ოჯახის სოციალური არსი (თავი VI)

ოჯახის სოციოლოგია, ქველი, სოციოლოგია, ოჯახი, qwelly, sociology, ojaxis sociologia

      სოციალიზაცია – ეს საზოგადოებაში და მის ქვესისტემებში მიღებულ ფასეულობებთან და ნორმებთან ზიარებაა. ფართო გაგებით – სოციალიზაცია შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, ვიწრო გაგებით – ეს არის პიროვნების მომწიფების პერიოდი სრულწლოვანებამდე.

      საოჯახო სოციალიზაცია ორნაირად გაიგება. ერთის მხრივ, მომზადება მომავალ საოჯახო როლებამდე და მეორეს მხრივ, ოჯახის გავლენა სოციალურად კომპეტენტური, მომწიფებული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

      ოჯახი, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ერთობა სოციალიზირებულ გავლენას ახდენს პიროვნებაზე ნორმატიული და ინფორმაციული გავლენის მეშვეობით. რაც უფრო შეკავშირებულია ოჯახი, მით უფრო ეფექტურია ნორმატიული ზემოქმედება. შეკავშირებულობა გულისხმობს ფასეულობით ერთობას, ფამილიზმის არსებობას, ოჯახის პრიორიტეტულობას, ინდივიდის ინტერესების დაქვემდებარებას საოჯახო ნორმებისათვის. მაგრამ, თუ ეს პრიორიტეტულობა აბსოლუტური ხდება, ყალიბდება კონფორმისტული ქცევა, როცა პიროვნება არაფერს არ აკეთებს ოჯახის დომინანტი წევრების ნებართვის გარეშე.

      შემჭიდროვების არარსებობა, ოჯახის დეზორგანიზაცია კარს უღებს ოჯახსგარე გავლენებს.

      ნორმატიული გავლენები ზოგადად და საოჯახო კერძოდ, მოქმედებენ ნორმა-ნიმუშებით, ქცევის მოდელებით, რომელთა ცოდნა ყოველ ჯერზე იძლევა იმის საშუალებას, როგორ მოიქცეს ინდივიდი სტანდარტულ სიტუაციაში, ანუ მოქმედებს შაბლონებით.

      პიროვნების აღმოცენების პროცესი გვევლინება როგორც ბიოლოგიურად მოცემული მასალის გარდაქმნის პროცესი სოციალური რეალობის ძალებით, რომლებიც არსებობენ ამ მასალის გაჩენის, მის გარეშე და მისგან სრულიად დამოუკიდებლად.

      ხანდახან ამ პროცესს უწოდებენ "პიროვნების სოციალიზაციას". ჩვენი აზრით, ეს არასწორია, რადგან იგი გულისხმობს, რომ პიროვნება თითქოს არსებობს "სოციალიზაციამდეც". სინამდვილეში "ხდება არა პიროვნების სოციალიზაცია, არამედ ახალშობილის ბუნებრივი სხეული, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებად ამ სოციალიზაციის პროცესში, ანუ პიროვნება ჯერ კიდევ უნდა აღმოცენდეს. ამ აღმოცენების აქტი არც დროში და არც არსებით არ ემთხვევა ადამიანური სხეულის დაბადებას.

      რამდენადაც ახალშობილის სხეული პირველი წუთებიდანვე ჩართულია ადამიანურ ურთიერთობათა ერთობლიობაში, პოტენციურად ის უკვე პიროვნებაა, მაგრამ არა აქტუალურად.

      პიროვნებად – სოციალურ ერთეულად, სუბიექტად, სოციალურ-ადამიანური ქმედების მატარებლად – ბავშვი გახდება მხოლოდ იქ და მაშინ, როცა თვითონ დაიწყებს ქმედებას. პირველ ხანებში უფროსის დახმარებით, შემდეგ კი მის გარეშეც.

Ильенко Э.В. Что же такое личность? Психология личности. Тексты. М., 1982, с. 15.

      ოჯახის ნორმატიულ ზემოქმედებას ინდივიდი იღებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პიროვნებათშორის სტატუსი და დაიმსახუროს მოწონება სხვებისგან. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ინდივიდი აუცილებლად ეთანხმება ამ ნორმებს.

      ოჯახის ინფორმაციული ზემოქმედების დროს ეთანხმება სამყაროს ოჯახისეულ აღქმას, ღებულობს მას როგორც ჭეშმარიტ სურათს და არ ეძებს მოწონებას სხვების მხრიდან.

      "ტრადიციული" და "თანამედროვე" ოჯახები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა როგორც ნორმატიული ან ინფორმაციული გავლენის მატარებლები, არამედ იმ როლით, რომელსაც ისინი ასრულებენ სოციალიზაციის პროცესში.

      ოჯახის შემჭიდროვებულობის შესუსტება ამცირებს როგორც მის ნორმატიულ ზემოქმედებას, ასევე მის საიმედოობას, როგორც ინფორმაციის წყაროსი ინდივიდისთვის.

      სქემებზე 6.1 და 6.2 წარმოდგენილია სოციალიზაციის აგენტები და ბავშვთა სოციალიზაციის მოდელთა ისტორიული ცვლილებები, რომლებიც ოჯახის ტიპების ცვლასთან არის დაკავშირებული და აგრეთვე, სტერეოტიპები სოციალიზირებული და არასაკმაოდ სოციალიზირებული ბავშვის. განსაკუთრებით საინტერესოა ოჯახისაგან ბავშვის პირდაპირი ან გაშუალებული დეპროვაციის (იზოლაციის) შედეგების განხილვა. ამასთან დაკავშირებით, ყურადღება უნდა მიექცეს სოციალიზაციის იმ მექანიზმს, რომელიც მხოლოდ ოჯახისთვის არის დამახასიათებელი და არ შეინიშნება არც ერთ სხვა სოციალიზაციის აგენტში.

სქემა 6.1

საერთო სოციალიზაციის სტრუქტურა

სქემა 6.2

ბავშვთა აღზრდის სოციოკულტურული მოდელები და მათი სოციალური იზოლაციის (დეპრივაციის) ტიპები მე-15-20 სს. ევროპაში
(შემოკლებით)


• Лангмейер И., Матейчик З. Психическая депривация в детском возрасте. Прага, 1984, с. 178-1

      ...სოციალური ქცევისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული აქტი, კერძოდ კი, სხვისი ცხოვრებისკენ მიმართვა და საკუთარი თავის განცდა სხვა ადამიანში. ცხოვრების განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც სოციალურს ვუწოდებთ, აღმოცენდება, როცა საკუთარი თავისგან განდგომა სხვისი გულისთვის წამყვან ცხოვრებისეულ მოთხოვნილებად გადაიქცევა.

      ...სოციალური მიმართულება თავის უმაღლეს გამოვლინებაში – სიყვარულია.

Шпрангер Э. Основные индивидуальные типы индивидуальности//Психология личности. Тексты. М., 1982, с. 58.

      საუბარია ოჯახში მოქნილი გადართვის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე ქცევის კოდიდან "შენიანებს შორის" კოდზე "უცხოებს შორის" და პირიქით.

      რაც უფრო შეკავშირებულია ოჯახი, მით უფრო ძლიერია საოჯახო "ჩვენ", მით უფრო გამოკვეთილია ნიშნები და ატრიბუტები იმისა, რომ "ჩვენ შინაურები ვართ".

      სწორედ ოჯახში ყალიბდება საფუძვლები ჩვევებისა სწრაფად გადაერთოს მისი წევრი "შინაურებიდან" "სხვაზე" და პირიქით, ბავშვების მიკუთვნებულობა "კარგ" ან "ცუდ" ოჯახებთან კი არ აქცევს მათ "კარგ" ან "ცუდ" ბავშვებად, არამედ ოჯახის (წარმატებულის ან წარუმატებლის) უუნარობა განუვითაროს ბავშვს დათმობის უნარი იქ, სადაც საჭიროა გადააბიჯის საერთო ადამიანურს ან ზიანი მიაყენოს საკუთარს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სოციალური სტრუქტურის როლის შესწავლა ამ პროცესში, სოციალური ფაქტორებისა ოჯახის ასეთი გავლენისა პიროვნების სოციალიზაციაზე.

      ნუკლეარული ოჯახი წარმოადგენს იმ საწყის სოციალურ მატრიცას, რომლის შიგნიდანაც აღმოცენდება პიროვნების ფესვები და საიდანაც გამომდინარეობს "მე"-ს ჩამოყალიბების წყაროები. ოჯახი ახდენს ბავშვის ორიენტირებას პირველ რიგში ოჯახის წევრებსა და სხვა ნათესავებზე და მხოლოდ ამის შემდეგ, სოციალურ გარემოზე და საზოგადოებაზე მთლიანად. სოციოლოგისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ყალიბდება სწორედ ოჯახში პიროვნება.

      საკმარისი არ არის საბოლოო შედეგის გარკვევა, უნდა გაირკვეს სოციალიზაციის მექანიზმიც. ეს გვაიძულებს შევხედოთ პიროვნების ჩამოყალიბებას ეტაპობრივად, ანუ გავარკვიოთ როგორ ხდება ინდივიდუალური ქცევის დისპოზიციური რეგულაციის სტრუქტურის ფორმირება.

      რამდენადაც ადამიანი არსებობს ისტორიაში და იცვლება არა ანატომიური ტრანსფორმაციის ან მხოლოდ მემკვიდრეობითობის გამო, არამედ თავისი ქცევისა და კულტურის ცვლილებების წყალობით, ამდენად, მოქმედების შედეგები დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაგანი და გარეგანი წანამძღვრების შეთანაწყობისაგან, არამედ ცხოვრებისეული სიტუაციების პიროვნული განსაზღვრებისაგან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი ინდივიდუალური შეფასებისაგან.

      სწორედ დისპოზიციური სტრუქტურა ხსნის ამ სიტუაციის შეფასების ქცევით მექანიზმს. ამრიგად, პიროვნების ქცევის სქემა ასეთია (სქემა 6.3)

სქემა 6.3

      ინდივიდი იბადება ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა გენეტიკური მოცულობებით, მაგრამ ეს დაბადება ხდება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პირობების (საოჯახო სიტუაციების) ოჯახებში. ამიტომ, სოციალიზაციის პროცესის ანალიზისას უნდა გამოვყოთ ტიპიური სიტუაციები სხვადასხვა ტიპის ოჯახებისა, რომლებიც სხვადასხვანაირად ზემოქმედებენ ამა თუ იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

      სხვა სიტყვებით, უნდა ვიცოდეთ საოჯახო ციკლის ფაზის რომელი სიტუაციები მოქმედებენ სოციალიზირებადი ბავშვის ამა თუ იმ კონკრეტულ მოთხოვნილებაზე.

      სოციალიზაციის სხვადასხვა თეორიაში ხაზგასმულია საოჯახო სოციალიზაციის სხვადასხვა ასპექტები, რაც ამ თეორიებს ერთმანეთისაგან განასხვავებს.

      ფსიქოანალიზში ყურადღება ფოკუსირებულია ინსტიქტურ მისწრაფებებსა და შეუცნობადის როლზე. საოჯახო სიტუაციების ტიპოლოგიზაცია ხდება ურთიერთობების - დედა-ვაჟიშვილის, მამა-ქალიშვილის მიხედვით. მოთხოვნილებებს შორის გამოიყოფა ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა). პირველდაწყებითი სოციოკულტურული კონფლიქტურობა მშობლების და შვილების შიდაოჯახობრივი როლებისა ფსიქოანალიზის თანახმად წარმოჩინდება ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვურ ასაკში და, თუ ის თავის გადაწყვეტას ვერ ჰპოვებს ოჯახში, ახდენს მოწიფულის მისწრაფებათა აქტივაციას მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე (მოწიფული ცხოვრების დეტერმინირება ბავშვობის გამოცდილებით, საოჯახო სოციალიზაციით ბავშვობაში, აღზრდის შეწყვეტით სკოლამდელ პერიოდში).

      დისპოზიციებს შორის ცენტრალური ადგილი ეკუთვნის მე-ს, როგორც პიროვნების ცენტრალურ ფასეულობას. ამიტომ ფროიდისეული განმარტება მე-სი როგორც რეგულატორისა საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ სქესობრივი ლტოლვისა და ამ ლტოლვის სოციალური აკრძალვისა საინტერესოა არა შინაარსობრივი კონფლიქტით სექსუალურსა და სოციალურს შორის, არამედ თვით ადამიანური მე-ს სტრუქტურაში საზოგადოებასა და პიროვნებას შორის არსებული კონფლიქტის მოდელირებით. მნიშვნელოვანია, რომ მე-ს ასეთი ამბივალენტურობა წარმოჩინდება სოციალიზაციის პირველი დღეებიდანვე და ფსიქოანალიზში ნაჩვენებია მე-ს თვითშეზღუდვის მექანიზმი, პიროვნების სინდისის ან სოციალური პასუხუსმგებლობის ჩამოყალიბება, უნარი ინდივიდუალურის საზოგადოებრივისადმი დამორჩილებისა. მშობლების მიმართ სიყვარული ან სიძულვილი წარმოშობენ დანაშაულის შეგრძნებას და ამ გრძნობების სუბლიმაციის სხვადასხვა ფორმებს.

      კოგნიტიურ თეორიებში, რომელიც აქცენტს ადამიანური ქცევის რაციონალურობაზე აკეთებს, ოჯახის როლი წარმოჩინდება ბავშვის მორალურ განვითარებაში. მაგ. ჟ. პიაჟეს ეგოცენტრიზმიდან რედატივიზმისაკენ გადასვლის თეორია, ეგოცენტრიზმს განიხილავს როგორც კოგნიტიურ უმწიფობას, რწმენას იმისა, რომ სხვებიც სიტუაციებს და მოვლენებს ზუსტად ისე განსაზღვრავენ, როგორც ბავშვები, ანუ ბავშვი არის სამყაროს ცენტრი.

      ამავე პერიოდში (6-7 წლამდე) ბავშვის დამოკიდებულება უფროსებზე დაკავშირებულია ემოციურ ცალმხრივობასთან მშობლებთან მიმართებაში "ბრმა" სიყვარულისა და მიჯაჭვულობის გრძნობასთან. სწორედ ეს მომენტი მოსწონთ პატარებში მცირეშვილიან მშობლებს (ბები-კომპლექსი).

      სრულფასოვან ოჯახში 7-8 წლის შემდეგ ბავშვის ეგოცენტრიზმისაგან, "რეალიზმისაგან" და მშობლების დამოკიდებული თაყვანისცემისაგან უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ უფრო მეტად რელატივური სურათის ჩამოყალიბების პროცესი შეიძლება შეყოვნდეს და მაშინ, თანატოლებს შორის შეიძლება გაიმართოს ჭიდილი საკუთარი მე-ცენტრისტული კონცეფციის სხვისთვის თავს მოხვევაზე. ამასთან, ჩვეულებრივ წარმატებებს ბავშვები საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს მიაწერენ, ხოლო წარუმატებლობას – ვითარებებს "სხვისგან" ხელის შეშლად აღიქვამენ. "კარგი" სოციალიზაცია ოჯახში საშუალებას იძლევა ამ ტენდენციისთვის თავის არიდებისა, აყალიბებს სოციალურად კომპეტენტურ პიროვნებას, რომელსაც შესწევს უნარი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და არ დააბრალოს ყველაფერი შეუფერებელ პირობებს.2

      ჯ. მიდის თეორიაში მე-ს ფორმირების პროცესი განიხილება ცენტრისტული ტენდენციისგან თავისებური უკან დახევა, დაშორება, როგორც საკუთარ სამყაროში სხვა ადამიანების ჩართვა, როგორც მეორეს მხრივ, სხვის როლში შესვლა. მშობლებისთვის მიბაძვით, ბავშვი სწავლობს როლში შესვლას და გამოსვლას, სწავლობს საკუთარი თავის გარედან დანახვას. "მე-სახე" ("გამოსახულება-მე," "Looking-glass self") – ეს არის სხვისი თვალით დანახული წარმოდგენა საკუთარ თავზე. რამდენადაც მნიშვნელოვანია ეს წარმოდგენა საკუთარ თავზე, მით მეტია ალბათობა, რომ "მე-სახე" ჩამოყალიბდება ამ "მნიშვნელოვანი სხვების" შეფასებების გავლენით.

      "გენერალიზებული სხვა" – ეს არის სხვების განზოგადებული სახე, რომელიც ადვილად კონსტრუირდება ჯგუფებში და არა წყვილად კონტაქტებში. შეკავშირებულ ოჯახებში "გენერალიზებული სხვა" იდენტიფიცირდება საოჯახო "ჩვენ"-თან და მე-სახე არ არის როგორც სხვა ადამიანთა სახეების უბრალო ჯამი, არამედ წარმოადგენს კონცეფციას – მე-ს, რომელიც "გენერალიზებული სხვისთვის" არის დამახასიათებელი. რაც უფრო ინტეგრირებულია ოჯახი, მით ნაკლებად წინააღმდეგობრივია ბავშვის მე-კონცეფცია.

      ჯ. მიდის თეორიაში ხაზგასმულია ადრეული სოციალიზაციის ის თავისებურება, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების გაწონასწორების აუცილებლობასთან და შესაბამისად, საოჯახო ჩვენ-ის მნიშვნელოვან როლთან მე-ს ჩამოყალიბებაში.

      ჩვენ აქ მხოლოდ ცალკეული მაგალითები მოვიყვანეთ მე-ს ფორმირების შესახებ უამრავი სოციალურ-ფსიქოლოგიური თეორიებიდან, რათა გვეჩვენებინა პიროვნების ქცევის დისპოზიციური სტრუქტურის ცენტრალური ელემენტის ჩამოყალიბება. მე-ში ცხოვრებისეულ ფასეულობათა ჩართვის ხარისხი განსაზღვრავს როგორც მოთხოვნილებათა იერარქიას, ასევე მათი დაკმაყოფილების ამა თუ იმ საშუალებათა არჩევას.

      სოციალიზაცია ოჯახში შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა საბაზისო იერარქია. თუ გამოვყოფთ მოთხოვნილებათა სამ ძირითად დონეს – მოთხოვნილებებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური თვითდაცვისა, პრინციპში თითოეული ამ სახიდან შეიძლება იყოს უმაღლესი და შესაბამისად, განსაზღვრავდეს პიროვნების ამა თუ იმ მიმართულებას. ამასთანავე, ამ მოთხოვნილებათა მითითებული თანმიმდევრობა ხსნის მათ დასაბამის იერარქიულობას – ყოფიერების არსის გაგებამდე და საკუთარი მე-ს სხვებისგან დაცვაზე ფიქრის დაწყებამდე, ადამიანი რამდენადმე დანაყრებული და შემოსილი უნდა იყოს. ყოველდღიურობაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და პიროვნების ესა თუ ის მიმართულება წარმოჩინდება მხოლოდ როგორც ტენდენცია განმეორებად სიტუაციათა მასაში.

      სოციალური დონის მოთხოვნათა განათლების, შრომის, შემოქმედების შორის გამოვყოფთ ქორწინებისა და ოჯახის მოთხოვნილებებს. აუცილებელია მათი მნიშვნელობის განსაზღვრა პიროვნების სოციალური თვითდაცვისათვის, ანუ რა როლს თამაშობენ ისინი ინდივიდის სოციალური სტატუსის დაცვასა და ამაღლებაში და ასევე, პიროვნების სრულ რეალიზაციაში.

      "პიროვნების ქცევა, რომ მთლიანად ბიოლოგიური იყოს (როგორც ვარაუდობენ ზოგიერთი მეცნიერები), მაშინ ოჯახის არავითარი საჭიროება არ იქნებოდა. რამდენადაც ადამიანური პიროვნება არ იბადება, არამედ "იქმნება" სოციალიზაციის პროცესში, ამდენად, ოჯახი წარმოადგენს აუცილებლობას.

Parsons T. and Bales R. Family. Socialization and interaction Process. 1955.

      ბავშვის საოჯახო სოციალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საოჯახო მოთხოვნილებათა ჩამოყალიბებაში. საერთო საოჯახო კლიმატი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ბავშვების მიერ საოჯახო როლების აღქმაში და სურვილზე მომავალში თვითონაც შექმნან ოჯახი. ეს კლიმატი რამდენადმე არაკეთილსაიმედოა ამჟამად ოჯახზე ადეკვატური მოთხოვნილების ჩამოსაყალიბებლად – მშობლების და შვილების ერთობლივი საქმიანობის არარსებობას, რომელიც უშუალოდ ადუღაბებს საოჯახო ერთიანობას, მივყავართ მომხმარებლურ ატმოსფერომდე და საყოფაცხოვრებო თვითმომსახურებამდე, საოჯახო როლების რედუქციამდე პროფესიული დასაქმება ოჯახს გარეთ ამ რედუცირებულ საოჯახო როლებს და მოთხოვნილებებს აქცევს "ტვირთად" და სამწუხაროდ, საოჯახო და ოჯახს მიღმა როლების (უ.ყ. პროფესიული) როლების შეთანაწყობის სოციალური პრობლემა განიხილება საოჯახო როლების გადანაწილების მხრივ, საოჯახო "ტვირთის" ცოლ-ქმარს შორის სამართლიანი გადანაწილებით.

      "ინდივიდის მთელი ცხოვრების ციკლის მანძილზე სოციალიზაციის პროცესი გულისხმობს ორ ძირითად - დროში და ინტენსივობით არათანაბარ სტადიას პირველი სტადია – ინდივიდის, როგორც საზოგადოებრივი არსების აქტიური ჩამოყალიბების სტადია – მას ცხოვრების დაახლოებით მესამედი უკავია. ამ სტადიაზე ხორციელდება:

      ა) ბავშვის ელემენტარული ან პირველადი სოციალიზაცია;

      ბ) მოზარდის ნორმატიულ-ფრაგმენტარული, მარგინალური სოციალიზაცია;

      გ) ახალგაზრდობის კონცეპტუალურ-მთლიანი, შემაჯამებელი სოციალიზაცია – ახალგაზრდობიდან მოწიფულობის ასაკში გარდამავალ პერიოდში 17-18 წლიდან 23-25 წლამდე.

      მეორე სტადია – ჩამოყალიბებული პიროვნების განვითარების ხანა მისი საზოგადოებაში შემდგომი ფუნქციონირების დროს:

      ა) საზოგადოების შრომისუნარიანი წევრის რანგში;

      ბ) და პენსიაზე გასვლის გამო.

Андреенкова Н. Роль семьи на разных этапах социализации индивида//Динамика изменения положения женщины и семья. М., 1972, с. 4.

საოჯახო სოციალიზაციის ისტორიული თავისებურებები

      მე-20 საუკუნეში ოჯახის აღმზრდელობითი როლის შემცირება ინდუსტრიულ ქვეყნებში დაუკავშირდა ოჯახის და საოჯახო ცხოვრების წესის კრიზისს შემდეგი პროცესების გავლენით: ა) ნუკლეარიზაციის, ანუ უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობების დაშორების გამო, სამთაობიანი, გაფართოვებული ოჯახის ელიმინირების გამო, რომელიც შედგება მშობლებისა და შვილებისაგან, რომლებიც გაზრდის შემდეგ გამოეყოფიან მშობლებს და მშობლები "ცარიელ ბუდეში" რჩებიან; ბ) კონიუგალიზაციის გამო, ანუ, როდესაც საოჯახო ცხოველმყოფელობა ერთობა "ნათესაობა-მშობლობა-ცოლ-ქმრობა" დაიყვანება ცოლ-ქმრულ პარტნიორობამდე, სექსამდე, ე.ი. იმ ურთიერთობებამდე, რომლებიც გულისხმობენ ნათესაურ-მშობლურ კავშირთა მინიმიზაციას ან სრულ გაქრობას; გ) ინდივიდუალიზაციის გამო ერთობლივი ცოლ-ქმრობის ურთიერთობის ცენტრის გადანაცვლებას ოჯახს მიღმა და ცოლ-ქმრობის მიღმა ფორმებზე, მარტოხელა-ინდივიდუალურ ცხოვრების წესზე, სადაც ჭარბობს ეგოცენტრული არსებობის ფასეულებები.

      მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კაპიტალიზმის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში "მოდერნიზაციასთან" დაკავშირებულმა ფაქტორების სისტემამ გამოიწვია მთელი რიგი გაჭიანურებული და ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც მეტყველებდნენ ოჯახის ინსტიტუტის ღრმა კრიზისზე, რომელსაც უფრო ზუსტი იქნება თუ სოციალური წესრიგის კრიზისს ვუწოდებთ. სოციალური წესრიგმა, რომელიც კაპიტალისტური წარმოებით და ბაზრით, დაქირავებული შრომით და საოჯახო ფუნქციების მიტაცებით, საოჯახო ცხოვრების დეპრივატიზაციით და ოჯახის წევრთა გაუცხოვებით ხასიათდება, მოსპო საოჯახო მშობლობის ოჯახური საყრდენები, ჩააქრო პიროვნული სწრაფვა რამდენიმეშვილიანი ოჯახის შექმნისაკენ. თავის მხრივ, მცირეშვილიანი (1-2 შვილი) ოჯახების მასობრივი გავრცელება და აგრეთვე "სერიული მონოგამიისა", ანუ განქორწინებებისა და განქორწინების შემდგომი ქორწინების და თანაცხოვრებების გავრცელება მოასწავებდა ცხოვრების ბოლომდე ერთ ქორწინებაში დარჩენის კრახს. იმავდროულად სექსუალური და კონტრაცეპფიური რევოლუცია, ახალ თაობათა აქსელერაცია, მოზარდებისა და ახალგაზრდების ასაკობრივი იდენტიფიკაციის კრიზისი, არალეგიტიმურ თანაცხოვრებათა და შობადობათა ზრდა, არასრულწლოვანთა რეპროდუქციული ქცევის კრიზისი, ახალშობილებზე უარის თქმა, ობლობის ზრდა ცოცხალი მშობლების არსებობისას, მოზარდთა სოციალური პათოლოგიების, სუიციდების, პროსტიტუციის და ა.შ. ზრდა, ანუ მთელი რიგი სოციალური კრიზისების ზრდა, რომლებიც ოჯახის გლობალურ კრიზისს მოჰყვა, თვალნათელს ხდიდა მთელი სიმწვავის სოციალური წესრიგის დეგრადაციისა. სოციალურმა წესრიგმა ვერ შესძლო პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებულ ინტერესთა შორის ბალანსის უზრუნველყოფა.

      რუსეთში საოჯახო კრიზისის პროცესები მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან აღინიშნა და დღემდე გრძელდება, ამიტომ რუსეთში ოჯახის აღმზრდელობითი როლის განხილვისას, აუცილებლად უნდა განხილულ იქნას ოჯახის ინსტიტუტის შემცირების მსოფლიო ტენდენციები, მაგრამ რუსული ოჯახის ახალგაზრდებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების ანალიზი რთულდება სპეციფიკური ფაქტორების მოქმედებით.

      საბჭოთა პერიოდში საოჯახო თაობათა მემკვიდრეობითობაზე ნეგატიური გავლენა იქონია კერძო საკუთრების გაუქმებამ (ამან მოსპო საოჯახო შინამეურნეობის და საოჯახო მემკვიდრეობის ბაზა), სახელმწიფოს როლის მკვეთრმა ზრდამ საერთოდ და სახელმწიფოებრივმა ჩარევამ ოჯახის საქმეში კერძოდ.

      რფ-ს დაჩქარებულმა ინდუსტრიალიზაციამ და ურბანიზაციამ გამოიწვია ოჯახის სტრუქტურის მკვეთრი დეფორმაცია, გაფართოვებული სოფლის სამთაობიანი ოჯახის, ქალაქის ორთაობიანი ნუკლეარული ოჯახით შეცვლა. ამასთან, ოჯახის მიერ ახალი თაობის აღზრდის საკვანძო მდგომარეობის დაკარგვა გამაგრებულ იყო ოჯახის სოციალიზაციური ფუნქციების აღზრდის და განათლების სპეციალიზირებული ინსტიტუტებისთვის გადაცემით ( საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებები, სკოლები, ინტერნატები, პიონერთა სახლები, სასწავლებლები, უმაღლესები და ა.შ.).

      ადრე არსებულმა საოჯახო ავტორიტეტმა განიცადა მრავალსაფეხურიანი გახლეჩა, გადანაწილდა რიგ ურთიერთსაწინააღმდეგო "სოციალიზაციურ ინსტიტუტზე". ამასთან, იქმნებოდა ახალგაზრდების კონფლიქტური სოციალიზაციის წყარო, რომელიც ისტორიული დროისა და ცხოვრების ცვალებადი პირობების შესაბამისად პოულობდა ამ კონფლიქტურობის გამოვლენის სხვადასხვა ფორმებს – ნორმატიული სოციოკულტურული ქცევის იმიტაციიდან სოციალურ პათოლოგიამდე. კონფლიქტური სოციალიზაციის კრიმინალური ფორმები ოჯახის ავტორიტების განხეთქილების გამო, თავის მხრივ, იწვევენ არასრულწლოვანების ხელმეორე, იძულებითი სოციალიზაციის დაწესებულებების შექმნას. რეპრესიული რესოციალიზაციის არაეფექტურობა საყოველთაოდ აღიარებულია, მაგრამ ჩრდილში რჩება იმის გაგება, რომ საოჯახო სოციალიზაციის ნგრევის კომპენსირება არასაოჯახოთი, განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგანაც ოჯახს ამ შემთხვევაში შემცვლელი არ ჰყავს.

      საოჯახო აღზრდის ყველა დღეისთვის ცნობილი ინსტიტუციონალური შემცვლელი არის მიზნობრივი ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა აღზრდაზე სპეციალდება და რომელთათვისაც დამახასიათებელია ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების ურთიერთდაპირისპირება, რაც ოჯახის შემთხვევაში გამორიცხულია და ამიტომ, თვით გაფართოებულ ოჯახებშიც კი, რომლებიც საოჯახო მეურნეობაზე არიან დაფუძნებული, ტრადიციული შიდასაოჯახო როლები მამა-დედა-ვაჟიშვილი-ქალიშვილი და მათი შემავსებელი როლები ნათესაობრივ-მოყვრული, თავის თავში შეიცავენ საოჯახო ცხოველმყოფელობის სოციოკულტურული ნორმების სისტემასთან ერთად გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს შინამეურნეობების წარმართვის მხრივ.

      საოჯახო ავტორიტეტის გაყოფა თავიდან ნათელი გახდა ნუკლეარიზაციის პროცესში, როცა გაფართოებული ოჯახი რამდენიმე ნუკლეარულ ოჯახად დაიყო და შესაბამისად, გაფართოებული ოჯახის უფროსის ავტორიტეტის ნაცვლად რამდენიმე უფროსის როლი გაჩნდა, სოფლიდან ქალაქად მიგრაციამ, საქალაქო კომუნალურ ბინებში ცხოვრებამ დააჩქარა ახალგაზრდების გამოყოფა მშობლებისგან. ამ მატერიალურმა-საბინაო გაუცხოებამ უფროსი და უმცროსი თაობისა, გამოიწვია თაობათა საოჯახო მემკვიდრეობითობის რღვევა, ხელი შეუწყო ახალი თაობების უფროსი თაობისგან იზოლაციის (საბოლოო ჯამში კი უფროსების მიმართ უპატივისცემლობის დანერგვას).

      ქვეყნის ურბანიზაციამ ხელი შეუწყო ამ ტენდენციის გამყარებას, ახალი ქალაქებისა და მუშათა დაბები იქმნებოდა მშენებარე ქარხნებისა და ფაბრიკების გარშემო, საბინაო პრობლემა არღვევდა საოჯახო ნათესაობრივ კავშირებს, ნუკლეარული ოჯახი რჩებოდა "უცხო" ადამიანების გარემოცვაში. ეს ყველაფერი მკვეთრად განსხვავდებოდა სოფლად საოჯახო-ნათესაური და მეზობლური კონტაქტებისგან, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და სადაც ბავშვებისა და მოზარდებისგან დევიაციური ქმედებები მცირეა სიახლოვის ატმოსფეროთი. სოფლად არ არის ქუჩის – ეზოს ნეგატიური გავლენა მოზარდებზე, არის ქალაქური გაუპიროვნებული ურთიერთობები. მარტოხელათა ხალხში – ბრბოში იზოლაციის საქალაქო თავისებურება ფსიქოლოგიურად ძალზე საშიშია კრიმინალური ქცევის თვალსაზრისითაც, ამიტომ ქალაქად საჭიროა დამატებითი სოციალიზაციის მექანიზმი, რომელიც ცივილიზებულად გადაჭრის მასობრივი ქცევის სიტუაციების სირთულეებს. მხოლოდ ოჯახის სოციალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეუძლიათ ჩამოუყალიბონ პიროვნებას უპიროვნებო ზემოქმედების კოდიდან პიროვნული ურთიერთობის კოდზე და პირიქით.

      საოჯახო ავტორიტეტის შელახვა ხდება აგრეთვე საოჯახო მეურნეობის რღვევის გამო. საოჯახო მეურნეობაში დაქირავებულად არავინ არ გრძნობს თავს, ხოლო მშობლების ავტორიტეტი მაღლდება მათი პროფესიული დახელოვნების ზრდის კვალდაკვალ. მშობლების ჩართვა დაქირავებულ შრომაში ოჯახს მიღმა, რაზედაც ბავშვებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ფაქტიურად წერტილს უსვამს ბავშვების მიერ მშობლების საქმის მემკვიდრეობით მიღებას, რის გამოც ბავშვების აღზრდა ოჯახში ჰიგიენურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებად იქცევა.

      ოჯახისათვის საერთო საოჯახო საქმის არ არსებობა უფრო მეტად, ვიდრე საოჯახო საკუთრება, ოჯახის წევრებს ართმევს საკუთარი თავის ბატონ-პატრონობის განცდას. სახელმწიფოს მიერ სახალხო მეურნეობის მონოპოლიზაცია ოჯახის ყველა წევრს კლიენტ-მათხოვრის როლში აყენებს სახელმწიფო დაწესებულებების ჩინოვნიკების წინაშე. ოჯახის ეს დაქვემდებარებული მდგომარეობა, როგორც მთხოვნელისა, მწვავედ აღიქმება ბავშვების მიერ გრძნობენ რა საოჯახო ავტორიეტების დამცირებულ მდგომარეობას სახელმწიფოს "წარმომადგენელთა" წინაშე.

      არის კიდევ ერთი მომენტი, კაპიტალისტური ინდუსტრიალიზაციის მიერ საოჯახო მეურნეობის რღვევასთან დაკავშირებით – სოციალიზაციის პერიოდის გარდაუვალი გახანგრძლივება. ბევრი თვლის 25 წლამდე ახალგაზრდების გახანგრძლივებულ სოციალიზაციას პროგრესულ მოვლენად და ბავშვების შრომით აღზრდას, როგორც მათ ექსპლუატაციას, ეწინააღმდეგება აქსელერაციის პროცესს. აქედან მომდინარეობს უამრავი სოციალური პრობლემა: არასრულწლოვანთა დედობა, სექსუალური ქცევის თავისუფლება, უარის თქმა თინეიჯერი მშობლების მიერ შვილებზე, ჯგუფური სექსი და ძალადობა და ა.შ.

      მსხვილი ინდუსტიული წარმოება აუცილებლად იწვევს წინა პროფესიული ჩვევების და ცოდნის მორალურ ცვეთას. ასეთ პირობებში უფროსი თაობის ტექნიკური გადამზადება ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემა, რადგან მათ ძველი გამოცდილება ხელს არ უშლის. ახალგაზრდების აღჭურვა ყველაზე უფრო თანამედროვე ცოდნით შესაბამის სწავლებას მოითხოვს ზოგადი და პროფესიული განათლების ფარგლებში. საგანმანათლებლო-პროფესიული სოციალიზაციის ასეთი გახანგრძლივება წარმოშობს სასურველი სიმწიფის გადავადებას და იმავდროულად ამწვავებს მამებისა და შვილების პრობლემას არა მარტო ოჯახში, არამედ მის გარეთაც.

      ახალგაზრდობა, უფრო მორგებული ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, ვიდრე უფროსი თაობა, მოდის რა წარმოებაში, საფუძველს აცლის უფროსების მდგომარეობას, რომელთა გამოცდილების საჭიროება აღარ არსებობს. ფსიქოლოგიურად ეს უფროსების მიმართ უპატივისმცემლობის საფუძველი ხდება, რაც საბოლოო ჯამში ოჯახის ავტორიტეტის შერყევას იწვევს.

      ინდუსტრიალიზაცია და ქალების ჩაბმა სახელმწიფო წარმოების სისტემაში საოჯახო ავტორიტეტის დანაწევრების კიდევ ერთ სახეს იწვევს. ქალების – დედების დასაქმება ოჯახს მიღმა მილიონობით დედას და მამას შრომის ბაზარზე კონკურენტებად აქცევს, რაც მამების და დედების საოჯახო ურთიერთობებზე აისახება და, რაც თავის მხრივ, განქორწინების საფუძველი ხდება. ნუკლეარული ოჯახის ფარგლებში საერთო საოჯახო ავტორიტეტი ორ მშობლიურ ავტორიტეტად დაიყო, რომლებიც ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული არიან. უფრო მეტიც, მოხდა მამის ავტორიტეტის შემცირება და დედის ავტორიტეტის ზრდა.

      აუცილებელია ითქვას, რომ ქალების ჩაბმა წარმოებაში მიმდინარეობდა მამაკაცების და ქალების მოვალეობების სოციოკულტურული ნორმების დანაწილების პირობებში. შინამეურნეობის კრახი პირველ რიგში შეეხო მამაკაცებს, ურბანიზაციამ გააქრო შრომის ის სახეები, რომლებსაც მამაკაცები ოჯახში ასრულებდნენ, ქალებს კი მაინც დარჩათ ის საოჯახო როლები, რომლებიც დედობის სოციოკულტურულ ნორმებთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარეობს შინაურ საქმეებში და ოჯახში დედის დომინირება, რომელსაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი შეღავათების გამო ემატება უფრო მეტი დრო, რომელსაც დედა ატარებს სახლში. ამ შეღავათებმა, რომლებიც ქალი-დედის ორმაგი დასაქმება შეამსუბუქა, წარმოშვა მატრიარქატის თავისებური სისტემა.

      საქმე ეხება სისტემას "დედა-სახელმწიფო-ბავშვი", სახელმწიფოს "პატერნალიზმს", რომელიც გარკვეულ უპირატესობას უქმნის დედებს დაქირავებული შრომის სისტემაში და გამორიცხავს მამას ბავშვთან ამ ურთიერთკავშირიდან. ქალის ოჯახს მიღმა დასაქმების ასეთი იძულებითი სისტემა და მისთვის ნაწილობრივი შეღავათების დაწესება, რაც ქალების დომინირებას იწვევს ოჯახში და პროფესიული საქმიანობის რიგ სფეროში, ზოგიერთი მეცნიერის მიერ ხანდახან იწოდება "მატრიარქატული სახელმწიფოს" სისტემად.

      საოჯახო ავტორიტეტის გადახრა დედის როლის მხარეს, განპირობებულია აგრეთვე ქალთა სიჭარბით მამაკაცებზე ომის შემდგომ პირველ ათწლეულში. მარტოხელა დედების და ბავშვების, რომელთა საბუთებში "მამის" გრაფის გასწვრივ ტირეა, ხელი შეუწყო ალტერნატიული ერთმშობლიანი ოჯახის სოციალურ აღიარებას, მარტოხელა დედის სტატუსის ლეგიმიტაციას.

      ამრიგად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მშობლის ავტორიტეტის სტრუქტურა, რომელიც გაფართოვებული ოჯახისთვის იყო დამახასიათებელი, გარდაიქმნა და შემცირდა ნუკლეარული ოჯახის საოჯახო ავტორიტეტამდე, რომელიც მშობლების და შვილების შრომით თანამშრომლობას არის მოკლებული და დამძიმებულია ხანგრძლივი ზრუნვის აუცილებლობით სოციალიზაციის პროცესის გაჭიანურების გამო; და ბოლოს, ოჯახის შემცირებული ავტორიტეტი დანაწევრებული აღმოჩნდა ორ ურთიერთსაწინაარმდეგო დედის და მამის ავტორიტეტად დედის ავტორიტეტის გაძლიერებით. შიდასაოჯახო ავტორიტეტის გადანაწილების შედეგები სპეციალურად არ ყოფილა გამოკლვეული, მით უმეტეს, რომ სოციალურ რეალობაში ისინი ერთდროულად იყო გამოწვეული არასაოჯახო მასოციალიზირებული ინსტანციების ზემოქმედებით.

      მშობლის ავტორიტეტის შესუსტება ბავშვების გადაცემით მშობლების მუშაობის დროს მიზნობრივი დაწესებულებებისათვის (საბავშვო ბაგა-ბაღები, - სკოლები – სასწავლებლები – უმაღლესები და ა.შ.). მიმდინარეობდა აღმზრდელთა არასაოჯახო გავლენით ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ყველა აღმზრდელობითი მიზნობრივი დაწესებულება საბჭოთა პერიოდში ახორციელებდა ერთიან პოლიტიკურ სოციალიზაციას, რომელიც შეიძლება არც დამთხვეოდა მშობლების პოლიტიკურ ორიენტაციას ან რელიგიურ მრწამსს. შედეგად, ბავშვები შეიძლება მხოლოდ პირობითად ყოფილიყვნენ განხილული, როგორც მშობლებისეული აღზრდის პროდუქტი, მშობლების მე-ს გაგრძელება შვილებში.

      შობადობის დაცემა დაკავშირებულია მშობლების ჩიხურ, გადაუჭრელ პრობლემებთან იყოლიონ შვილები შვილთაშობის მიზნით თუ იმისთვის, რათა ისინი უცხო ადამიანებმა გაჭყიპონ? როგორ გამოდიოდნენ მშობლები ამ სიტუაციიდან აჩვენეს სოციოლოგიურ-დემოგრაფიულმა გამოკვლევებმა: შვილთაშობის სოციალური და ეკონომიკური მოტივები გაუფასურდა და ნულზე დავიდა, ხოლო წმინდა პირადი მოტივების რედუცირება მოხდა "ბები-კომპლექსზე". წამყვანი მოტივი გახდა პატარის ყოლა, რომელსაც ეყვარებოდა მშობლები და მთლიანად მათზე იქნებოდა დამოკიდებული და დამჯერი. შედეგად – ცოტა ვინმე თუ აჩენდა 3 და მეტ შვილს, მეორეს აჩენდა მხოლოდ მეოთხედი, ხოლო პირველი ჩნდება როგორც ვალი ქორწინების წინაშე. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოზარდი თაობის კოჰორტაში წამყვანი ადგილი დაიკავეს ერთადერთმა შვილებმა.

      დღეისათვის ცნობილია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდობამ უარყო მამებისა და ბაბუების მიერ მომზადებული სისტემა. რასაკვირველია, აქ მიზეზი ბევრია, მაგრამ გვინდა ფოკუსირება მოვახდინოთ ახალი თაობის სოციალიზაციის კონფლიქტურობაზე. წინააღმდეგობა დეკლარირებულ ფასეულობასა და რეალიებს შორის, ხელს ვერ უწყობდნენ დეკლარირებულ ფასეულობათა ინტერნალიზაციას. ჭარბობდა ოფიციალური ნორმების "შეგნებული" აღიარების იმიტაცია, რაც ართულებდა პიროვნების სოციალიზაციის პრობლემას – ისეთი შინაგანი თვითკონტროლის შექმნას, როცა გარეგანი იძულების გარეშე ადამიანი მოქმედებს სოციალურ-კომპეტენტურად, მოქნილად მანევრირებს პირადულ, ჯგუფურ და საზოგადოებრივ რიფებს შორის.

      კოლექტივისტ-ალტრუისტის პიროვნების ჩამოყალიბება, როცა საზოგადოებრივი ხდება პირადულ-ეგოისტური ინტერესის ორგანული მთელი, შეუძლებელი გახდა. მაგრამ იმავდროულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საოჯახო ავტორიტეტის შესუსტებას, მე-ს თვითკონტროლის ისეთი საოჯახო მექანიზმის შექმნას, როცა გათვალისწინებულია ინდივიდუალურ ქმედებათა საზოგადოებრივი შეფასებები. წინააღმდეგობრიობა და დაპირისპირებულობა სოციალიზირებად ავტორიტეტებს შორის სოციალიზაციის პერიოდის გახანგრძლივების და შთამომავლობის საოჯახო სოციალიზაციის გვერდით – აი ეს არის ეკლექტიკური, ფრაგმენტარული, დისფუნქციონალური სოციალიზაციის ფონი.

      მშობლების და შვილების დაკავებულობა სახლს მიღმა, რასაც მათ შორის ემოციური კონტაქტის დეფიციტი მოყვება, ბავშვებს უბიძგებს პირადი ურთიერთობების დამყარებისაკენ თანატოლთა არაფორმალურ ჯგუფებთან. მათთვის ავტორიტეტი ხდება ჯგუფის ლიდერი. სულ უფრო ღრმავდება ოჯახისგან გაუცხოვება და მოზარდი ცხოვრებას და აზროვნებას იწყებს ჯგუფის კანონებით.

      სოციალური ფსიქოლოგების გამოკვლევები იმაზე მეტყველებენ, რომ ეს ჯგუფები, როგორც წესი ბარიერად აღიმართებიან სრულყოფილი სოციალიზაციის გზაზე, პიროვნების სოციალურად პასუხისმგებლური ქმედებების თვითკონტროლის გზაზე.

      საოჯახო სოციალიზაციის მექანიზმი არც ჯგუფურ გაერთიანებებს და არც მიზნობრივ დაწესებულებებს არ გააჩნიათ. გამოცდილება და კვლევის შედეგები მიუთითებენ, რომ საოჯახო ავტორიტეტის კრიზისი ხელს უწყობს ანტისოციალიზაციური გაერთიანებების წარმოქმნას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სოციალური სინდისის, მორალური ნორმებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებას.

საკვანძო ტერმინები

დეპრივაცია ოჯახში, საოჯახო სოციალიზაციის ორმაგი ხასიათი, ოჯახში ნორმატიული და ინფორმაციული გავლენა, ნორმები – ნიმუშები და ნორმები – პრინციპები, პიროვნებათშორისი სტატუსი ოჯახში, საოჯახო – ჩვენ, არასაოჯახო – ისინი, ამ კოდების გადართვის პრინციპები, ქცევის რეგულაციის დისპოზიციური სტრუქტურა, საოჯახო სიტუაციათა განსაზღვრა, სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური მექანიზმები, მე – ნიმუში და მე – კონცეფცია, ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა სტრუქტურა, პიროვნების ოჯახზე მოთხოვნილება, საოჯახო ავტორიტეტის რღვევა, კონფლიქტური სოციალიზაცია, ინსტიტუციონალური მშობლები, მიზნობრივი არასაოჯახო სოციალიზაცია, გახანგრძლივებული სოციალიზაცია, შრომითი აღზრდა და უფროს – უმცროსების ანტაგონიზმი, სოციალური კომპეტენტურობა, ინდუსტრიალიზაციის აღმზრდელობითი ასპექტები, ფამილისტური სისტემა "მშობლები-შვილები", "მატრიარქატის სისტემა", დედა-სახელმწიფო-შვილი, დისფუნქციური სოციალიზაცია, პირველადი კონტაქტების დეფიციტი, არაფორმალური ჯგუფები, საერთო მნიშვნელობის ნორმათა ინტერნალიზაცია, პიროვნების თვითკონტროლი.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2643

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters