გალობა

გალობა

"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."

წმ. იოანე ოქროპირი

ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!

დიმიტრი არაყიშვილი

დიმიტრი არაყიშვილი • Dimitri Arakishvili

დიმიტრი არაყიშვილი, dimitri arayishvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი

1873 - 1953

      დიმიტრი არაყიშვილის დასახასიათებლად მრავალი სიტყვის თქმა იქნება საჭირო. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი დიმიტრი არაყიშვილი სამშობლოს გარეთ დაიბადა და გაიზარდა. საეკლესიო გუნდში მღეროდა და თან ნოტებსაც სწავლობდა. მიუხედავად მატერიალური გაჭირვებისა, გატაცებით ეწაფებოდა ქართულ წიგნებსა და ნოტებს.

      ჩვიდმეტი წლისამ არმავირში მოისმინა ლადო აღნიაშვილის გუნდის მიერ გამართული ქართული სიმღერის კონცერტი, რომელსაც იოსებ რატილი ხელმძღვანელობდა. მოსმენილმა ჰანგებმა მომავალ კომპოზიტორზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ უკვე ოცი წლისამ შექმნა საცეკვაო სუიტა და ცალკე გამოსცა "საწყალიშვილის" ფსევდონიმით.

      დაბრკოლებები გადალახა და ოცდაერთი წლისა მოსკოვში ჩავიდა. აქ მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო-დრამატულ სასწავლებელში კომპოზიტორმა ა. გრეჩანინოვმა კომპოზიციაში მუშაობა ურჩია. ისწავლა, გაიწაფა და მონდომებით იმუშავა. მისი პირველი წერილი - "როგორ მოვუაროთ ხალხურ სიმღერებს" - დაიბეჭდა 1897 წელს გაზეთ "ივერიაში". ხალხური მუსიკის კვლევა-ძიებაში გაატარა მთელი სიცოცხლე. სიმღერები ნოტებზე გადაჰქონდა. ამ მიზნით მრავალჯერ ჩამოვიდა საქართველოში; საქვეყნოდ არის ცნობილი მისი საექსპედიციო ნაშრომების ტომეულები, მეცნიერული გამოკვლევები და ძიებები. მოსკოვშივე საფუძველი ჩაუყარა «სახალხო კონსერვატორიას», სადაც მუსიკას თვითონვე ასწავლიდა. ადგენდა გუნდებს, მართავდა კონცერტებს.

      მისი ოპერის - «თქმულება შოთა რუსთაველზე» - ნაწყვეტები უკვე 1908 წლიდან სრულდებოდა მოსკოვში. ცეკვები სიმფონიური ორკესტრისათვის და სიმფონიური სურათი «ჰიმნი არმუზდს» შესრულდა ავტორისავე დირიჟორობით. დიმიტრი არაყიშვილის სიმღერებისა და რომანსების რიცხვი ორმოცდაათს აღემატება, განსაკუთრებით აღსანიშნავია: «შემოღამება», «წყნარ ვარსკვლავიან ღამეს», «მე შენ გელი», «ნუ მღერი, ტურფავ», «ივერიის მთებზე» და სხვა მრავალი.

      1918 წლიდან სამშობლოშია და აქ აგრძელებს მრავალმხრივ შრომასა და მოღვაწეობას. 1919 წლის 5 თებერვალს დაიდგა ოპერა «თქმულება შოთა რუსთაველზე», ხოლო მოგვიანებით, 1926 წელს - მუსიკალური კომედია «დინარა». დაწერა არაერთი სიმფონია, რომანსი, დუეტი, ტრიო, კვარტეტი, საგუნდო სიმღერა.

      სერვატორია, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც თვითონვე იყო, 1925 წელს შეუერთდა პირველს, რომლის ხელმძღვანელიც დიდხანს თვითონ იყო.

      სიცოცხლის უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა.

      1953 წელს ზეიმით აღინიშნა დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 80 და მოღვაწეობის 60 წელი.

      საქართველოს სახალხო არტისტი, აკადემიკოსი დიმიტრი არაყიშვილი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

"ფონდი ქართული გალობა"

იხ. დიმიტრი არაყიშვილის მიერ ნოტებზე ჩაწერილი "ხალხური სიმღერები"