კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 6
ნაწილი II

სანდოობა რაოდენობრივ კვლევაში

      სანდოობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევაში. შემდეგ ორ ქვეთავში ამ ორ ცნებას ცალ-ცალკე განვიხილავთ. რაოდენობრივ კვლევაში სანდოობა, არსებითად, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ინსტუმენტის შემთხვევაში და რესპონდენტთა სხვადასხვა ჯგუფთან გარანტიის, თანმიმდევრულობისა და განმეორების სინონიმია. ის სიზუსტესა და სკრუპულოზურობას ეხება. ზოგიერთი ნიშანი, მაგალითად, სიმაღლე, შეიძლება ზუსტად გაიზომოს, სხვები კი, მაგალითად, მუსიკალური უნარი, ვერა. იმისთვის, რომ კვლევა სანდო იყოს, მან უნდა აჩვენოს, რომ რესპონდენტების მსგავს ჯგუფთან მსგავს კონტექსტში (ნებისმიერად განსაზღვრული) ჩატარების შემთხვევაში, მსგავსი შედეგები უნდა მივიღოთ. სანდოობის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: სტაბილობა, ეკვივალენტობა და შინაგანი შეთანხმება.

სანდოობა სტაბილობის სახით

      სანდოობა ამ ფორმით დროში და მსგავს შერჩევებში შეთანხმებას გულისხმობს. კვლევაში სანდო ინსტრუმენტი სხვადასხვა დროს მსგავსი რესპონდენტებისგან მსგავს მონაცემებს იძლევა. თუ საცობიდან ყოველ დღე ერთი ლიტრი წყალი ჟონავს, შეგიძლია ვთქვათ, რომ წყალი სანდოდ იჟონება, მაგრამ თუ საცობიდან ზოგჯერ ერთი ლიტრი წყალი იჟონება და ზოგჯერ _ ორი, მაშინ ეს არ იქნება სანდოდ გაჟონვა. კვლევის ექსპერიმენტულ და გამოკითხვის მოდელებში ეს ნიშნავს, რომ თუ ტესტი და რეტესტი სათანდო დროის შუალედში ჩატარდა, მაშინ მსგავსი შედეგები უნდა მივიღოთ. მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, დროის რა შუალედია ადეკვატური. ძალიან მცირე დროის შუალედში მონაწილეებს შეიძლება ახსოვდეთ, რა თქვეს, ან რა გააკეთეს პირველი ტესტის დროს; დროის დიდ შუალედში კი გარეშე ფაქტორების ზემოქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს მონაცემები (მაგალითად, მომწიფება სტუდენტებში, მათზე მოქმედი გარეგანი გავლენები). ამ ტიპის სანდოობის საჩვენებლად მკვლევარმა სწორად უნდა შეარჩიოს ტესტისა და რეტესტის ვადა, ანუ დროის რა შუალედი იქნება ორ ტესტირებას შორის. შემდეგ გამოითვლება კორელაციის კოეფიციენტები პრეტესტსა და პოსტტესტს შორის, რომელთა გამოსათვლელი ფორმულები პირდაპირ არის მოცემული სტატისტიკის სახელმძღვანელოებსა და ტესტის აღმწერ წიგნებში.

      დროში სტაბილობის გარდა, სანდოობა, როგორც სტაბილობა, შეიძლება, მსგავს შერჩევებს შორის სტაბილობაც იყოს. მაგალითად, თუ ტესტს ან კითხვარს ერთდროულად ვაწოდებთ სტუდენტების ორ ჯგუფს, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს მნიშვნელოვანი მახასიათებლებით (მაგალითად, ასაკით, სქესით, უნარებითა და ა. შ. _ რა მახასიათებლებსაც უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა შედეგებზე), მაშინ შედეგები (ტესტებში) ან პასუხები (კითხვარებში) ურთიერთმსგავსი უნდა მივიღოთ. ტესტ-რეტესტის მეთოდის ამ ფორმის კორელაციის კოეფიციენტის გამოთვლა ან მთლიანი ტესტისთვისაა (მაგალითად, პირსონის კორელაციის კოეფიციენტის ან ტ კრიტერიუმის გამოყენებით) შესაძლებელი, ან _ კითხვარის ნაწილებისთვის (მაგალითად, სპირმენის ან პირსონის კორფიციენტი, შესატყვისობის მიხედვით, ან ტ კრიტერიუმი). შემდეგ დადგინდება კორელაციის კოეფიციენტის სტატისტიკური მნიშვნელოვნება, რომელიც 0.05-ის ტოლი ან მეტი უნდა იყოს, რომ სანდოობა გარანტირებულად ჩავთვალოთ. შერჩევებს შორის სანდოობის ეს ფორმა განსაკუთრებით გამოსადეგია ტესტებისა და კითხვარების პილოტირებისას.

      ტესტ-რეტესტის მეთოდის გამოყენებისას საფიქრალია და მოსაგვარებელია (Cooper and Schindler 2001: 216) შემდეგი:

  • ტესტსა და რეტესტს შორის დროის შუალედი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ სიტუაციური ფაქტორები შეიცვალოს.
  • მონაწილეები შეიძლება, დაინტერესდნენ საკვლევი სფეროთი და თავად მიადევნონ მას თვალი ტესტსა და რეტესტს შორის დროის შუალედში.

სანდოობა ეკვივალენტობის სახით

      ამ ტიპის სანდოობა ორ ძირითად სახეობას აერთიანებს. პირველ რიგში, სანდოობა შეიძლება მიიღწეოდეს ტესტის, ან მონაცემების შეგროვების სხვა ინსტრუმენტის ეკვივალენტური ფორმების (ცნობილია, ასევე, როგორც ალტერნატიული ფორმები) გამოყენებით. თუ არსებობს ტესტის, ან ინსტრუმენტის ეკვივალენტური ფორმები და ისინი მსგავს შედეგებს იძლევიან, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ინსტრუმენტი აჩვენებს ამ ფორმის სანდოობას. მაგალითად, ამ ტიპის სანდოობის მქონედ მიჩნეული პრეტესტი და პოსტ-ტესტი ექსპერიმენტში ერთი და იმავე საკითხების გაზომვის ალტერნატიულ ფორმებად გამოიყენება. ასეთი სანდოობის ჩვენება მაშინაც არის შესაძლებელი, თუ ტესტის ან სხვა ინსტრუმენტის ეკვივალენტური ფორმები თავსებადი შერჩევებისთვის (მაგალითად, ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები, ან ორი შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევა გამოკითხვაში) ერთდროულად მიწოდებისას მსგავს შედეგებს იძლევიან. აქ სანდოობა შეიძლება გაიზომოს ტ კრიტერიუმით, კორელაციის მაღალი კოეფიციენტის ჩვენებით და ორი ჯგუფისთვის მსგავსი საშუალოებისა და სტანდარტული გადახრების ჩვენებით.

      მეორე, ეკვივალენტობის სახით სანდოობის მიღწევა შეიძლება შემფასებელთა შორის თანხმობით. თუ კვლევაში ერთზე მეტი მკვლევარი მონაწილეობს, მაშინ, ვინაიდან ადამიანის მიერ გაკეთებული შეფასება არ არის შეცდომისგან დაზღვეული, შეთანხმების მიღწევა ყველა მკვლევარს შორის უნდა მოხდეს მონაცემების ანალიზის ეტაპზე, თითოეული მათგანის მიერ მონაცემების ერთნაირად დაფიქსირების უზრუნველყოფით. ეს განსაკუთრებით ეხება მკვლევართა გუნდს, რომელიც სტრუქტურირებული დაკვირვების, ან ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით კრეფს მონაცემებს; გუნდის თითოეული წევრი უნდა დაეთანხმოს იმას, თუ რომელი მონაცემი რომელ კატეგორიაში შევიდეს. დაკვირვების მონაცემების სანდოობის საკითხი გვარდება ტრენინგით, როდესაც მკვლევრები ვიდეომასალაზე მუშაობენ, რათა ნახონ, თუ რამდენად ერთნაირად შეაქვთ მონაცემები.

      მარტივ დონეზე დამკვირვებელთა შეთანხმებულობის გამოთვლა პროცენტის სახით არის შესაძლებელი:

      რობსონი (2002: 341) შემფასებელთა შეთანხმებულობის დონის გაზომვის უფრო დახვეწილ გზას გვთავაზობს, როდესაც საქმე დაკვირვების კოდირებულ მონაცემებს ეხება და ამ მეთოდის გამოყენება სხვა ტიპის მონაცემების შემთხვევაშიც შესაძლებელია.

სანდოობა შინაგანი შეთანხმების სახით

      მაშინ, როცა სანდოობის დემონსტრირების ტესტ-რეტესტის მეთოდი და ეკვივალენტური ფორმების მეთოდი ტესტების ან ინსტრუმენტების ორჯერ გამოყენებას მოითხოვს, შინაგანი შეთანხმებულობის საჩვენებლად ტესტების ან ინსტრუმენტების მიწოდება მხოლოდ ერთხელ არის საჭირო შუაზე გახლეჩვის მეთოდის გამოყენებით.

      ვთქვათ, ტესტი სტუდენტების ჯგუფს უნდა ჩავუტაროთ. ამ შემთხვევაში ტესტის დებულებები იყოფა შუაზე ისე, რომ თითოეულ ნახევარში თანაბარი სირთულისა და შინაარსის მქონე დებულებები მოხვდეს. თითოეული ნახევარი დამოუკიდებლად ფასდება. თუ ტესტმა შუაზე გახლეჩვის სანდოობა უნდა აჩვენოს, მაშინ თითოეულ ნახევარში მიღებული შეფასებები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა კორელირებდეს. ნებისმიერი სტუდენტის მიერ ერთ ნახევარში მიღებული შეფასება უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მეორე ნახევარში მიღებულ შეფასებას. ამის გამოთვლა სპირმენ-ბრაუნის ფორმულით არის შესაძლებელი:

      სადაც r ინსტრუმენტის ნახევრებს შორის რეალურად არსებული კორელაციაა.

      ამ ფორმულისთვის საჭიროა კორელაციის კოეფიციენტის გამოთვლა, მაგალითად, სპირმენის რანგული კორელაცია, ან პირსონის შერეული მომენტის კორელაცია.

      ვთქვათ, ვიყენებთ სპირმენ-ბრაუნის ფორმულას და გვაქვს კორელაციის კოეფიციენტი 0.85. ამ შემთხვევაში სანდოობის ფორმულა ასეთ სახეს მიიღებს:

      იმის გათვალისწინებით, რომ კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა 1.00- ია, შეგვიძლია ვნახოთ, რომ ამ ინსტრუმენტის სანდოობა, გამოთვლილი შუაზე გახლეჩვის სანდოობისთვის, ძალიან მაღალია.

      სანდოობის ეს ტიპი უშვებს, რომ შესაძლებელია ჩასატარებელი ტესტის ორ, თანაბარი ძალის მქონე, ნახევრად გახლეჩვა. ბევრ ტესტს აქვს სირთულის გრადიენტი, ან განსხვავებული შინაარსის დებულებები თითოეულ ნახევარში. თუ ეს ასეა, მაშინ მკვლევარს, ტესტის შუაზე გახლეჩვის ნაცვლად შეუძლია, პირველი ათი დებულება ერთ ნახევარში გააერთიანოს და მეორე ათი (11-დან 20- ის ჩათვლით) _ მეორე ნახევარში; ლუწი რიგითი ნომრის მქონე დებულებები ერთ ჯგუფს მისცეს და კენტები _ მეორეს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ორი ნახევარი ერთმანეთს თანხვდებოდეს შინაარსისა და სირთულის კუმულაციის ხარისხით.

      სანდოობის, როგორც შინაგანი შეთანხმებულობის ალტერნატიულ საზომს კრონბახის ალფა კოეფიციენტი წარმოადგენს, რომელსაც ხშირად სანდოობის ალფა კოეფიციენტს, ან უბრალოდ ალფას უწოდებენ. კრონბახის ალფა იძლევა დებულებებს შორის კორელაციის კოეფიციენტს, ანუ თითოეული დებულების კორელაციას სხვა რელევანტური დებულებების ჯამთან და გამოსადეგია მრავალდებულებიანი სკალებისთვის. ეს არის დებულებების (და არა, მაგალითად, ადამიანების) შინაგანი შეთანხმებულობის საზომი. ალფა კოეფიციენტზე და მის გამოთვლაზე მეხუთე ნაწილში ვისაუბრებთ. ამგვარად ახსნილი სანდოობა რამდენიმე დაშვებას აკეთებს, მაგალითად, იმას, რომ ინსტრუმენტები, მონაცემები და შედეგები უნდა კონტროლდებოდეს, პროგნოზდებოდეს და მეორდებოდეს. ეს გარკვეული სტილის კვლევას გულისხმობს, როგორც წესი, პოზიტივისტური პარადიგმის ფარგლებში. კუმერი და შინდლერი (2001: 218) თვლიან, რომ ამ პარადიგმაში სანდოობის მიღწევა ვარიაციის ნებისმიერი გარეგანი წყაროს შემცირებით არის შესაძლებელი: იმ პირობების სტანდარტიზებითა და გაკონტროლებით, რომელშიც შეგროვდა და გაიზომა მონაცემები; შეთანხმებულობის (დამკვირვებელთა შორის სანდოობის) უზრუნველსაყოფად მკვლევრებისთვის ტრენინგის ჩატარებით; კონკრეტული თემის შესახებ დებულებების რაოდენობის გაზრდით; მონაცემების ანალიზიდან უკიდურესი პასუხების გამორიცხვით (მაგალითად, ცალკე მდგომი მონაცემების გამორიცხვით, რაც შPშშ-ში შეიძლება გაკეთდეს)

სანდოობა თვისებრივ კვლევაში

      ამ ქვეთავში თვისებრივ კვლევაში სანდოობის განხილვისას ვნახავთ, რომ ამ ტერმინის თვისებრივი კვლევისადმი შესატყვისობა საკამათოა (მაგალითად, Winner 2000; Stenbacka 2001; Golafshani 2003). ლინკოლნი და გუბა (1985) ამჯობინებენ, რომ "სანდოობა" ისეთი ტერმინებით ჩაანაცვლონ, როგორიცაა "დამაჯერებლობა", "ნეიტრალობა", "დადასტურება", "სტაბილობა", "თანმიმდევრულობა", "გამოყენება", "ნდობის ღირსი" და "გადაცემა".

      ლეკომტი და პრეისლი (1993: 332) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სანდოობის კანონები, რომლებიც რაოდენობრივი კვლევისთვის გამოიყენება, შეიძლება, უბრალოდ, გამოუსადეგარი იყოს თვისებრივი კვლევისთვის. რაოდენობრივი კვლევა უშვებს გამეორების შესაძლებლობას. თუ ერთი და იმავე შერჩევის მიმართ ერთი და იგივე მეთოდები გამოიყენება, მაშინ შედეგებიც ერთი და იგივე უნდა იყოს. რაოდენობრივი მეთოდები, როგორც წესი, საჭიროებენ ფენომენების გარკვეული ხარისხით კონტროლსა და მანიპულაციას. ეს არღვევს ფენომენების ბუნებრივ გამოვლინებას (იხილეთ ზემოთ: ეკოლოგიური ვალიდობა). ბუნებრივი კვლევების წინაპირობები სიტუაციების უნიკალურობასა და იდიოსინკრაზიულობას მოიცავს იმდენად, რომ შეუძლებელია კვლევის გამეორება და ეს მათი სიძლიერეა და არა _ სისუსტე.

      მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვისებრივი კვლევა არ უნდა ესწრაფოდეს გამეორებას, ანუ რეპლიკაციას კონსტრუქტების გენერირების, დახვეწის, შედარებისა და ვალიდაციისთვის. ლეკომტი და პრეისლი (1993: 334) ამტკიცებენ, რომ ასეთი რეპლიკაცია შეიძლება მოიცავდეს:

  • მკვლევრის პოზიციის გამეორებას;
  • ინფორმანტების/რესპონდენტების არჩევის გამეორებას;
  • სოციალური სიტუაციებისა და მდგომარეობების გამეორებას;
  • მკვლევრის პოზიციის გამეორებას;
  • ინფორმანტების/რესპონდენტების არჩევის გამეორებას;
  • სოციალური სიტუაციებისა და მდგომარეობების გამეორებას;

      გარდა ამისა, დენზინი და ლინკოლნი (1994) თვლიან, რომ თვისებრივ კვლევაში სანდოობის განმეორებით მიღწევა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

  • დაკვირვებების სტაბილურობა: გააკეთებდა თუ არა მკვლევარი იგივე დაკვირვებებს და ინტერპრეტაციებს, დაკვირვება სხვა დროს ან სხვა ადგილას რომ განეხორციელებინა.
  • პარალელური ფორმები: გააკეთებდა თუ არა მკვლევარი იგივე დაკვირვებებს და ინტერპრეტაციებს, დაკვირვების დროს სხვა ფენომენისთვის რომ მიექცია ყურადღება.
  • დამკვირვებელთა შორის სანდოობა: ისეთივე ინტერპრეტაციას გააკეთებდა თუ არა სხვა მკვლევარი იმავე თეორიულ ჩარჩოში იმავე ფენომენს რომ დაკვირვებოდა.

      ცხადია, ეს საკამათო საკითხია, ვინაიდან თვისებრივი კვლევისთვის რაოდენობრივი კვლევის სანდოობის კანონების მიყენებას ცდილობს.

      თვისებრივ კვლევაში სანდოობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თანხვედრა მკვლევრის მიერ მონაცემად ჩაწერილსა და ბუნებრივ გარემოში რეალურად მომხდარს შორის, ანუ დაფარვის სიზუსტის და მოცულობის ხარისხი (Bogdan and Biklen 1992: 48). ეს არ არის ერთგვაროვნებისკენ სწრაფვა. ორმა მკვლევარმა, ერთი და იმავე გარემოს შესწავლისას, შეიძლება, სრულიად განსხვავებული შედეგები მიიღოს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მონაცემთა ორივე ერთობლიობა სანდო იყოს. კვეილი (Kvale 1995: 181) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ინტერვიუს შემთხვევაში თვისებრივი მონაცემების იმდენი ინტერპრეტაცია შეიძლება არსებობდეს, რამდენი მკვლევარიცაა. ამის ნათელი მაგალითია ბრიტანეთში ჩატარებული ნისანის საავტომობილო ქარხნის კვლევა. ამ ორგანიზაციაში უიკენსმა (Wickens 1987) ორგანიზაციის მუშაობის პრაქტიკების "სათნო წრე" აღმოაჩინა, სადაც წარმოდგენილი იყო მოქნილობა, გუნდური მუშაობა და ცნობიერების ხარისხი. გარაჰანმა და სტიუარტმა (Garrahan and Stewart 1992) კი იმავე პრაქტიკების შესწავლით ექსპლუატაციის, ზედამხედველობისა და კონტროლის "მანკიერი წრე" აღმოაჩინეს. ერთი და იმავე რეალობის ეს ორი ვერსია იმიტომ თანაარსებობს, რომ რეალობა მრავალშრიანია. ეს ინსტრუმენტების, მკვლევრების, პერსპექტივებისა და ინტერპრეტაციების ეკლექტური გამოყენებით განსაზღვრული სანდოობის ცნების სასარგებლოდ წამოყენებული არგუმენტია (ეს ეხმიანება ტრიანგულაციის შესახებ ზემოთ გამოთქმულ კომენტარებს) (ასევე, იხილეთ Eisenhart and Howe 1992).

      ბროკ-უტნე (1996) ამტკიცებს, რომ თვისებრივი კვლევა, ჰოლისტური ბუნებიდან გამომდინარე, სიტუაციებისა და მოვლენების მრავალგვარი ინტერპრეტაციების, მიზნებისა და მნიშვნელობების დაფიქსირებას ცდილობს. აქ სანდოობის ცნება გაიგება, როგორც საიმედოობა (Lincoln and Guba 1985: 108 – 9; Anfara et al. 2002) და გავიხსენოთ შინაგანი ვალიდობის შესახებ ზემოთ წარმოდგენილი დისკუსია. ავტორებისთვის საიმედოობა მოიცავს წევრების გადამოწმებას (რესპონდენტის ვალიდაცია), კოლეგებთან გასაუბრებას, ტრიანგულაციას, ველზე ხანგრძლივად დარჩენას, რეფლექსიის ჟურნალების წარმოებას, ნაგატიური შემთხვევების ანალიზს და დამოუკიდებელ აუდიტს (კვლევის წარმოების მისაღები პროცესების იდენტიფიცირებას ისე, რომ მიღებული შედეგები შეესატყვისებოდეს მონაცემებს). აუდიტორული ცდები კვლევაში შედეგების დადასტურების საკითხის მოგვარებას ემსახურება როგორც პროცესის, ისე, პროდუქტის ანუ შედეგის თვალსაზრისით (Golafshani 2003: 601). ეს არის დაცვა თვისებრივი მკვლევრებისთვის წაყენებული ბრალდების წინააღმდეგ, კერძოდ, იმ აზრის წინააღმდეგ, რომ ისინი მხოლოდ "ყველაზე დიდ ხმაურზე და ყველაზე კაშკაშა სინათლეზე" რეაგირებენ.

      საიმედოობა რესპონდენტის ვალიდაციის მნიშვნელოვან საკითხს აყენებს (ასევე, იხილეთ McCormick and James 1988). მიუხედავად იმისა, რომ საიმედოობა მკვლევრებისგან რესპონდენტებთან დაბრუნებასა და შედეგების საიმედოობის მათთან ერთად გადამოწმებას მოითხოვს, მკვლევრებს წინდახედულებაც მართებთ, რომ რესპონდენტთა ინტერპრეტაციები ექსკლუზიური არ აღმოჩნდეს, ვინაიდან, როგორც ჰამერსლი და ატკინსონი (1983) ამბობენ, ისინი არ იმყოფებიან ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ თავიანთი ქმედებების ერთადერთი ინტერპრეტატორები იყვნენ.

      ბლური (Bloor 1978) რესპონდენტის ვალიდაციის მიღწევის სამ საშუალებას გვთავაზობს:

  • მკვლევრები ცდილობენ, იწინასწარმეტყველონ, თუ როგორი იქნება სიტუაციების მონაწილეთა მიერ მოწოდებული კლასიფიკაციები.
  • მკვლევრები ჰიპოთეტურ სიტუაციებს ამზადებენ და შემდეგ მათზე მონაწილეების სავარაუდო რეაქციებს წინასწარმეტყველებენ.
  • მკვლევრებს კვლევის ანგარიში მონაწილეებთან მიაქვთ და ამ ანგარიშზე მათ რეაქციებს იწერენ.

      ამ მსჯელობაში მეორდება პარადიგმების ბრძოლა, რომელიც წიგნის პირველ თავში განვიხილეთ: რაოდენობრივ საზომებს აკრიტიკებენ დეტალურად გაწერილი და დახვეწილი პროცესისა და დაუმუშავებელი ცნების კომბინირების (Ruddock 1981) და, ასევე, იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებენ საგანმანათლებლო და სტატისტიკური მნიშვნელოვნების ერთმანეთისგან გამიჯვნას (Eisner 1985). თვისებრივ მეთოდოლოგიებს, მათი უშუალობის, მოქნილობის, აუთენტურობის, სიმდიდრისა და გულწრფელობისდა მიუხედავად, იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი იმპრესიონისტული, მიკერძოებული, ბანალური, უმნიშვნელო, არაგანზოგადებადი, იდიოსინკრაზული, სუბიექტური და ახლომხედველი მეთოდოლოგიებია (Ruddock 1981). ეს არაფრის მომცემი დებატია, საქმე კი მიზნისთვის შესატყვისობას ეხება. ჩვენი მიზნებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სანდოობის კრიტერიუმები რაოდენობრივ მეთოდოლოგიებში განსხვავდება ანალოგიური კრიტერიუმებისგან, რომელიც თვისებრივ მეთოდოლოგიებში გამოიყენება. თვისებრივ მეთოდოლოგიებში სანდოობა მოიცავს რეალური ცხოვრების ერთგულებას, სპეციფიკურობას კონტექსტისა და სიტუაციის მიხედვით, აუთენტურობას, მრავალმხრივობას, დეტალურობას, პატიოსნებას, პასუხების სიღრმესა და რესპონდენტების გააზრებულობას.

ტეგები: Qwelly, ვალიდობა, კვლევის_მეთოდები, სანდოობა, სოციოლოგია

ნახვა: 2263

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters