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 2:51pm on აპრილი 2, 2020
თემა: ძირითადი აპოლოგეტური მონაცემები. არისტიდე ათენელი (ფილოსოფოსი) და მისი აპოლოგია
რომ მას ნამდვილად ჰქონდა აპოლოგია დაწერილი, ანუ პირველი საეკლესიო მოღვაწე, რომელმაც აპოლოგია დაწერა გახლდათ სამოცდაათთაგანი მოციქული კოდრატე, რომელმაც თავისი აპოლოგია ზეპირად წარმოთქვა ტრაიანე იმპერატორის წინაშე და როგორც ევსები კესარიელი გვაუწყებს, IV საუკუნის I ნახევარში, ეს აპოლოგია გავრცელებული იყო და იკითხებოდა, ე.ი. ტექსტობრივად ამ დროისათვის ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა ჩვენამდე ის შემონახული არ გახლავთ. ეს ერთი მონაცემი, რომ პირველი აპოლოგეტი, პირველი მოღვაწე რომელმაც საზოგადოდ აპოლოგიური შრომა დაწერა, დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით, ეს გახლავთ კოდრატე, ლათინურად კვადრატუს, სამოცდაათთაგანი მოციქული. მეორე მონაცემი, მეორე ფაქტი, რაც ასევე დასამახსოვრებელია გახლავთ ის, რომ პირველი აპოლოგეტი რომლის აპოლოგიაც ჩვენამდე მოღწეული გახლავთ ესაა ათენელი ფილოსოფოსი არისტიდე, II საუკუნის I ნახევრის და შუა წლების აპოლოგეტიც. თუმცა კარგა ხანს მისი აპოლოგიაც ისევე დაკარგულად მიიჩნეოდა, როგორც ხსენებული კოდრატე მოციქულისა. მაშასადამე თუ კოდრატე ზოგადად პირველი აპოლოგეტია, რომელმაც აპოლოგია დაწერა, არისტიდე ათენელი ის პირველი აპოლოგეტია, რომლის აპოლოგიაც ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. და მესამე მონაცემი, რომელიც შემდეგში მდგოამრეობს: არისტონ პელაიელი, რომელიც ჩვენს წინა საუბარშიც ვახსენეთ, გახლავთ პირველი აპოლოგეტი, ქრისტიან აპოლოგეტთა შორის, რომელმაც აპოლოგია დაწერა კონკრეტულად იუდაიზმის წინააღმდეგ. არისტიდეს აპოლოგია არსებითად მიმართულია ანტიკურობის, კერპთაყვანისმცემლობის, წარმართული ფილოსოფიის, ელინიზმის წინააღმდეგ, და თუმცა იქ არის გარკვეულ მომენტებში ხსენება იუდაიზმისაც, მაგრამ არსებითად ეს ორიენტირი აქვს ამ ძეგლს, მაგრამ პირველი ძეგლი, რომელიც კონკრეტულად იუდაიზმს განაქიქებს, არის ის ძეგლი, რომლის ავტორიც არის არისტონ პელეელი, ანდა არისტონ პელაიელი (ზოგჯერ შეიძლება არისტონ პელაელის თქმაც), დაახლოებით II ს-ის 30-იანი წლების მოღვაწე, რომელმაც 240 წელს დაწერა თავისი აპოლოგია "პაპისკონისა და იასონის გაბაასება". აქ მოხსენიებული პიროვნებები (პაპისკონი და იასონი) წარმოშობით ორივე ებრაელია, მაგრამ ერთი ქრისტიანია, ხოლო მეორე იუდეველი. თუმცა ეს ძეგლი უაღრესად ფრაგმენტულადაა ჩვენამდე მოღწეული, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ეს არის დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით პირველი აპოლოგია იუდაიზმის წინააღმდეგ. მომდევნო მოღვაწე იუსტინე მარტვილი კი გახლავთ პირველი, აპოლოგეტთა შორის, რომელიც აპოლოგიებს წერს როგორც ანტიკურობის ანუ ელინიზმის, კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ასევე იუდაიზმის წინააღმდეგაც. ეს მონაცემები ალბათ არის იმ მნიშვნელობისა, რომ ჩვენ დავიმახსოვროთ და ორიენტირად გვქონდეს. ამჯერად კი შევუდგებით ქრონოლოგიური მიმდევრობით აპოლოგეტიკის განხილვას.       რამდენადაც კოდრატეს აპოლოგია, როგორც ავღნიშნეთ, დაკარგულია ერთი მცირე ფრაგმენტის გარდა, რასაც იმოწმებს ევსები კესარიელი, ჩვენ ცხადია ამ აპოლოგიაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამიტომ მსჯელობას დავიწყებთ იმ აპოლოგეტით, რომლის შრომაც ჩვენამდე მოღწეულია, ეს გახლავთ არისტიდე ათენელი ფილოსოფოსი. ეს წოდება - ათენელი ფილოსოფოსი, მას, რა თქმა უნდა, გაქრისტიანების შემდეგ არ მიუღია, გაქრისტიანებამდე იყო ის წარმართი ფილოსოფოსი. როგორც ავღნიშნეთ აპოლოგეტთა უდიდესი ნაწილი წარმართულ ფილოსოფიაში უაღრესად განსწავლული იყო და შემდეგ როდესაც მათი გაქრისტიანება მოხდა, ყოველივე ის რაც ღირსეული იყო ანტიკურ ფილოსოფიაში, მათ ეკლესიის წიაღში შემოიტანეს ჭეშმარიტების მსახურებისთვის. არისტიდე ერთ-ერთი პირველთაგანი გახლავთ მათ შორის, რომელმაც თვით წოდებაც შეინარჩუნა - ათენელი ფილოსოფოსი. საეკლესიო ტრადიციაში ზოგადად ფილოსოფოსი ჩვენ ეპითეტურად ყველა ღვთივგანბრძნობილ მოღვაწეს შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ მაინც გამოიყოფიან პირები, რომლებსაც გაცილებით მეტად ესადაგებათ ეს ეპითეტი და საკუთარი სახელივით აქვთ შემორჩენილი დღემდე. მხოლოდ არისტიდე არ გახლავთ ფილოსოფოსად წოდებული, არამედ იმავე აპოლოგეტიკის ეპოქაში, II საუკუნეში, ამგვარადვე იწოდება იუსტინე მარტვილიც, რომელიც ერთი მხრივ მარტვილადაა წოდებული, მაგრამ ამავე დროს ის ცნობილია როგორც წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, ისევე როგორც წმ. ათენაგორა ათენელი ფილოსოფოსი. აი ეს მოღვაწენი ტერმინ ფილოსოფოსს განიკუთვნებენ როგორც საკუთარ სახელს და ამ შემთხვევაში ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ ისინი ზოგადი, სულიერი, ეპითეტური გაგებით ღვთის სიბრძნის მწვდომელნი კი არ არიან მხოლოდ, ე.ი. სულიერი თვალით მხედველნი, არამედ ამავე დროს იმ ფილოსოფიის ზედმიწევნით მცოდნენიც, რაც ექვემდებარება ტერმინოლოგიას, სჯას, ლოგიკურ-სილოგისტურ აზროვნებით პროცესს, დასკვნის გამოტანას და ა.შ. ანუ არგუმენტირების წესით აღსრულებულ მსჯელობას, რასაც ასევე ფილოსოფიური მოღვაწეობა უდევს საფუძვლად, ტერმინოლოგიას ეფუძნება ამგვარი მსჯელობა, დისკურსიული ხაზი. აი ეს ყოველივე რომელ მოღვაწესთანაც გამოკვეთილია ეს მოღვაწე საკუთრივ ფილოსოფოსად არის წოდებული საეკლესიო ტრადიციაში. არისტიდე ათენელიც, როგორც ავღნიშნეთ, ამგვარი გახლდათ, გაქრისტიანებამდე ის წარმართი ფილოსოფოსი იყო, ხოლო როდესაც გაქრისტიანდა მთელი მგზნებარებით თავისი მოღვაწეობა უკვე ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა. ამგვარ პირთა, ე.ი. წარმართ ფილოსოფოსთა, მოღვაწეობა გაქრისტიანების შემდეგ ეკლესიისთვის ასევე აუცილებელი იყო, იმიტომ, რომ სწორედ მათ ხვდათ ვალდებულება ქრისტიანული მოძღვრების არგუმენტირებისა. რა თქმა უნდა, ვინც არგუმენტირების კულტურას არ ფლობს, ვისაც ტერმინოლოგია არ შეუსწავლია, ვისაც ლოგიკურ-სილოგისტური აზროვნება არ ახასიათებს, ის თავისთავად ცხადია რაიმე მყარ არგუმენტირებას ამა თუ იმ მოვლენის, ამა თუ იმ მოძღვრების შესახებ ჩვენ ვერ მოგვაწვდის. ღვთის განგებით, როდესაც აუცილებელი გახდა ქრისტიანული მოძღვრების ფილოსოფიური დასაბუთება, არგუმენტირება ამ მოძღვრებისა, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ საეკლესიო ასპარეზზე ეს ახოვანი მოღვაწენი, რომლებმაც მთელი თავიანთი განსწავლულობა, მთელი თავიანთი ფილოსოფიური ნიჭიერება, ტერმინოლოგიური ნიჭიერება და ტერმინოლოგიური ცნობიერება, რაც ყველაზე არსებითია, ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენეს. არისტიდე ათენელი, აპოლოგიის ავტორი, კარგა ხანს მხოლოდ სახელით იყო ჩვენთვის ცნობილი, მისი აპოლოგია, როგორც ავღნიშნეთ, დაკარგულად მიიჩნეოდა და ასედაც იყო, ვიდრე XIX საუკუნის 70-იან წლებამდე, როდესაც მოხდა ჯერ მისი სირიული თარგმანის გამოვლენა, შემდეგ გარკვული ნაწილის სომხური თარგმანის გამოვლენა და როდესაც ფაქტობრივად მთელი ტექსტი არისტიდეს აპოლოგეტური შრომისა სხვა ენებზეც, თარგმანების სახით, მისაწვდომი გახდა მკვლევართათვის, ამის შემდეგ გამოირკვა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იგივე ტექსტი ბერძნულ ენაზეც არის შემონახული, მხოლოდ იდენტიფიკაციის გარეშე, ე.ი. ბერძნულად შემონახულია თითქმის მთელი ტექსტი არისტიდეს აპოლოგიისა, ოღონდ მას ცალკე გამოყოფილ შრომად არ წარმოგვიდგენენ ჩვენ ხელნაწერები, არც სათაურად ახლავს მას თუ რა ძეგლია ეს და არც ავტორი არ არის მინიშნებული. ამიტომ იყო, რომ ვიდრე სირიულ-სომხურ თარგმანებში არისტიდეს აპოლოგიის ტექსტი არ გამოვლინდებოდა, ცხადია არც ამ ბერძნულად შემონახული ტექსტის რაობის დადგენა რაიმე სახით მოხერხდებოდა. ეს ყოველივე მოხერხდა მას შემდეგ, რაც ერთი მხრივ ცხადი გახდა, რომ სირიულ-სომხურში შეონახული ტექსტი იგივეა, რაც აქამდე ბერძნულადაც არსებული ტექსტი და რამდენადაც სირიულ-სომხურში იგივე ტექსტი არისტიდეს აპოლოგიად არის განსაზღვრული, თავისთავად ცხადია ამგვარივე უნდა ყოფილიყო ბერძნული ტექსტიც. მაგრამ ბერძნული ტექსტი, როგორც ავღნიშნეთ, ცალკე შრომად კი არ აღმოჩნდა რომელიმე ხელნაწერში, არამედ ეს ტექსტი შესულია სხვა შრომაში ვრცელი ციტატის სახით. ეს სხვა შრომა გახლავთ შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ძეგლი "ბალავარიანი", რომელიც ქართულ სამყაროშიც ძველადაც, დღესაც უაღრესად ფართოდ გავრცელებული და ცნობილია მკითველისთვის. სხვათაშორის ამ ბოლო დროს გამოიცა "ბალავარიანის" ძველი ქართული თარგმანის მშვენივრად შესრულებული ახალქართული თარგმანი, რაც ალბათ იმ პირთათვის, რომელთაც ძველი ქართულით კითხვა მეტნაკლებად უჭირთ, აი ეს გამოცემა ამგვარ პირთათვის "ბალავარიანს" და ბალავარიანის სიბრძნეს ახლობელს გახდის (ძველ ქართულში მას ასეც ეწოდებოდა "სიბრძნე ბალაჰვარისი"). აი ამ ძეგლში გახლავთ ციტატის სახით შესული არისტიდეს აპოლოგია, მაგრამ ჯერ რომ გავაცნობიეროთ თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ციტატაა ეს და რატომ იქნა "ბალავარიანში" შეტანილი, აუცილებლად საკუთრივ ამ ძეგლის საკითხსაც უნდა შევეხოთ.       საზოგადოდ საეკლესიო ისტორიაში ამ ციტირების საფუძველზე "ბალავარიანისა" და არისტიდეს აპოლოგიის საკითხი გადაჯაჭვულია ერთი მეორესთან და ჩვენც ალბათ არისტიდეს აპოლოგიაზე საუბრისას ვისარგებლებთ შემთხვევით და ამ ძეგლს "ბალავარიანს" ვრცლად შევეხებით, მაგრამ ვიდრე "ბალავარიანს" შევეხებოდეთ ჯერ მაინც გვინდა არისტიდეს აპოლოგიაზე განვაგრძოთ მსჯელობა და თუნდაც იმ ტექსტის მიხედვით, რაც ბალავარიანშია ციტატის სახით ანდა სირიულ-სომხურ თარგმანებში მოღწეული, აი ამათ საფუძველზე, რამდენადაც ეს ძალიან ზოგადად შესაძლებელია, წარმოვაჩინოთ თუ რა აპოლოგეტური შრომა დაწერა არისტიდე ათენელმა.       აღნიშნული აპოლოგია თავისთავად ცხადია ქრისტიანული მოძღვრების დაცვას განიზრახავს. რამდენიმე ყურადსაღები მომენტი ჩვენ შიძლებოდა გამოგვეყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ გახლავთ შეიძლება ითქვას ყველაზე ორიგინალური, ამ ძეგლის ავტორის ანთროპოლოგია, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ ანთროპოლოგიაში ვდებთ არა ადამიანთმცოდნეობის შინაარსს, არამედ კაცობრიობის შესახებ მის მოძღვრებას. შეიძლება ვუწოდოთ უფრო რელიგიური სოციოლოგია იმ მოძღვრებას, იმ თეზას, რაც არისტიდეს აპოლოგიაშია წარმოდგენილი. არისტიდე კაცობრიობას განჭვრეტს და განაცალკევებს ოთხ ნაწილად, შესაბამისად იმისა ცნობიერების რა საფეხურზე არიან ისინი. ყველაზე უფრო მდარე ნაწილად კაცობრიობისა არისტიდეს მიაჩნია ის ტომები, ის ერები, ანდა ზოგადად კაცობრიობის ის ნაწილი და ის პირები, რომლებსაც ბუნებითი ძალებისადი აქვთ რწმენა და ესაა მათი სარწმუნოება, რომლებიც განაპირობებენ, განაღმრთობენ და ღმერთებად წარმოსახავენ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ბუნების სტიქიებს, ხეს, მდინარეს და სხვა. არისტიდესთვის ესაა ყველაზე კნინობითი სახე ცნობიერებისა. შემდეგში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ალბათ არისტიდე ათენელის ეს მოძღვრება საეკლესიო ტრადიციაში, როდესაც ათენაგორამ, ალბათ ყველაზე უფრო ღრმად ფილოსოფიურად მოაზროვნე აპოლოგეტმა ეკლესიის მამათა შორის, მკვეთრად მიანიშნა ყოველგვარი სარწმუნოების მცირედით მაინც უპირატესობა აბსოლუტურ ურწმუნოებაზე. როდესაც ის რომის იმპერიის სხვადასხვა სარწმუნოებას ეხებოდა ამგვარ თეზას აყალიბებდა და იმპერატორებს ამგვარად მიმართავდა, რომ "თქვენ რამდენადაც რაიმესადმი მორწმუნეობა, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, უფრო უმჯობესად მიგიჩნევიათ ვიდრე სრული ურწმუნოება, ამიტომ თქვენს სამეფოში ყველა სახის სარწმუნოება ნებადართული გაქვთ, ერთადერთი მხოლოდ ქრისტიანებს უპირისპირდებით". ქრისტიანობასთან დაპირისპირება სხვა საკითხია, მაგრამ თვით ეს მხარე, რომ რომის იმპერიაში ყველა სარწმუნოება დაშვებული იყო იმის საფუძველზე, რომ ურწმუნოებას ადგილი არ ჰქონოდა, რადგან ყველაზე დიდი დაცემულობა აბსოლუტური ურწმუნოებაა და სწორედ ესაა გახაზული ათენაგორას მიერ. რა თქმა უნდა, სარწმუნოებათა შორის აურაცხელი სხვადასხვაობაა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ფონზე ყველა მათგანი ცდომილების წიაღშია და მათი მიმდევრები, რომლებიც ბოლომდ ერთგულნი დარჩებიან საკუთარი სარწმუნოებისა, ეკლესიური უცდომელი სწავლებით, აუცილებლად ცხონების მიღმა რჩებიან, წარწყმედაში მიდიან, მაგრამ ხარისხები არის&ნბსპ; წარწყმედაშიც, რომ ზოგი უფრო ღრმად არის ჯოჯოხეთისეულ უფსკრულებში, ზოგი უფრო ზემოთ და სხვა, ეს ყოველივე ეკლესიის მამათა ჩამოყალიბებული სწავლება გახლავთ. ამიტომ ყოველი სარწმუნოება, თუნდაც მათ შორის მეტნაკლებობა არსებობდეს, დავუშვათ რომელი უფრო მეტად ცდომილია და რომელი უფრო ნაკლებად ცდომილი, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევართათვის, რა თქმა უნდა, ცხონების მიღმა სამყაროში მოიაზრება და არა იმ გაგებით, რომ თითქოს რომელიმე სარწმუნოებაში მეტი ცხონებაა, რომელიმეში კიდევ უფრო მეტი და რომელიმე მთლად იტევს ამ ცხონებას. ეკლესიური მოძღვრება ასეთ კლასიფიკაციას არ აძლევს სარწმუნოებებს, არამედ ეკლესიური მოძღვრებით სარწმუნოებანი ორად განიყოფება, ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება და მეორე არაჭეშმარიტი სარწმუნოებანი. ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მხოლოდ ცხონების წიაღში, არაჭეშმარიტი სარწმუნოებანი კი საეკლესიო, ჩამოყალიბებული და დოგმატური, მოძღვრების მიხედვით ცხონების მიღმა არიან, უკლებლივ ყველა, მაგრამ ამ ცხონების მიღმა მყოფ სარწმუნოებათა შორის არის ხარისხობრივი მეტ-ნაკლებობა, იქ ყველა ერთი, აბსოლუტური ცთომილებისა არ გახლავთ, ზოგი გაცილებით მეტად ცდომილია, ზოგი შედარებით ნაკლებ ცდომილი, მაგრამ რამდენადაც ცხონებაში ცდომილების აჩრდილიც კი არ შეიძლება ახლდეს სარწმუნოებასა და პიროვნებას, ამიტომაა ყველა მათგანი ცხონების მიღმა და როგორც ცხონებაშია შიგნით ხარისხები, ასევე წარწყმედაშიც არის ხარისხები და ყველა სარწმუნოება, გარდა ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ამ სარწმუნოების მიმდევართათვის აუცილებლად ცხონების მიღმა, ცხონების ზღურბლის იქით, ცხონების გალავანს იქით მყოფად არის წარმოჩენილი. ამიტომ როდესაც კლასიფიკაციაზეა საქმე, თუნდც ათენაგორას მიერ თქმული, რომ რომის იმპერიაში ყველა სარწმუნოება იყო დაშვებული, რადგანაც ურწმუნოება ყველაზე საშინელი რამაა, ეს იმ აზრითაა აქ თქმული, რომ ნებისმიერი სარწმუნოებრივი მდგომარეობა რაიმეთი მაინც ოდნავ დაწინაურებულია სრულ ურწმუნოებაზე. რაც უფრო შედარებით შეგნებულობისა და აღმატებული ცნობიერების ბეჭედი აქვს ამა თუ იმ სარწმუნოებას, მისი მიმდევარისთვის მეტი შანსია, რომ ამ ხორციელ სიცოცხლეში მან ჭეშმარიტ მოძღვრებამდე მისვლა მოასწროს. აი აქეთკენ გზასთან სიახლოვის ნიშნით განიჭვრიტება ეკლესიის მოძღვრისთვის ამა თუ იმ არამართლმადიდებლური სარწმუნოების ღირსება-ნაკლოვანებანი. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიად ობიექტურად ვამბობთ, რომ ზოგი სარწმუნოება ქრისტიანობასთან უფრო ახლოს არის, თვით ფსევდო ქრისტიანულ სარწმუნოებათა შორის ზოგი უფრო მეტადაა ახლოს მართლმადიდებლობასთან და ზოგი უფრო შორსაა. აქ შეიძლება ასეთი კითხვა დაისვას, რომ თუ ყველა მათგანი მაინც ცხონების მიღმაა და წარწყმედაშია, რაღა მნიშვნელობა აქვს რომელი უფრო ახლოსაა ცხონებასთან და რომელი უფრო შორს, ყველანი ხომ წარწყმედაში არიან? რა თქმა უნდა, თუ რომელიმე პიროვნება ამ სარწმუნოებათა ერთგულებას თავისი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს, ეკელსიური სწავლებით ის აუცილებლად ცხონების მიღმაა, მაგრამ ეს სარწმუნოებანი იმის შესაძლებლობას იძლევიან, რომ ვიდრე ამ ქვეყნად ხორცში მყოფობს ესა თუ ის პიროვნება, რაც უფრო დაწინაურებული სარწმუნოების მიმდევარია იგი, უფრო მეტად შეძლებს, რომ გული და გონება გაუხსნას ჭეშმარიტ სარწმუნოებას, უფრო მეტი იმედია მისი გადარჩენისა, რომ მოასწროს მან, ვიდრე გარდაცვალებამდე, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან მისვლა. შეგნებულობა, გონება, რაც ღვთივდაფუძნებულია ადამიანში, განაპირობებს ამა თუ იმ პიროვნების საკუთარი ნებელობითა და გააზრებულობით, შეგნებულობით სვლას ჭეშმარიტებისკენ და თუ მისი სარწმუნოებრივი მხარეც ნაკლებ კნინობითი და ნაკლებ დაცემულია, რა თქმა უნდა, იმ მწვერვალთან მისვლა ასეთი პირისთვის უფრო ადვილი იქნება. სრული ურწმუნოებიდან მწვერვალამდე ასვლა კი, ანუ დაცემულობიდან, ქვესკნელიდან მწვერვალამდე ასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე გარკვეული სიმაღლიდან. და თუმცა კი ეს სიმაღლეც ეკლესიური მოძღვრებით იგივე წყვდიადი და იგივე ჯოჯოხეთისეული სიბნელეა, მაგრამ რაღაც სიმაღლიდან მაინც მწვერვალამდე ასვლა გაცილებით უფრო შესაძლებელია, უფრო საიმედოა, უფრო მოსალოდნელია და ამიტომაა, რომ ეკლესიური მოძღვრება ამასაც აუცილებლად ყურადღებას აქცევს, რომ ერთი მხრივ ეკლესიური სწავლებით ყველა სარწმუნოება აბსოლუტურად, როგორც სამოძღვრო სისტემა, ჭეშმარიტების მიღმა დგას, მაგრამ ამავე დროს მათ შორის ხარისხებს განაწესებს იმისდა მიხედვით თუ რომელი უფრო ახლოს არის მართლმადოდებლობასთან და რომელი უფრო შორს, ერთადერთი სასოების პერსპექტივით, რომ უფრო ახლოს მდგომი სარწმუნოებიდან ჭეშმარიტებაში და ცხონებაში შემოსვლისთვის, ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტი შესაძლებლობა ეძლევა. II ნაწილი …
დაამატა George to პატროლოგია at 2:13pm on დეკემბერი 1, 2012
პოსტი: შვიდფურცელა (ეძღვნება მარიხუანის ლეგალიზაციას)

      იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ჩვენთვის ხილული, მზისმიერი ქვეყანა, იყვნენ მხოლოდ მზის ღმერთი და სინათლის ანგელოზები. ირგვლივ მხოლოდ სიცარიელე…

დაამატა nunu qadagidze at 11:43pm on ივლისი 30, 2018
პოსტი: ნემოფილა ცისფერი მინდვრები

      ვიცი არ დამძრახავთ, თუ ისევ იაპონიაზე დავპოსტავ. თავისი კულტურით ხომ ყველას აოცებენ, მაგრამ ბუნებაც და ყვავილებიც თითქოს ისე მოუწყვიათ, რომ ყველა…

დაამატა Tamila Moshiashvili at 8:25pm on ივნისი 22, 2017
თემა: პლატონ დადვანი
პირველ დეკადაზე დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წარმატებას ხელი შეუწყო სვან მომღერალ-მოცეკვავეთა ჯგუფმა, რაც ნაწილობრივ პლატონ დადვანის მონდომებულ ხელმძღვანელობას მიეწერება.       თბილისის მესამე საბავშვო და დუშეთის საბავშვო ახალშენის აღზრდილმა სწავლა თბილისის საგზაო-საავტომობილო ტექნიკუმში განაგრძო. პირველ ხანებში ხაიშის გზის მშენებლობაზე უმცროს ტექნიკოსად ეწყობა, მაგრამ მისი სტიქია მაინც მსახიობობა, ქორეოგრაფია და სიმღერა იყო. ამიტომ მიატოვა სამუშაო და მესტიის პედსასწავლებელში ქორეოგრაფიასა და ხატვა-ხაზვას ასწავლიდა; პარალელურად მომღერალ-მოცეკვავედ მუშაობს მესტიის სარაიონო ეთნოგრაფიულ გუნდში, რომელსაც მოხუცი მურზაყან დადეშქელიანი ხელმძღვანელობდა; მრავალი რამ ისწავლა ამ ღვაწლმოსილი ფოლკლორისტისაგან და შემდეგ ჯეროვანად გამოიყენა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში პლატონ ფანცულაიას ხელმძღვანელობით. ერთი სეზონი მსახიობადაც მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო თეატრში. მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე «ცერულის» ბრწყინვალე შესრულებისათვის უმაღლესი შეფასება და ფულადი ჯილდო მიიღო.       ზემო სვანეთის ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად 1938 წლიდან მუშაობს. გუნდი გადაახალისა, რეპერტუარში ქართული სიმღერები შეიტანა და მრავალი კონცერტი გამართა. პარალელურად კულტსახლის დირექტორიცაა.       ზემო სვანეთის ანსამბლმა მეექვსე, მეშვიდე და მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მიიღო მონაწილეობა და პირველი-მეორე ადგილი და საპატიო სიგელები დაიმსახურა კარგი შესრულებისათვის.       როგორც მსახიობმა, მრავალი საინტერესო როლი შეასრულა მესტიის სახალხო თეატრში. "ფონდი ქართული გალობა" თეთრ ჩოხაში პლატონ დადვანი სვანური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლთან ერთად, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო მესტიის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი პლატონ დადვანის ხელმძღვანელობით მესტიის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი პლატონ დადვანის ხელმძღვანელობით …
დაამატა ლაშა to გალობა at 2:05pm on აგვისტო 18, 2016
თემა: მოციქული და მახარებელი მათე
ლებულიც იყო მატერიალურათ. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:       - შემომიდეგ მე!       ეს სიტყვები მატემ მხოლოთ ხორციელათ კიარ გაიგო, არამედ გულისყურიდაც და მყისვე წამოდგა თავისი ადგილიდან,რადგან ყოველივე მიეტოვებინა და შესდგომოდა უფალს. მატეს არ დაუწყია მის განსჯა რომ ამ ცოდვილ და ყველასაგან საძაგელ ადამინს ეზახდა უფალი.მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და სახლში ეწვია მათეს. იმ დღეს მათეს ოჯახში მისი მრავალი მეზობელი, ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა, რომელთაგან უმრავლესობა ცოდვილი და მეზვერე იყო; ისინი ინახით უსხდნენ ტრაპეზს ჩვენს უფალთან და მაცხოვართან ერთად, ესაუბრებოდნენ და უსმენდნენ მას. აქვე იყო რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველიც. რაკი მათ დაინახეს, რომ უფალს არ ეთაკილებოდა ცოდვილებთან და მეზვერეებთან ყოფნა, მათი ტრაპეზის გაზიარება, დრტვინავნენ და ასე ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს:       - "რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი?!" (მათე 9, 11).       უფალმა კი, მოისმინა რა მათი სიტყვები, ასე უთხრა:       - "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (იქვე, 12-13).       ამ დროიდან მათე შეუდგა უფალს და აღარასოდეს განსდგომია მას. მალე მათე ღირსი შეიქმნა ყოფილიყო 12 გამორჩეულ მოწაფეთა შორის.სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, უსმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულმოქმედებებს, თვითონაც ვიდოდა ქადაგებით ისრაელიანთა წყმედულ ცხოვრებთან, და ბოლოს იგიც მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და მისი გამომსყიდველი სიკვდილისა, შემდეგ კი ყოვლად დიდებული ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.       უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი. სანამ წმიდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.       ეს არის ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ადრე დაწერილი საღმრთო წიგნი (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან) და ამიტომ პირველი ადგილიც უკავია მათ შორის. მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, და თავიდან განკუთვნილი იყო ქრისტიანობაზე მოქცეული იუდეველებისათვის. ამიტომ ყურადღება მასში გამახვილებულია სჯულზე და მასზედ, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია, ღმერთის მიერ აღთქმული ებრაელი ხალხის მამამთავრებისადმი. ამიტომვე მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალობიის გადმოცემით იწყება, როგორც დავითისა და აბრაჰამის შთამომავლისა, და საერთოდაც, მასში, უპირატესად, საუბარია ქრისტეს ხორციელ-ქმნასა და განკაცებაზე. ეს თავისებურება მათეს სახარებისა ასახულია ამ წმიდა მოციქულის ხატებზეც, რომლებზეც იგი გამოსახულია ანგელოზისმაგვარ ადამიანთან ერთად, რაც სიმბოლურად ახასიათებს მის მიერ დაწერილ სახარებას. ◄ გუშინ | დღეს | ხვალ ► …
დაამატა დავით ბილიხოძე to ნოემბერი at 7:09pm on ოქტომბერი 18, 2013
თემა: წმინდა სერაპიონ ზარზმელი
ობია ღმრთის მოშიში ადამიანები გახლდათ."ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა".       წმინდა სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. მათ დედა ადრე გარდაეცვალათ. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.       სერაპიონს პარარობიდანვე მეუდაბნოების სურვილი ქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა "მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა", "სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა" დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და "თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა". უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - "უცხოთა და გლახაკთა" მსახურებით ცხოვრობდა.       მიქაელი ხედავდა სერაპინის წადილს, ამიტომ მღვდლად აკრთხა ის. ერთხელ ლოჩვისას ღირსმა მიქაელმა იხილა მღვდელთ შემოსილი კაცი,რომელმაც უბრძანა მისი მოწაფეები სეპაპიონიდა იოანე გაეგზავნა სამცხეში მოსანტრის ასაშენებლათ.სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ "თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ".       ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე. ძალინ მოეწინათერთი მთა და გადაწვიტეს იქ აეშენებინათ მონასტერი..მალე იქაურებმა ძმები განდევნეს.ბერებმა მდინარის მეორე მხარეს სწორეთ ის ადგილი იპოვეს რპმელის მიქაელმა იხილა გამოცხადებაში.ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: "ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი".       იმ ღამით სასწაული მოხდა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.       ძმებმა თაძრის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: "ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ". მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.       იოანეს არჩეულ ადგილას ეკლესიის საძრკველი ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა ძალინ განძნელდა: გარშემო დაბურული ტყე იყო საშენ ქვებს მხოლოდ მდინერეში პოულობდნედ. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა "განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი".       სეპარიონმა წინასწარ იგრძნო რომ მისი აგსასრულის ჟამი დადგა, მოუწოდა შეკრიბა საძმო დამოძღვრა და წინამძღვრათ დაუყენა მღვდელ მონაზონი გიორგი "კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა".       რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა სერაპიონი წამოდგა,საკურთხეველში შევიდა,მაცხოვრის ხატს ემთხვია და აღესრულა. "მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა".       წმინდანი საკურთხევლის აღმოსავლეთით დაკრძალეს. წმინდა მამას საკუთარი საფლავი თავისით წინასწარ გაეთხარა, რომ როდესაც საფლავს დაინახავდა სიკვდილი გახსენებოდა, "რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა".       წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და "გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა". ◄ გუშინ | დღეს | ხვალ ► …
დაამატა დავით ბილიხოძე to ნოემბერი at 11:24am on აგვისტო 15, 2013
  • 1
  • ...
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • ...
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

MMOexp Become a Pro in Grow a Garden: Your Complete Guide to Success

გამოაქვეყნა Byrocwvoin_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:11am 0 კომენტარი 0 მოწონება

Are you tired of being a noob in Grow a Garden while others flaunt their billions and rare plants? Fear not! This comprehensive guide will turn you into a pro gardener in no time. Whether you're starting fresh or have been playing for a while, there’s something here for everyone. So let’s dig in it with Grow a Garden Items!

Getting Started: The Initial Steps

1. Embrace Your Seedling Stage

As a newcomer, you begin…

გაგრძელება

MMOexp Presents: Odin Valhalla Rising Guide to Mastering Norse Combat

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 5:45am 0 კომენტარი 0 მოწონება

Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1.…

გაგრძელება

Atlanta Braves affiliate reveals new Rome Emperors identification

გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება



Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…

გაგრძელება

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი 3 მოწონება

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!