ოჯახი, როგორც პიროვნების მოთხოვნილებების ობიექტი და საოჯახო ქცევის ტიპები (VIII თავი)

      ტერმინები "სექსუალური ქცევა" და "რეპროდუქციული ქცევა" გადმოღებულია ბიოლოგიიდან და ბიოლოგების მიერ გამოიყენება ცხოველების ფიზიოლოგიური და ქცევითი რეაქციის აღნიშვნისთვის, რომლებიც მიმართულია სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ, შედეგად ჩნდება შთამომავლობა ანუ ხორციელდება რეპროდუქციის (გამრავლების) პროცესი.

      სოციოლოგიაში ცნებები "სექსუალური ქცევა" და "რეპროდუქციული ქცევა" გამოყოფილია ერთმანეთისაგან, არ წარმოადგენენ სინონიმემს. რეალურად სექსუალური და რეპროდუქციული ქცევა წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ (თუმცა ახლომდგომ) მოვლენას. ორივე სოციალური (ოჯახური) ქცევის განსხვავებული და ავტონომიური ტიპია. იმართებიან სხვადასხვა მოთხოვნილებებითა და ინტერესებით, აქვთ საკუთარი მიზნები და მოტივაციები. მათი კავშირი ფაქტიურად გამოიხატება მასში, რომ სექსუალური ქცევა რჩება ერთადერთ საშუალებად (თუ არ ჩავთვლით ექსტრაკორპორალურ, ხელოვნურ განაყოფიერებას) რეპროდუქციული ქცევის მიზნის მისაღწევად.

      თანამედროვე გაგებით სექსუალური ქცევა – ეს არის ქმედებებისა და ურთიერთობის სისტემა, რომლებიც (опосредуют) არეგულირებენ სქესობრივი ლტოლვის (სექსუალური მოთხოვნილების) დაკმაყოფილებას.

      სექსუალური ქცევა – ეს არის სოციალური ქცევა, როდესაც ადამიანს ამოძრავებს გარკვეული მიზანი, მიისწრაფვის გარკვეული ინტერესების რეალიზაციისკენ, მაგრამ დაფუძნებულია ყველაფერი ბიოლოგიური მექანიზმების გამოყენებაზე. სექსუალურ ქცევაში გაერთიანებულია ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციოკულტურული პროცესები.

      თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, სექსუალური ქცევის მიზნები შეიძლება იყის:

  • რელაქსაცია, სქესობრივი დაძაბულობის მოხსნა;
  • ბავშვთაყოლა, ჩასახვისა და გაჩენის მოთხოვნილების დაკმაყოფილება;
  • გრძნობითი დაკმაყოფილება, როგორც თვითმიზანი (ჰედონიზმი);
  • სქესობრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, შეცნობა. ეს მიზანი დამახასიათებელია პირველ რიგში მოზარდებისათვის, ვინც იწყებს სქესობრივ ცხოვრებას;
  • კომუნიკაცია, ინტიმურობის ფსიქოლოგიური გრძნობის შეძენა, სხვა ადამიანთან მთლიანად შერწყმა. ი. ს. კონის აზრით, ეს მიზანი წარმოადგენს თავისებურ ზემიზანსა და ზენორმატივს ყველა ჩამოთვლილთაგან;
  • სექსუალური თვითდამკვიდრება, საკუთარი სექსუალური შესაძლებლობების, პოტენციის დამტკიცება;
  • არასექსუალური მიზნები. ასეთი შეიძლება იყოს მატერიალური კეთილდღეობა ან გამორჩენა. ამ მიზნებს შეიძლება მივაკუთვნოთ გარკვეული რიტუალის ან ჩვევების შენარჩუნება;
  • პიროვნებისთვის სხვა სახის და ფორმის საქმიანობის ან ემოციური კმაყოფილების კომპენსაცია, შეცვლა, ანაზღაურება.

სქესობრივი ცხოვრების კლასიფიკაცია

ა) ექსტრაგენიტალური ფორმები

  1. პლატონური სიყვარული
  2. ცეკვები
  3. გეიშიზმი

ბ) გენიტალური ფორმები

  1. სუროგატული და ვიკარული (заместительные)
    • პოლუციები
    • პეტინგი
  2. კოიტუსის სუროგატული ფორმები
    • ვესტიბულიარული კოიტუსი
    • Coitus intra femora
    • ნარავასადატა (Coitus intra mammae), კუნთქვეშა კოიტუსი და სხვა
    • Coitus per anum:
      • ა) ჰეტეროსექსუალური;
      • ბ) ჰომოსექსუალური
  3. ნორმატიული ჰეტეროსექსუალური კოიტუსი
  4. ოროგენიტალური (ლაბიოგენიტალური) კონტაქტები (კეირა, ფელაცია, კუნილინგუსი)
  5. სექსუალური აქტები ცხოველებთან

(საერთო სექსოპათოლოგია) გ.ს. ვასილჩენკოს რედაქციით. მ., 1977, გვ. 179.

      სექსუალური ქცევის, როგორც სოციოკულტურული ფენომენის შინაარსის ასახსნელ მნიშვნელოვან ცნებებს მიეკუთვნება "სქესობრივი როლი", "სქესობრივი კულტურა", "სექსუალური სცენარი".

      როცა ვლაპარაკობთ სქესობრივ (სექსუალურ) კულტურაზე პირველ რიგში, გვინდა ხაზი გაუსვათ სექსუალური ურთიერთობის სოციოკულტურულ შინაარსს, რა ცვლილებები შეიტანა ამ ურთიერთობებში საზოგადოებამ, კულტურამ და რით განსხვავდება ადამიანის სქესობრივი ცხოვრება ცხოველის სქესობრივი ქცევისგან.

      სექსუალური კულტურა არეგულირებს ადამიანის სექსუალურ ქცევას, აყალიბებს ფასეულობათა სისტემას, აკრძალვებსა და წესებს, განსაზღვრავს ინდივიდის სექსუალურ სცენარს, მისი პარტნიორთან ურთიერთობის სტილს, აყენებს სქესობრივ ცხოვრებას სოციალურად მისაღებ ჩარჩოებში საზოგადოების, ოჯახისა და ქორწინების საკეთილდღეოდ.

      სქესობრივი როლის ქვეშ იგულისხმება იმ სოციოკულტურული ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ როგორი უნდა იყვნენ ან არ იყვნენ ქალები ან მამაკაცები, როგორ უნდა მოიქცნენ ან არ უნდა მოიქცნენ.

      ცნება "სექსუალური სცენარი" ახასიათებს სექსუალური კულტურის იმ ნაწილს, რომელიც შეითვისა ინდივიდმა, გახდა მისი პიროვნების ნაწილი და ამიტომ მართავს მის სექსუალურ ქცევას "შიგნიდან". ეს ცნება შემოიტანეს ამერიკელმა მეცნიერებმა უ. საიმონმა და ჯ. განონმა 1967 წ.

      სექსუალურ სცენარს, რომელიც დისპოზიციური სისტემის ნაწილია, გააჩნია სამკომპონენტიანი სტრუქტურა, მოიცავს როგორც კოგნიტივნურ, ასევე ემოციურ და შემაგულიანებელ ელემენტებს. ინდივიდუალური სექსუალური სცენარის და შესაბამისად, ქცევის დახასიათებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, კონკრეტულად რომელი - უფრო ლიბერალური, ჰერმისიული, მკაცრი, რეპრესიული – სექსუალურ ფასეულობათა სისტემა შეითვისა ინდივიდმა.

      ზოგიერთი ავტორი თანამედროვე სექსუალური ფასეულობების სისტემებს ყოფს შემდეგ ძირითად ტიპებად: ლეგალიზმი, სიტუაციური ეთიკა, ჰედონიზმი, ასკეტიზმი და რაციონალიზმი.

      ლეგალიზმი დაკავშირებულია საზოგადოებაში გაბატონებულ სექსუალურ მორალთან, უპირატესად რეპრესიულია და სექსუალური ურთიერთობები აღიარებულია მხოლოდ ბავშვთაყოლის მიზნითა და ლეგალურად მიჩნეული საქორწინო კავშირებით.

      ტერმინიდან გამომდინარე, "სიტუაციური ეთიკა" გულისხმობს, რომ სექსუალური ქცევა განისაზღვრება აქტუალური სიტუაციური კონტექსტით, ანუ კონკრეტული სიტუაციით. ამ შეხედულების თანახმად, ადამიანი ხელმძღვანელობს მხოლოდ სიყვარულით, კეთილი ნებითა და დარწმუნებულია კარგ შედეგში. ამა თუ იმ სიტუაციაში თუ ადგილი აქვს ურთიერთ სიმპატიასა და სიყვარულს, მაშინ მისაღებია ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა.

      ჰედონიზმი, როგორც ეთიკური სისტემა თვლის, რომ სექსუალური ურთიერთობის ერთადერთი საფუძველია არა მორალური ნორმები და სიტუაციური კონტექსტი, არამედ მხოლოდ სიამოვნება. "გააკეთე ის, რაც სასიამოვნოა" – ჰედონისტის დევიზია.

      იგი თვლის, რომ სქესობრივი ლტოლვა, ისევე როგორც შიმშილი და წყურვილი, არ უნდა იყოს მორალური შეზღუდვის ობიექტი. ჰედონისტურმა ეთიკამ თავის უკიდურეს ფორმებში შეიძლება გაამართლოს სექსუალური ძალადობა. ჰედონიზმის მიმდევარი შეიძლება გადაიქცეს "სექსოგოლიკად" ან "სექსომანად".

      ასკეტიზმი დაკავშირებულია სექსუალური ურთიერთობების უარყოფასთან, ასევე სხვა "მიწიერი სიამოვნების" უარყოფასთან. ყველაზე მეტ სიამოვნებას ადამიანი იღებს არა გრძნობითი სიამოვნებით, არამედ სულიერი სრულყოფით. ასკეტური მორალი არ არის ფართოდ გავრცელებული.

      და ბოლოს, რაციონალიზმი, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ეთიკური სისტემა აღიარებს გონების პრიორიტეტს. აუცილებელია გამოავლინოთ რაციონალური საფუძველი სექსუალური ქცევის სტრატეგიის არჩევისას, აუცილებელია შევაფასოთ ამა თუ იმ პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის შესაძლო პოზიტიური და ნეგატიური შედეგები.

      თანამედროვე საზოგადოებაში სექსუალურ ურთიერთობებისას შენარჩუნებულია სქესობრივი, ანუ გენდერული ასიმეტრია.

      "სექსუალური კულტურა, ყოველთვის არაერთგვაროვანი და არაერთმნიშვნელოვანია". სექსუალური ნორმებისა და აკრძალვების შესწავლისას უნდა გავითვალისწინოთ ვინ, ვისთან, რა, ვის, რამდენჯერ და რატომაა აკრძალული. გენდერული ასიმეტრია ან ორმაგი სტანდარტი ასეთი არაერთგვაროვნების ნათელი მაგალითია.

      როგორია თანამედროვე სამყაროში სექსუალური ქცევის ძირითადი ტენდენციები და კანონზომიერებები? სექსუალურ ქცევას რა სახით შეისწავლის და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს სოციოლოგია?

      პირველი საკითხი, რომელიც სოციოლოგებს აინტერესებს, ეს არის ქორწინებამდე სექსუალური ქცევა, კერძოდ, მოზარდთა სექსუალური ქცევა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ოჯახის სასიცოცხლო ციკლის თვალსაზრისით ქორწინებამდე სექსუალური ქცევა წინ უსწრებს დაოჯახებას, არამედ იმიტომ, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირების ზრდა წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახის კრიზისის ერთ-ერთ გამოვლინებას. სწორედ სექსუალური კავშირები მოზარდებში წარმოშობს ეკონომიკურ, სოციალურ, სამედიცინო და სხვა პრობლემებს.

      XX ს. ისტორია შეიძლება ვთქვათ, რომ არის ოჯახის კრიზისის გაღრმავების ისტორია. მთელი ათასწლეულის მანძილზე იზრდებოდა ქორწინებამდე სქესობრივი კავშირები, მოზარდთა სექსუალური ქცევის მასშტაბები.

      ომის შემდგომ წლებში მკვეთრად გამოიყოფა მოზარდშორისი შობადობის დინამიკის ორი პერიოდი. პირველისთვის (1970 წლამდე) დამახასიათებელია მოზარდშორისი შობადობის ზრდა ყველა განვითარებულ ქვეყნებში, საერთო შობადობა კი მცირდებოდა. განსაკუთრებით სწრაფად მოზარდთშორისი შობადობა გაიზარდა ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთში. ეს ზრდა დაკავშირებული იყო სქესობრივი მომწიფების ასაკის დაკლებასთან, მოზარდების თავისუფლების (პირველ რიგში ოჯახისგან) ზრდასთან, ტრადიციული მორალის დასუსტებასთან. შემდგომში სიტუაცია შეიცვალა. 70-იანი წლების ბოლოს დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში მოზარდთშორისი შობადობა შემცირდა. სექსუალური ურთიერთობები - შემთხვევითი თუ მყარი, ქაოტური თუ დალაგებული, იშვიათად მთავრდება ბავშვის დაბადებით. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მოზარდშორისი შობადობა იკლებს, მოზარდების სექსუალური აქტიურობა იზრდება, იკლებს პირველი სქესობრივი კავშირის ასაკი. პ. გუტმახერის ინსტიტუტის მონაცემებიც 7 მლნ ამერიკელი ვაჟი და 5 მლნ გოგონა 13-19 წლის ასაკში აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ცხოვრობენ.

      ოჯახის ზრდის ნაციონალური კვლევის მონაცემებით აშშ-ში 1982 წ. (N SFG-19820 19 წლის გასათხოვარ ქალთა სამ მეოთხედს ჰქონდა სექსუალური გამოცდილება, 18 წლისას – ნახევარზე მეტს, 17 წლისას – 40%. დასავლეთ გერმანიაში 1980 წელს 17 წლის გასათხოვარ ქალთა 60% ჰქონდა სექსუალური გამოცდილება. ჩვენს ქვეყანაში ეს მონაცემები არა გვაქვს, მაგრამ მოზარდების სექსუალური აქტივობის ზრდა ფიქსირდება (შეიძლება ცხრილის გაკეთება).

      ქორწინებამდე სექსუალური ქცევის თეორიებში გამოყოფენ რეფერენტული ქცევის თეორიას, სოციალიზაციის თეორიას, ქცევისა და განწყობის შეთანხმების თეორიას, პრობლემური ქცევის თეორიას.

      რეფერენტული ჯგუფის თეორია დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში. მისი მიზანია ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეფერენტული ჯგუფების ზემოქმედების ანალიზის შესწავლა მოზარდის განწყობასა და ქცევაზე. ეს თეორია ადგენს მშობლებისა და ახლო ნათესავების, მეგობრების როლს მოზარდის რეალურ სექსუალურ ქცევაზე.

      სოციალიზაციის თეორია ეფუძნება მოზარდების სექსუალურ ქცევაზე სოციალიზაციის სხვადასხვა აგენტების ზემოქმედებას. ყურადღების ცენტრში ექცევა პიროვნების სექსუალური იდენტობის ფორმირების პროცესი.

      ქცევისა და განწყობის შეთანხმების თეორიის ჩარჩოებში ნაჩვენებია, რომ მოზარდის სექსუალურ ქცევაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს: წარსული სექსუალური გამოცდილების ინტენსიურობა, მეგობრების სექსუალური ქცევა, მიმდინარე ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ხასიათი და ხანგრძლივობა.

      პრობლემური ქცევის თეორიაში სექსუალური ქცევა განიხილება როგორც პრობლემური ქცევის (ლოთობა, ნარკომანია, სოციალური პროტესტი და ა.შ.) გამოვლინება.

      ოჯახის სოციოლოგია აშშ-ში დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდთა სექსუალურ ქცევაზე თაობათაშორის ურთიერთგავლენას. მთელ რიგ კვლევებში განხილულია კავშირი გოგონა-მოზარდის სექსუალურ ქცევასა და მათი დაბადების მომენტში დედის ასაკს შორის. კერძოდ, გ. პრესერის კვლევებში დაფიქსირებულია: ახალგაზრდა დედების ქალიშვილები თვითონ აჩენენ პირველ ბავშვს (შესაბამისად, ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას) ახალგაზრდულ ასაკში.

      წარმატებული და სტაბილური ქორწინების ერთ-ერთი გარანტიაა, სექსუალური ურთიერთობების ხასიათი. ი. კონი წერდა: "სექსუალური დაუკმაყოფილებლობა და დისჰარმონია – გაყრისა და ნერვული დაავადებების ერთ-ერთი მიზეზია. ზოგიერთი მონაცემებით საოჯახო-საყოფაცხოვრებო, სექსუალური სიძნელეები დამახასიათებელია ნევროლოგიური ავადმყოფების 65%-ისათვის".

      ს. გოლოდი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სექსუალური კმაყოფილება და ჰარმონია დგას პირველ ადგილზე ოჯახის კეთილდღეობისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის. ა. პეტრაკოვი კვლევაში "ოჯახის დემოგრაფიული მშვიდობა" ხაზს უსვამს სექსუალური კმაყოფილების როლს ქორწინების სტაბილურობასა და წარმატებაში.

      80-იანი წლების მეორე ნახევარში პ. შვარცისა და დ. ჯექსონის მიერ ჩატარებულმა 9000 ოჯახური წყვილის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ის წყვილები, რომლებიც თვითონ ქორწინებას განიხილავენ "ბრწყინვალე", "ძალიან კარგი" მიზეზად ასახელებდნენ სიყვარულსა და სქესობრივ ვნებას.

      სწორედ სექსუალური ურთიერთობების როლი ქორწინებაში საჭიროებს ქორწინების სექსუალური ქცევის ძირითადი ასპექტების ანალიზს. მთავარი საკითხია – სექსუალური ქცევის დინამიკა ქორწინების ხანგრძლივობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ქორწინებაში სექსუალური ქცევის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს სექსუალური ურთიერთობის სიხშირის შემცირება ქორწინების სტაჟის ზრდასთან ერთად. ამ ტენდენციას ა. კონზი თავის კლასიკურ გამოკვლევაში აღწერდა. მისი მონაცემებით სქესობრივი აქტის სიხშირე იცვლება ცოლ-ქმრის ასაკთან ერთად შემდეგნაირად: 16-25 წლის ასაკის მეუღლეებს შორის სქესობრივი ურთიერთობის საშუალო სიხშირე შეადგენს 2,45-ჯერ კვირაში, 26-35 წლის ასაკში – 1,95-ჯერ კვირაში, 36-40 წლის ასაკში – 1,40-ჯერ კვირაში, 46-55 წლის ასაკში – 0,85-ჯერ კვირაში, 56 წლის ასაკში და ზემოთ 0,50-ჯერ კვირაში. მეოთხედი საუკუნის შემდეგ (1972 წ.) ინგლისელი მკვლევარი მ. ჰანტი აფიქსირებდა იმავე ტენდენციას.

      ამერიკელი მეცნიერი კ. გრინბლატი წერს, რომ ქორწინებაში სქესობრივი აქტის სიხშირის დაქვეითება უნივერსალურია და არ არის დამოკიდებული წყვილის ასაკზე, განათლების დონეზე ან სიტუაციაზე. ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ ყველაფერი რაც ხდება ოჯახში – ბავშვები, სამუშაო, ოჯახური ვალდებულებები, ფინანსური პრობლემები, აქვეითებს ქორწინებითი სექსის სიხშირეს.

      თანამედროვე საზოგადოებაში სექსუალური და რეპროდუქციული ქცევის ურთიერთკავშირი ვლინდება სქესობრივი აქტის სიხშირის დამოკიდებულებით ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარისხთან. რაც უფრო ძლიერია ოჯახში ბავშვის ყოლის სურვილი და რაც უფრო დიდია სხვაობა სასურველ და რეალურად არსებულ ბავშვთა რაოდენობას შორის, უფრო მაღალი უნდა იყოს სქესობრივი აქტის (сношение) სიხშირე (იხ. ცხრილი 8. 2).

ცხრილი 8.1

ქორწინებაში სქესობრივი აქტის საშუალო თვიური სიხშირე ბავშვთა კიდევ ყოლის სურვილთან დამოკიდებულებაში
(დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო გამოკვლევის მონაცემებით)


(+) – აფრიკის ქვეყნებში სტერილიზებული ქალების ჩათვლით
(-) - ანალიზში არ ჩართული კატეგორია
(...) – მონაცემები არ არის ან არასანდოა

      DHS მონაცემებით ყველა ქვეყანაში ქალები, რომელთაც უნდათ მეტი შვილი, გამოირჩევიან სქესობრივი ცხოვრების მაღალი სიხშირით.

      ქორწინებაში სექსუალური და რეპროდუქციული ქცევის დამოკიდებულების საინტერესო ასპექტს წარმოადგენს სქესობრივი ცხოვრების სიხშირის დამოკიდებულება გამოყენებული კონტრაცეფციის ტიპზე (იხ. ცხრილი 8.3).

      ქალები, რომლებიც იყენებენ ეფექტურ კონტრაცეფციას და ჩატარებული აქვთ სტერილიზაცია თავისუფალნი არიან "არასასურველი ფეხმძიმობის შიშისგან", ამიტომ იკმაყოფილებენ რა შვილის ყოლის მოთხოვნილებას (წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიმართავდნენ სტერილიზაციას და კონტრაცეფციას), აქვთ სქესობრივი აქტის უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე იმ ქალებს, რომელთაც უნდათ ჰყავდეთ ბევრი შვილი. აქ გასათვალისწინებელია სექსუალური ქცევის სხვადასხვა ფუნქციებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული ბავშვის ყოლასთან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარია განათლებულ, პროფესიონალურად დასაქმებულ და ა.შ. ქალებზე.

ცხრილი 8.2

ქორწინებაში სქესობრივი აქტის საშუალი თვიური სიხშირის დამოკიდებულება გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდზე
(დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო გამოკვლევის მონაცემებით)

      შენიშვნა: კოიტუს – დამოკიდებული მეთოდები: აბები, ნორპლანტი
კოიტუს – დამოკიდებული მეთოდები: კონდომი (პრეზერვატივი), ვაგინალური მეთოდები, შეწყვეტილი აქტი, პერიოდული თავშეკავება და სხვა ტრადიციული მეთოდები.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1647

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters