ცნებები და მათი განსაზღვრებები

      ეთნიკური ჯგუფი (Ethnic Group) – ადამიანთა ერთობა, რომლის წევრებსაც აქვთ საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო წარმომავლობის მითი. ეთნიკურ ჯგუფს აქვს სხვებისაგან განსხვავებული, სპეფიკური კულტურა. 80-იანი წლების შუა ხანებიდან, როცა გამოქვეყნდა ბრიტანელი სოციოლოგის ენტონი დ. სმიტის (Antony Smith) ნაშრომები, პოპულარული გახდა ეთნიეს (Ethnie) - ცნება. სმიტის აზრით, ეთნიე იგივეა, რაც ეთნიკური ჯგუფი, იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას ნაციის წინამორბედ ფორმად, ნაციის წინარე ეპოქის საკაცობრიო მრავალფეროვ-ნების ძირითად კულტურულ ერთეულად. შესაბამისად, ნაცია ძველი ეთნიეს თანამედროვე ვერსიაა, რომელიც მისი განვითარების შედეგად ყალიბდება.

      ეთნოსი (Ethnos) – ბერძნული სიტყვიდან ethnos, რაც ნიშნავს "ხალხს". ის, ჩვეულებრივ, გამოიყენებოდა არაბერძენი ხალხის, უცხოელების აღსანიშნავად. მოგვიანო პერიოდის ლათინურ-კათოლიკურ სივრცეში მას დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელობა - წარმართები. მკვლევართა ნაწილი ეთნოსს განმარტავს როგორც განსაზღვრულ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ მტკიცე ერთობას, რომელსაც აქვს საერთო, სტაბილური მახასიათებლები: ენა, კულტურა, ფსიქიკა, ერთიანობის განცდა. სხვები ეთნოსის მთავარ მახასიათებლებად ფსიქოლოგიურ მსაზღვრელებს მიიჩნევენ: თვითშეგნებას (იდენტობა) და ქცევის სტერეოტიპებს. ეთნოსი შეიძლება ასევე განისაზღვროს როგორც ინდივიდთა მტკიცე ერთობა, დამყარებული საერთო წარმომავლობაზე, ისტორიაზე, ენასა და კულტურაზე.

      ნაცია (Nation) - ერი - სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ცნების მრავალი განსაზღვრება არსებობს. სიტყვა ნაცია ლათინური წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვიდან native. ფართო გაგებით, ნაცია - ეს არის იმ ხალხის ერთობა, რომელსაც აქვს საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო წარმომავლობის მითი. მათ სწამთ, რომ აერთიანებთ საერთო სისხლი, ენა, კულტურა, რელიგია და სხვა ფაქტორები. როგორც უოლკერ კონორი (W.Connor) აღნიშნავს, "ნაციას საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიური კავშირები, რომელიც აერთიანებს ერთი ჯგუფის წევრებს და მიჯნავს მათ ყველა სხვა არაწევრისაგან". ნაციის ი.სტალინისეული განსაზღვრების თანახმად, ეს არის ხალხის ისტორიული, სტაბილური ერთობა, რომელსაც ახასიათებს საერთო ენა, საერთო ტერიტორია, საერთო ეკონომიკური ცხოვრება, საერთო ფსიქოლოგია, რომელიც გამოიხატება საერთო კულტურაში. ნაცია არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ ერთ-დროულად არსებობს ყველა ეს ფაქტორი.

      დღეს ბევრი მკვლევარი იზიარება შეხედულებას ნაციაზე, როგორც წარმოსახვით საზოგადოებაზე, რომელსაც აქვს საერთო ტერიტორია, ენა და კულტურა (ე. გელნერი, ბ. ანდერსონი და სხვ.). ეს წარმოსახვითობა მიიღწევა საერთო კულტურის გავრცელებითა და გადაცემით (ჰომოგენიზაციის პროცესი), რომელიც წარმოშობს ნაციონალურ იდენტობას – ერთობისადმი მიკუთვნებულობის განცდას. ნაციას ხშირად განსაზღვრავენ როგორც "მეხსიერებაზე დაფუძნებულ ერთობას" ("community of memory"), ან მნემონიკურ ერთობას. ასეთი ერთობის სიმყარე დამოკიდებულია წარსულის შეთანხმებულ, აღიარებულ ინტერპრეტაციაზე, რომელიც, ამავე დროს, და-კავშირებულია შესაძლო და სასურველი მომავლის სურათთან.

      ქართულ ენაში ნაციის ცნება ხშირად ერის სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც განიმარტება როგორც ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, დამყარებული საერთო წარმომავლობაზე, კულტურაზე, თანაცხოვრების გამოცდილებასა და კომუნიკაციაზე. ერი ყალიბდება კონკრეტული ეთნოსის საფუძველზე, თუმცა შესაძლოა მოიცავდეს სხვა ეთნიკური ჯგუფებსაც. სამეცნიერო ლიტერატურაში და, განსაკუთრებით, მასობრივ ცნო-ბიერებაში ერი ასოცირდება სახელმწიფოსთან და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტთან. დამოუკიდებელი სახელმწიფო არის ერის განვითარების უმაღლესი ეტაპი და ყველა ნაცია მიილტვის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისკენ. ეს შეხედულება, გარკვეულწილად, უკავშირდება "ერი-სახელმწიფოს" ცნებას. ავტორთა ნაწილი არ მიიჩნევს გარდაუვალ აუცილებლობად ერის სახელმწიფოებრივ ფორმირებას და გამოყოფს ე.წ. კულტურულ ერებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფოებრივი ერთეულები და არ ისწრაფ-ვიან მისი შექმნისკენ. ერების ისტორიული სწრაფვა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალი-ბებისკენ გამოიწვია როგორც მათი წარმომადგენლების სურვილმა, გათავისუფლებულიყვნენ უცხო ნაციონალური ჯგუფების ბატონობისგან, ასევე გარკვეული ეთნოსების მისწრაფებამ, განევრცოთ საკუთარი მმართველობა სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე.

      ეთნიკურობა/ეროვნება - ამ ტერმინით აღინიშნება ჯგუფები, რომელთაც აქვთ საერთო ნორმები, რწმენა-წარმოდგენები, შეხედულებები. ხშირად, როცა ამ სიტყვას უმრავლესობის წარმომადგენლები იყენებენ, იგი აღნიშნავს უმცირესობად მიჩნეულ ჯგუფ(ებ)ს, რომელთა მიმართ უმრავლესობას გარკვეული დამოკიდებულება აქვს. მეორე მხრივ, თავად უმცირესობის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ტერმინის გამოყენება ასახავს საკუთარი განსხვავებულობის თვითაღქმას. შესაბამისად, ტერმინს შეიძლება თანაბრად ჰქონდეს როგორც გამაერთიანებელი (ჯგუფი, გაერთიანებული საერთო მახასიათებლებით), ასევე გამყოფი (ჯგუფი, რომელიც სხვებისგან განსხვავებულია) მნიშვნელობა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მიმართავს ამ ტერმინს, რისთვის და რა კონტექსტში. თუ პირველი მნიშვნელობით იგი ერთმანეთთან აკავშირებს კონკრეტული ჯგუფის წევრებს, მეორე შემთხვევაში იგი შეიძლება სტერეოტიპიზაციის საფუძველი გახდეს (Cultural Theory. The Key Concepts. Andrew Edgar, Peter Sedgwick (eds.). Routledge, 2008, p. 114).

      უმცირესობა - სოციალური ჯგუფი, რომელიც რაოდენობრივად ნაკლებია საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შედარებით. არცთუ იშვიათად, ტერმინი აღნიშნავს ამ ჯგუფის დაქვემდებარებულ ან მარგინალურ მდგომარეობას, არათანაბარ უფლებებს, ძალაუფლების არქონას და სტერეოტიპულ წარმოდგენებს უმრავლესობის მხრიდან. მკვლევართა ნაწილი საუბრობს "უმრავლესობის ტირანიაზე", რაც გულისხმობს უმცირესობის უფლებების დათრგუნვას "უმრავლესობის აზრის" სახელით (Cultural Theory. The Key Concepts. Andrew Edgar, Peter Sedgwick (eds.). Routledge, 2008, p. 114).

      უმცირესობად ყოფნა ყოველთვის არ არის განპირობებული რიცხობრივი სიმცირით, ზოგჯერ ის შეიძლება ჯგუფის სპეციფიკური კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებებით იყოს გამოწვეული, მას ემყარება ფასეულობათა სისტემა და ცხოვრების წესი, რომელიც განსხვავებული ან, ზოგჯერ, შეუთავსებელიც კი არის გაბატონებული ჯგუფის კულტურასთან. სამეცნიერო ლიტერატურაში "უმცირესობის" სახელით აღნიშნავენ 4 სხვადასხვა ჯგუფს: 1) ავტოქტონ, ადგილობრივ (ინდიგენურ) მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის უძველესი მოსახლეობის შთამომავალია; 2) ტერიტორიულ უმცირესობებს - კონკრეტულ ტერიტორიაზე ხანგრძლივად მცხოვრებ ჯგუფებს; 3) არატერიტორიულ უმცირესობებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული კონკრეტულ ტერიტორიასთან (მაგალითად, მომთაბარეები); 4) იმიგრანტებს (იუნესკოს გზამკვლევი ინტერკულტურული განათლებისათვის).

      აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის ადვილი ავტოქტონური/ინდიგენური მოსახლეობის განსაზღვრა. მის მახასიათებლებად მიიჩნევენ: ა) ჯგუფის წევრთა თვითიდნტიფიკაციას ინდიგენურ მოსახლეობად; ბ) ასეთად მათ იდენტიფიკაციას სხვების მიერ; გ) მჭიდრო კავშირს კონკრეტულ ტერიტორიასთან/მიწასთან და სპეციფიკურ დამოკიდებულებას გარემოსთან/ბუნებასთან; დ) ძირითადისაგან განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინსტიტუტებისა და მათი მარეგულირებელი ტრადიციების არსებობა (იუნესკოს გზამკვლევი ინტერკულტურული განათლებისათვის).

      განასხვავებენ ტრადიციულ და ახალ უმცირესობებს. პირველში იგულისხმება ჯგუფები, რომელთაც ამა თუ იმ ტერიტორიაზე/ქვეყანაში/სახელმწიფოში ხანგრძლივი ტრადიცია და გამოცდილება აქვთ. ახალ უმცირესობებად კი იმ ჯგუფებს მიიჩნევენ, რომლებიც გლობალიზაციის თანამდევი მიგრაციის პროცესში ჩნდებიან სხვადასხვა ქვეყანაში.

      უმცირესობის კულტურა - რიცხობრივად მცირე ან მარგინალიზებული ჯგუფის კულტურა, რომელიც განსხვავებულია გაბატონებული - უმრავლესობის კულტურისაგან. უმცირესობის კულტურის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია თვით უმცირესობის სოციალურ და ეკონომიკურ სტატუსზე, რადგან კულტურული ფასეულობები იერარქიზებულია - ზოგი მათგანი გაბატონებულია, ზოგი - მარგინალიზებული.

      დღეს საზოგადოებათა კულტურული კომპოზიცია სულ უფრო მრავალფეროვანი და რთული ხდება ერთი ქვეყნიდან მეორეში მიგრაციული პროცესების, სოფლებიდან ქალაქებისკენ მოსახლეობის მოძრაობის გამო. ეს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკას და სისტემას.

      მულტიკულტურალიზმი (მრავალკულტურულობა) აღნიშნავს საზოგადოების მრავალფეროვნებას - ეთნიკურს, ნაციონალურს, ლინგვისტურს, რელიგიურს, სოციალურს, ეკონომიკურს.

      ინტერკულტურალიზმი - ეს ტერმინი აქცენტს აკეთებს არა თვითონ მრავალფეროვნების არსებობის ფაქტზე, არამედ სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, ლინგვისტური ჯგუფის ურთიერთქმედებაზე და საერთო გამოცდილების დაგროვებაზე დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გზით.

      ამ ორი ტერმინის შესაბამისად, არსებობს ორი მიდგომა: მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება. პირველი ემყარება სხვა კულტურების შესწავლას მათდამი პატივისცემისა და ტოლერანტობის აღზრდის მიზნით. მეორე გულისხმობს ნაბიჯების გადადგმას პასიური თანაარსებობიდან მრავალკულტურულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისკენ, ურთიერთგაგების, პატივისცემის, სხვადასხვა კულტურულ ჯგუფს შორის დიალოგის გზით.

      ინტერკულტურული განათლება არ არის სასწავლო პროგრამის უბრალო დანამატი, იგი მოიცავს მთლიანად სასწავლო გარემოს, სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოს, მასწავლებელთა განათლებას და შემდგომ მომზადებას, სწავლების მეთოდებს, მოსწავლეთა/სტუდენტთა ჩართულობას, სასწავლო მასალებით უზრუნველყოფას, უმცირესობათა ენების, კულტურის, ისტორიის შესწავლას.

      ინტერკულტურული განათლება 4 ძირითად პრინციპს ემყარება:

  1. ცოდნის სწავლება (Learning to know) - ინფორმაციის მიღების გზით საბაზისო ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბება;
  2. სწავლება იმისა, თუ როგორ ვაკეთოთ (Learning to do) - კონკრეტული ამოცანების თავის გართმევის უნარის ჩამოყალიბება, რაც შესაძლებელს ხდის კომუნიკაციას სხვადასხვა კულტურულ ჯგუფს შორის; ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, განსაზღვრონ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში;
  3. ერთად ცხოვრების სწავლება (Learning to live together) - სხვა ხალხებისა და კულტურების გაგება, კულტურული მრავალფეროვნების, პლურალიზმის პატივისცემა; მოსწავლემ/სტუდენტმა უნდა შეიძინოს ცოდნა, უნარები და ფასეულობები, რომლებიც ჩამოუყალიბებს სოლიდარობას სხვა ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
  4. არსებობის სწავლება (Learning to be) - პიროვნების განვითარება, მისი ავტონომიურობისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება; განსხვავებულად ყოფნის უფლების აღიარება; იდენტობის გრძნობის გაძლიერება (იუნესკოს გზამკვლევი ინტერკულტურული განათლებისათვის).

ტეგები: Qwelly, ეთნიკური, სოციოლოგია, უმცირესობა

ნახვა: 402

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters