საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 53
უკანასკნელი აქტიურობა: თებერვალი 26
• 1 თებერვალი • 2 თებერვალი • 3 თებერვალი •
• 4 თებერვალი • 5 თებერვალი • 6 თებერვალი •
• 7 თებერვალი • 8 თებერვალი • 9 თებერვალი •
• 10 თებერვალი • 11 თებერვალი • 12 თებერვალი •
• 13 თებერვალი • 14 თებერვალი • 15 თებერვალი •
• 16 თებერვალი • 17 თებერვალი • 18 თებერვალი •
• 19 თებერვალი • 20 თებერვალი • 21 თებერვალი •
• 22 თებერვალი • 23 თებერვალი • 24 თებერვალი •
• 25 თებერვალი • 26 თებერვალი • 27 თებერვალი •
ავტორი ლაშა, თებერვალი 2, 2020. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
2 თებერვალს (ძვ. სტ. 20 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ექვთიმე აღმსარებელს! მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, სოფელ სადმელში, კერესელიძეების ოჯახში დაიბადა ესტატე, მოგვიანებით წმინდა ექვთიმე აღმსარებელი. სადმელში (რაჭა-ლეჩხუმი), სამრევლო სკოლის შემდეგ, სწავლა ქუთაისში გააგრძელა, ხოლო მოგვიანებით თბილისში გადმოსახლდა სამუშაოდ. მან თბილისში გაიცნო ილია ჭავჭავაზის მოურავი, მაქსიმე შარაძე, რომელიც იმხანად, „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“-ს დაარსებას ცდილობდა. ესტატემ და მაქსიმემ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა. მათი დაარსებული სკოლის მიზანი იყო, მართლმადიდებლური სწავლებისა და გალობის შესწავლა დაინტერესებული მრევლისთვის. მათ საქმიანობას თავმჯდომარეობდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). წმინდა ილია მართლის (იხსენიება 2 აგვისტოს) შემწეობითა და…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, თებერვალი, 2 თებერვალი
ავტორი tamo. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, თებერვალი 24, 2018. 1 გამოხმაურება 6 მოწონება
24 თებერვალს (ძვ. სტ 11 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა თეოდორას ხსენების დღეს! დედოფალი თეოდორა ბიზანტიის იმპერატორის, თეოფილეს (828-842) ცოლი იყო, მაგრამ არ უჯერებდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის მიხეილის ნაცვლად მართავდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა. როცა მიხეილი გაიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, თვენი, თებერვალი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ელი გორდელიანი, თებერვალი 8, 2018. 1 გამოხმაურება 7 მოწონება
8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კეთილმსახურ მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელს! დავით IV აღმაშენებელი. ღმრთისმშობლის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსში. ჩრდილოეთის კედლის ფრესკის ფრაგმენტი. XVI საუკუნე XI საუკუნის მიწურულს, მაშინ როდესაც საქართველო ფიზიკური და სულიერი კრიზისის წინაშე იდგა სულთანთა შემოსევებისა თუ ქრისტეს რჯულისგან ერის განდგომის სახით, სამეფო ტახტზე გიორგი II თავის ძეს, ერთადერთ შვილს 16 წლის დავითს აიყვანს და საქართველოს მეფედ აკურთხებს. სრულიად ჭაბუკ მეფეს უმძიმეს ვითარებაში მოუწევს მეფობა, თუმცა ღმრთისაგან გამორჩეულს და ჭეშმარიტების საჭურველით შემოსილს, ბოროტი მტერი ვერას დააკლებს. წმინდა მეფემ მის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად შეძლო შეესრულებინა ის დიდი საქმე, რასაც საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ოქროს ხანის დადგომა ჰქვია. გამეფებისთანავე, დავით IV-მ თურქებისგან შეშინებული და გახიზნული ქართველი აზნაურების უკან დაბრუნდება დაიწყო. ნელ-ნელა ხალხი საკუთარ მიწა-წყალს უბრუნდებოდა და ემზადებოდა დიდი გათავისუფლებისთვის.…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, მეფე, თებერვალი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Maiko, თებერვალი 15, 2017. 3 გამოხმაურება 19 მოწონება
15 თებერვალს, (ძვ. სტ. 2 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს მირქმის დღესასწაულს! მირქმის დღესასწაული უკავშირდება ლუკას სახარებაში მოთხრობილ ამბავს (ლკ. 2, 22-28), როდესაც იოსებმა და მარიამმა, 40 დღის ჩვილი იესო მიიყვანეს ტაძარში და მათ შეეგებათ მართალი სვიმეონი, რომელიც სული წმინდის კარნხით, ანგელოზის გამოცხადებით მოელოდა მესიას. მკლავზე მიიკრა, აკურთხა, მარიამს წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა. იქვე იმყოფებოდა წმინდა ქალწული ანნა, რომელმაც შეიცნო მაცხოვარი, "აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა." ეს დღე, საუფლო საზეიმო დღესასწაულად დადგინდა მოგვიანებით - 544 წელს!~ ტროპარი ~ გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.~ კონდაკი ~ საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, ქველი, თვენი, თებერვალი, 15 თებერვალი
ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 7, 2016. 1 გამოხმაურება 10 მოწონება
7 თებერვალს (ძვ. სტ. 25 იანვარს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღეს!წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს კაბადოკიაში, ქალაქ ნაზიანში დაიბადა. განათლებულ და შეძლებულ ოჯახში. გრიგოლ ღვთისმეტყველის მამა, რომელსაც ასევე გრიგოლი ერქვა თავიდან ქრისტიანი არ იყო. დედა კი, ნეტარი ნონა, ღვთისმოშისი ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა და ქრისტეს სჯულზე მოაქცია.ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული გონებით. ერიდებოდა ზედმეტ ჭამა – სამას, ფუჭ დროსტარებას.განათლება ჯერ პალესტინის კესარიაში მიიღო, შემდეგ ალექსანდრიასა და ათენში. ათენში ბასილი დიდს დაუმეგობრდა. ათენში ასწავლიდა რიტორიკას. 30 წლის ასაკში მამიგან მიიღო წმინდა ნათლისღება. მამა ამ დროს ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო. მამის თხოვნით გრიგოლი ნაზიანზში დარჩა. მთელ დროს კითხვასა და ლოცვაში ატარებდა. მამამ გრიგოლი ნების საწინააღმდეგოდ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად უნდოდა დაედგინა. ეს რომ შეიტყო გრიგოლი სახლიდან…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, თვენი, ეპისკოპოსი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 12, 2015. 1 გამოხმაურება 14 მოწონება
12 თებერვალს (ძვ. სტ. 30 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა! ეკლესიის ისტორიის ადრეულ წლებში, ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ მოწრმუნენი კამათობდნენ სხვადასხვა თემაზე. კამათი ზოგჯერ ქრისტოლოგიურ საკითხებს ეხებოდა, ზოგჯერ წმინდათა კანონიზაციას და მრავალ სხვას. იყო შემთხვევები როცა მორწმუნეები საკუთარი გონებით, ღმრთისაგან დამოუკიდებლად აპირებდნენ გადაეწყვიტათ სხვადასხვა საკითხი. მაშინ სული წმინდა თავად ჩაერეოდა ხოლმე ეკლესიის მოწესრიგების საკითხში. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო, მსოფლიოს სამი მნათობის წმინდანად შერაცხვის შემდეგ, მათ შორის უპირატესის დადგენა. წმინდა ბასილი დიდს (ხსენება), წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა (…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, თებერვალი, 12 თებერვალი
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2021.
საათი: 11:04pm
1 კომენტარი
0 მოწონება
უკვე მეორე დღეა რაც შეთანხმება მოხდა, დოკუმენტეს ხელი მოწერა და ქვეყანამ ამოისუნთქაო, გვინდოდა გვეთქვა. ხელმოწერის მეორე დღე პირველზე არანაკლებ ხმაურიანი იყო. მთელი დღე დოკუმენტის გარშემო დატრიალდა და ამას დაემატა ხელმოწერილით გახარებული ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი. სპეციალურად მისთვის დღეს პარლამენტში შეკრებაც კი მოეწყო. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 297728, ბოლო დღე-ღამეში - 1792,…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2021.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
4 მოწონება
მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია -…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2021.
საათი: 10:04pm
0 კომენტარი
3 მოწონება
აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2021.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
4 მოწონება
დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი -…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ თებერვალი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!